x
რას ამბობს ნოსტრადამუსი პუტინზე ანუ აპოკალიფსის ბოროტების იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი
image „ რას ამბობს ნოსტრადამუსი პუტინზე ანუ აპოკალიფსის ბოროტების იმპერიის, უკანასკნელი იმპერატორი ’’

VLADIMIR (666-ANTICHRIST-ВЛАДИМИР-ВЛАДЕЮЩИЙ МИРОМ) PUTIN.

ნოსტრადამუსის მეათე ცენტურიის 72-ე კატრენი : "1999 წლის მეშვიდე თვეს, ციდან მოვა მრისხანე სიკვდილი. ის გააცოცხლებს მონღოლთა დიდ მეფეს. მის მოსვლამდე, და მოსვლის შემდეგაც იქნება საშინელი ომი". НОСТРАДАМУС: Центурия 10, Катрен 72 - "В год 1999 и 7 месяцев, С неба придёт великий Король ужаса (Царь Смерти, устрашения), Он Воскресить великого Короля Монголов (Царя Ангулемского, Анголмуа), До и После Его Прихода, Будет Страшная Война. (Будет Править Марс, Будет Править Война, Марс (Война) Будет Счастливо Царствовать)." ესეც თანამედროვე ინგლისური თარგმანი, NOSTRADAMUS C10:Q72 (Nostradamus — "King of Terror"): "The year 1999, seventh month, - From the sky will come a great King of Terror: - To bring back to life the great King of the Mongols, - Before and after Mars to reign by good luck.".


წერილის ავტორი: მკვლევარი, ანალიტიკოსი, პუბლიცისტი დანიელ სავანელი.



გავეცნოთ ნოსტრადამუსის ზოგიერთ წინასწარმეტყველებას და დავრწმუნდებით, რომ როგორც იოანე მოციქული გულისხმობს თავის აპოკალიფსში, უკანასკნელი ბაბილონის იმპერიად, ხოლო დანიელ წინასწარმეტყველი კი იმპერიათა ბოლო ჟამის, უკანასკნელ ყველაზე დიდ და ყველაზე საშინელ იმპერიად, სსრკ-ს და დღევანდელ რუსეთს, იგივეს ამტკიცებს ნოსტრადამუსი. პატარა შესავალი თუ ვინ იყო ნოსტრადამუსი. ის იყო, დღევანდელ დღემდე ცნობილი, ყველაზე დიდი ასტროლოგი, წარმოშობით იყო ებრაელი და რწმენით კათოლიკე. მან იწინასწარმეტყველა კაცობრიობის მომავალზე, მაგრამ ყველაფერი ნაწილობრივ გაასაიდუმლოვა და ალეგორიულად გადმოგვცა. ჯერ კიდევ, ბიბლიის წინასწარმეტყველნი და განსაკუთრებით იოანე მოციქული, ყველაფერს გადმოგვცემდნენ სიმბოლოებით და ალეგორიულად, რადგანაც გამოცნობის შემთხვევაში, მავანთა მიერ, არ მომხდარიყო, მათი შეგნებულად გაყალბება და განადგურება. ორი უდიდესი წინასწარმეტყველის დანიელისა და იოანეს წინასწარმეტყველებანი, იმპერიათა ბოლო ჟამზე აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რომ არ აღსრულებულიყო, ის არც იქნებოდა წინასწარმეტყველება. ნოსტრადამუსმაც თავისი წინასწარმეტყველებანი, ალეგორიულად გადმოგვცა, რათა არ მომხდარიყო მავანთა მიერ, მათი გაყალბება და მისი ჩანაწერების განადგურება. როგორც დანიელი ამბობს: "გონიერნი მიხვდებიან, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან, ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდებაო!". არ შეიძლებოდა, ყველა წინასწარმეტყველების (იშვიათი გამონაკლისების გარდა), პირდაპირი აზრით გადმოცემა, რადგან თუნდაც ბოროტეულნი (მითუმეტეს ვისაც ეხებოდა ეს: თუნდაც ძველი ან ახალი ტირანები და კიდე სხვა მრავალნი), აუცილებლად გაანადგურებდნენ ამ წინასწარმეტყველებებს და არ შემოინახებოდა მომავალი თაობებისათვის და ვერ გაეცნობოდნენ ამ წინასწარმეტყველობებს, კარგი გაგებით გონიერი და კეთილი ადამიანები.


ნოსტრადამუსმა დაწერა ათი ცენტურია, თითოეულ ცენტურიაში ასი კატრენია ანუ ასი ოთხსტრიქონიანი სტროფი (ოთხტაეპიანი ლექსი), თითოელი კატრენი არის - ოთხსტრიქონიანი სტროფი. ეს კატრენები (სტროფები) ბუნდოვანი, გაურკვეველი და ალეგორიული სტილით არის დაწერილი, მათში უხვად არის გამოყენებული ფრანგული, იტალიური, ბერძნული და ლათინური სიტყვები. მათში შეგნებულად არის დარღვეული ისტორიულ მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა, მავანთა თვალის ასახვევად. ეს იმას ნიშნავს რომ ერთი და იგივე მოვლენა, შეიძლება სხვადასხვა კატრენში და სხვადასხვა ცენტურიაში შეგვხვდეს, ანუ კატრენები დროის მიხედვით არ არის განლაგებული. განვიხილოთ მისი, ამჟამად ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კატრენები. ნოსტრადამუსის პირველი ცენტურიის მე-14-ე კატრენი: “სლავი ხალხი განიცდის ზეგავლენას ავბედითი ნიშნის, მის ციხეებს და სიმღერებს დააკლდა მეფის ხელი, როგორც წმინდა ორაკული მეფეს ისე შეცვლის სქოლასტ-დოგმატიკოსი და ცრუ წინასწარმეტყველი”. სქოლასტ-დოგმატიკოსი ესაა კაბინეტური მუშაობა რომელიც უყვარდა ლენინს, ამავე დროს იგი ლენინს ცრუწინასწარმეტყველად მოიხსენიებს, როგორც იოანე ღვთისმეტყველი თავის აპოკალიფსში. ვლადიმერ - 666 ლენინი ნოსტრადამუსის მიხედვით, მიჩნეულია უდიდესს ტირანად და ნოსტრადამუსის პირველ ანტიქრისტედ. ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ, ლენინის რეალური მმართველობის დროს 1917-1922წწ. დაიღუპა 10 მილიონზე მეტი ადამიანი. მსოფლიო ისტორიაში, ერთ-ერთ უბოროტესს დემონურ მმართველად და ტირანად, ნოსტრადამუსს აგრეთვე აღნიშნული ჰყავს ჰიტლერი. ტერმინი "მხეცი" იმპერიის აღმნიშვნელად და ამ იმპერიების მმართველი ტირანების მისამართით, ჯერ დანიელ წინასწარმეტყველმა გამოიყენა, მერე იოანე მოციქულმაც თავის აპოკალიფსში, ხოლო შემდეგ ნოსტრადამუსმაც ეს ტერმინი გამოიყენა თავის კატრენებში. ნოსტრადამუსის მეათე ცენტურიის 85-ე კატრენი: “აღმოსავლეთ ევროპას გრიფონი (ფრთიანი ლომი არწივის თავით-ანუ მხეცი-ავტ.) მართავს, თეთრებს და წითლებს ძარცვა-გლეჯვა ართობს, მთელი ჩრდილოეთი უფსკრულისკენ მიჰქრის, მეორე ბაბილონს მანქანის რითმი ათრობს”. ამ კატრნიდან, პირდაპირ გამომდინარეობს, რომ აქ მეოცე საუკუნის რუსეთის ბოლშევიკურ იმპერიაზე სსრკ-ს ჩამოყალიბებაზეა ლაპარაკი. მან სამოქალაქო ომში დაპირისპირებულთა აღმნიშვნელი ფერებიც კი გამოიცნო: თეთრები (თეთრგვარდიელები) და წითლები (ბოლშევიკები). ნოსტრადამუსის მიხედვით, რევოლუციის შემდგომ ჩამოყალიბდა, ალეგორიულად მეორე ბაბილონი ანუ სსრკ, იოანე მოციქულიც აპოკალიფსში, მსოფლიოს უკანასკნელ იმპერიას, ალეგორიულად ბაბილონს უწოდებს. შემდეგ ვნახოთ, ასევე მესამე ცენტურიის, 59-ე კატრენი: ”მე მაშინებს იდუმალი, მესამე მმართველი, გამოუცნობი, ბარბაროსული, თოვლიანი ქვეყნის, მისივე თანამოსაქმენი, მისგანვე მოკლულნი, და მხოლოდ ჯოჯოხეთია დამცველი მისი სიბერის”. აქ სტალინზეა ლაპარაკი. მესამე დიდ მმართველად, იმიტომ მოიხსენია სტალინი ნოსტრადამუსმა, რომ მისი აზრით, რუსეთს ჰყავდა სამი დიდი მმართველი. პირველ დიდ მმართველად, აღიარებულია ივანე მრისხანე, მეორედ პეტრე პირველი და მესამე დიდ მმართველად მან მიიჩნია სტალინი. მსოფლიო ისტორიაში, ყველაზე დიდი იმპერიის, უდიდესს დიქტატორად, უდიდესს ტირანად და უბოროტესი დემონური სულის მატარებელ პიროვნებად, ნოსტრადამუსს მიჩნეული ჰყავს სტალინი. მისი მმართველობის დროს, რეჟიმმა სიცოცხლე მოუსწრაფა 40 მილიონზე მეტ ადამიანს.


ეხლა შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ნოსტრადამუსის უსტარიდან (წერილიდან) რომელიც მიწერა საფრანგეთის მაშინდელ მეფეს ჰენრიხ მეორეს და წინასწარმეტყველებდა კაცობრიობის მომავალზე. ფრაგმენტი: “მანამდე კი მოხდება მზის დაბნელება, ყველაზე ძლიერი დედამიწის დაარსებიდან იესო ქრისტეს ჯვარცმამდე და ჩვენ დრომდე ცნობილთა შორის და ოქტომბერში იფეთქებს უდიდესი მასშტაბის რევოლუცია, რომელსაც ბევრი ჩათვლის ყველაზე მრისხანედ ოდესმე არსებულთა შორის. დედამიწაზე ცხოვრება აღარ დაემორჩილებს თავისუფალ ნებას, არამედ შთაინთქმება უძირო ბნელეთში. გაზაფხულზე და მის შემდგომ მოხდება გრანდიოზული ცვლილებები, ქვეყნის დაცემა და დიდი მიწისძვრები, და ყველაფერი ეს შეუღლებული იქნება ახალი ბაბილონის აღმოცენებასთან (აპოკალიფსური წითელი გველეშაპი იგივე ბაბილონი-იოანეს მიხედვით-ავტორი), ბილწ პროსტიტუციასთან, ამაზრზენ სულიერ სიცარიელესთან და გაგრძელდება სამოცდაცამეტი წელი და შვიდი თვე (73 და 7)”.


"ოქტომბერში იფეთქებს უდიდესი მასშტაბის რევოლუცია", "გაზაფხულზე და მის შემდგომ მოხდება გრანდიოზული ცვლილებები, ქვეყნის დაცემა და დიდი მიწისძვრები, და ყველაფერი ეს შეუღლებული იქნება ახალი ბაბილონის აღმოცენებასთან (აპოკალიფსური წითელი გველეშაპი იგივე ბაბილონი - იოანეს აპოკ. მიხედვით - ავტორი), ბილწ პროსტიტუციასთან, ამაზრზენ სულიერ სიცარიელესთან და გაგრძელდება სამოცდაცამეტი წელი და შვიდი თვე". ე.ი. 1917 წლის ოქტომბერში მოხდა ბოლშევიკური რევოლოუცია, რაც ნოსტრადამუსმაც იწინასწარმეტყველა. ნოსტრადამუსი: "გაზაფხულზე და მის შემდგომ" - ოქტომბრის რევოლუციიდან როდესაც დადგა პირველივე გაზაფხული 1918 წელს, ბოლშევიკებმა ფაქტიურად ხელში აიღეს სრული ძალაუფლება, გააჩაღეს წითელი ტერორი და სხვა. ე.ი. 1918 წლის გაზაფხულ-ზაფხულის მიჯნას ანუ 1918 წლის მეხუთე თვეს თუ მივუმატებთ 73 წელსა და 7თვეს ზუსტად მივიღებთ 1991 წლის დეკემბრის ბოლოს, რა მოხდა 1991 წლის დეკემბერში, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა ალმაატაში ხელი მოაწერეს "დამოუკიდებელ სახელმწმოფოთა თანამეგობრობის" შექმნის ხელშეკრულებას. რის შემდეგაც საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად შეწყვიტა თავისი არსებობა და უკვე 1991 წლის 26 დეკემბერს მოსკოვმა ოფიციალურად გამოაცხადა სსრკ-ს დაშლის შესახებ. საბჭოთა კავშირი დაემხო 1991 წლის 26 დეკემბერს, ე.ი. 1918 წლის მეხუთე თვიდან ამ რეჟიმმა 1991 წლის 26 დეკემბრამდე - "73წელი და 7თვე" იარსება, როგორც ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა.


განვიხილოთ ნოსტრადამუსის ძალიან საყურადღებო კატრენი, მესამე ცენტურიის 77-ე კატრენი: “ოქტომბრის დასასრული ოცდამეხუთე წლისათვის, ოცდამეერთე საუკუნე კი უმძიმესი ომით, რწმენის დამრთგუნველთ თავიანთი ხალხის შერცხვებათ, სპარსეთის შაჰი კი ისპობა ეგვიპტელთა მტრობით.” ოქტომბრის დასასრული ნოსტრადამუსის მიხედვით შესაძლებელია არის 1991 წელი, სსრკ-ს დანგრევის წელი ანუ ოქტომბერის რევოლუცია რომელიც დაიწყო 1917 წლის ოქტომბერში და ეს ქვეყანა-სსრკ დაინგრა 1991 წელს. ე.ი. თუ 1991 წლიდან გადავითვლით 25 წელს, მივიღებთ 2016 წელს. მართლაც სირიაში, რომელიც ერთ დროს სპარსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, მიმდინარეობს 21-საუკ. ყველაზე უმძმესი ომი. თუმცა: “ოქტომბრის დასასრული ოცდამეხუთე წლისათვის, ოცდამეერთე საუკუნე კი უმძიმესი ომით...", თუ ამას, პირდაპირი გაგებით გავიგებთ, მაშინ 2025წ. ოქტომბრის დასასრულისათვის, უნდა ველოდოთ ყოფილი სპარსეთის იმპერიის ქვეყნებში ტოტალიტარული რეჟიმების სრულ დამხობას. აქ სპარსეთის შაჰში იგულისხმება დღევანდელი ირანი, თუ თავის დროზე სპარსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები: სირია, ერაყი, ავღანეთი, ანდაც პაკისტანი, ამას დრო გვიჩვენებს. ერაყში და ავღანეთში ძველი მმართველი ტოტალიტარული რეჟიმები უკვე დამარცხებულია, თუმცა საომარი მოქმედებები ჯერ კიდევ გრძელდება და საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ხოლო "ეგვიპტელებში" რა თქმა უნდა აშშ და დასავლეთი უნდა იგულისხმებოდეს და მათი უკვე მრავალათწლოვანი დაპირისპირება ირანთან, უკვე სირიასთან და ამ სხვა ტოტალიტარულ ქვეყნებთან. 2025 წლის ბოლოსათვის, უნდა ველოდოთ დასავლეთთან დაპირისპირების დასრულებას და ამ დანარჩენი ტოტალიტარული ქვეყნების დემოკრატიისკენ შემობრუნებას.


ასევე ვნახოთ, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება, მის მიხედვით ბოლო უბოროტესს ტირანზე და ანტიქრისტეზე. ტერმინი ანტიქრისტე თავად ნოსტრადამუსს ეკუთვნის. განვიხილოთ, მერვე ცენტურიის 77-ე კატრენი: "ანტიქრისტე სამეულს (იხ. დანიელ წინასწარმეტყველი თ.7 მ.24-ავტ.) არაფერს არ უწილადებს; მისი ომი ოცდაშვიდი წლით გაჭიანურდება (ანუ მისი დაპირისპირება დანარჩენ მსოფლიოსთან ოცდაშვიდი წლით გაჭიანურდება-ავტ.); დატყვევებულნი, გახიზნულნი, ადამიანთა სისხლისანი გვამები მიწას აბინძურებს; ირგვლივ სისხლია, სისხლიანი წყალი და წითელი სეტყვა დაფარავს დედამიწას.”. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერიის ბოლო უბოროტესს ტირანად და ბოლო ანტიქრისტედ, ნოსტრადამუსს მიჩნეული ჰყავს ვლადიმერ (666) პუტინი. თუ რატომ ამას ქვემოთ დავინახავთ. თუ 1999წ. მეშვიდე თვეს, როცა პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში, დავუმატებთ 27წ. მივიღებთ 2026წ. პუტინისა და რუსეთის, ახალი საბოლოო დაპირისპირება, მეზობელ ქვეყნებთან და დასავლეთთან, 1999წ. დაწყებული, რომელიც 27წ. გაგრძელდება, დასრულდება 2026წ. რუსეთის სრული მარცხით. რომელია სამი ქვეყანა (ანუ ნოსტრადამუსის სამეული), რომელიც პუტინმა ნაწილობრივ მაინც ხელახლა დაიპყრო, დაიმორჩილა, "დაამდაბლა" (დანიელ წინასწარმეტყველი: თ.7 მ.24 "ათი რქა კი ის არის, რომ ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება; მათ შემდეგ სხვა გამოვა (უკანასკნელი იმპერიის, უკანასკნელი იმპერატორი, ე. წ. ანტიქრისტე-ავტორი დ. ს.); იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს".). სამეული ესენია: ჩეჩნეთი, საქართველო, უკრაინა. ჩეჩნეთი ხელახლა სრულად დაიპყრო, ნაწილობრივ კი, უკრაინისა და საქართველოს ხელახალი ოკუპაცია მოახდინა. პუტინმა ასევე სამი მეფე დაამდაბლა, ერთი მეფე ასლან მასხადოვის სახით დაამხო. პუტინმა გადააყენა ვადაზე ადრე ფაქტიურად ელცინი. მან მოიყვანა თავისი მარიონეტი მედვედევი, სახელმწიფოს ოფიციალურ ხელმძღვანელად და მმართველად, მანვე ჩამოართვა სახელმწიფოს ხელმძღვანელობა და მმართველობა მედვედევს ანუ პუტინმა დაამდაბლა მედვედევი, ისევე როგორც ადრე ელცინი. ამით შესრულდა ნოსტრადამუსისა და დანიელ წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველება, იმპერიის უკანასკნელი იმპერატორის მიერ, სამი ქვეყანისა და სამი მეფის "დამდაბლების" - დამხობის შესახებ. რა უნდა მოხდეს ამ წლებში? უნდა მოხდეს ის რომ “დიდი ბაბილონი” მათ შორის რუსეთის იმპერია უნდა დაემხოს. უნდა დაემხოს ყველა ტოტალიტარული და ტირანიული რეჟიმი, მათ შორის ერაყში, ავღანეთში, სირიაში, ირანში და სხვებისაც - იმ ქვეყნებშიც რომლებიც, მსოფლიო ცივილიზაციის საფრთხეს წარმოადგენენ. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ვთვლი რომ ეს საკმარისია.


ჯერ ვნახოთ, ნოსტრადამუსის ყველაზე ცნობილი კატრენის, ერთ-ერთი ავტორის მიერ შესრულებული, ძირითადი თარგმანის ალტერნატიული, თანამედროვე თარგმანი, მეათე ცენტურიის 72-ე კატრენი: “რით ვეგებებით ოცდამეერთე საუკუნეს; ალმოდებული ციდან ჩამოსული (ჩეჩნეთის საავიაციო დაბომბვები 1999 წელს და ჩეჩენი ხალხის გენოციდი-ჩემი განმარტება), დედამიწაზე განაგებს უკვე; საუკუნის დასასრული და დასაწყისი მოიყვანს ადამიანს, მეამბოხეს; ხოლო მარსის აღმოჩენამ თავისუფლებას შეუქმნა საფრთხე.”.


image

ეს არის თანამედროვე ეპოქაში, ნოსტრადამუსის უკვე ყველაზე ცნობილი კატრენი, სადაც მსოფლიოს უკანასკნელ პირ-სისხლიან დიქტატორზე და ე. წ. ერთ-ერთ ანტიქრისტეზეა საუბარი. იხილეთ ნოსტრადამუსის მეათე ცენტურიის 72-ე კატრენის, 1568წ. დაბეჭდილი თავდაპირველი ორიგინალი ფრანგულად: Rigaud 1568.
10, 72 (Rigaud 1568)
L'an mil neuf cens nonante neuf sept mois,
Du ciel viendra vn grand Roy deffraieur,
Resusciter le grand Roy d'Angolmois,
Auant apres Mars regner par bon heur.
image
ეხლა კი ვნახოთ, ნოსტრადამუსის ყველაზე ცნობილი კატრენის, ორიგინალის მთავარი და ძირითადი, თანამედროვე თარგმანი და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება, 21-ე საუკ. უკანასკნელ იმპერატორზე, ბოლო უდიდესს ტირანზე, პირ-სისხლიან დიქტატორზე და ნოსტრადამუსის ბოლო ანტიქრისტეზე. - ნოსტრადამუსის მეათე ცენტურიის 72-ე კატრენი: "1999 წლის მეშვიდე თვეს, ციდან მოვა მრისხანე სიკვდილი. ის გააცოცხლებს მონღოლთა დიდ მეფეს. მის მოსვლამდე, და მოსვლის შემდეგაც იქნება საშინელი ომი". როგორც ვიცით ვლადიმერ პუტინი სწორედ 1999 წლის ივლისს-აგვისტოში მოგვევლინა რუსეთის პრემიერ-მინისტრად ანუ იგია მონღოლთა დიდი მეფე (იგია დღეს “გოგი” -“მაგოგის” ერიდან), რადგან რუსები ეთნოგენეზისით მონგოლოიდები არიან და თავადაც პირადად პუტინი, გენეტიკური წარმოშობითაც მონგოლოიდია. ჯერ კიდევ 1999 წ. ივლისში (ანუ მეშვიდე თვეს) ელცინმა თავის ვიწრო გარემოცვის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც პუტინიც იმყოფებოდა, გამოაცხადა, რომ მაშინდელ ფსბ-ს ხელმძღვანელსა და უშიშროების საბჭოს მდივანს, პუტინს დანიშნავდა პრემიერ მინისტრად და ის იქნებოდა მისი მემკვიდრე ანუ შემცვლელი პრეზიდენტის პოსტზე. 9 აგვისტოს (ნოსტრადამუსის ეპოქის ძვ. სტილით 27ივლისს ანუ აგრეთვე 1999წ. მეშვიდე თვეს) პუტინი დაინიშნა მთავრობის თავმჯდომარის ანუ პრემიერის, მოვალეობის შემსრულებლად და ელცინმა ტელემიმართვაში იმავე დღეს პუტინი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. 16 აგვისტოს ის ოფიციაურად დაამტკიცეს პრემიერ მინისტრად. 31 დეკემბრიდან ის არის რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. 2000 წლის 26 მარტს ის პრეზიდენტად იყო არჩეული. 1999 წლის 7 აგვისტოს მოხდა ბასაევის და ხატტაბის მებრძოლების შეჭრა, დაღესტანის ჩეჩნებით დასახლებულ რაიონებში. ამის საპასუხოდ, მანვე მოიფიქრა და შეუკვეთა 1999 წლის სექტემბერში, რუსეთის ქალაქებში: ბუინაკსკში, მოსკოვში და ვოლგადონსკში მრავალსართულიანი სახლების აფეთქება, რომლის დროსაც 300 მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ოფიციალურად მის შემსრულებლად გამოცხადნენ ყარაჩაეველი და დაღესტნელი დაქირავებული მებძოლები, ხოლო შემკვეთებად არაბი მეთაურები ხატტაბი და აბუ უმარი. ამავე პერიოდში ადგილობრივი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილ იქნა კიდევ ერთი ტერაქტის მცდელობა რიაზანში. რა მოხდა რიაზანში სინამდვილეში: ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის სარდაფში უცხო საეჭვო პირებს, შეჰქონდათ ვითომ ფქვილით სავსე ტომრები. ამ სახლის მაცხოვრებლებმა გამოიძახეს რიაზანის ადგილობრივი სამმართალდამცავები. მოსულ ადგილობრივ სამმართალდამცავებსა და იმ უცხო პირებს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რასაც მოსახლეობაც შეესწრო. იქვე გაირკვა რომ ტომრებში ფქვილი კი არა, სინამდვილეში ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი იმყოფებოდა, ხოლო ის საეჭვო პირები მოსკოვიდან ჩამოსული ფსბ-ს თანამშრომლები იყვნენ. ფსბ-ს თანამშრომლებმა ადგილობრივებს განუცხადეს, ჩვენ ტერაქტის საწინააღმდეგო სწავლებას ვატარებთო აქ რიაზანშიო. ხოლო დასმულ კითხვებზე რა საჭირო იყო სწავლების დროს ნამდვილი ჰექსოგენის გამოყენება და რატომ არ ჩააყენეს ადგილობრივი სამმართალდამცავები საქმის კურსში, ისინი დაბნეული პასუხობდნენ. ეს ტერაქტები რომ პუტინის ორგანიზებული იყო, ამის თაობაზე განაცხადა კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე ლებედმაც და ის ცოტა ხანში ვერტფრენის ავარიის შედეგად საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ფსბ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ალექსანდრე ლიტვინენკომ, მოგვიანებით იგივე განაცხადა ლონდონში და ის სასტიკი საწამლავით მოწამლეს. სწორედაც აი ამ ტერაქტების ფონზე, დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი. ქ. გროზნოს მასირებული დაბობვა დაიწყო 1999 წ. სექტემბერში და დასახლებული პუნქტების მასირებული დაბობვა, კიდევ ძალიან დიდხანს გრძელდებოდა და “მონგოლთა დიდი მეფისაგან, ციდან მოვიდა მრისხანე სიკვდილი”, მშვიდობიანი ჩეჩენი მოსახლეობისთვის, რასაც ნოსტრადამუსიც ამბობდა აღნიშნულ კატრენში. რადგანაც დაიწყო ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქალაქების და სოფლების წარმოუდგენელი საავიაციო დაბომბვები, სწორედაც მშვიდობიანი მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა (ასეულ ათასობით-ციფრი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია), ამ საავიაციო დარტყმების (“მონგოლთა მეფისაგან, ციდან მოსული მრისხანე სიკვდილი”) დროს გაწყდა. საბოლოოდ რუსეთ-ჩეჩნეთის ორივე ომის დროს დაიღუპა 300 000 ათასი ადამიანი. მათი აბსოლიტური უმრავლესობა, მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, რომელთა უმრავლესობა სწორედაც, ამ საავიაციო დაბომბვების დროს გაწყდა, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს. ყველაფერი ამის განმხორციელებელი და ხელმძღვანელი, სწორედ პირ-სისხლიანი ჯალათი, ვლადიმერ (ვლადეი მირომ, მსოფლიოს მპყრობელი) - 666 პუტინი იყო.


ვინ არის პუტინი დღეს, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი. დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ჯერ კიდევ 2008წ. მისი ქონება მოიცავდა 40 მლრდ. დოლარს. მას პირადად აქვს დიდი წილი “სურგუტ-ნეფტოგაზში”, “გაზპრომში”. რომელიც რა თქმა უნდა სხვათა სახელზე აქვს გაფორმებული ანუ ბენეფიციარი მფლობელი თვითონ არის, მაგრამ ქონება გაფორმებულია მინდობილობით, მის წარმომადგენლებზე, ობშერულ ზონებში და ამ შემთხვევაში, ბენეფიციარი მფლობელის ვინაობა არ ჩანს, დახურულია და გასაიდუმლოებულია. ასევე არსებობს ორმაგი მინდობილობებიც და ესეც ძირითადად ობშერულ ზონებში კეთდება ხოლმე. ამის გამო, საერთოდ ძნელი ხდება, კომპანიის რეალური მფლობელის დადგენა. როგორ ექცევა პუტინი, თავის მოქალაქეებს და ადამიანებს საერთოდ, იქიდანაც ჩანს, რომ როცა 2000 წ. 12 აგვისტოს ატომური წყალქვეშა გემი კურსკი ჩაიძირა, ახლო მყოფი ევროპელები, თავიანთი უფრო თანამედროვე სამაშველო ტეხნიკით, ახლოსაც არ მიუშვა, რათა დახმარებოდნენ ტრაგედიაში მყოფ მეზღვაურებს. ვითომ დახმარებასთან ერთად ატომური წყალქვეშა გემის სტრუქტურას შეისწავლიანო, ხოლო თავიანთი გაგზავნილმა მაშველმა ბრიგადებმა, თანაც მოძველებული ტეხნიკით, ცოცხლებს ვეღარ მიუსწრო და დაიღუპა 118 ადამიანი. 2002 წ. 23-26 ოქტომბერში “ნორდ ოსტის” ტერაქტის დროს მოსკოვში, ტერორისტების განადგურების, მოსახლეობისთვის ძალიან სახიფათო, ოპერაცია განახორციელა და დაიღუპა 174 მშვიდობიანი რუსეთის მოქალაქე. ამ ტერაქტების კულმინაცია იყო 2004 წ. 1-3 სექტემბერი ბესლანის ტერაქტი და ე.წ. “ბესლანის ტრაგედია”, სადაც მძევლების აბსოლიტური უმრავლესობა ბავშვები იყვნენ. ტერორისტები არავის მოკვლას არ აპირებდნენ, მათ ხომ არავინ ამართლებს, მაგრამ ისინი ითხოვდნენ დაწყებულიყო მოლაპარაკება ჩეჩნებსა და რუსებს შორის და იმის მაგივრად რომ პუტინს მოეტყუებინა მაინც ტერორისტები, რომ ვითომ დიალოგზე წავიდოდა მებრძოლებთან და დრო მაინც მოეგო ამით, მან მალევე გასცა ბრძანება ტერორისტების ლიკვიდაციისა. რათა დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ ტერორისტებთან და ჩეჩენ მებრძოლებთან არასოდეს წავიდოდა დიალოგზე. ამ ლიკვიდაციის შედეგი იყო ის, რომ დაიღუპა 331 ბავშვი და მათი აბსოლიტური უმრავლესობა, სპეცრაზმელების ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ამ ყველაფრის შემდეგ, 2008წ. ვლადიმერ (666) პუტინმა, მოახდინა საქართველოს ძირ-ძველი ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამაჩაბლოს), სრული ოკუპაცია, ასევე ფაქტიური ანექსია და მათი დამოუკიდებლობის აღიარება. შემდგომ კი, ყველაზე დიდი მართლმადიდებლური მრევლის მქონე ქვეყნის, უკრაინის ტერიტორიების ანექსია და ოკუპაცია განახორციელა. მხარს უჭერს და სამხედრო ძალით, აგრეთვე სამხედრო შეიარაღებით ეხმარება, მსოფლიოს სხვა მასზე მცირე მასშტაბის, პირ-სისხლიან დიქტატორებს. ყოველივე ამის მერე, რუსეთის ყალბ და ცრუ პროპაგანდაზე დაყრდნობით, ზოგიერთნი, რატომ ეძებთ “ანტი-ქრისტეებს” სადღაც ევროპასა და დასავლეთში, ასევე "ვირტუალურ ანტიქრისტეებს" და "ვირტუალურ დემონებს" მიკრო-ჩიპებში და ID-ბარათებში.


იოანე ღვთისმეტყველი აპოკალიფსში ამბობს: მხეცი ანუ 666 რომელიც იყო და არ არის და კვლავ მოვა, მერვეა შვიდთა რიცხვიდანო. ე. ი. 666 იყო პირველი თავი პირველი რქა, მერე არ იყო და მერე 666 კვლავ მოვიდა იმპერიის ბოლოს, თანაც მერვეა და თანაც შვიდთა რიცხვიდან ანუ შვიდი მმართველიდან უნდა მოსულიყო. პუტინი იყო მეშვიდე თავი ცოტა ხნით და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მერვე თავად შეიქმნა. ამავე დროს, ვლადიმერ (666) ლენინი, რომლის სახელის შესაბამისი რიცხვი ალეგორიულად არის რიცხვი "666", იყო აპოკალიფსური იმპერიის პირველი იმპერატორი და ბოლოს "666" ნიშნის ანუ სახელის მქონე იმპერატორი კვლავ მობრუნდა იმპერიის უკანასკნელ მმართველად, ვლადიმერ (666) პუტინის სახით, რომლის სახელის რიცხვი კვლავ 666-ია. იოანემ იწინასწარმეტყველა და ჭეშმარიტად გამოიცნო, უკანასკნელი უდიდესი იმპერიის, პირველ და უკანასკნელ მმართველებს, ერთი და იგივე სახელები ექნებათო და რადგანაც მას უყვარდა, ღრმა მისტიური ალეგორიები, სახელი "ვლადიმერი" იგივე "მსოფლიოს-მპყრობელი", შეადარა სოლომონის იმპერიის, ფინანსური ძლიერების სიმბოლოს, მამონას რიცხვს ანუ რიცხვ 666-ს. რადგანაც სოლომონის იმპერიის, წლიური შემოსავალი იყო, 666 ტალანტი ოქრო, - 1 ტალანტი ოქრო, შეესაბამება 20კგ. ოქროს.


იოანეს აპოკალიფსში, პირველ მხეცს 666-ს, მიეცა სამწელიწადნახევარი ანუ 42 თვე, თავისი ბოროტების კვლავ აღსასრულებლად, შემდეგ ძალაუფლება დაკარგა. რაც აღსრულდა კიდევაც ვლადიმერ (666) ლენინთან მიმარეთებაში. ხოლო დანიელ წინასწარმეტყველთან კი, იმპერიის უკანასკნელ იმპერატორს მიეცა: "დრო, დროთა (ანუ ორი დრო) და დროის ნახევარი". იოანეს აპოკალიფსში, პირველი იმპერატორის შემთხვევაში: " წელიწადი, წელიწადები და წელიწადის ნახევარი ", რაც სამწელიწადნახევარს (42 თვე) შეადგენს. რაც აღსრულდა კიდევაც პირველ იმპერატორთან, ლენინთან მიმართებაში.

უკანასკნელ იმპერატორთან ვლადიმერ (666) პუტინთან, მიმართებაში კი დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები, მისი ბატონობის დროითი პერიოდი: " დრო, დროთა და დროის ნახევარი", ასე უნდა გავიგოთ: "ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო.". ეს ლენინთან მიმართებაში სამწელიწადნახევარს ანუ ორმოცდაორ თვეს ნიშნავდა, მაგრამ პუტინის მმართველობასთან მიმართებაში, ეს შესაძლებელია სხვანაირად იშიფრება. ამრიგად პუტინი იქნებაო ხელისუფლების სათავეშიო, ერთი დროო, ორი დროო და დროის ნახევარიო, შემდეგ დაჯდებაო სამსჯავრო და წაართმევსო მას ძალაუფლებასო ანუ საბოლოოდ პუტინს, რუსეთის მოსახლეობის მღელვარება ელოდება და მას ხალხი თავად გადააყენებს ან დაამხობს. ამის შემდგომ კი, მას საერთაშორისო სამსჯავრო ანუ სასამართლო ელოდება. ეხლა დავუბრუნდეთ რას ნიშნავს: "ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო. " შესაძლებელია ამ შემთხვევაში ერთი დრო ნიშნავს ერთ საპრეზიდენტო ვადას, ორი დრო - ორ საპრეზიდენტო ვადას და დროის ნახევარი კი, საპრეზიდენტო ვადის არასრულ ვადას. 2000 წლიდან 2008 წლამდე პუტინი ორჯერ იყო პრეზიდენტი, ე. ი. ორი დრო უკვე გავიდა. 2012 წლიდან იგი პრეზიდენტად კვლავ მოგვევლინა ანუ ესაა ერთი დრო, რომელსაც ჩაამთავრებს ბოლომდე და ამით გავა ერთი დრო, დარჩება ნახევარი დრო ანუ მას კვლავ აირჩევენ პრეზიდენტად, კიდევ ერთხელ და შესაძლებელია, აი მაგ მეოთხე საპრეზიდენტო ვადაზე, ნახევრის გასრულების შემდეგ, დაასრულებს თავის იმპერიულ მმართველობას. შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან რუსეთის პრეზიდენტობის ვადა განისაზღვრა 6 წლით. პუტინი თავის მმართველობას საკმაოდ სამარცხვინოდ დაამთავრებს, ყველასგან მხილებული და მას საბოლოოდ გაასამართლებენ. პუტინი თავის მმართველობას დაასრულებს 2026 წლამდე პერიოდში. შესაძლებელია დანიელ წინასწარმეტყველის: "დრო, დროთა (ანუ ორი დრო) და დროის ნახევარი", პუტინთან მიმართებაში, შემდეგნაირად აღსრულდეს, რადგანაც რუსეთში საპრეზიდენტო ვადები 6 წლით განისაზღვრა, დრო+2დრო+ნახევარი დრო, ნიშნავს 3*6+3=21წ. ეს 21წ. არის პუტინის იურიდიულად პრეზიდენტად ყოფნის ხანგრძლივობა. უარეს შემთხვევაში ამას კიდევ უნდა დავუმატოთ 4 წელი, მედვედევის პრეზიდენტობა 2004წ.-2008წწ. ე. ი. თუ 2000წ.+25წ.=2025წ. ესაა პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის უკიდურესი ვადა, ამ წლის შემდეგ, იგი ვეღარასოდეს მოვა ხელისუფლებაში, პირიქით მალევე გაასამართლებენ. ეს თარიღიც დაახლოებით ემთხვევა ნოსტრადამუსის მიერ ნავარაუდებ მაქსიმალურ ვადასაც. ასე რომ, 2026 წლისათვის უნდა ველოდეთ, რუსეთის დემოკრატიისკენ მკვეთრ შემობრუნებას, ალბათ ამ დროისათვის პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალზეც გაასამართლებენ. პუტინის მმართველობის დასრულებასთან ერთად, 21 საუკ. მეორე ათწლეულში, დასრულდება რუსეთის იმპერიული მმართველობისა და ძალმომრეობითი პოლიტიკის ეპოქა. რუსეთის იმპერიას დაშლას, მხოლოდ მისი ევროკავშირის მსგავს ქვეყნად გადაკეთება გადაარჩენს ოდესმე. ნოსტრადამუსის მიხედვით, უკანასკნელი ბაბილონის იმპერიის, მკვეთრი ცვლილებების პერიოდია 21-ე საუკ. მესამე ათწლეული. სწორედ დროის ამ პერიოდში მოხდება, რუსეთის ცივილური ქვეყნად ჩამოყალიბება. საერთოდ 21-ე საუკ. მესამე ათწლეული, ნოსტრადამუსის მიხედვით, არის კაცობრიობისთვის გარდამწყვეტი პერიოდი და ბაბილონის მსოფლიო იმპერიული ეპოქების დასასრული პერიოდი, ხოლო ამის შემდგომ მეოთხე ათწლეულიდან იწყება, თვისობრივად ახალი ცივილური მსოფლიოს, ჩამოყალიბების პერიოდი. ახალი "ოქროს ათასწლეული-ს" ერის დასაწყისი დროის პერიოდი, ახალი სამართლიანობისა და ჰუმანიზმის ერის დასაწყისი პერიოდი. მეტაფორულად "ოქროს ათასწლეულის ეპოქის" დადგომას ნოსტრადამუსი, მეორედ მოსვლის ერისა და ეპოქის დადგომას უწოდებს.


წერილის ავტორი: დანიელ სავანელი, წერილის ძირითადი საბაზისო ნაწილი, დაიწერა 2000 წელს. წერილი ნაწილობრივ განახლებულია 2008-2012 წწ.


0
510
1-ს მოსწონს
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0