x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ უფრო ძლიერია : ირანი თუ შეერთებული შტატები
image
ირანმა დაიწყო შურისძიება გენერალ ჰასსემ სულეიმანის მკვლელობის გამო. საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაწერა, რომ ამერიკას ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს. რამდენად რეალურია მისი ნათქვამი, ვინ უფრო ძლიერია - ამერიკა თუ ირანი?


1. ჯერ შევადაროთ სამხედრო ბიუჯეტი: აშშ- 716 მილიარდი

ირანი- 13 მილიარდი

აშშ-ზე მოდის მსოფლიო თავდაცვის ხარჯების დაახლოებით 40%.რიგით მეორე სიაში ჩინეთია 250 მლრდ-ის ოდენობის ბიუჯეტით თავდაცვის სექტორში. ირანის შეიარაღებული ძალების მთელი ღირებულება უდრის აშშ-ს ერთი ავიამზიდის ფასს.


image

2. შეიარაღებული ძალების რაოდენობა: აშშ- 1 281 900 ადამიანი (აქტიური სამხედრო ძალა.ხოლო ჯამური სამხედრო პერსონალის რაოდენობა დაახლოებით 2მლნ-ზე მეტია. ქვეყანას მარტო რეზერვში ჰყავს 860 000 ადამიანი)

ირანი- 523 000 ადამიანი

(ჯამური სამხედრო ძალა 873 000 ადამიანი, რეზერვი - 350 000)

აშშ-ზე უფრო მეტი სამხედრო პირი ჰყავს მხოლოდ ინდოეთს და ჩინეთს.ირანი ამ სიაში მე-8 ადგილზეა.


image

3. სამხედრო ავიაცია : აშშ- 13 398

ირანი -509

აშშ ლიდერია მფრინავი აპარატების რაოდენობის მიხედვით.მეორე ადგილზეა რუსეთი, რომელიც აშშ-ზე სამჯერ ნაკლებ საფრენ აპარატს ფლობს. ირანის საფრენი აპარატები საკმაოდ ძველია...


image

4. ტანკების რაოდენობა: აშშ-6 287

ირანი- 1 634

ტანკების რაოდენობის მიხედვით აშშ-ს უსწრებენ რუსეთი და ჩინეთი. ირანელები დღემდე ტ-72-ის ტიპის ტანკებით სარგებლობენ....



5. ავიამოიერიშე ჯგუფები : აშშ-10

ირანი- 0

თითოეული ავიამოიერიშე ჯგუფი მოიცავს დაახლოებით 70 სამხედრო თვითმფრინავს, წყალქვეშა ნავებს და სარაკეტო კრეისერებს.ირანის მთელი სამხედრო ძალა ვერ შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს ერთ ავიამოიერიშე ჯგუფსაც კი.


image

6. ატომური შეიარაღება : აშშ- 60185

ირანი- 0

ატომური შეიარაღების რაოდენობით აშშ-ს მხოლოდ რუსეთი უსწრებს. ირანს ატომური იარაღი არ აქვს, თუმცა თვლიან, რომ მის შესაქმნელად ქვეყანას მაქსიმუმ 3 წელი დასჭირდება.


image

თუ ვინმეს აინტერესებს საქართველოს შეიარაღება, ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი 380 მლნ-ია .

აქტიური სამხედრო ძალა 20 000 ადამიანი (ჯამური რაოდენობა სამხედროების-20 000, რეზერვი-0).

სამხედრო ავიაცია-67(11 მოიერიშე, 2 ტრანსპორტიორი).

ტანკების რაოდენობა- 143.(950 სამხედრო ტრანსპორტი, 51 სარაკეტო შეიარაღება).

სამხედრო გემები არ გვყავს საერთოდ, 12 ნავთობმზიდს თუ არ ჩავთვლით.


image

საერთო ჯამში, მსოფლიო სამხედრო შეიარაღების მიხედვით ქვეყნების სიაში 137 ქვეყნიდან აშშ პირველ ადგილზეა, ირანი მე-14-ზე და საქართველო 85-ზე (ცნობისთვის, აზერბაიჯანი 52-ე ადგილზეა, ყაზახსტანი - 54-ზე, უზბეკისტანი - 48-ზე, ბელარუსი - 39-ზე, უკრაინა - 29-ზე, თურქეთი - მე-9-ზე, სომხეთი - 96-ე ადგილზე).


წყარო: https://www.globalfirepower.com/countries-listing.asp

https://www.facebook.com/openworld.global/videos/1000982033611166/

22
903
შეფასება არ არის
ავტორი:მერეოლეონა
მერეოლეონა
903
  
2020, 12 იანვარი, 19:03
ყვითელ პრესას და წყარომითითებულ თარგმანს შორის კავშირს ვერ ვხედავ)
"A military reserve force is a military organization composed of citizen-soldiers of a country who combine a military role or career with a civilian career. They are not normally kept under arms and their main role is to be available to fight when their military requires additional manpower. Reserve forces are generally considered part of a permanent standing body of armed forces. The existence of reserve forces allows a nation to reduce its peacetime military expenditures while maintaining a force prepared for war. It is analogous to the historical model of military recruitment before the era of standing armies.

In some countries, such as Canada, United States, Spain and the United Kingdom, members of the reserve forces are civilians who maintain military skills by training, typically one weekend a month. They may do so as individuals or as members of standing reserve regiments, for example the Army Reserve of the United Kingdom. In some cases a militia, home guard, or state guard could constitute part of a military reserve forces, such as the United States National Guard, the Norwegian Home Guard, the Swedish Home Guard, or the Danish Home Guard. In Colombia, Israel, Norway, Singapore, South Korea, Sweden and Taiwan service in the reserves is compulsory for a number of years after one has completed national service." სამხედრო რეზერვი და სავალდებულო სამხედრო სამსახური ერთიდაიგივედ არ აღიქმება სავარაუდოდ და ამიტომაც მიიჩნიეს რომ საქართველოს რეზერვი არ ყავს.ბევრ ქვეყანაში რეზერვის შემადგენლობა პერიოდულად გადამზადებას გადის,რამდენიმე თვის განმავლობაში ან რამდენიმე კვირის;რადგან საქართველოში მსგავსი რამე არ ხდება ჩათვალეს რომ ქვეყანას არ ყავს რეზერვი..ასე ღრმად ნამდვილად არ ჩავძიებივარ,იმდენად დიდი მასალა იყო და რამდენიმე რიცხვის და ქვეყნის მონაცემების გადამოწმების მერე დავასკვენი რომ სანდო წყაროა და ვთარგმნე..პ.ს. ციტატა ვიკიპედიიდანაა
2020, 12 იანვარი, 18:48
წყარო მითითებულია საიდან ვთარგმნე და სწორია თუ არა ეგ თქვენი გადასაწყვეტია.მე ჩავთვალე რომ მონაცემები მოცემული საიტის იყო სანდო რადგან შედარებულია ძალიან ბევრი ქვეყნის სამხედრო ძალა და რეიტინგია შედგენილი.. ჩემი აზრით არ მომიტანია ციფრები არსაიდან და მით უმეტეს ჯარისკაცების უპატივცემულობის დაბრალება ასე,როდესაც ადამიანს არც იცნობ..) აფხაზეთის ომშიც ეპიცენტრში ვიყავი და აგვისტოს ომშიც,ასე დაემთხვა)
2020, 12 იანვარი, 3:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 10 იანვარი, 15:23
ერთერთ სპორტულ გვერდზე დაიწერა,რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოაზრება რაღაც საჩობურთო სკანდალის ერთერთ ფიგურანტად და ამად ვიღაც ჟურნალისტის ვარაუდი დაურთეს. ბრალდებული არის ჩოგბურთელი,რომელსაც აქვს 3 ატპ ტურნი და მხოლოდ ამის საფუძველზე გაიყვანეს ნიკა ამ ბრალდების ფუგურანტად. როცა წერ და გაქვს ამბიცია იყო ობიექტური და იმსახურებდე პატივისცემა,მაშინ ისეთი ინფორმაცია უნდა გაავრცელო,რაც გადამოწმებულია. პირდაპირ წერია ჟურნალისტთა ქარტიაში მსგავსი რამ. ამიტომაც გვაქვს დღეს ცუდი სიტუაცია ქვეყანაში და ადამიანებს ვერ გაურჩევიათ რა არის მართალი და რა მცდარი. თავისუფლება არის ქვეყანაში ამ მხრივ და ყველა იმას წერს რაც მოესურვება,მაგრამ თუ ვინმე გააკრიტიკებს ეს არ უნდა აერიოს დამცირებაში.თავისუფლებას პასუხისმგებლობა მოყვება და აღნიშნული პასუხისმგებლობის გარეშე არის ფსიქიატრიული საავადმყოფო.
2020, 10 იანვარი, 15:15
ზუსტად ეგ დავწერე დასაწყისში,მაგრამ კიდევ შემოვიდა დისკუსიაში და მერე მართლა წავიკითხე სტატია)) თავს ვერ დავდებ,რომ ვიცი ამერიკი ან ირანის შეიარაღება,მაგრამ საქართველოსი ვიცი ასე თუ ისე. ხოდა მაგაზე მოვახსენე. რაც შეეხება ნაშრომს, არაფერს ვუკარგავ და ჩემი აზრით,საკმაოდ საინტერესო თემაზე წერს,მაგრამ კრიტიკა დამცირებაში არ უნდა აერიოს. შესაძლოა,მე ვერ გადმოვეცი ჩემი სათქმელი კარგად და ამის გამო იფიქრა ეგრე. თუ ესეა ბოდიშს მოვიხდი,მაგრამ ჩემი მიზანი არ არის ვინმეს დამცირება. ამ საიტის ხშირი სტუმარი ვარ და ობიექტურად მოწოდებული ინფორმაცია სასარგებლოა ჩემთვისაც და სხვა ვიზიტორისთვისაც. ამიტომ ვურჩიე,რომ ისეთ თემაზე დაწეროს,რომელიც ცრუ ინფორმაციას არ შეიცავს და მაქსიმალურად გადამოწმებულია. რომელიღაც ჟურნალისტმა ლაშა ტალახაძეზე დაწერა უაზრო ბრალდებები და ეხლა ის რო თარგმნოს რომელიმე ქართველმა პირდაპირ,ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ხომ იქნება ცრუ ინფორმაციის გავრცელება. მე ხომ არ ვიძახი,რომ მიზანმიმართულად აეთებს ამასთქო?!უბრალოდ,გადამოწმება აუცილებელია
2020, 10 იანვარი, 13:32
ბატონო ჰენდერსონ,გოგონას ნაშრომს ნუ ჩავუყრით წყალში,სტატია არ არის ცრუ და არასწორი, მისი ავტორი პროფესიონალია და კარგადაც არის ნათარგმნი,მინიმალური შეცდომებით.გოგონამ მოინდომა და მას ეს უნდა დავუფასოთ.უბრალოდ,არ უნდა შემოსულიყო დისკუსიაში საკითხის სათანადოდ შესწავლის გარეშე.ესარის და ეს.
2020, 10 იანვარი, 11:09
მადლობა,რომ ღამე იწვალეთ და თარგმნეთ,მაგრამ კარგად გამოგეძინათ ჯობდა. უძილობას დავაბრალოთ ეს ცრუ ინფორმაცია და იმედს ვიტოვებ,რომ სხვა დროს კარგად გამოიძინებთ))
2020, 10 იანვარი, 11:04
ირანის და ამერიკის ჯარის სიმრავლის გარკვევის ნაცვლად,საკუთარი ქვეყნის შეიარაღებაზე უნდა გქონდეთ სწორი ინფორმაცია. თქვენი არასწორად მოპოვებული ინფორმაციით,ადამიანებში აჩენთ უიმედობის განცდას და დამიჯერეთ,რომ ბევრმა არ იცის ამ ყველაფრის შესახებ. მთელი ქვეყანა პანიკობთ ომი იწყებაო,მაგრამ ის ხალხი,რომლებსაც სამხედრო ნამსახურეობა აქვთ პირიქითი რეაქცია გვაქვს. ყველა ველოდებით,რომ საქმეში ჩართვა მოგვიწევს და ეს ჩვენი გამოწვევაა. მსგავსი სტატიები კი ემსახურება ადამიანებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწვდას და მათი ბრძოლის უნარიანობის დაქვეითებას. ნებისმიერი ომის მოგება შეიძლება,თუ მოსახლეობის თვითრწმენა და ფსოქოლოგია მაღალ დონეზეა. ბრიტანეთი ნანგრევებიდან იბრძოდა და ფრანგებოვით კაპიტულაცია არ გამოუცხადებია. როცა იბრძვი,მაშინ პატივისცემას იმსახურებ და ეს ჯარიკაცისთვის მთავარია. საქართველოში არ აფასებთ ქართველ ჯარისკაცებს და ეს ყველაფერი პირადად გამოვცადე. რით დავიმსახურეთ ეს ზიზღი არ ვიცი,მაგრამ ფაქტია,რომ უპატივცემულოდ ექცევიან ბიჭებს. აგერ ორი თავდასხმა მოხდა ავღანეთში. ტერორისტების სამიზნე გახდნენ 13 ბატალიანის პირადი შემადგენლობა,მაგრამ ერთი ზედაპირული ნიუსი იყო მხოლოდ. ვიღაც ნაძირალა სულეიმანის სახელი ლამის ყოველ წუთას ისმის. პრინციპში,ჩვენ მაგისთვის არ ვიბრძვით,მაგრამ ადამიანი რომელიც უზრუნველყოფს თვენ თავისუფლებას და მშვიდობას მეტი ყურადღება სჭირდება. არა იმიტომ რო მე ან სხვას სჭირდება ეს,არამედ თქვენთვისვე,რადგან მათი ბრძოლისუნარიანობა პირდაპირ პროპორციულია თქვენს მშვიდობაზე.
2020, 10 იანვარი, 10:51
დამცირება? არც მიფიქრია ან რატო უნდა მეფიქრა ეგრე? თქვენი საქმისა თქვენ იცით,მაგრამ ჩემი აზრით,როცა რაიმეს თარგმნის ადამიანი ე.ი. მისი ინტერესის სფეროა და თუ ეს ასეა,მაშინ მეტი ცოდნა საჭიროა,რადგან საზოგადოებას აწვდის ამ იმფორმაციას. ამ ქვეყანაში ყველა ყველაფერს წერს და არ უკვირდება მიწოდებულ ინფორმაციის სისწორეს. მთავარია,რაიმე ბომბა ნიუსი გააკეთონ და არ ფიქრობენ საზოგადოების ინტერესზე. ვერც თქვენ დადებთ თავს მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე,რადგან ზისტად ვიცი,რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს რეზერვი 0 ტოლი არ არის. ნებისმიერი სავალდებულო სამხედორ სავალდებულო სამსახურ გავლილი პიროვნება ითვლება აქტიურ რეზერვად. მეც ამ აქტიურ რეზერვში გავდივარ და როცა დავამთავრე,მაშინ ჩაგვიტარეს ინსტრუქტაჟი. რაიმე საომარი მდგომარეობის დროს,როცა საჭიროდ ჩათვლის სახელმწიფო შეუძლია გამოიძახოს პირველ რიგში ის ხალხი,რომლებსაც მოვლილი აქვს ეს სამხედრო სამსახური და ასევე,ის ხალხი,რომლებიც აღარ არიან კონტრაქტორები. თქვენც და ბევრს ამ ქვეყანაში ჰგონია,რომ სავალდებულო ჯარი მხოლოდ 1 წლიანი გაწვევაა და ამით მორჩა ყველაფერი. არც ყველე წვევანდელი მიჰყავთ :ვიშკებზე". ძალიან ბევრს უტარებენ სერჟანტთა მოსამზადებელ კურსებს 10 კვირიანს( ბსთ) და როგორც საკონტრაქტო გადის მომზადებას იგივე უტარდებათ ამ ბიჭებსაც და მათ შორის მეც. მარტო საკონტრაქტო მოსამსახურეები არ არიან,რომლებსაც შეუძლიათ ქვეყნის დაცვისა და თავდაცვის პირობების შესრულება.
2020, 10 იანვარი, 1:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10