x
image
melody_inside
რა ემართება ადამიანის სხეულს საფლავში - სუსტი ნერვების პატრონებმა და ორსულებმა არ  წაიკითხონ!

image

ადამიანის სხეული შედგება 200-ზე მეტი ძვლისგან, რამდენიმე ტრილიონი მიკრობისგან და 37 ტრილიონი უჯრედისგან. და მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი განიხილება, როგორც დასასრული, სხეულს წინ კიდევ გრძელი გზა ელოდება - წერს Business Insider.


სიკვდილიდან რამდენიმე წუთში კვდება ტვინი. როდესაც გული ჩერდება, ის წყვეტს სისხლის მიმოქცევას, რაც ჟანგბადის ტრანსპორტირებას ახდენდა ორგამოებამდე და ქსოვილებამდე. ამგვარად, სისხლის გარეშე დარჩენილი ყველაზე აქტიური და ჟანგბადის მშთანქმელი ორგანოები და ქსოვილები პირველი კვდებიან. ასეთი ორგანოების და ქსოვილების უჯრედების 70% წყლისგან შედგება. ჟანგბადის გარეშე უჯრედები თვითგანადგურებას განიცდიან.


ნაწლავებში კიდევ უფრო საშინელი პროცესი იწყება. მომაკვდავ იმუნურ სისტემას აღარ შეუძლია ტრილიონი მშიერი მიკრობის შენახვა, რომლებიც ჩვეულებრივ საჭმლის მონელებას ეხმარებოდნე. ისინი ნაწლავებიდან აღწევენ ქსოვილებში, ვენებში და არტერიაში.



რამდენიმე საათში ისინი აღწევენ ღვიძლში და ნაღვლის ბუშტში, რომელიც შეიცავს მოყვითალო-მომწვანო ნაღველს, რომლის დანიშნულებაცაა სიცოცხლეში ცხიმების განადგურება. მაგრამ, მას შემდეგ, როდესაც მიკრობები ამ ორგანოებამდე აღწევენ, ნაღველი იწყებს სხეულის ავსებას და მის ყვითელ-მწვანედ შეფერადებას.



image




ორიდან ოთხი დღის ჩათვლით მიკრობები უკვე ყველგან არიან და წარმოქმნიან ტოქსიკურ აირებს, ისეთებს, როგორიცაა ამიაკი და წყალბადის სულფიდებს, რომლებიც სხეულს აიძულებს შეშუპდეს და აყროლდეს კიდეც.




სამი ან ოთხი თვის შემდეგ მოყვითალო-მომწვანო ფერი იცვლება მოყავისფრო-შავი ფერით იმის გამო, რომ სისხლის კაპილარები გაფუჭდნენ. დახლოებით იმავე დროს მოლეკულური სტრუქტურები, რომლებიც უჯრედებს აერთიანებენ, ირღვევიან. ამიტომ ქსოვილები იშლებიან და გაწყალებულ მასად იქცევიან.


ერთი წლის შემდეგ ორგანიზმის მჟავა-სითხეების და ტოქსინების გამო ტანსაცმელი იწყებს დაშლას. ნარჩუნდება მხოლოდ ნეილონის ძაფები.


10 წლის შემდეგ ჟანგბადის დაბალი შემცველობის მაღალტენიანი გარემო ქიმიურ რეაქციას იწყებს - რაც სხეულის ცხიმს საპნის მსგავს ნივთიერებად, ეგრეთწოდებულ საფლავის ცვილად აქცევს.

მეორეს მხრივ, უფრო მშრალი პირობები სხეული ბუნებრივ მუმიფიკაციას იწვევს. ამას არ ჭირდება არავითარი ქიმიკატები და ხელსაწყოები. და ეს იმიტომ, რომ გახრწნის პროცესის მიმდინარეობისას წყალი ორთქლება ყურების, ცხვირის და ქუთუთოების თხელი კანის გავლით. რაც აშრობს და აშავებს ან ახდენს მუმიფიცირებას.



image


50 წლის შემდეგ ქსოვილები თხევადდება და სრულად ქრებიან, რჩება მხოლოდ მუმიფიცირებული კანი და მყესები. საბოლოოდ ისინიც გაქრებიან.



80 წლის შემდეგ კი დაშლას იწყებს ძვლები, იმდენად რამდენადაც მასში არსებული რბილი კოლაგენი ქრება და ტოვებს მხოლოდ მყიფე მინერალური სტრუქტურას. მაგრამ არც ესაა სამუდამო.

დასასრულს


100 წლის შემდეგ ბოლო ძვლები მტვრად იქცევა. რჩება მხოლოდ სხეულის ყველაზე მტკიცე ნაწილი - კბილები.

კბილები, საფლავის ცვილი და ნეილონის ძაფები.

image

პ.ს.:


თქვენ იცოდით ამის თაობაზე რამე?


ვფიქრობ სრულიად გამართლებულია მარავალი ადამიანის არჩევანი - გვამის კრემაცია.

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კრემაცია (ლათ. crematio - დაწვა), გვამის დაწვა, დაკრძალვის ერთ-ერთი სახეობა. გაჩნდა გვიანდელ ნეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანაში.

საქართველოში კრემაცია დადასტურებულია ბრინჯაოს ხანიდან. სამგორის ერთ-ერთ გორასამარხში (ძვ. წ. III ათასწლეული) და თრიალეთში (ძვ. წ. XX-XV სს.) ამ წესით მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლები ყოფილან დაკრძალული. ადრინდელი რკინის ხანაში მასობრივი კრემაციული სამარხები ჩნდება სვანეთში, მთიან რაჭაში, აფხაზეთში (სოხუმის მთა, გუადიხუ), სამეგრელოში (პალური, მუხურჩა), გურიაში (ნიგვზიანი) და სხვა, რაც ალბათ ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობის შედეგია.



იხილეთ ასევე:


ათობით ტვინი და მისი ნაწილები იქნა აღმოჩენილი მიუნხენში მაქს პლანკის საზოგადოების ფსიქიატრიის ინსტიტუტის რეკონსტრუქციის დროს. ნაშთები ეკუთვნოდათ ჰოლოკოსტის და ადამიანთა რასის გაუმჯობესების მიზნით ნაცისტების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების მსხვერპლ ადამიანებს. ამის შესახებ იუწყება საიტი

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორმა განაცხადა, რომ ბიოცენტრიზმის თეორიის თანახმად, სიკვდილი ილუზიაა, რომელსაც ჩვენი ცნობიერება ქმნის. რობერტ ლანცი ამტკიცებს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი პარალელურ სამყაროში გადადის. მკვლევარი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება მარვალწლიანი მცენარის

დიახ, შეუძლია! სისხლი შეიცავს ყველა საჭირო მკვებავ ნივთიერებებს და ვიტამინებს, თან ბალანსირებული თანაფარდობით. რიგი მეცხოველეობის მიმდევარი ადამიანებისა, ნაწილობრივ აღმოსავლეთ აფრიკული ტომი მასაი, რეგულარულად მოიხმარს თავისი ცხოველების სისხლს. თუმცა ადამიანი, ვინც მხოლოდ სისხლით იკვებება, მოუწევს მისი

ეს მოხდა 1994 წლის გაზაფხულზე. ახალგაზრდა ამერიკელმა სახელად რონალდ ოპუსმა თავის მოკვლა გადაწყვიტა. სიკვდილის წინ დაწერილ წერილში ეწერა, რომ მან, რონალდმა, ეს ნაბიჯი გადადგა ფინანსური პრობლემების გამო და იმის გამო, რომ მშობლებს არ ესმოდათ მისი. ამ წერილის დაწერის შემდეგ ბატონი ოპუსი აძვრა ფანჯრის რაფაზე და მეათე სართულიდან

ისინი ხმელთაშუა ზღვის გამჭვირვალე ტალღებში დაცურავენ, პატარა ადამიანები მჭიდროდ მოკუმული ტუჩებით და ცვილის სახეებით. მარილი მათ კანს, ხოლო თევზები მათ სხეულს ჭამენ. ძლიერი დინება პატარა დამხრჩვალ ადამიანებს საბერძნეთის კუნძულებზე პირდაპირ კლდოვან სანაპიროებზე აგდებს. გასული შემოდგომა და ზამთარი

ადრე თუ გვიან ყველა ჩვენთაგანი ცხოვრებაში ვინმეს ვკარგავთ _ ჩვენგან მიდიან ბებიები და ბაბუები, ახლობელი ადამიანები. ყველა ამ ტკივილის და ცერემონიალების შემდეგ პირისპირ ვრჩებით მრავალ კითხვასთან: რა ვუყოთ ყველაფერ იმას, რაც ამ ადამიანს ეკუთვნოდა, შეიძლება თუ არა ამ ნივთების სახლში შე...


1
1963
7-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1963
  
2020, 10 იანვარი, 1:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1