x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
შემთხვევები, სადაც სარეცხის მანქანა ცუდად მოიქცა!
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.



image




ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.




ოჰ, ეს სახლის საქმეები! რეცხვა, ლაგება, მზარეულობა... უდიდესი ტანჯვაა და განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახი დიდია და დიასახლისი კი მარტო, დამხმარეს გარეშე. საინტერესოა, როგორ ართმევდა ქალი ამ ყველაფერს თავს მარტო უწინ, ეპოქაში, როდესაც არ იყო სარეცხის მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი, ბავშვის საფენი და ა, შ, სწორედ ის ელემენტარული პირობა, რომელიც დღეს ასე აუცილებელია და ფუფუნების საგანს არ წარმოადგენს?! თუ წარმოვიდგენთ მათ უქონლობას, ალბათ ყველა ერთხმად იტყვით, რომ დღის ბოლოს დიასახლისი მკვდარი იყო. ან ფიქრობთ, რომ მათ გარეშე ყოფნა იმდენად უცნაურია, რომ ამაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია, განვითარებული ტექნოლოგიები ხომ თანამედროვე ადამიანებში გარკვეულ ვნებებს იწვევს (სექსუალურ ვნებებზე არ არის საუბარი, ტვინს წიხლი მიაჭირეთ).




განსაკუთრებული ხრიკების ჩვენება შეუძლია სარეცხის მანქანას. ჰოდა, დღევანდელ სტატიაში არც ტექნოლოგიების განვითარებაზე და არც სარეცხი მანქანის წარმოშობის ისტორიაზე არ ვისაუბრებთ, უბრალოდ წარმოგიდგენთ ფოტოკრებულს, სადაც წარმოდგენილია რამდენიმე სახალისო ფოტო, თუ როგორ გაუცრუეს იმედები სარეცხის მანქანებმა დიასახლისებს.




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






P.S. გაგვიზიარეთ თქვენი გაცრუებული იმედების შესახებ...

2
325
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
325
  
2020, 10 იანვარი, 1:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 9 იანვარი, 14:43
პისტოლეტის ელასტიური მასალისგან დამზადებული ოპერატიული ქამარი ჩავდე და რაც გამოვიდა მტრისას, სპილოს მოერგებოდა ისე გაიწელა. შეცვლამ მომიწია :))
0 1 2