x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
თურქეთის პრეზიდენტის თქმით ლიბიაში 2 000 მებრძოლია რუსული, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერიდან" და მათი გაყვანა მოითხოვა

image თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის თქმით სადღეისოდ ლიბიის ტერიტორიაზე მარშალ ჰაფტარის არმიის რიგებში იბრძვის რუსული, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" 2 000 მებრძოლი.
მისი თქმით რუსული სამხედრო კომპანიის მებრძოლები აქტიურ მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო ომში და ებრძვიან, გაეროს და მთელი რიგი ქვეყნების მიერ აღიარებულ, ლიბიის კანონიერ ხელისუფლებას.
ამასთან ერთად ერდოღანმა განაცხადა, რომ აუცილებლად მოითხოვს პუტინთან მოლაპარაკებისას გაიყვანონ რუსი სამხედროები კონფლიქტის ზონიდან.
გარდა ამისა თურქეთის პრეზიდენტის თქმით მარშალ ჰაფტარის მხარეს იბრძვის 5 000 დაქირავებული მებრძოლი სუდანიდან, მან იკითხა თუ რას აკეთებენ სუდანელი და რუსი დაქირავებულები ლიბიის ტერიტორიაზე.
მოგეხსენებათ, ლიბიის აღიარებულ ხელისუფლებასა და თურქეთს შორის დაიდო ხელშეკრულება სამხედრო თანამშრომლობაზე. ერდოღანმა პარლამენტს მოსთხოვა დაჩქარებული წესით მოეხდინათ ხელშეკრულების რატიფიკაცია, რაც უკვე გაკეთდა და თურქეთმა ლიბიაში შეიყვანა 500 კაციანი დანაყოფი პირველ ეტაპზე.
როგორც გავრცელდა ინფორმაცია ერდოღანს ლიბიის ხელისუფლება დახმარების სანაცვლოდ წილს დაპირდა ლიბიის ნავთობწარმოებიდან, ცალკე ჰაფტარი და ოპოზიციური ძალები დაპირდნენ რუსეთს წილს ნავთობწარმოებაში.
საინტერესოა ვინ წავა დათმობაზე ლიბიაში, რუსეთი თუ თურქეთი?
გუშინ ჰაფტარის დანაყოფებმა აიღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი სირტი და კონტროლი დაამყარეს საზღვაო პორტზე, დღეს კი სამთავრობო ძალებმა კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნეს კონტროლი სირტზე, თუმცა ჰაფტარის არმია ტრიპოლს დიდი ძალებით უტევს და მოსალოდნელია ლიბიის დედაქალაქის აღება ოპოზიციური ძალების მიერ.
თავის მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ შეშფოთებულია თურქეთის მიერ სმხედრო დანაყოფის შეყვანით ლიბიაში და ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას.


0
195
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
195