x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
"ჯერ ჩემი შესაძლებლობების მინიმუმიც არ გამომივლენია" - როგორ მოხვდა მეგობრის საგულშემატკივროდ მისული ნიკა შუბითიძე "მხოლოდ ქართულში"
image


ნიკა შუ­ბი­თი­ძე მე­გა­შოუ "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" კონ­კურ­სან­ტია. თუმ­ცა ფარ­თო მა­ყუ­რე­ბე­ლი რა­ტომ­ღაც რო­გორც სა­ჩხე­რელს, ისე იც­ნობს, არა­და მას­თან სა­უბ­რი­სას გა­ირ­კვა, რომ რუს­თავ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, გაზ­რდი­ლი და ახ­ლაც იქ ცხოვ­რობს.


"თა­ვი­დან შო­უ­ში რომ მი­ვე­დი, ილო ბე­როშ­ვილს რა­ღაც გა­ვე­ხუმ­რე, სა­ჩხე­რე­ლი ვარ-მეთ­ქი და მერე ასე დარ­ჩა. სა­ჩხე­რე­ლი წარ­მო­შო­ბით ვარ, რუს­თავ­ში ვცხოვ­რობ, რუს­თა­ვის 21-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი... მე­სა­მე კლა­სი­დან მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი, ვუკ­რავ სი­მე­ბი­ან და და­სარ­ტყამ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე (თვით­ნას­წავ­ლი ვარ), ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე. ბე­ჯი­თი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. მუ­სი­კა­ლუ­რი რომ და­ვამ­თავ­რე, იმის მერე აღარ მიმ­ღე­რია, ერ­თა­დერ­თი - ტა­ძარ­ში ვგა­ლობ... გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდ­ში, მუ­ტა­ცია მქონ­და და ამის გამო სიმ­ღე­რა შვწყვი­ტე" - გვე­უბ­ნე­ბა ნიკა შუ­ბი­თი­ძე, რო­მე­ლიც სხვა კონ­კურ­სან­ტე­ბის­გან იუ­მო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტო­ბი­სას "კა­ვე­ე­ნის" თა­მა­შით და­ინ­ტე­რეს­და და რო­გორც ამ­ბობს, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რია. "კა­ვე­ენს" ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი ად­გი­ლი უკა­ვია. გარ­და იმი­სა, რომ ნაკ­რებ­ში ვარ, გა­ვა­კე­თე "სა­ჩხე­რის ნაკ­რე­ბი გუნ­დიც". ამ საქ­მეს დიდი მონ­დო­მე­ბით მივ­ყვე­ბი" - აღ­ნიშ­ნავს ნიკა.


- ხარ მხი­ა­რუ­ლი, ენაკ­ვი­მა­ტი, ამ თვი­სე­ბე­ბის გამო სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ად­ვი­ლად გა­მო­დი­ხარ და მგო­ნი, იმა­საც ახერ­ხებ, გულ­თან არ მი­გაქვს რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი. რას იტყვი?


- ყვე­ლაფ­რი სწო­რად თქვით, ოღონდ, ერთს შე­ვას­წო­რებ­დი. ძა­ლი­ან მინ­და, გულ­თან ნაკ­ლე­ბი წყე­ნა მი­ვი­ტა­ნო, რად­გა­ნაც ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ანს ბევრ რა­ღა­ცა­ში ად­გე­ბა, თან ყვე­ლა­ფე­რი სა­ნერ­ვი­უ­ლო არ არის, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი რამ მა­ღი­ზი­ა­ნებს, ისე­თი ნი­უ­ან­სე­ბიც კი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რის­თვის არა­ფერს ნიშ­ნავ­დეს. ბავ­შვო­ბი­დან ასე­თი ვი­ყა­ვი, საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი ვარ, მაგ­რამ ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო ნი­ჭის წყა­ლო­ბით, რა­ღა­ცებს მა­ინც მარ­ტი­ვად ვუდ­გე­ბი.


თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რა­ტომ არ ჩა­ა­ბა­რე?


- მქონ­და ეგ იდე­აც, მაგ­რამ რად­გან ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოვ­ხვდი, მერე "კა­ვე­ე­ნის" თა­მა­შიც და­ვი­წყე და ეგ სურ­ვი­ლიც გა­მიქ­რა. თან "თე­ატ­რა­ლურ­ში" სხვა გა­მოც­დე­ბი იყო ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი, რომ­ლის მომ­ზა­დე­ბაც იმ პე­რი­ოდ­ში ვერ მო­ვას­წა­რი. ამას­თან, აქეთ მე­ტად გად­მო­ვერ­თე. ნიკა მახ­ვი­ლა­ძის მად­ლო­ბე­ლი ვარ, იქ ჩვე­ნი "მან­სან­კა­ნის" პრე­ზი­დენ­ტია. მან ბევ­რი რამ მას­წავ­ლა, გამ­ზარ­და...


- რო­გორ ფიქ­რობ, ყვე­ლა­ფერ­ზე შე­იძ­ლე­ბა ხუმ­რო­ბა?


- არა - სი­ტუ­ა­ცია უნდა გვი­წყობ­დეს ხელს, რომ ვი­ხუმ­როთ. სამ­წუ­ხა­როდ, მა­გის შან­სი არ არ­სე­ბობს, რომ კაც­მა სულ და ყვე­ლა­ფერ­ზე იხუმ­როს. იუ­მორ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ იმას და­ვა­მა­ტებ, რომ დედა ქუ­თა­ი­სე­ლი მყავს და იუ­მორ­ში ბევ­რი რამ მის­გან მომ­დევს... დღეს ადა­მი­ანს ბოღ­მა თან სდევს, მაგ­რამ ჩვენ ვცდი­ლობთ, გა­ვა­ნე­იტ­რა­ლოთ ის. ვერ გე­ტყვით, რომ ჩემ გარ­შე­მო ბევ­რია ასე­თი სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ თუ მსგავს რა­მეს შე­ვამ­ჩნევ ხოლ­მე, გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად ვცდი­ლობ.


- ისე, "კა­ვე­ე­ნის" წყა­ლო­ბით, რო­გორც ჩანს, აუ­დი­ტო­რი­ა­საც შეჩ­ვე­უ­ლი ხარ, მა­ყუ­რებ­ლის აყო­ლი­ე­ბა შე­გიძ­ლია...


- გე­ტყვით, რომ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის არა­თუ მაქ­სი­მუ­მი, ალ­ბათ მი­ნი­მუ­მიც ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მო­მივ­ლე­ნია. მარ­თლაც მეტი შე­მიძ­ლია. მა­ყუ­რე­ბელ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის უნა­რი შე­იძ­ლე­ბა მქონ­დეს, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ ამ უნა­რის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ჯერ არ მომ­ცე­მია იმის გამო, რომ რე­პერ­ტუ­ა­რი არას­დროს ემ­თხვე­ვა ჩემს ხა­სი­ათს და თუ ეთხვე­ვა, ის ვა­რი­ან­ტი მა­ინც არ არის, რა ვა­რი­ან­ტის სიმ­ღე­რაც მე მინ­და... ამა­ში კონ­კურ­სან­ტე­ბი, ჩემი აზ­რით, შე­ზღუ­დუ­ლე­ბი ვართ, რად­გა­ნაც ეს კონ­კურ­სია. მეტი რე­ი­ტინ­გი, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი მა­შინ მექ­ნე­ბა, თუ ისე მო­ვიქ­ცე­ვი სცე­ნა­ზე, რო­გორც მე მინ­და, მაგ­რამ კი­დევ ვამ­ბობ, ეს კონ­კურ­სია და ამას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს.


image


ამ პრო­ექ­ტში რა­ტომ მოხ­ვე­დი და რა მო­ლო­დი­ნი გაქვს?


- თა­ვი­დან კას­ტინგზე მე­გო­ბარს წავ­ყე­ვი, აკომ­პა­ნი­მენ­ტი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა... მოკ­ლედ, მის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მი­სუ­ლი ბოლო-ბოლო თვი­თო­ნაც ჩა­ვერ­თე ამ ამ­ბავ­ში და კას­ტინგზეც აღ­მოჩ­ნდი. სამი "კი" მი­ვი­ღე - გი­ტა­რით ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი, ჩე­მი­ვე კომ­პო­ზცი­ე­ბი შე­ვას­რუ­ლე.


- ორ­შა­ბათს ნინო ქა­თა­მა­ძი ტური გექ­ნე­ბათ. ამ მუ­სი­კო­სის შენი ვერ­სია უნდა შეს­თა­ვა­ზო მა­ყუ­რე­ბელს?


- ამ ტუ­რის მომ­ზა­დე­ბა­ში ნინო ქა­თა­მა­ზე გვეხ­მა­რე­ბა. რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ჩვენ­თან და­დის და მთა­ვა­რი მი­თი­თე­ბა ისაა, რომ უნდა იყოს ჩვე­ნი ვერ­სია. მთლად ნი­ნოს გავ­ლე­ნას ალ­ბათ ვერ გა­ვექ­ცე­ვით, რად­გა­ნაც „ქა­თა­მა­ძე“ ყურ­შია უკვე გამ­ჯდ­რი... ყვე­ლას პი­რო­ბას ვაძ­ლევ, რომ იმ ვერ­სი­ას, რო­მელ­საც შე­ვას­რუ­ლებ, ნინო ქა­თა­მა­ძი­სას არ ემ­სა­გავ­სე­ბა, რად­გა­ნაც მინ­და, ბევ­რმა ადა­მი­ან­მა კარ­გად გა­მიც­ნოს. მათი აზრი კი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0