x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
ამერიკის დახმარების შემთხვევაში რომელ ქალაქებს დაბომბავს ირანი?

image



ისლამური რევლუციური გვარდიის კორპუსი მზად არის შეტევა განახორციელოს აშშ-ის მოკავშირეების ტერიტორიაზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი დახმარებას გაუწევენ აშშ-ს სამხედროებს ირანზე თავდასხმებში. კორპუსის ძალებმა ამის შესახებ თავიანთ ტელეგრამაში განაცხადეს.


აღინიშნება, რომ ასეთი ქალაქები შეიძლება იყოს დუბაი და ჰაიფა. ეს შეიძლება მოხდეს ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის მიერ ამერიკული სამიზნეების დაბომბვის მესამე ტალღის შემთხვევაში. გარდა ამისა, ირანული ჯარები შეერთებულ შტატებს შეპირდნენ შეტევების განხორციელებას ქვეყნის შიგნით.


შეგახსენებთ, აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე დასავლეთ ერაყში, სადაც ამერიკული ჯარებია, სარაკეტო შეტევა განხორციელდა 8 იანვრის ღამეს. ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. პენტაგონმა განაცხადა, რომ ისინი შეაფასებენ ზარალს და მოამზადებენ პასუხს ირანის თავდასხმაზე.

2
890
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
890
  
2020, 8 იანვარი, 22:27
ოზურგეთს ნამდვილად არ დაბომბავს, ისედაც დაბომბილს გავს
0 1 2