x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ნუ ველოდებით ომის დაწყებას, ომი უკვე მიმდინარეობს!
image

2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის საერთო შეკითხვით დაიწყო - ხომ არ იწყება ახალი ომი? ხომ არ მოხდება პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის? ხომ არ შეუწყობს ეს ხელს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას?

ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად საკმარისია შევხედოთ, თუ რა მოხდა გასული 24 საათის განმავლობაში.

ირანელი გენერლის მკვლელობას ირანის მხრიდან უკვე მოჰყვა პასუხი - წუხელ, თბილისის დროით 2:30-ზე ირანმა ერაყში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზები დაბომბა. თავდასხმისთვის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.

ირანული მედიის მიხედვით, მათ 15 რაკეტა ისროლეს და არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 2 ბაზა დაიბომბა, ერთი ერბილში მდებარეობს, მეორე კი ალ-ასადის ავიაბაზაა.

აქვე საინტერესოა ის ინფორმაცია, რომელსაც ასევე ირანული მედია ავრცელებს ამერიკელების მხრიდან მსხვერპლთან დაკავშირებით - მათი თქმით, 80 ჯარისკაცი მოკლეს. ეს ინფორმაცია ეწინააღმდეგება ამერიკის პრეზიდენტის მიერ ტვიტერზე გაკეთებულ განცხადებას, რომ "ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა". ძნელი სათქმელია რატომ არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, თუმცა ერთი რამის თქმა გადაჭრით შეიძლება - იმ შემთხვევაში, თუ ირანის მხარე მართალია, მაშინ ადვილი და ამავდროულად ძალიან შემაშფოთებელია იმის წარმოდგენა, თუ როგორი იქნება შეერთებული შტატების პასუხი...


ფორმალური, თუმცა მაინც საინტერესო იყო ირანის პარლამენტის 7 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მათ პენტაგონი და შეერთებული შტატების სამხედრო ძალები, ასევე მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები ტერორისტებად აღიარეს.

ამას ემატება შეერთებული შტატების მხრიდან ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობაც და აქ ჩნდება საპასუხო შეკითხვა - სხვა რა არის ომი, თუ არა ის, რასაც ახლა ვხედავთ? იხილეთ ვრცლად
1
255
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
255
  
2020, 10 იანვარი, 1:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1