x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ირანმა განაცხადა,რომ მოკლა 80 ამერიკელი "ტერორისტი"
image

ერაყში აშშ-ს რამდენიმე სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 80 ამერიკული სამხედრო. ასეთი მონაცემები გადასცა ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ, იუწყება Reuters.

აღსანიშნავია, რომ ირანულმა ტელევიზიამ ჭურვების სროლის შედეგად დაღუპულებს "ამერიკელი ტერორისტები" უწოდა. პენტაგონი ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ადრე ინფორმაცია არ მიუღია გარდაცვლილთა შესახებ.

8 იანვრის ღამეს, ირანის ისლამურმა რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) ათეულობით რაკეტა გაუშვა ერაყში რამდენიმე ობიექტზე, სადაც განთავსებულია აშშ-ს სამხედრო ბაზები. მათ შორის არის ეინ ალ-ასადის ავიაბაზა და ერბილეს აეროპორტი.

თეირანმა განაცხადა, რომ ეს არის პასუხი ბაღდადში მოკლული გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობაზე, ოპერაციას ეწოდა "მოწამე სულეიმანი".



დაღუპულთა, დაზარალებულთა ან სამხედრო ტექნიკის განადგურების შესახებ ოფოციალური ცნობები ჯერ არ არის ცნობილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა ერაყის უსაფრთხოების ძალები დაზარალდნენ, თუმცა ბაღდადმა ეს ცნობა უარყო; ასევე რის ინფორმაცია, რომ ბაზაზე რამდენიმე ავიაგამანადგურებელი განადგურდა.


0
349
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0