x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რამდენი წლისაა 79 წლის ალ პაჩინოს შეყვარებული და რა აერთიანებთ მათ?
image



ალ პაჩინო, თავისი ასაკის მიუხედავად, არ აპირებს უარი თქვას სექს-სიმბოლოს სტატუსზე. ამ დღეებში პაპარაცებმა პაჩინო გადაიღეს საყვარელთან, მსახიობ მეიტელ დოჰანთან სეირნობისას. ის 43 წლისაა, მაგრამ ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება და ცნობილი მსახიობის შვილიშვილს უფრო ჰგავს, ვიდრე მის შეყვარებულს.



ის რაც ამ წყვილს ნამდვილად აერთიანებს, არის თანამედროვე სტილის ჩაცმის უუნარობა. ფერადი კაბა, შიშველ ფეხებზე მოძველებული ჩექმები და ტყავის ქურთუკი მხრებზე. დოჰანი ცოტათი უფრო ცნობილი რომ ყოფილიყო, ამ ტიპის ჩაცმულობას თაყვანისმცემლები არ აპატიებდნენ. ალ პაჩინო კლასიკური პალტოთი და უზარმაზარი სპორტული შარვლით არანაკლებ სასაცილოდ გამოიყურება. თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსახიობს ბომჟივით აცვია.


მთავარი ის არის, რომ, როგორც ჩანს, საყვარლები ბედნიერები არიან. სხვათა შორის, ისინი თითქმის ორი წლის განმავლობაში ხვდებიან ერთმანეთს. მათი რომანი ცნობილი გახდა 2018 წლის ზაფხულში და ის უფრო ადრეც დაიწყო.



სხვათა შორის, ეს არ არის მსახიობის პირველი რომანი გოგონასთან, რომელიც მასზე ბევრად უფრო ახალგაზრდაა. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი ხვდებოდა არგენტინელ მსახიობ ლუსილა სოლას, რომელთანაც ასაკობრივი სხვაობა 39 წელი იყო. პაჩინო ოფიციალურად არასოდეს დაქორწინებულა. იქნებ მეიტელმა მოახერხოს ვარსკვლავის მმაჩის ბიუროში მიყვანა?

0
412
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0