x
ქალის ეს ნივთები მამაკაცებს ძალიან აშინებთ
image


როგორც წესი, როცა "ჩვენს" ადამიანს შევხვდებით, მის ბევრ ნაკლზე ვიწყებთ თვალების დახუჭვას. ზოგჯერ კი კაცებს სულაც არ შეუძლიათ ზოგიერთ "ნაკლთან" შეგუება. ეს სამი რამ სინამვილეში ძლიერ სქესს საშინლად არ მოსწონს.


ცრემლები


თუ ქალმა ქვითინი დაიწყო, საეჭვოა მისი მალევე შეჩერება. ამასთანავე კაცებმა უბრალოდ არ იციან, ასეთ მომენტებში როგორ უნდა მოიქცნენ პარტნიორთან: დაამშვიდონ, შეიბრალონ, მარტო დატოვონ, არ მიაქციონ ყურადღება... როგორც ჩანს მამაკაცებს ქალის ცრემლების იმიტომ ეშინიათ, რომ არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ. ქალები კი გაბრაზებას იწყებენ მამაკაცებზე, რადგან თვლიან რომ მამაკაცმა ვერაფერი მოიმოქმედა. საბოლოოდ კი - ქალის ცრემლები ჩაკეტილი წრეა.



ბიუსტჰალტერი


არა, რა თქმა უნდა ლამაზი თეთრეული ქალის ტანზე მამაკაცებს ნამდვილად არ აშინებთ. მანამდე მაინც, მანამ მისი გახდის დრო არ მოვა. ბიუსტჰალტერების შემქმნელები კი თითქოს ამასხარავებენ მამაკაცებს და უფრო და უფრო უცნაურ გასახსნელ უგონებენ ნაწარმს, რომლის გახსნა ზოგჯერ თავად ქალებსაც უჭირთ პირველ ჯერზე. ამიტომ, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი მამაკაცი რამდენიმე წუთს დაყოვნდა თქვენს ზურგს უკან ბიუსტჰალტერის გახსნის მცდელობისას, სიბრაზისგან ნუ დაქაჩავთ თვალებს. ბოლოს და ბოლოს ვის არ მოსვლია?


ქალის ჩანთა


საოცარია, მაგრამ ჯერ არც ერთ მეცნიერს არ შეუსწავლია ქალის ჩანთის ფენომენი. როგორ იტევს ეს არც თუ ისე დიდი ნივთი მთელ მსოფლიოს? რატომ არის ის მუდამ მძიმე, თითქოს იქ კოსმეტიკის პატარა ტომსიკის ნაცვლად აგურის მთელი მაგარაგი იდოს? სხვათაშორის ეს უკანასკნელი ხშირად არის ხოლმე მიზეზი, რის გამოც ქალებს უხარიათ ჩანთის მამაკაცისთვის სატარებლად მიცემა. სერიოზულმა ჯელტმენმა კი მუდამ იცის, რომ მის ჩაცმულობას ნამდვილად არ უხდება ქალის ჩანთა. მიუხედავად იმისა, რომ უარი შეიძლება არ თქვას ჩანთის გამორთმევაზე, ეს მას მუდამ ახსოვს. ამიტომ, ეცადეთ მამაკაცი აარიდოთ მსგავსი შემთხვევებისგან. ან სხვა შეფუთვაში ჩადეთ და ისე მიეცით.



0
167
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
167