x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"კაცი საკაცით მომიყვანეს შეხვედრაზე და გაუჩერებლად ცრემლი სდიოდა....." - ნიკა გვარამაია მამალაძესთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს

image



"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატიცაა, გლდანის ციხეში დეკანოზს შეხვდა. გვარამიას თქმით, გიორგი მამალაძე შეხვედრაზე საკაცით მიიყვანეს, რომელსაც მთელი საუბრის განმავლობაში ცრემლი სდიოდა, დეკანოზის ადვოკატის განცხადებით, ის უბრალოდ ივანიშვილისა და საპატრიაქროს ტყვე კი არა, არამედ სიკვდილმისჯილია: "კაცი საკაცით მომიყვანეს შეხვედრაზე და გაუჩერებლად ცრემლი სდიოდა მთელი საუბარი და თან ერცხვინებოდა ამ ცრემლის. მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარ აქამდე. სიკვდილმისჯილი მძევალი გვყავს 21-ე საუკუნეში?! ესაა ქვეყანა და ჩვენ ვართ ხალხი?, ეს კაცი უბრალოდ ივანიშვილის და საპატრიარქოს ტყვე კი არაა, სიკვდილმისჯილია. შიმშილობა გამოაცხადა, ძლივს საუბრობს, წართმეულ მხარეს კიდურები დაუწვრილდა. მოკლედ, ჩუმად კვდება ადამიანი" - დაწერა ნიკა გვარამიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე.




0
311
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
311