x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ამერიკა მაინც დაარტყამს ირანს - ნაწილი II

image

(გაგრძელება)
მსოფლიო პოლიტიკაში მეტად დაძაბული და რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ამ მომენტისთვის უპირველესად აშშ-სა და ირანის ურთიერთობებს ეხება, ქალბატონ ლელას პირდაპირი დავალებით შეგახსენებთ წინასწარმეტყველებებს ამ ორი ქვეყნის შესახებ.
გარდა იმისა, რომ ნახავთ, რაოდენ უზუსტესად ასრულდა ქართველი წინასწარმეტყველის თითოეული ხედვა, აქვე იმასაც წაიკითხავთ, თუ როგორი იქნება საქართველოს როლი და მომავალი პოლიტიკური „მონსტრების“ დაპირისპირებაში, შეეხება თუ არა მსოფლიო ომის საშიშროება ჩვენს ქვეყანას და საერთოდ, რა პოლიტიკურ სარგებელს მიიღებს ის მოსალოდნელი უმძიმესი შეჯახებებიდან.
წინდაწინ გეტყვით, რომ მასალა საკმაოდ მოცულობითია. თუმცა, ჩვენი რჩევაა, ბოლომდე გულისყურით ჩაიკითხოთ ის.

ნაწილი II

2010 წელი, 22 სექტემბერი
...ვხედავ, ის აზრი, რომ ამერიკის გავლენა სუსტდება მუსლიმურ სამყაროში, ამერიკის მთავრობაში მნიშვნელოვან საუბრებს გამოიწვევს. საჭიროა რკინის ხელი, ანუ ხელისუფალი. ასეთი პრეზიდენტი კი ძალიან მალე და დროულად მოევლინება ამერიკას. იგი თავდაყირა დააყენებს ამერიკულ პოლიტიკას და ზუსტად ვხედავ, ეს პოლიტიკა გადაარჩენს ამერიკას და ამერიკელ ხალხს მუსლიმების აგრესიისგან. დიახ, ბევრი დაგეგმილი ტერაქტი აღმოიფხვრება. „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი ურთულეს საკითხებს თუნდაც ომების გზით, მაგრამ მაინც გადაწყვეტს. მას მაინცდამაინც არ უყვარს მოლაპარაკებები, რომლებიც უსაშველოდ გრძელდება. იგი ძალიან სწრაფ გადაწყვეტილებებს ღებულობს და არც არავის ეკითხება. იგი ამერიკის პრეზიდენტია და გადაწყვეტილებებსაც ის ღებულობს. თუმცა გუნდური პრინციპების მომხრეა, მაგრამ როცა ყველა უკან იხევს და რაიმე რთული საპასუხისმგებლო საკითხის გადაჭრის მომენტია, იგი იღებს თავის თავზე და საპასუხო ძლიერ დარტყმებს განახორციელებს. რომ არა ასეთი პრეზიდენტი, ამერიკის სიძლიერის მზე ნელ-ნელა ეშვებოდა და ქრებოდა. ის განსაკუთრებით ირანს დაუპირისპირდება და ვხედავ, მომავალშიც აუცილებლად დაარტყამს ირანს. ურანის გამდიდრების სურვილი კი სურვილად დარჩება ირანისთვის. აქ განსაკუთრებით რუსეთის როლი გამოიკვეთება. ეს როლი კი ამერიკის საწინააღმდეგოდაა, როგორც ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება.
ამერიკის პრეზიდენტს ხალხი რკინის კაცს, ანუ რკინის ხელს დაარქმევს. პირდაპირ ვხედავთ, იგი მუსლიმური სამყაროს მტერია, გამომდინარე მათი მოქმედებებიდან მხოლოდ. არცერთ ტერაქტს არ შეარჩენს არავის. ტერორისტებს ბოლომდე ჩაყვება, სანამ არ გაანადგურებს მათ. ისე ჩანს, რომ მთელი მსოფლიოს ტერორისტებს დაუპირისპირდება და ამ ბრძოლაში მოგებულიც დარჩება. თუ საჭირო იქნება, მათ გასანადგურებლად მთელ არმიას მიუშვებს. მოკლედ, ეს ის პრეზიდენტია, რომელიც ამერიკას სჭირდება. ძალიან რთული პერიოდები ელის ამერიკას, მაგრამ ამ სირთულეებს მაინც დაძლევენ. ამერიკა მალე დააღწევს თავს კრიზისს, ხოლო პრეზიდენტი კი ძალიან მკაცრ და დაუნდობელ პოლიტიკას გაატარებს.
პრეზიდენტი−რკინის ხელი რუსეთს დაუპირისპირდება და საკმაოდ ღიადაც. სწორიც იქნება, ვინაიდან ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი გაატარებს, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნებში, თვითონ რუსეთისთვისაც დამღუპველია. პირველი გასროლა მუსლიმების მხრიდან — სამიზნე რუსეთია. ბოლოს რუსეთი მაინც დაუთმობს ამერიკას, მაგრამ მანამდე ერთმანეთს დიდ პოლიტიკურ ომს გამოუცხადებენ.
თუმცა, როგორც რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რუსეთი ასი პროცენტით შევა ნატოში. ამას გვერდს ვერ აუვლიან. რუსეთი მარტო ვერ გაართმევს თავს მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლას!
2010 წელი, 29 სექტემბერი
ირანი ვერც ამერიკას მოერევა და ვერც ევროპას საბოლოო ჯამში. ამიტომ ვხედავ მომავალში, დღეს ვინც მხარს უბამს ირანს, მუსლიმური სახელმწიფოებიც კი, ირანს მიატოვებენ, რადგან დარტყმა მათ სახელმწიფოებსაც მოელით, ანუ თითქმის განადგურება. ეს იქნება დაუნდობელი ომები. ასე რომ დავარქვათ, ბრძოლა წესების გარეშე. მესამე მსოფლიო ომი დედამიწას შეარყევს.
...ვიმეორებ ასჯერ დანახულს, რომ ამერიკის მთავრობაში რესპუბლიკელები მოდიან. ისინი ძალიან ხისტ პოლიტიკას გაატარებენ, არავის არაფერს ანგარიშს არ გაუწევენ. ნომერ პირველი საკითხი კი იქნება მუსლიმები — მათი მასიური გასახლება კონტინენტიდან.
2010 წელი, 1 დეკემბერი
მომავალში ამერიკა ისევ დაუპირისიპირდება ჩინეთს და ძალზე სერიოზული დაპირისპირებაა. რომ იტყვიან, ამერიკა ისეთ ნოკაუტში ჩააგდებს ჩინეთს, რომ ისინი ძალიან სწრაფად ვერ გამოფხიზლდებიან. ჩინეთი ირანთან მჭიდრო კონტაქტშია და ძალიან ბევრი რამ დამალული ამოტივტივდება. ხოლო ამერიკა კი ჩინეთს ჯერ ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებს, მერე კი პოლიტიკურად მოთხრის, დაასუსტებს. ვხედავ, ჩინეთს დიდი ამბიციები გაუქრება. ისინი დიდ გაჭირვებაში ჩავარდებიან, ხოლო ამერიკა უკან არ დაიხევს. ჩინეთის სიძლიერე აღარ აწყობთ, ვინაიდან ამერიკულ პოლიტიკას უკვე დიდ დარტყმას აყენებს...
ჩინეთი მხარს უჭერს ირანს და მის პოლიტიკას. ამერიკა უკვე მომავალში ძალზე უხეშ პოლიტიკას გაატარებს, ვხედავ, ირანის მიმართ და ერთ დღესაც, ვხედავ, დაბომბავს იმ ადგილებს, სადაც ურანს ამდიდრებენ, ანუ ქმნიან ბირთვულ იარაღს. მათ სურთ ჩაეწერონ მსოფლიოს იმ ქვეყნების წამყვან სიაში, რომელთაც აქვთ ძლიერი იარაღი, იკავებენ მსოფლიოში მაღალ საფეხურს და საკუთარი კანონებით აცხოვრებენ სხვა სახელმწიფოებს. მაგრამ ეს ყოველივე, ვხედავ, ძალიან ძნელია, რომ განახორციელოს ირანმა. ისინი იმოქმედებენ იმ წერტილებამდე, სანამ ამერიკა მოთმინებიდან არ გამოვა. ამერიკას კი დიდი ხანია, შემუშავებული აქვს, თუ როგორ დაარტყამს ირანის იმ წერტილებს, სადაც ქარხნები აქვთ განლაგებული. ეს წერტილოვანი დარტყმებია — ხალიჩას ჰგავს.
მსოფლიო პანიკაშია, ვხედავ, მომავალში. მერე ნახეთ წინასწარმეტყველებების ამოქექვა, თუ ვინ რა თქვა, ნოსტრადამუსი, ვანგა და სხვანი. მაგრამ ასეთი პოლიტიკური წინასწარმეტყველებები არავის აქვს, გარდა ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიასი. მათში ასი პროცენტით ყველაფერზეა პასუხები გაცემული. ზეპირად კი არა, გაზეთებში, წიგნებში, ჟურნალებში, ტელევიზიებში არის დაფიქსირებული. ეს ოცი წლის ნაშრომები უტყუარი დოკუმენტებია, რომელთაც მომავალში მთელი მსოფლიო ააფრიალებს და მე ამაყი ვარ, ბედნიერი უსაზღვროდ, რომ ქართველი წინასწარმეტყველის მიერ ყველა დანახული ინფორმაცია მომავლისა იქნება ასპროცენტიანი და უტყუარი.
მინდა ისევ და ისევ ვუთხრა ჩემს საყვარელ საქართველოს, რომ ვხედავ მხოლოდ წინსვლასა და სიმაღლეს, სრულად შემდგარ საქართველოს, დემოკრატიულ სახელმწიფოს, ძლიერ სახელმწიფოს!
2011 წელი, 10 იანვარი
ვხედავ, მსოფლიო პოლიტიკა უფრო დაუფრო დაიძაბება... ჩინეთი და ირანი ერთ მხარეზე დადგებიან. რა თქმა უნდა, აქ რუსეთია ჩართული, და წავა დიდი პოლიტიკური ინტრიგები, რაც ძალზე სერიოზულ სახეს მიიღებს. ყველაფერი ეს კი ამერიკის დღევანდელი უნიათო პოლიტიკის ნაყოფია. ამაზე მთელი მსოფლიო აყვირდება.
...იწყება, ვხედავ, ამერიკის მთავრობის ცვლა, რომელიც ასი პროცენტით გადაარჩენს ქვეყნის იმიჯსა და პოლიტიკას. ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება. დიდ დარტყმას ჩინეთი და ირანი მიიღებენ. ჩინეთი სწრაფად ხვდება, რომ ძალიან წამგებიან როლში მოხვდა და ამერიკას კუდის ქიცინს დაუწყებს, ვინაიდან იგი ჩინეთის ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს. ჩინეთის საგარეო პოლიტიკაც გაიყინება — ამერიკა ღალატს არ აპატიებს...
საქართველო კი მეტად ანგარიშგასაწევი სახელმწიფო ხდება. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების „რვიანს“ დაემატება კიდევ ერთი და ეს მეცხრე, ზუსტად ვიცი, რომ საქართველოა!
2011 წელი, 5 მარტი
ვხედავ, ირანის მიმართ ამერიკელ პოლიტიკოსებს სულ სხვა ჩანაფიქრი, გეგმა აქვთ, რომელსაც წარმატებით შეასრულებენ. დღევანდელი პოლიტიკური სირთულეები მსოფლიოს მასშტაბით ზუსტადაც რომ ხელს უწყობს იმ პროექტს, რომელიც ირანის მიმართ აქვთ ჩაფიქრებული და განახორციელებენ კიდევაც. ირანის ოპოზიცია, ვხედავ, დიდი მასშტაბით შეუტევს ირანის მთავრობას. ვხედავ, ოპოზიციას მთლიანად ამერიკა მართავს და ამ შანსს ისინი ხელიდან არ გაუშვებენ. ასევე ვხედავ დიდი პოლიტიკოსის სიკვდილს, რაც მნიშვნელოვანი დანაკლისი და დანაკარგი იქნება ირანის პოლიტიკისთვის. ასევე ვხედავ სხვა პოლიტიკოსების სიკვდილსაც და ამაზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდევბა. ვიმეორებ, ირანი ძალიან აირევა. მიუხედავად მთავრობის დიდი მცდელობებისა, ამ პროცესებს ვერ შეაჩერებენ.
...როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, დაიბომბება ზუსტად ის ქარხნები, სადაც ვითომდა მხოლოდ სამშვიდობო მიზნით ამდიდრებენ ურანს. ჰოდა, ყველა იხილავს, თუ ვინ რა იარაღს გამოიყენებს. ეს მეორედ მოსვლას ჰგავს! ომები, ვხედავ, არ მთავრდება, პირიქით, ომები იწყება და ეს ქარიშხალი მთელ დედამიწას მოედება. იწყება მესამე მსოფლიო ომი!
2011 წელი, 20 აპრილი
ამერიკა ირანს უმიზნებს, ასევე ჩინეთს და ეს ძალზე სერიოზულ სახეს ღებულობს. ჩინეთის ეკონომიკა ნულს უტოლდება თითქმის. ეს უცნაურ თამაშს ჰგავს. ამერიკა ჩინეთს თავის ადგილზე მოსვამს, აჩვენებს, თუ ვინ არის ბატონ-პატრონი, ანუ ეუბნება, როგორც შეგქმენი, ისე მოგსპობო.
საერთოდ, მომავლის ომები — ეს არ არის ჯარისკაცების ომები, ეს წითელი ღილაკების ომია. ჯარი ომისთვის საჭირო აღარ იქნება, მხოლოდ მიტინგების დასარბევად გამოიყენებენ.
დიახ, ასე ვთქვათ, ღილაკების ომები! ამიტომ მსოფლიოს ქვეყნებს დიდი დაფიქრება მართებთ. ამ ომში მეომარი სახელმწიფოები უბრალოდ და მარტივად გაქრებიან. მხოლოდ რაკეტები! მაგრამ უცნაური რაკეტებია ეს მომავლის რაკეტები. ისინი, ვხედავ, არ ჰგვანან ერთმანეთს. ამის დემონსტრირებას თვითონ ამერიკა მოაწყობს და დიდ მიღწევად შეაფასებენ. მათ ისევ ატომი სჯობდა, მერწმუნეთ!
მოკლედ, ვხედავ, მრავალი სიახლე იქნება სამხედრო ხაზით — მარტივი და მომაკვდინებელი. სამაგიეროდ ომები სწრაფად დასრულდება.
წამყვან სახელმწიფოდ კი კვლავ ამერიკა რჩება. ვხედავ წყალქვეშა სამხედრო გემებს. მათ ჯარისკაცები არ მართავენ, ისინი დისტანციურად იმართება. ეს ძალიან საინტერესოა.
2011 წელი, 3 ივლისი
ვხედავ, ირანი და მისი მთავრობა მაინც ატარებს იმ აკრძალულ პოლიტიკას, რომელიც ძალიან აღიზიანებს დასავლეთს, ამერიკას. თითქოს ირანის მთავრობამ ხელსაყრელი დრო შეარჩია — ყველგან დაძაბულობაა და მათთვის ძლიერი ძალა არ არსებობს. მეტიც, იგი ემუქრება ამერიკას, ევროპას და თუ დასჭირდათ, რუსეთსაც ზედ მიაყოლებენ. ისვრიან რაკეტებს, ატარებენ ვითომ ცდებს, სინამდვილეში ეს ძალების არასერიოზული დემონსტრირებაა და მეტი არაფერი. აშინებენ ვის? ამერიკას? დასავლეთს? რუსეთს? ასეთი პოლიტიკა, ვხედავ, ძალიან წამგებიანია ირანის სახელმწიფოსათვის, მაგრამ წინასწარმეტყველებები უნდა ასრულდეს.
2011 წელი, 27 ივლისი
მინდა კვლავ გავიმეორო ჩემი ხედვა, რომ ამერიკა მაინც დაარტყამს ირანს. მუსლიმებს დიდი ამბიციები იპყრობთ. ის შეიარაღება, რაც მათ გააჩნიათ, თვალებსა და გონებას უბრმავებთ. ისინი დიდ შეცდომებს უშვებენ, ვინაიდან მოწინააღმდეგის სიძლიერეს არ აღიარებენ. ამიტომაც წააგებენ...
მინდა აღვნიშნო, რომ მესამე მსოფლიო ომის დროს მუსლიმური სამყარო დაზარალდება, ასევე ევროპაც, ამერიკას კი უბრალოდ ვერ მიწვდებიან.
რომც შეაღწიონ იქ (რასაც არ ვხედავ), მაინც ვერაფერს გახდებიან. საბოლოო დარტყმას კი ამერიკა განახორციელებს რუსეთთან ერთად. ეს ემსგავსება მეორე მსოფლიო ომის მოვლენას, როცა მდინარე ელბაზე შეერთდნენ რუსები და ამერიკელები. ზუსტად ამ სცენარის გამეორებაა.
ირანში აღდგება შაჰის უფლებები. შაჰის შთამომავლები ირანში ჩავლენ ტახტის დასაბრუნებლად და ამ ყველაფერს ამერიკა უდირიჟორებს. ანუ ამერიკის დახმარებით ისევ აღდგება მონარქია ირანში. ვხედავ, ხალხი სიხარულით მიიღებს სამეფო ტახტის აღდგენას და მის მემკვიდრეებს. იწყება ახალი ეტაპი ირანის სახელმწიფოში.
2011 წელი, 15 სექტემბერი
ირანი სარგებლობს მსოფლიოში არეული პოლიტიკური მდგომარეობით, მაგრამ ვხედავ, სამაგიეროდ ამერიკას არ ავიწყდება, რომ ისინი ბირთვული იარაღით არიან დაკავებულები. ამერიკას თითქოს რთული პერიოდები აქვს და ქვეყანა ჩიხშია მოქცეული, მაგრამ ეს ასე არ არის. ვხედავ, ეს ყველაფერი ამერიკის მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი გეგმაა...
როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, ამერიკა ირანს მაინც დაარტყამს. მიუხედავად რთული პოლიტიკური ვითარებისა მსოფლიოში, ამერიკა ირანს ძალიან მკაცრად უპირისპირდება. ამერიკა მართალია — ატომურ ბომბს ირანი პირველ რიგში ამერიკას ესვრის... ამერიკას ომი ურჩევნია ირანთან, ვიდრე უფლება მისცეს მას ურანის გამდიდრებისა. იციან, რაც მოჰყვება ამას. ამიტომ, ვხედავ, ირანი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, ვინაიდან ამერიკა აღარც დაფიქრდება და ერთ დილას დაბომბავს ირანს.
თუმცა ყველა ფიქრობს, რომ ამერიკა მაინც ცივილური გზებით მიაღწევს მოლაპარაკებებს ირანთან, მაგრამ არ დაიჯეროთ. ვხედავ, რომ აუცილებლად დაარტყამს ირანს. დაიჯერეთ! ამერიკა თავის გეგმებს ნელ-ნელა ახორციელებს.
2011 წელი, 18 ოქტომბერი
ამერიკის მთავრობა ნელ-ნელა ახორციელებს დასახულ პოლიტიკურ გეგმას. ეს მოჩვენებითი ეკონომიკური კრიზისი, ვხედავ, უცებ შეწყდება. ამერიკის „სისუსტე“ აღმოსავლეთის ქვეყნების წისქვილზე ასხამს თითქოს წყალს, მაგრამ ეს ასე არ არის. ამერიკული კრიზისი — ეს თამაშია.
ვიმეორებ: მოდიან „რესპუბლიკელები“. რუსეთთან ურთიერთობების გარკვევა კი იწელება, როგორც ყოველთვის. მომავალში იქნება დიდი გარჩევები ისევ, განსაკუთრებით, საქართველოსთან და შავ ზღვასთან დაკავშირებით. ამერიკული გემები არ გადიან შავი ზღვიდან, ვხედავ. ბოსფორის სრუტეს კი თურქეთი მომავალში ვეღარ აკონტროლებს.
...ამერიკა ისევ უტევს ირანს, პოლიტიკურ კურსს არ ცვლის ირანის მიმართ.
ვხედავ აფეთქებას — თითქოს ატომურს ჰგავს. ეს იქნება ირანელი მეცნიერებისა და სპეციალისტების მიერ არასწორად შესრულებული სამუშაოს გამო, რაც მძიმე შედეგებს გამოიწვევს. და თავისთავად ამოტივტივდება სიმართლე, რომ ისინი ნამდვილად ქმნიან ბირთვულ იარაღს. თუმცა, ვხედავ, ირანელები ამას კვლავ უარყოფენ და ამ აფეთქებასაც ცდილობენ, სხვა სახელი დაარქვან, მაგრამ მსოფლიოსთვის ყოველივე ხილული ხდება და ირანის მთავრობა ვერავის ვერ გადაარწმუნებს. მათ არცერთი ქვეყანა, ვხედავ, არ მიემხრობა.
2011 წელი, 24 ოქტომბერი
მინდა გავიმეორო წინასწარმეტყველება, რომელიც წარსულში ვთქვი: ამერიკის სათავეში მოდიან „რესპუბლიკელები“, მოდის ახალი პრეზიდენტი — გამოცდილი, ძლიერი „გენერალი“(ასე დავარქმევ. საერთოდ, ძლიერ პიროვნებებს ყოველთვის „გენერალს“ ვუწოდებ). იგი სულ სხვა პოლიტიკას გაატარებს — უფრო ჭკვიანურს, უფრო ძლიერს და ხალხიც, ვხედავ, ეთანხმება. განსაკუთრებით, რუსეთთან დამოკიდებულებაში გაატარებს ძლიერ, ანუ ძალინ ჭკვიანურ პოლიტიკას და არაფერს დაუთმობს მათ. დაარეგულირებს ახლო აღმოსავლეთსაც. არაფერს მოერიდება. სადაც ომია საჭირო, იომებს. იგი ბევრს პოლიტიკურ მოღვაწესაც გამოაფხიზლებს. და ეს იქნება აბსოლუტურად ზუსტი პოლიტიკური კურსი, სწორი მიმართულება, რომელიც დიდ სახელმწიფოებს პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანს. სხვა გზა არ არსებობს. ერაყშიც სწრაფად გამოასწორებს მდგომარეობას.
ვხედავ, ნატო ერაყიდან არმიას ბოლომდე მაინც არ გამოიყვანს, ხოლო „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი, პირიქით, კიდეც შეიყვანს. ისინი იქვე არიან ჩასაფრებულები.
ამერიკის პრეზიდენტი უპირისპირდება ასევე ირანს: „თუ ომი გინდათ, მიიღებთ ომს! თქვენ საშიშროებას უქმნით მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში, ქმნით ატომურ იარაღს, რათა ომებში გამოიყენოთ იგი და არა მშვიდობისათვის!“ — აცხადებს იგი და, რა თქმა უნდა, ყველა მიხვდება, რომ ამერიკის პრეზიდენტი არ ხუმრობს, არ თამაშობს, რომ იგი ყოველივეს განახორციელებს რეალურად.
2011 წელი, 31 ოქტომბერი
ირანი, როგორც მრავალჯერ ვიწინასწარმეტყველე, ვერ ისვენებს. ფრთხილად, დიდი ომები იწყება! თუმცა დიდხანს არ გაგრძელდება. ამერიკა და სხვა სახელმწიფოები მზად არიან, ირანს დაარტყან და ამას ვერავინ შეცვლის. ყველაფერი დროის ამბავია. წინასწარმეტყველებები კი, როგორც ყოველთვის, ასი პროცენტით სრულდება. ასეა და მორჩა!
...ირანს ურანის გამდიდრება, ანუ ბირთვული იარაღის შექმნა, ძალიან ცუდ შედეგებს მოუტანს. ის, რაც ხდება, თითქოს მათთვის მისაღებია, ყველაფერზე თვალს ხუჭავენ, ოღონდ ეს იარაღი ჰქონდეს ირანს. რატომ? ვინ უნდა დააშინონ? ვხედავ, ვერავის დააშინებენ — მათ, უბრალოდ, პირდაპირ დაბომბავენ. დიახ, ასეთია წინასწარმეტყველება.
2012 წელი, 7 იანვარი
ვხედავ, ირანის გამომწვევი პოლიტიკა მთელ მსოფლიოს გააღიზიანებს. ამერიკა-ევროპას ერთი აზრი აქვთ: დაარტყან ირანს.
ამერიკაში მთავრობაში „რესპუბლიკელები“ მოდიან, „დემოკრატები“ ამ ნაბიჯს ვერ დგამენ — არ უნდათ ომის დაწყება, დროს წელავენ. ირანის მთავრობა კი ულტიმატუმებს უყენებს ამერიკას და რასაც ადრე ვერ ბედავდნენ, ახლა ყველაფერს ერთიანად აფრქვევენ და გულს იფხანენ. ვხედავ, როგორც კი „რესპუბლიკელი“ გახდება პრეზიდენტი, მაშინ დაიწყება დიდი ომები. აქ დიდ როლს ისრაელი ითამაშებს, ვინაიდან თავდაცვით ომს სწორედ ისრაელი დაიწყებს. აი მერე კი ჩაერთობა ამერიკაც და ქვას ქვაზე არ დატოვებს.
2012 წელი, 10 იანვარი
მსოფლიო უფრო და უფრო ალაპარაკდება მოსალოდნელ ომზე ირანთან მიმართებაში. ირანის მთავრობა დიდ პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს ერთმანეთზე მიყოლებით, რაც დაარწმუნებს ნატოს ქვეყნებს, რომ აუცილებელია, დაარტყან ირანს და თან მიაყოლონ ირანის მთავრობაც. ამას ამერიკა და ევროპა აუცილებლად განახორციელებენ. მოკლედ, ურანის გამდიდრება — ეს საბედისწერო შეცდომაა ირანისთვის. ამ ომს ირანი სასტიკად წააგებს.
2012 წელი, 14 იანვარი
ვხედავ, ამერიკაში შიდაპოლიტიკა ძალიან იძაბება. პრეზიდენტიც უმოქმედოდაა და მისი პარტია „დემოკრატებიც“. ერთი სული აქვთ, დროზე დაუთმონ პირველობა „რესპუბლიკელებს“. ისინი კი, ვხედავ, ნამდვილად დაარტყამენ ირანს. „საფიქრალი აქ არაფერია!“ - განაცხადებენ ისინი. – „ირანი ურანს ამდიდრებს სამხედრო თვალსაზრისით და მორჩა!“
საქართველოსთვის ძალზე მომგებიანია ამერიკელი „რესპუბლიკელების“ გამარჯვება და მათი სათავეში მოსვლა. საქართველო მათ გეგმებში ზის. ვხედავ, ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველო მათი „შვილობილი“ ქვეყანაა. ძალიან გულისშემძვრელი ტერმინია ეს „შვილობილი“, რომელსაც სწრაფად აიტაცებენ ქართველი პოლიტიკოსები. ჰოდა, თავის შვილობილ ქვეყანას ამერიკა არ გაწირავს!
...და აი აქ ასრულდება, ჩემო საყვარელო ქართველებო, წინასწარმეტყველება, რომ ყველა დაკარგულ ტერიტორიას ვიბრუნებთ. აუცილებლად შევდივართ ნატოში. სხვათა შორის, ვხედავ, რომ, რუსეთს ეს აღარ აღელვებს მომავალში... მე ვიცი, რომ ჩემს ხალხს სჯერა და სწამს ჩემს მიერ დანახულისა. ვხედავ, მათ კოსმოსი მოუშუშებს ჭრილობებს, გაუმრთელებს სულებს და მომავალი ჩემი ხალხისა იქნება გაბრწყინებული. დიახ, გაქრება უიმედობა, შიმშილი და გოდება. ეს მათთვის, ვისაც მართლა უძგერს გული სამშობლოსათვის, ვინც საქართველოს დაიცავს, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და ხალხი. მოღალატე შადიმანები კი გადაირეცხებიან და გაქრებიან.
ნუ გეშინიათ ნგრევისა და ომებისა. ამას ყველაფერს ააცილებს ჩემს საქართველოს კოსმოსი. მესამე მსოფლიო ომი გვერდს აუვლის ჩემს ლამაზ სამშობლოს!
2012 წელი, 14 თებერვალი
მესამე მსოფლიო ომის დროს მთელი საქრისტიანო გაერთიანდება და დაუპირისპირდება ირანს.
2012 წელი, 17 აპრილი
ვხედავ, არაბებსა და ირანს შორის პატარა ომი იქნება და ეს, რა თქმა უნდა, მიწებს შეეხება, ანუ კუნძულებს, რომლებსაც ვერ იყოფენ. წარსულშიც აწარმოებდნენ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, მაგრამ ამას არანაირი ნაყოფი არ მოუტანია. კვლავაც ასე იქნება. ვერცერთი ვერ შეიერთებს ამ კუნძულებს.
2012 წელი, 22 აპრილი
ადრეც ვიწინასწარმეტყველე, რომ აზერბაიჯანსა და ირანს შორის არ არის დალაგებული ურთიერთობები, რომ ირანი მომავალში აზერბაიჯანს შეიერთებს. ის, რასაც ახლა აზერბაიჯანის მთავრობა აცხადებს, რომ ვერც ნატო და ვერც ვერავინ სხვა ვერ გამოიყენებს აზერბაიჯანს პლაცდარმად ირანის წინააღმდეგო, სიცრუეა. ვხედავ, არც არავინ შეეკითხება მათ, ისე შეიყვანენ ნატოც და რუსეთიც ტექნიკას მათ ტერიტორიაზე — თანაც სწრაფად — და დიდ დარტყმას მიაყენებენ ირანს.
სხვათა შორის, მშვენიერი პლაცდარმი აქვს რუსეთს სომხეთში და მასაც გამოიყენებენ ნატოც და რუსეთიც ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში.
საქართველო კი — ეს არის ოქროს მარაგი, რომელიც პლაცდარმად გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში!
ვინაიდან, როგორც 1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველებაში ვწერ, საქართველოს საზღვრებზე იდგმება ზემძლავრი საიდუმლო იარაღი, ღილაკს რომ დააჭირო თითი, მთელ აღმოსავლეთს გადაწვავს. იქ გარკვევით მიწერია: „შიში! აი, რა იცავს საქართველოს“. ანუ, მუსლიმანებმა კარგად იციან, რა იარაღი იცავს საქართველოს.
მომავალში კი რუსეთს უკვე აწყობს ძლიერი საქართველო, ვინაიდან კავკასია — ეს არის საქართველო და სწორედ იგია №1 წამყვანი იმ პატარ-პატარა სახელმწიფოებს შორის, რომლებიც კავკასიაშია განლაგებული. რუსეთს საქართველოს გარეშე ძალზე გაუჭირდება კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობები.
...ჩრდილოეთ კავკასიაში ძლიერი, რადიკალი მუსლიმები იკიდებენ ფეხს ბოლომდე. ეს ძალიან საშიშია რუსეთისთვის და არა საქართველოსთვის. დაღესტანს მიჰყვება აფხაზებისა და ოსების ომიც და აქ საქართველო იბრუნებს თავის მიწებს — რუსეთი თავისი ხელით გვიბრუნებს. ეს 20 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე.
...კითხვაზე, გაატარებს თუ არა რუსეთი საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარ სამხედრო ნაწილებს სომხეთში არსებული ბაზისკენ, ვპასუხობ: ეს მხოლოდ ამერიკასთან შეთანხმებით მოხდება.
2012 წელი, 7 ივლისი
ირანში, ანუ აღმოსავლეთში რაც ხდება, ამას ვერ ამერიკა, ვერც რუსეთი და არც მამაზეციერი ვერ დაამშვიდებს.
...ისრაელიც მზადაა ომებისათვის. ირანი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ზუსტად მაშინ, როცა მისი მთავრობა ფიქრობს, რომ ამერიკა კი იმუქრება, მაგრამ ომების დაწყება არ სურს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებითო. აი მანდ უშვებენ პოლიტიკურ შეცდომებს და დაიწყება დიდი ომი. ამერიკა, რასაც მუდმივად ვხედავ, დაარტამს ირანს, ვინაიდან ის სხვა გზას არ უტოვებს.
2012 წელი, 22 ივლისი
დღეს ირანი ძალიან რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაშია. მისი მთავრობა გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს, განსაკუთრებით, პოლიტიკოსები. ყველაფერი მათ მხოლოდ გამწვავებისკენ მიჰყავთ. ასეთი პოლიტიკა კი ირანს ომის საშიშროებას უქმნის...
ირანის საკითხი მხოლოდ ომით გადაწყდება. მრავალი ამერიკული ხომალდი მოიყრის თავს ირანის წყლებში. ვხედავ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკულ სამხედრო გემებს, თუ ამას საჭიროება მოითხოვს, ყველგან შესვლის უფლება აქვთ. ვერავითარი ძალა ნატოს ძალებს ვერ შეეწინააღმდეგება. ამერიკის მთავრობის ასეთი მოქცევა ძალიან შეაშფოთებს ირანს, რა თქმა უნდა, მაგრამ ისმის პასუხი: „გვაქვს უფლება შევიდეთ, რათა მსოფლიოს ხალხთა უფლებები დავიცვათ!“
2012 წელი, 20 აგვისტო
მსოფლიო პოლიტიკაში დიდი სირთულეები კვლავ გრძელდება. ირანს დათმობა არ სურს, რაც მათ სახელმწიფოებრიობას დიდ დარტყმას მიაყენებს. ომები ირანს არ ასცდება. ეს მრავალჯერ დავინახეთ და დავწერეთ.
ხოლო ამერიკაში, ვიმეორებ, მოდის პრეზიდენტი, რომელიც რადიკალურად შეცვლის ამერიკულ პოლიტიკას, განსაკუთრებით, საგარეო პოლიტიკას. ეს იქნება მძლავრი შეტევითი პოლიტიკა. „არავითარი დათმობა! დროა მსოფლიო მოწესრიგდეს!“ —იტყვის იგი. ახალი პრეზიდენტი ბევრს იღებს თავზე, მაგრამ საბოლოოდ მოიგებს. მას ხალხიც შეიყვარებს. იგი ზრუნავს ამერიკასა და ამერიკელ ხალხზეო, ასე იტყვიან.
„რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი ერთ-ერთი ძლიერი პრეზიდენტის სახელს დაიმკვიდრებს. ის არავის არ დაექვემდებარება, არც ანგარიშს გაუწევს ვინმეს ან რამეს. იმოქმედებს სწრაფად და გააზრებულად. მას სწამს ღმერთი, მაგრამ ღვთის მოშიში არ არის — იგი ღვთის მოსიყვარულეა! რელიგიის მიმართ განსაკუთრებული აზრი გააჩნია და აბსოლუტურად სწორი. იგი განსაკუთრებით მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ. მათ პოლიტიკას არ ეთანხმება და არც აპირებს, რომ რაიმე დაუთმოს.
„ეს საშიშია!“ — ფიქრობს ყველა მის გარდა. „თუ ყველას თავის ადგილს არ მივუჩენთ მსოფლიოს პოლიტიკაში, აი ეს სახელმწიფოები იქნებიან, თუ იქნებიან საშიშები კაცობრიობისათვის“, — განაცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.
ის არც ჩინეთს დააყრის კარგ დღეს. ირანს ხომ არაფერს დაუთმობს. პირიქით, იგი საომრადაა მზად და დაარტყამს კიდეც ირანს. ვითომ იმ ქარხნებს დაბომბავს, სადაც ურანს ამდიდრებენ, მაგრამ სხვა ადგილებიც იბომბება, ვხედავ. მოკლედ ქვას ქვაზე არ დატოვებს.
2012 წელი, 19 სექტემბერი
ამწუთში ვხედავ დიდ მიწისძვრას ირანში. თუმცა, ეს უფრო აფეთქებას ჰგავს — ატომურ აფეთქებას. ეს საშინელებაა!
ვაფრთხილებ ირანს, რომ ვხედავ დიდ, მომწამვლელ აფეთქებას და ეს დიდი დარტყმა იქნება ირანელი ხალხისთვის!
2013 წელი, 25 თებერვალი
თურქეთის საზღვრებზე ამერიკა რაკეტებს განალაგებს — მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. რა თქმა უნდა, ეს რუსეთს არ მოსწონს, ვინაიდან საქართველო თურქეთის მეზობელი ქვეყანაა და აუცილებლად იქნება ლაპარაკი, რომ იმგვარი რაკეტები საქართველოს საზღვრებზეც დაიდგას. რაც აუცილებლად მოხდება კიდეც.
საერთოდ, რაკეტების განლაგება ევროპაში, ახლო აღმოსავლეთის საზღვრებზე — ეს იქნება უმნიშვნელოვანესი საკითხი ნატოში და ასევე ევროპაშიც. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ, რომ იკვრება ერთგვარი ბადე: ევროპა-კავკასია-ახლო აღმოსავლეთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მალე ყველაფერი გამოჩნდება, ვინაიდან ირანთან ურთიერთობები უკვე მართლა ძალიან დაიძაბება და მიაღწევს კულმინაციას — მესამე მსოფლიო ომის დაწყებას.
2013 წელი, 24 მარტი
ახლო აღმოსავლეთში ომები არ მთავრდება. ვხედავ, ისრაელი მზადაა ირანზე თავდასასხმელად. მათი შეხვედრები ამერიკის პრეზიდენტთან, ევროკავშირთან — ეს არის დიდი ტყუილი, იმიტომ, რომ ისრაელი ირანს მაინც დაარტყამს. გაიგეთ, რომ მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ამ ომში ბევრი ქვეყანა მონაწილეობას არ მიიღებს.
თუ რუსეთმა დღეს სწორი პოლიტიკა არ გაატარა ახლო აღმოსავლეთთან და განსაკუთრებით, ირანთან დაკავშირებით, რუსეთი ყველაზე მეტად დაზარალდება. ამიტომ იგი ცდილობს, ყურადღება გაამახვილოს იმ საზღვრებზე, რომლებიც ირანის მხარეზეა. სხვათა შორის, ღია დაპირისპირებებიც წავა რუსეთისა და ირანის მთავრობებს შორის. მიზეზი —ნებისმიერი, მაგრამ განსაკუთრებით ის, რომ რუსეთი თავის ბაზებს აძლიერებს სომხეთში, ხოლო სხვაგან (მაგალითად, აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ტაჯიკეთში) ცდილობს, რომ სამხედრო ბაზების რაოდენობა გაზარდოს და ამით ამცნოს მსოფლიოს, რომ ეწევა გამალებულ შეიარაღებას, ანუ მზადებას. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დააშინოს მსოფლიო.
ამერიკა ევროპაში სარაკეტო კომპლექსებს ანთავსებს და რუსეთი ამის პასუხად ამ ნაბიჯებით ეუბნება, არც ჩვენ არ ჩამოგივარდებითო. კრემლი თითქოს ორ კურდღელს იჭერს ერთად: ერთი, რომ ირანთან გართულებული მდგომარეობის გამო იმყარებს პოზიციებს, და მეორე — მსოფლიოს ეუბნება, მეც ძლიერი ვარო. მაგრამ კავკასიაში, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებაში, ეს თამაში არ გამოუვა. ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ ამერიკა არ დაუშვებს, უხეშად რომ ვთქვა, რუსეთმა საქართველო დაითრიოს. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი გართულებული პოლიტიკური ვითარება საქართველოს მოუტანს იმას, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.
ისევ მინდა აღვნიშნო, რომ ირანი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ვინ იცის (და ეს ასეც იქნება), თავბედი იწყევლოს, რომ დაიწყო ურანის გამდიდრება. ირანი ხვდება, რომ მსოფლიოს წინ აღუდგა და თითქმის ყველა სახელმწიფო დაიპირისპირა, რომ არავინ არ დაინდობს მას, მაგრამ ამ მოვლენებს ვეღარც თვითონ შეაჩერებენ. მოკლედ, ისეთი ქაოსი იქნება, რომ ძალიან უაზრო და საშიშ წრეში მოემწყვდევა თვითონ ირანი.
2013 წელი, 15 აპრილი
...ისრაელი მუდმივად დგას დიდი საშიშროების წინაშე და ამჯერად ეს საშიშროება არის ირანი. ირანი თითქოს ყურადღების არიდან გაქრა, მაგრამ ეს საკითხი ისევ აქტუალური გახდება და კვლავ ურანის გამდიდრებასა და ბომბის შექმნასთან დაკავშირებით დაიწყება ხმამაღალი საუბრები. თავად ირანში იქმნება სერიოზული პოლიტიკური დაძაბულობები, იქნება პოლიტიკური თამაშები. მთავრობაშიც უთანხმოებაა. პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სუსტი პრეზიდენტი ჰყავთ და საჭიროა ცვლილება. აქტიურობს ოპოზიცია. ეს ის ოპოზიციაა, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ ღია ომს არ მოერიდება. მაგრამ ეს ისეთი ომი არაა, როგორიც ახლო აღმოსავლეთში მიდის.
ირანული ოპოზიცია იბრძვის ხელისუფლებაში მოსასვლელად, რათა გაატაროს პოლიტიკა, რასაც ჰქვია მსოფლიოსთან ომი. ეს ძალიან ჰგავს ჩემს 20 წლისწინანდელ წინასწარმეტყველებებს. ეს ძალიან საშიში ძალაა, რომელიც ირანს დიდ დარტყმას მიაყენებს, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს გაანადგურებინებს. ირანში მომავალში დიდი ცვლილება მოხდება და ეს ცვლილება, ვხედავ, იმაში მდგომარეობს, რომ აღდგება შაჰის ხელისუფლება. ეს იქნება შაჰების ძველი შტოს ახალი გაგრძელება. ყველაფერი კი მოხდება ამერიკისა და ევროპის დახმარებით. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ომის კერის ჩაქრობა.
ირანი სახეს იცვლის, იგი სულ სხვა სახელმწიფოდ მოგვევლინება მომავალში. ეს არის თანამედროვე, თითქმის ევროპული სახელმწიფო. ამას ირანში ვერავინ შეაჩერებს. სულიერი მამების, აიათოლების გავლენა შესუსტდება და საერთოდ გაქრება.
მუსლიმური რელიგია მომავალში ერთი ფრთის ქვეშ მოექცევა, ანუ სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირება აღმოიფხვრება და ეს ორი მიმდინარეობა ლამის ერთ მიმართულებად ჩამოყალიბდება.
საერთოდ, მსოფლიოში ბევრი ამგვარად, სხვადასხვა მიმდინარეობად დაყოფილი რელიგია გაერთიანდება. კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიაც ერთიანად გადაიქცევა მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო...
აღსანიშნავია, რომ რელიგიაში მომხდარ ცვლილებებს გართულებები არ მოჰყვება. იქნება მცირე პრობლემები და არა მნიშვნელოვანი.
2013 წელი, 29 სექტემბერი
ირანი ორმაგ პოლიტიკას თამაშობს. ირანის პრეზიდენტი და იათოლა შეთანხმებულად მოქმედებენ, როლები აქვთ გადანაწილებული: შენ ამას იტყვი, მე — იმას. ზუსტად ამაში მდგომარეობს ისრაელის პრემიერის უნდობლობის მიზეზი ირანის პრეზიდენტისადმი. ირანისა არც ევროპელებს სჯერათ. ირანში ურანის გამდიდრებასა და ბირთვული იარაღის შექმნას განაგრძობენ. ვხედავ მძლავრ აფეთქებას იქ, სადაც ურანს ამდიდრებენ. ეს იმდენად ძლიერი აფეთქება იქნება, რომ მთელ ირანსა და ახლო აღმოსავლეთს შეძრავს. ეს ის იარაღი ფეთქდება, რომელსაც მალულად ამზადებენ (ვხედავ, რომ ეს აფეთქება არავის გაუკვირდება), ამიტომ ირანის საკითხი ძალიან წამოიწევს. რუსეთი აქაც ერევა და მისი მოკავშირე ჩინეთიც ჩაბმულია.
27 ოქტომბერი, 2013 წელი
თურქეთს ირანთან ექნება, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ბრძოლები, ვინაიდან აბსოლუტურად არ ეთანხმება ირანის მთავრობას იმ პოლიტიკის გატარებაში, რომელსაც პრეზიდენტი და აიათოლა თამაშობენ. ირანში ძალიან რთული პროცესები იქნება, ვინაიდან ახალი პრეზიდენტი ძალიან რთულ ვითარებას შექმნის. მის პოლიტიკას ხალხი არ მიიღებს და მოხდება რევოლუცია. გაიხსენეთ ჩემი წინასწარმეტყველება წარსულში ამ თემაზე. სხვათა შორის ირანში ვხედავ ტერაქტს, რომელსაც სახელმწიფო ჩინონიკი შეეწირება. ამას დიდი ამბები მოჰყვება, მაგრამ ამაში ნამდვილად არ ურევია ამერიკის ხელი. აქ შინაურია გარეული, ანუ ციხე შიგნიდან ტყდება. ხალხი, რომელთაც არ მოსწონთ პრეზიდენტის პოლიტიკა, პროტესტს გამოთქვამს ტერაქტის სახით.
2014 წელი, 29 აპრილი
ვხედავ, დაიწყება მოლაპარაკებები ამერიკა-ევროპა-რუსეთს შორის. ამერიკა და ევროპა პირდაპირ მოითხოვენ, დაუბრუნოს რუსეთმა ტერიტორიები საქართველოს. იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთმა გაატარა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, სრულად დაუმსხვრევენ ამერიკა და ევროპა კრემლს და ახალი საზღვრების შემოხაზვას, ახალი სახელმწიფოების მშნებლობას შეუდგებიან.
ვხედავ, ირანიც მოინდომებს სამეულში შესვლას. დიახ, იმდენად სერიოზული სახე ექნება ამ სამთა კავშირს, რომ ირანი მასში გაწევრიანების დიდ სურვილს გამოთქვამს. მით უმეტეს, რომ მომავალში მისთვის საჭირო იქნება ამერიკასთან ნორმალური პოლიტიკის დაწყობა. ამ პოლიტიკური ხაზით ირანი თითქოს რაღაც თბილ დამოკიდებულებას აღადგენს კიდეც. მართალია, ეს პოლიტიკური სვლაა, პოლიტიკური თამაშია, მაგრამ ძალიან მისასალმებელი ფაქტი კია.
2015 წელი, 24 მაისი
საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ირანში ურანის გამდიდრებისა და ბირთვული იარაღის შექმნის პროცესში ირანს საგანგებო ვითარება მოუხდება და ირანელები დახმარებას მოსთხოვენ ზუსტად იმ ქვეყნებს, რომლებსაც აქამდე უმტკიცებდნენ, ურანს სამშვიდობო მიზნებით ვამდიდრებთ და არა საომარიო. თუმცა ვხედავ, ირანს „ატომი“ მაინც ექნება მომავალში და მას ბოროტი ზრახვებისთვის არ გამოიყენებს. ყველაფერი ისე შეიცვლება და ისეთ მიმართულებას მიიღებს, რომ ამ იარაღის გამოყენება თავად ირანის დასამარება იქნება.
2015 წელი, 10 სექტებერი
გახსოვდეთ, რაშიც კოსმოსი ჩაერევა, იმ საქმეში ყველა და ყველაფერი მიწიერი არის უძლური. კოსმოსი არის ყველაფერი და ყოვლისშემძლე. 400 წლის წინ სწორედ კოსმოსი იყო ჩარეული, როცა ქართველები აყარეს და ირანის გზას შეუყენეს, ნაწილიც თურქეთში გარეკეს… მოკლედ, მუსლიმურ სამყაროში გადაასახლეს.
და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ საუკუნეების მერე, როცა მსოფლიოს უდიდესი საფრთხე დაემუქრებოდა ირანისგან, ზოგადად მუსლიმური სამყაროსგან, იქ მცხოვრებ ქართველებს, რომელთა გულებშიც საქართველოს სიყვარული არასდროს ჩამქრალა, ახლა კი უზარმაზარი ძალით იფეთქებს, ყველა ხერხითა და ღონით დაეცვათ ისტორიული სამშობლო — საქართველო — მათი მეორე ქვეყნის აგრესიისგან. თურქეთის, არაბეთის, ირანისა თუ სხვა ქვეყნების ლამის 90 პროცენტს ქართული ფესვი აქვს, რომ იცოდეთ. ეს არის წინასწარმეტყველება და შესაბამისად, ასპროცენტიანი სიმართლე. ყველაფერს თავისი დრო აქვს. საუკუნეების მიღმა ჩათესილი მარცვალი ღვიღვდება და ამოდის მაშინ, როცა საჭიროა. ასე მოხდება ახლაც.
2016 წელი, 5 ოქტომბერი
...რაც შეეხება ამერიკისა და ირანის ურთიერთობას — ვგულისხმობ ირანისთვის იმ ფულის დაბრუნების საკითხს, რომელიც ჯერ კიდევ რეზა ფეჰლევის დროიდან მართებს ამერიკას, აქ სულ სხვა რამეს ვხედავ: ამ საკითხშიც დიდი მახე აქვს დაგებული ამერიკას რუსეთისთვის — პირდაპირ რუსეთისთვის. ირანი და ამერიკა ამ შემთხვევაში შეთანხმებულად იმოქმედებენ, მათი ნაბიჯები კრემლს გზა–კვალს აურევს და სწორ ანალიზს ვერ გააკეთებს.
დაბრუნებული ვალის, თანხის გარდა, ვხედავ იარაღსაც და ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებულ ომში ირანიც მიიღებს მონაწილეობას. ამერიკა რუსეთთან კონტაქტს გაწყვეტს და ირანს ჩაინაცვლებს — ირანი რუსეთს დაუპირისპირდება.
დიახ, ასეა, რუსეთი დიდ ძალისხმევას ხარჯავს ახლო აღმოსავლეთზე და არასწორი პოლიტიკური ნაბიჯები კისერს წაამტვრევინებს მას. მომავალში აღმოჩნდება, რომ ახლო აღმოსავლეთი, ირანი, ისრაელი და სხვა ქვეყნები ამერიკის მიერ ხელდასხმული, მისი ერთგული, მომხრე სახელმწიფოები არიან უკვე. მოხდება ბევრი მოულოდნელობა და აღმოჩნდება, რომ ჩინეთიც, იაპონიაც და სხვა ყველაც რუსეთის მტერია.
უნდა აღვნიშნო, რომ ირანს ეშინია ომებისა, ვინაიდან ქვეყანაში მაინცდამაინც სტაბილური მდგომარეობა არ არის — შიდაომებიც აღინიშნება და სერიოზული არეულობებიც. ამიტომ თუ ირანს ძლიერი მხარდამჭერი არ ეყოლება, ის, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ტრიალებს — გამანადგურებელი ომი, ირანსაც დაემუქრება. ამიტომ ირანი ამერიკის მეგობარი ქვეყანა აღმოჩნდება. ირანს თვითონ დასჭირდება ამერიკა და არა პირიქით — ამერიკას ირანი, რომელსაც ძალიან ეშინია ისრაელისა: არსებობს დიდი ალბათობა, რომ ისრაელთან ომი წააგოს. ამიტომ ირანს ურჩევნია, რომ ამერიკის მხარეს გადაიხაროს. გაწყვეტილმა ურთიერთობებმა ბევრი რამ ასწავლა და დაანახა ირანს, მიახვედრა, რომ ის ურთიერთობები, რაც აღდგა ამერიკასთან, მოსაფრთხილებელია, აქ შეცდომის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასეთმა შეცდომამ ირანი ერთხელ უკვე დააბრუნა მე–20 საუკუნიდან მე–10 საუკუნეში.
მინდა ვთქვა, რომ მომავალში ირანში ევროპული სიო დაუბერავს. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეები იქნებიან, მაგრამ ირანელი ქალები ჰიჯაბებსა და ჩადრებს მოიშორებენ.
2017 წელი, 11 მარტი
...ამერიკამ თითქოს მოქმედების არეალი დაუთმო რუსეთს და აკვირდება, თუ როგორ პოლიტიკას ატარებს რუსეთის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში. აი როცა რუსეთის პრეზიდენტი ჩიხში მოემწყვდევა, მაშინ გადადგამს ამერიკა სერიოზულ ნაბიჯებს. „ვინ ხარ შენ, რუსეთო? ჩვენ ვართ და ვიქნებით წამყვანის როლში ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში“, — განაცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
ამას მოჰყვება დიპლომატიური ომები. სირიასთან (განსაკუთრებით) დაკავშირებით რუსეთი ჩაფლავდება და რუსეთს ზედ დააყოლებენ ბაშარ ასადსაც.
მერე ყველაფერი მოიმართება ირანის წინააღმდეგ. ირანთან გატარებული რუსული პოლიტიკა მეტად ღია და უტვინო თამაშია. მაგრამ ირანი დაიჯერებს, რომ თვითონაც ძალიან ძლიერი სახელმწიფოა და რუსეთთან ურთიერთობით კიდევ მეტი სიძლიერე ემატება. თუმცა ეს ყველაფერი ბავშვურ თამაშს ჰგავს. ირანი ისეთ პოლიტიკას გაატარებს, სადაც დიპლომატიური ნაბიჯები არ არსებობს. რაღაცით რუსეთის პრეზიდენტს ბაძავენ. ეს მათი დასასრულია.
მე ნაწინასწარმეტყველები მაქვს, რომ ისრაელი ირანს დაარტყამს. ისინი წერტილოვან დარტყმებს განახორციელებენ ირანის იმ ადგილებზე, სადაც ბირთვული იარაღი აქვს და ერთ ეგზემპლიარადაც არ დაუტოვებენ.
სხვათა შორის, ირანი მარტო აღმოჩნდება ისრაელის, ანუ რეალურად ამერიკის პირისპირ —არცერთი მუსლიმური სახელმწიფო ირანს გვერდში არ ამოუდგება.
2018 წელი, 15 თებერვალი
ვხედავ მსოფლიოში დიდი ცვლილებები მოხდება. გლობალურ პოლიტიკას თავდაყირა ამერიკის პრეზიდენტი დააყენებს. ვხედავ, რასაც ამბობს, იმას ასრულებს კიდევაც. ლაპარაკისა და ვითომ შეთანხმებების პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელდება. თუნდაც მთელი ამერიკა აღუდგეს წინ პრეზიდენტს, ის თავისას მაინც გაიტანს, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში.
ვხედავ, ირანი თითქოს იხტიბარს არ იტეხს ისრაელთან მიმართებაში, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეშინია. ისრაელი აგრესიულ პოლიტიკას გაატარებს ბოლომდე. ვხედავ, ომისთვის ემზადება, თუმცა უკვე მზადაცაა.
ირანში მოდის ახალი მთავრობა. ირანის სახელმწიფო თავისი ტრადიციებით ფერს იცვლის, რაც ადრეც მაქვს ნაწინასწარმეტყველები, და ის ევროპას ემსგავსება — ანუ ევროპულ სტილზე გადადის.
ირანში გარდაიცვლება მათი მამამთავარი და დაიწყება ბრძოლა ხელისუფლებისთვის. საბოლოოდ ხელისუფლებაში მოვა ხალხი, რომელსაც ევროპა და ამერიკა მიესალმება და რომელიც ირანს გადაარჩენს (ასევე ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს) სრული განადგურებისგან. რატომ სრული განადგურებისაგან? იმიტომ რომ ვხედავ, გამოიყენებენ ყველა იარაღს — დაწყებული ქიმიურით, დასრულებული ატომურით.
2008 წელი, 25 ივლისი
როცა მსოფლიო აირევა, საქართველო მაშინ წყნარდება; როცა მსოფლიოში დიდი ომია, საქართველოში სიმშვიდეა!image
0
986
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
986
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0