x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კინოთეატრ "რუსთაველის" წინ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება
image

კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ საქართველოს სახალხო არტისტის არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიება 13 იანვარს, მსახიობის დაბადების დღეზე გაიმართება.


ამავე დღეს გრიბოედოვის თეატრში გაიმართება არიადნა შენგელაიას შემოქმედებითი საღამო.




არიადნა შენგელაია(ნამდვილი გვარია შპრინკი)დაიბადა ტაშკენტში(უზბეკეთი, 1937 წელს), 1960 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბელოკუროვის სახელოსნო). სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, რეჟისორი ელდარ შენგელაია.თუმცა ფილმებში უკვე 1957 წლიდან იღებდნენ.


image

შემდეგ იყო კლეოპატრას და ანა ფრანკის როლები თბილისის გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში. 1960 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი კინოდებიუტი შედგა ფილმში „ეკატერინა ვორონინა“.


არისტოკრატიული სილამაზის ქალი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობ ქალად აღიარეს.

image

1980 წელს, 22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, არიადნა შენგელაია და ელდარ
შენგელაია დაშორდნენ. არიადნა რუსეთში დაბრუნდა და მაქსიმ გორკის სახელობის კინოსტუდიაში დაიწყო მსახიობად მუშაობა.

image

მსახიობმა მთლიანად 50 ფილმში ითამაშა, აქედან 9 ფილმი ქართულია.მათ შორის:"ჯვარცმული კუნძული", არ დაიდარდო“, „მთვარის მოტაცება“, „ფრთხილად, ბებიაა“, „თეთრი ქარავანი“, „შერეკილები" და სხვა.ქართულ კინოში შექმნილი არაერთი დასამახსოვრებელი როლებისთვის 1979 წელს არიადნა შენგელაიას მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

imageimage

შემდგომ არიადნა შენგელაია კვლავ საქართველოში ბრუნდება, იგი წლებია თბილისში ცხოვრობს, თუმცა უარს ამბობს საჯარო ცხოვრებაზე და 2007 წლიდან მოყოლებული მაყურელის წინაშე არ გამოჩენილა. 13-წლიანი პაუზის შემდეგ კი პირველად მსახიობი საკუთარი ვარსკვლავის გახსნას დაესწრება.

image

0
259
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0