x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
რა დროს უნდა მივატოვოთ მამაკაცი უკან მოუხედავად?
ადამიანები ხშირად უგულებელყოფენ ფაქტს, რომ მოცემულ მომენტში "მას" (მეორე ნახევარს, პარტნიორს) აღარ ვაინტერესებთ, რაღაც ისე აღარ მიდის და მიუხედავად ამისა, ჩვენი ინტუიცია მაინც გვკარნახობს, რომ ურთიერთობაში რაღაც მართლა არის არასწორი, თუმცა ყველაფერი გაივლის, ალაგდება და ბოლოს და ბოლოს, ადრე თუ გვიან, გამოვიხედებით იმ ვარდისფერი სათვალიდან.



image



რა კონკრეტულ ფაქტორებზეა საუბარი? სწორედ დღევანდელი სტატიიდან შეიტყობთ და მათი აღმოჩენის შემთხვევაში გვირჩევენ, რომ ტყუილებში არ ვიცხოვროთ და დაუყოვნებლივ, უკან მოუხედავად მივატოვოთ პარტნიორი მამაკაცი.



თუ ის აღარ გირეკავთ ხშირად და აღარ გწერთ პირველი მოსაკითხად თუ უბრალოდ საუბრისთვის, ე.ი აღარ აინტერესებთ და ბუნებრივია, რომ მისთვის თქვენთან საუბარიც უინტერესო გახდა.






თუ ის არ ცდილობს სხვა სიცოცხლე მისცეს თქვენს ურთიერთობას და ყველაფერი ყოველდღიურობით და ერთფეროვანი ცხოვრებით მიედინება, ე.ი აღარ აინტერესებთ, სხვა შემთხვევაში ყველაფერი ახალი მიმართულებებით განვითარდებოდა.


image





თუ ის თქვენთან არ ატარებს დროს და ამას დროის უქონლობას აბრალებს, უბრალოდ არ სურს თქვენთან ყოფნა და სინამდვილეში ამ სურვილის უქონლობის გამო სიმართლეს მალავს, დაიღალა ამ ურთიერთობით და ცდილობს თავისუფალი იყოს.





თუ ხშირად ცდილობს ნაწყენი ან გაბრაზებული კაცის როლი ითამაშოს და ამას ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ფრაზებით ახერხებს, უბრალოდ მანიპულირებს და ცდილობს დაგანახოთ, რომ თქვენი ღირსი არ არის.


image




და ბოლოს, ის არ მიგატოვებთ, ყველა გზას მონახავს იმისათვის, რომ იძულებული გახდეთ თავად მიატოვოთ, შემდეგ სათქმელი რომ ჰქონდეს - "მე არ მიმიტოვებია".


image



P.S. თუ მსგავს სიტუაციაში გრძნობთ თავს, სჯობს პარტნიორი დროულად მიატოვოთ. ნუ იცხოვრებთ ტყუილებში!






3
957
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
957
  
2020, 12 იანვარი, 2:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 11 იანვარი, 22:34
მერწმუნეთ ძალიან რთული თემაა :)
2020, 11 იანვარი, 13:52
ვაიჰ
0 1 3