x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჩვენი პლანეტის 3 უნიკალური სახეობის მცენარე

ჩვენს პლანეტაზე არსებული ყველა საოცარი მცენარის ჩამოთვლა, ალბათ, შეუძლებელია... თუმცა, ეს 3 ხემცენარე ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მათი არსებობის შესახებ ვიცოდეთ.



ჩილური ღვინის პალმა


image


ჩილური ღვინის პალმა ანუ იუბეა (Jubaea chilensis) წარმოქმნის ტკბილ წვენს, რომელიც პალმის ღვინოს და პალმის სიროფის საწარმოებლად გამოიყენება. პალმის ნაყოფი, როგორც ფოტოზე ჩანს, ძალიან დიდია, მაგრამ მას ღვინოსთან თითქმის არანაირი კავშირი არა აქვს. იმ ტოტის ხიდან მოჭრის შემდეგ, რომელზეც ნაყოფი ასხია, ბოთლს ამაგრებენ და ხიდან გამოჟონილ წვენს აგროვებენ. ხოლო კლიმატი, მცენარის სწრაფ რეგენერაციას უწყობს ხელს.

ჩილეში ეს ღვინო იმდენად პოპულარულია, რომ ადგილობრივებმა საკუთარ ნაკვეთებზე სხვა მცენარეები გაკაფეს და პალმების პლანტაციები გააშენეს.



კორპის მუხა


image


კორპის მუხა (Quercus suber) კაცობრიობის მიერ ასწლეულების მანძილზე გამოიყენება. ძველი ბერძნები მას თიხის დოქების და ამფორების დასახუფავად იყენებდნენ, ხოლო რომაელები – სკებში ხმარობდნენ.

დღეს კორპის მუხის ქერქისგან ღვინის ბოთლის საცობებს და მუსიკალურ ინსტრუმენტებს ამზადებენ.

ხისთვის ქერქის მოცლა 10 წელიწადში ერთხელ შეიძლება (მოსავლის აღების მსგავსად). ამის გაკეთება კი იმიტომ არის შესაძლებელი, რომ მცენარეს ქერქის რეგენერაციის უნარი გააჩნია და ეს მანამდე გრძელდება, ვიდრე ის 200 წლის ასაკს არ მიაღწევს.

ერთი ხის ქერქიდან საშუალოდ, 4000 საცობის მიღება შეიძლება.



ბაობაბი


image

image ადანსონია (Adansonia za) – ბაობაბის ერთ-ერთი სახეობაა და მისი ბუნებრივი არეალი მადაგასკარის ტყეები არის. კუნძულზე ტყეების მასობრივი გაჩეხის გამო დღეს მცენარე გაქრობის საფრთხის წინაშეა. მიუხედავად იმისა, რომ ბაობაბი საკმაოდ სწრაფად იზრდება, მას ტყის ჩეხის ტემპების გასწრება არ შეუძლია.

ამ სახეობის მცენარეს ძალიან ხანგრძლივი სასიცოცხლო პერიოდი აქვს. ველურ ბუნებაში ისეთი ეგზემპლარებიც არსებობს, რომლის ასაკი 1000 და მეტი წელია.

ადანსონიას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს: მისი ქერქი რბილი და ბოჭკოვანია და ის თოკის და ქსოვილის დასამზადებლად გამოიყენება. ხოლო, ნაყოფი – კალციუმით და C ვიტამინით არის მდიდარი და ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

imageimageimageimageimageimageimage






0
760
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
760
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0