x
მოგზაურობა დედამიწის გარშემო მაგელანის კვალდაკვალ
image


371 დღე დედამიწის გარშემო. ლისაბონიდან დაიძრა გემი 'Navio-Escola Sagres", რომელიც კაცობრიობის ისტორიაში პირველად გაიმეორებს დედამიწის გარშემო გზას, რომელიც 500 წლის წინ ფერნანდო მაგელანის ხელმძღვანელობით გემმა გაიარა. მაშინ ის მოგზაურობა სამი წელი გარძელდა, თავად ფერნანდო მაგელანი კი ფილიპინების კუნძულზე დაიღუპა.


პირველმა მოგზაურობამ ნაკლებად მიიპყრო ინტერესი მაშინ, რადგან მიზნად სულაც არ ისახავდა ახალი გეოგრაფიული ადგილების აღმოჩენას. მაგელანის მოგზაურობის მიზეზი ოსმალეთთან საბაზრო ომი იყო, ესანეთს სურდა ახალი გზები ეპოვა და კონსტანტინოპოლის მონოპოლიისთვის თავი აერიდებინა.


გემი "Navio-Escola Sagres" 19 ქვეყანას გადაკვეთს და ტოკიოში შეაჩერებს სვლას, სადაც ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება.



გემის ბორტზე 142 ადამიანი იმყოფება. ასევე პორტვეინით სავსე კასრები- ზუსტად ისე, როგორც 500 წლის წინ.


"Navio-Escola Sagres" ლისაბონში 2021 წლის 10 იანვარს დაბრუნდება.

0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
133