x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უამრავი ადამიანისთვის საყვარელი APPLE ?

image
უამრავი ადამინაისთვის საყვარელი Apple

ამ სტატიაში მოკლედ გაეცნობი მის დაარსებას, განვითარებას, პოპულარიზაციას, ასევე იმას თუ დღესდღეობით რას აწარმოებს ის, ყოველთვის ასე ძვირი იყო მისი პროდუქცია თუ არა?
და სხვა მეტად საინტერესო ფაქტებს მის შესახებ.

Apple არის ამერიკული მრავალეროვანი ტექნოლოგიური კომპანია რომლის მთავარი სამმართველოც მდებარეობს კალიფორნიაში, კერძოდ ქალაქ კუპერტინოში.

იგი სხვა უამრავ ელექტრონულ მოწყობილობებთან ერთად, აწარმოებს საკუთარ კომპიუტერებს, მის პროგრამულ უზრუნველყოფას, ონლაინ სერვისებსა და IOS-ის სმარტფონს, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში აიფონს ვეძახით.

ის ისეთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს შორისაა როგორიცაა - Amazon, Google, და Facebook.

Apple ასევე კომპიუტერებისა და აიფონის გარდა აწარმოებს iPod-ს Apple Watch smartwatch-ს, Apple TV-ის, AirPods - იგივე უკაბელო ყურსასმენსა და HomePod-ს ანუ სმარტ სპიკერს.

Apple-ის პროგრამულ უზრუნველყოფაში შედის MACOS, iOS, iPadOS, WATCHOS, და TVOS, iTunes მედია პლეიერი, Safari ვებ-ბრაუზერი, Shazam - ის აკუსტიკური თითის ანადებჭდის დაქტილოსკოპიური პროგრამაა. ასევე iLife and iWork მათში არის ინოვაციური შემოქმედებისა და პროდუქტიულობის პაკეტი.

სხვა პროგრამები - Final Cut Pro (video editing) Logic Pro (audio),
Xcode.

მის ონალინ სერვისებში შედის - iTunes Store, the iOS App Store, Mac App Store, Apple Music, Apple TV+, iMessage, and iCloud.
სხვა დამატებითი სერვისები - Apple Store, Genius Bar, AppleCare, Apple Pay, Apple Pay Cash, და Apple Card.


image


1976 წელს Apple დააარსეს სტივ ჯობსმა, სტივ ვოზნიაკმა და რონალდ უეინმა, ამ უკანასკნელმა ორ კვირაში გაყიდა თავისი წილი რომელიც სავარაუდოდ პირველი პერსონალური კომპიუტერის გაყიდვით მიიღო.

მათ მიერ დაარსებული კომპანია Apple Computer, Inc- ის სახელით გახდა ცნობილი.
ერთი წლის განმავლობაში სწრაფად გაიზარდა კომპიუტერების, მათ შორის Apple II-ის გაყიდვები.

რამდენიმე წელიწადში კი სტივ ჯობსმა და ვოზნიაკმა დაიქირავეს პერსონალი რომლებიც უზრუნველყოფდნენ იმდროინდელი კომპიუტერების დიზაინსა და პროდუქციის ხაზის გაუმჯობესებას.

Apple–მა საზოგადო წარმატება 1980 წელს ფინანსური წარმატების კუთხით მიიღო.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში Apple ახალ ინოვაციურ ინტერფეისზე Macintosh-ზე მუშაობდა, თუმცა ამ პრუდუქციისთვის გაკეთებული რეკლამები დიდი კრიტიკის ქარ ცეცხლში მოექცა.

როგორც დღეს ისე მაშინაც ეფლის პროდუქციას საკმაოდ დიდი ფასი ჰქონდა, ასეთი ძლიერი კრიტიკის გამო გუნდს პრობლემები შეექმნა საბოლოოდ კი ისინი ორ მოწინააღმდეგე მხარედ დაიყვნენ. ზოგი მათგანი სტივ ჯობს გაჰყვა რომელმაც სხვა კომპანიას მიაშურა თავი.

Apple-მა ასევე დაკარგა თავისი წილი Microsoft Intel-თან. მიუხედავად ასეთი პრობლემებისა ეფლის პერსონალური კომპიუტერების ბაზარი 1990-იან წლებში საგრძნობლად განვითარდა.

1997 წელს აღმასრულებელმა დირექტორმა “გილ ამელიომ" უიმედოდ ჩავარდნილი ეფლის პრობლემები გადაჭრა და გუნდში დააბრუნა სტივ ჯობსი.

ჯობსმა გუნდში სერიოზული სტატუსი შეიქმნა, ხოლო 2000 წელს გახდა აღმასრულებელი დირექტორი.

2001 წელს ეფლმა მრავალი კომპანია შეიძინა და ასევე გააფართოვა თავისი პროგრამული უზრუნველყოფა. 2007 წლის იანვარში ჯობსმა ეფლს მიანიჭა Inc რომელიც ინკორპორაციის აბრევიატურაა.

2011 წლის აგვისტოში ჯობსი გადადგა ჯანმრთელობის გაუარესების გამო და გუნდში თავისი პოზიცია დატოვა, იგი ტიმ კუკმა ჩაანაცვლა.
ორ თვეში ჯობსი გარდაიცვალა რამაც კომპანიას დიდი დაღი დაასვა.

დღესდღეობით ეფლი მსოფლიოში უდიდესი ან ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კოპმპანიაა თავისი შემოსავლებით.

მსოფლიოს მასშტაბით ეფლი მობილური ტელეფონების წარომებით სიდიდით მესამეა Samsung-ისა და Huawei-ს შემდეგ.

2018 წლის აგვისტოში Apple გახდა პირველი საჯარო ამერიკული კომპანია, რომლის ღირებულება 1 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირდა.

კომპანიას კი აჟამად სრულ განაკვეთზე მომუშავე 123 ათასი დასაქმებული ყავს.

თუ შენც იყენებ Apple-ის პრდუქციას უკვე იცი ის მნიშვნელოვანი ფაქტები რაც მასთან გაკავშირებს.

დაწერე კომენტარებში მოგწონს თუ არა APPLE



0
86
2-ს მოსწონს
ავტორი:გიო ქარჩავა
გიო ქარჩავა
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0