x
მეტი
  • 18.01.2020
  • სტატია:98291
  • ვიდეო:343798
  • სურათი:460491
კრიმინალური სამყაროს ერთერთი ლიდერის ლაშა შუშანაშვილის ძმას, კრიმინალურ ავტორიტეტ კახა შუშანაშვილს საფრანგეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

image საფრანგეთში "ექს-ან-პროვანსის" სასამართლომ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს კახაბერ შუშანაშვილს (კახა რუსტავსკი) სამუდამო პატი, რობა მიუსაჯა.
კახაბერ შუშანაშვილს ბრალდებად წარუდგინეს 2010 წელს ცნობილი ქართველი "კანონიერი ქურდის", ზუგდიდელი ლადო ჯანაშიას (ლადო) მკვლელობის დაკვეთა. კახაბერ შუშანაშვილი მიეკუთვნება "დედ-ჰასანის", უკვე ზაქარია კალაშოვის (შაქრო მალადოი) კლანს, ლადო ჯანაშია კი მერაბ ჯანგველაძე-ტარიელ ონიანის კლანის წარმომადგენელი იყო, მას სამჯერ დაესხნენ თავს, ჯანაშიამ ორჯერ დაასწრო ქილერს და ფანჯრიდან გადახტომით უშველა თავს, თუმცა მესამე თავდასხმისას ის მარსელში ჩაცხრილეს.
კახაბერ შუშანაშვილისათვის სამუდამო პატიმრობის მისჯას პრანგული საგენტო "France Presse"-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია 47 წლის კახაბერ შუშანაშვილს 2016 წლის მარტში ესპანეთის სასამართლომ 20 წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა (მოგვიანებით სასჯელი 15 წლამდე შეუმცირეს), 2018 წლის ივნისში ნანსის (საფრანგეთი) სასამართლომ მას 10 წლიანი სასჯელი დაუმატა, რადგან გამოძიებით დადგინდა, რომ ის ციხიდან მართავდა ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს.
შუშანაშვილთან ერთად სასამართლოს წინაშე "ექს-სან პროვანსში" წარსდგა საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე, რომლებსაც ბრალი წაუყენეს ლადო ჯანაშიას მკვლელობის ორგანიზებაში და მკვლელობაში.
მიხეილ ციკულიძეს 6, ხოლო მინდია კოზანაევს 7 წელი მიუსაჯეს. ზურაბ მინდიაშვილს ბრალად მხოლოდ გაყალბებული საბუთების ქონა დაუმტკიცდა და 1 წლიანი პირობითი სასჯელი დააკისრეს, ის სასამართლო დარბაზიდანვე იქნა განთავისუფლებული.
თავად შუშანაშვილი მისთვის წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს და ასევე უარყოფს, რომ ის "კანონიერი ქურდია". შუშანაშვილის ადვოკატის სილვიო როსი-არნოს თქმით სასამართლომ ამოახდინა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის "დემონიზირება", რაც აისახა განაჩენში.
კახაბერ შუშანაშვილის უფროსი ძმა, კრიმინალური ავტორიტეტი და მოკლული "დედ-ჰასანის" დაჯგუფების ერთერთი ლიდერი ლაშა შუშანაშვილი (ლაშა რუსტავსკი) 2018 წლიდან სასჯელს იხდის საბერძნეთის ციხეში.
მიხეილ ციკულიძის და მინდია კოზანაევის ადგილზე ყოფნას არავის ვუსურვებდი, რადგან "კანონიერი ქურდის" მკვლელობას, თან ისეთი გავლენიანის, როგორიც ლადო ჯანაშია იყო ჯანგველაძე-ონიანის კლანი არავის შეარჩენს, თან ციხეში "კანონიერი ქურდის" მკვლელებს დიდად არ წყალობენ.

ლადო ჯანაშია რომლის მკვლელობის დაკვეთა-ორგანიზებაშია ბრალდებული კახაბერ შუშანაშვილი.

image


0
553
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
553