x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ილია მეორე არის მტერი ეკლესიის და მე პირადად ამას დავამტკიცებ"-დეკანოზ მამალაძის ძმა
imageდეკანოზ მამლაძის ძმის, თორნიკეს აზრით, ის, რომ პრეზიდენტის მიერ საშობაოდ გამოცემულ შეწყალების აქტში მისი ძმა არ მოხვდა, პატრიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.


'

"პატრიარქმა წმინდა სინოდიც მოატყუა, მათ ლაფი დაასხა, მოატყუა საზოგადოება. დადგეს სპექტაკლი, რაშიც მონაწილეობა მიიღო პატრიარქმა და პრეზიდენტმა და კარგად გამოუვიდათ ეს, ისინი არიან კარგი მსახიობები.

ეს გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის, არ არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ეს არის პატრიარქის გადაწყვეტილება, მე მაქვს ინფორმაცია, რომ თავად კათალიკოს პატრიარქმა უთხრა უარი ზურაბიშვილს, შეეწყალებინა . ეს გადაწყვეტილება, რომ ჩემი ძმა ისევ საპყრობილეში რჩება, ეს არის თავად პატრიარქის გადაწყვეტილება. კათოლიკოს-პატრიარქი არის შეშინებული პიროვნება, რომელსაც ეშინია ჩემი ძმის. კათოლიკოს-პატრიარქს აქვს დანაშაული პირადად ჩემი ძმის მისამართით. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივად ბრძოლას.


პირადად მას აქვს დანაშაულები ჩემი ძმის მასამართით და მან იცოდა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში იგი ამ თემებზე ლაპარაკს აპირებდა. მან პარალიზებული ადამიანი საპყრობილეში დატოვა. ის არ არის მწყემსი კეთილი, ის არის ეკლესიის თავზე მოკალათებული პიროვნება, რომელიც საკუთარი მიზნებისთვის იყენებს ეკლესიას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ყველა ხერხს მივმართავ. ეს იქნება პიროვნებების მიმართ ბრძოლა, რომელიც ეკლესიის სათავეებზე მოკალათებულები არიან.

ილია მეორე არის მტერი ეკლესიის და მე პირადად ამას დავამტკიცებ, თუკი აქამდე ჩუმად ვიყავით, სიჩუმეს უკვე აღარ ვაპირებთ, რადგან პატრიარქი დაუპირისპირდა ჩემს ოჯახს და ხაზგასმით გვითხრა, რომ ჩემი ძმა ცოცხალი ციხიდან ვერ გამოვა"-განაცხადა თორნიკე მამალაძემ.


თავის მხრივ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, თუ რატომ არ შეიწყალა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.



"ვერ მოვნახე არგუმენტი, მითუმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნება, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე.

ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ასევე საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას, რამეთუ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთ დანაშაულში მსჯავრდებული პირის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიაზრებს. დღეს ჩვენი დაყოფა, დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელწიფოს მომავალს....ეკლესიაზე შეტევა, მისი დისკრედიტაცია, ავტორიტეტის შელახვა უდრიდა და უდრის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესუსტებას, ამდენად მასზე ნებისმიერი სახის შეტევა დაუშვებელია.

ჩემი, როგორც პირადი, ისე როგორც პრეზიდენტის დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, პიროვნებისა, რომელმაც სრულიად განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის, ეკლესიის აღორძინების და სულიერების აღდგენის უდიდეს საქმეში, ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ როცა საქათველოს სახელმწიფო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას." - განმარტა დღევანდელ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა.




0
349
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0