x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ამერიკასა და ისრაელს შავი დღე დაადგებათ" - სულეიმანის ქალიშვილი იმუქრება
image

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის გენერლის, ყასემ სულეიმანის ქალიშვილმა, ზეინაბ სულეიმანმა მამის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ამერიკული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მოკლეს, დაიმუქრა, რომ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ჰქონდა "შავი დღე" დაადგებათ.


"შეშლილო ტრამპო, ნუ იფიქრებ, რომ მამის გარდაცვალებით, ყველაფერი დასრულდა"-ციტირებს სააგენტო Reuters-ი სულეიმანის ქალიშვილის სიტყვებს, რომელიც მამის დაკრძალვის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა.

image


შეგახსენებთ, გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა და ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ განაცხადეს, რომ აპირებენ შურისძიება განახორციელონ შეერთებულ შტატებზე. იგივე პირობა დადო სულეიმანის შემცვლელმა ისმაილ ყაანმა, ხოლო ირანის ლიდერის სამხედრო მრჩეველმა ჰოსეინ დეგანმა გამოაცხადა სამხედრო თავდასხმების მომზადება ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე.


ამასთანვე, თეირანმა ბირთვული შეთანხმება დატოვა, თუმცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან მუშაობას განაგრძობს. ანტიტერორისტული კოალიციიდან გამოვიდა ერაყიც. ოფიციალურმა ბაღდათმა ქვეყნის ტერიტორიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა.


ოპერაციის დასრულებისთანავე ვაშინგტონმა და ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ არმია სრულ მზადყოფნაში მოიყვანა.


0
231
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0