x
image
Yoona
დილის ყავა ძვლის ბულიონით ჩავანაცვლე: შედეგმა 5 დღეში გამახარა
ყავის გემო ძალიან მიყვარს, მაგრამ მისი შედეგები არ მახარებს. იმ ადამიანთა ჯგუფს მივეკუთვნები, ვინც კოფეინის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ, ერთი პატარა ფინჯანიც კი ნერვიულობას მაწყებინებს.


image

ყავის მიღება ამად ნამდვილად არ მიღირს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ყავაზე უარის თქმის შემდეგ დილით ენერგია მაკლია. როცა ძვლის ბულიონის სარგებლის შესახებ გავიგე, დავინტერესდი და ცდა გადავწყვიტე.


ძვლის ბულიონის უპირატესობა


image

ძვლის ბულიონი ჩვეულებრივი ბულიონის მაქსიმალურად მკვებავი ვერსიაა. ამისთვის ხორცით და ხრტილებით მდიდარ ძვალს, ასევე სხვადასხვა ბოსტნეულს, მაგალითად ნიახურს, სტაფილოს და ხახვს დიდხანს ხარშავენ. ძვლის ბულიონი 36-72 საათი ზედიზედ იხარშება, ამიტომ ძვლიდან მინერალების გამოღება ადვილად ხდება. ცილები ამინომჟავებად იშლება, რაც სითხეს წარმოუდგენლად სასარგებლოს ხდის. ამასთან ორგანიზმი ადვილად ითვისებს.


image

ძვლის ბულიონის ყველაზე დიდი უპირატესობა - ის კოლაგენით მდიდარია, რომელიც ნაწლავების მდგომარეობას აუმჯობესებს და კანის ელასტიკურობას ზრდის. კოლაგენი საჭმლის მომნელებელ ტრაქტს იცავს და კანზე წვრილ ნაოჭებს აქრობს.

ძვლის ბულიონი საკმაოდ დიდხანს მზადდება, ამიტომ წინასწარ ვამზადებ და შემდეგ დილით ვაცხელებ.


მიღებული შედეგები

image

აღმოვაჩინე, რომ რაღაც მარილიანით დილის დაწყება მომწონს. რა თქმა უნდა, საუზმეზე ხორცი პრაქტიკულად არასდროს მიჭამია, ამიტომ პირველ დღეებში ხორცის ბულიონის დალევა მიჭირდა, თუმცა ჩემს გამოღვიძებას ხელს უწყობდა. ასევე აღმოვაჩინე, რომ 1 ჭიქა ბულიონის შემდეგ საკმაოდ ვნაყრდები, შემდეგ დამატებით მხოლოდ ერთ ნაჭერ ტოსტის პურს კარაქთან ერთად ვამატებ.


განწყობის გაუმჯობესება

ენერგიის რაიმე სერიოზული აფეთქება ვერ ვიგრძენი, თუმცა მთელი დღის განმავლობაში უფრო კონცენტრირებული გავხვდი. ერთხელ დილით ბულიონის დალევა დამავიწყდა და მთელი დღე დაღლილი და დაბნეული ვიყავი.


შაქრის და ყავის მიმართ ლტოლვის შემცირება

image

ზუსტად არ ვიცი, ეს ბულიონის გავლენა იყო თუ იმის გამო, რომ მთელი კვირა ძალიან დაკავებული ვიყავი, მაგრამ დილით შოკოლადის ან ჭიქა ყავის მიღების სურვილი გამიქრა.


დასკვნა

image

სავარაუდოდ, დილის რუტინაში ძვლის ბულიონს დავტოვებ, მაგრამ ყოველდღიურ რაციონში არ ჩავრთავ. თუნდაც იმიტომ, რომ ბულიონი საკმაოდ დიდხანს მზადდება. ამასთან ყოველი დილის ხორციანი კერძით დაწყების სურვილი არ გვაქვს.


ასევე დაგაინტერესებთ:

ყავამ შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა, წამლებმა კი კუჭის პრობლემები. რისი გაკეთება არ ღირს უზმოზე

image

რა არის კომბუჩა და როგორ მოვამზადოთ. მისი მიღება რეკომენდებულია

image

ანტიოქსიდანტური სასმელი: PH დონეს არეგულირებს და ნაადრევ დაბერებას აფერხებს

image

დიეტა ქათმის ფილეთი - ასეთს არ ველოდი

image

17 ყველაზე ნოყიერი პროდუქტი - ანუ როგორ დავივიწყოთ შიმშილის გრძნობა

image

0
786
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
786