x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ამერიკის საელჩოების ახლო - მახლო ყოფნას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოვერიდოთ..
image
"მეც უნდა ვთქვა რამე? კაი, ბატონო.


ვიტყვი, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის 7 მარტს აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჩევანში, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და ირანმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც უარს ამბობენ ომის შემთხვევაში ამ ქვეყნების ტერიტორიების სამხედრო პლაცდარმად გამოყენებაზე. საქართველომ მაშინ ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თუ რატომ და ვისი კარნახით, გასაგებია, ხომ?



ვიტყვი იმასაც, რომ 2016 წლის 8 აგვისტოს, კვლავ აზერბაიჯანში კვლავ მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, რომელიც ისევ პუსტიაკურად, უყურადღებოდ და ჩუმად გაატარეს ჩვენთან.



ბაქოში სამთა შეხვედრაზე (რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი) და მერე 9 აგვისტოს პეტერბურგში ერდოღან- პუტინის შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდა, რომ აზერბაიჯანის ნავთობპროდუქტები და გაზი ევროპისკენ საქართველოს ტერიტორიაზე აღარ გაივლის.




სამთა შეხვედრაზე დამტკიცებული პროექტში "ჩრდილოეთი - სამხრეთი", რომლის განხორციელება ამ წლის ბოლოს დაიწყო, საქართველო საერთოდ არ ფიგურირებს. ანუ, რუსმა იმდენი იჩალიჩა, რომ გაზსადენი როგორც მშვიდობის და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ჩვენთვის აღარ იარსებებს და მსოფლიოც დაგვიკიდებს.



ვიტყვი იმასაც, რომ ამ რამდენიმე წლის წინ ტრამპმა ობამას ლამის დედა აგინა, მაგ შავ კაცს მოლაპარაკების თავი არა აქვსო და რომ მიუშვა ომსაც გააჩაღებს ირანთანო, ოღონდ მეორე საპრეზიდენტო ვადაზე წავიდესო.



ვიტყვი იმასაც, რომ 2020 წელს ამერიკაში კვლავ საპრეზიდენტო არჩევნებია, და ამჟამად უკვე ტრამპი ამთხვევს ამერიკის მუდმივ ინტერესებს ამ რეგიონში თავის პირად ინტერესებს.


ახლა ვიტყვი მთავარს, რატომაც ხდება ის, რაც ხდება.


2008 წლის აგვისტოში, ირანმა ორბიტაზე პირველი თანამგზავრი გაუშვა. დღესდღეობით ირანს სამი სრულფასოვანი თანამგზავრი ჰყავს გაშვებული კოსმოსში, მათგან ბოლო 2012 წლის 3 თებერვალს გაიყვანა ორბიტაზე, და 2020 წლისთვის კოსმოსში ადამიანის გაშვებასაც გეგმავს
.



ეს ნიშნავს, რომ ირანს ბალისტიკური რაკეტების შექმნის საშუალებანი გააჩნია.
ისიც ვთქვა, რომ ირანი ნავთობის რიგით მეოთხე უდიდესი ექსპორტიორია?
ხო, ჩემო ბატონო, მგონი ყველაფერი ვთქვი და დასკვნები თქვენ გააკეთეთ.
და ბოლოს, იმედს გამოვთქვამ, რომ დიდი და ცხელი ომი არ იქნება, მაგრამ რადგანაც ირანის პირველმა პირებმა ამერიკას ჯიხადი გამოუცხადეს, ამერიკის საელჩოების ახლო - მახლო ყოფნას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოვერიდოთ. ტერორისტული აქტები არ არის გამორიცხული.



ისე, ჯობდა, მაშინ, მიწების დარიგების დროს მოვრიდებოდით სუფრაზე ქეიფს, და მერე ღმერთთან თავის მართლებას, უფალო, შენს სადღეგრძელოს ვსვამდით და მიტომ დაგვაგვიანდაო.


ხო, ჯობდა, კი ვიქნებოდით ახლა სადმე ავსტრალიაში, და წყნარად?


კაი ხო, ვხუმრობ, "არ გავცვლი სალსა კლდეებსა, " და ასე შემდეგ, ხო?.


აი, ამერიკის საელჩოებს რომ უნდა მოერიდოთ, ამას უკვე არ ვხუმრობ." - წერს რეჟისორი და ბლოგერი გუჯა შვანგირაძე

7
211
2-ს არ მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
211
  
2020, 10 იანვარი, 13:21
თქვენი პოზიცია ისედაც გასაგები იყო მეგობარო და ომის როგორც ასეთის, მომხრე მხოლოდ სულელი თუ იქნება. სქილა და ქარიბდა ტყუილად არ მიხსენებია, ჩვენ ხომ მუდმივად მათ შორის გვიწევდა ცხოვრება. კი ბატონო, დღეს აშშ ჩვენი მოკავშირეა, მაგრამ თუ როგორ ექცევა ის თავის სუვერენებს, ზოგადად სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მიხედვით სჩანს, როგორც ყველა დიდი იმპერია ექცეოდა დაპყრობილ ერებს, ოღონდ აშშ ფინანსურ დაკაბალებას იყენებს და არც სისხლს ერიდება საჭიროების შემთხვევაში. ნუ, ვიცი ამჯერად ამაზე არაა საუბარი, ეს სამომავლოდ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამჟამად აშშ-სას ემთხვევა რუსეთთან მიმართებაში, და აქაც, მათ შეუძლიათ(შეეძლოთ) მოლეკულებად დაეშალათ რუსეთი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო არ ჰქმნეს, ახლა კი პიტინმა ძალა მოიკრიბა და ანგარიშგასაწევია. დამიჯერეთ გარემოებათა გათვალისწინებით, აშშ დაუფიქრებლად გაგვწირავს, თუ ამის საჭიროება დადგება, ჩვენ უნდა გვქონდეს სახელმწიფოს განვითარების ისეთი გენგეგმა, რომელსაც არსებული სიტუაციების გათვალისწინებით, მხოლოდ მცირედით, მაგრამ ვერავინ გადაუხვევს! ჩვენ გვქონდა კარგი მომენტი, ამ საუკუნის დასაწყისში, რომ ჩვენი ქვეყანა მართლაც წასულიყო სწორი განვითარებით, მაგრამ ჩვენ (მთავრობაც ჩვენ ვართ საბოლოოდ- რაც ერიო, ის ბერიო) “ფულის კეთებას”, ამის გამო კი ერთმანეთთან ჩხუბსა და ინტრიგებს გადავაყოლეთ ყველაფერი. ალბათ მართლაც ბიბლიური 40 წელი გვჭირდება სანამ დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოს რეალურ სიყვარულს ვისწავლით და მე ახალი თაობის იმედი მაქვს. ხოლო ჩვენს მიერ სხვის ომებში გაღებული სიახლი მე მაინც უაზროდ დაღვრილი მგონია, როგორც ისტორიულად, ისე 2008-ში მომხდარი ფაქტების მიხედვით-წყალი და პამპერსები მოგვაწოდეს ოპერატიულად, თორემ ჩვენს გამო სიახლა სხვა არ გაიღებს.
2020, 6 იანვარი, 17:20
ნეიტრალური პოზიცია თუ გვექნება,მაშინ ერთ დამპყრობელს მეორე შეცვლის. ხოლო თუ მონაწილეობას მიიღებ და საკუთარი კარგად ყოფნისთვის იბრძოლებ,მაშინ გამარჯვებულის მხარეს ვიქნებით და პატივისცემით მოგვეკიდებიან. ამერიკა ანგელოზი ქვეყანა არ არის,მაგრამ მისი გამოყენებით განვითარება შეიძლება.
2020, 6 იანვარი, 17:15
მეგობარო,ჩემთვისაც სამწუხაროა და ნამდვილად არ მიხარია ომი,არც ადამიანების სისხლს ვსვავ და არც მათი ხორცით ვიკვებები. თქვენც ამბობთ,რომ ჩვენ არ გვეკითხებიან და ომი ჩვენი არჩევანი არ არის. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და უამრავი მიწები ასევე დაუკითხავად დაურიგეს რუსეთს,თურქეთს,სომხეთს და აზერბაიჯანს. ეხლა განათებულია თბილისი და ყველა ახალ წელს ზარზეიმით შეხვდნენ,მაგრამ ყველას ავიწყდება,რომ საომარ სიტუაციაში ვართ და ყოველ დღე ვიღაცას იტაცებენ ან საზღვარს წევენ. რუსეთის დამარცხების საშუალება ჩვენით არ გვაქვს და ერთი შანსი არის გაიტისკოს რუსეთი თავისი მოკავშირებით. ჩვენი ინტერესია ამ ბანაკის განადგურება ან შესუსტება,რადგან ასე შევძლებთ რეალურად თავის დაღწევას ამ სიტუაციიდან. თუ ომი დაიწყო სრულ მაშტაბიანი და ამერიკა დამარცხდება,მაშინ ისევ რუსული გუბერნია გავხდებით და ჩემი აზრით,ჯობია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ყველაფერში. ეს ლოგიკური მოქმედება იქნება და არა სასიხარულო.
2020, 6 იანვარი, 16:52
ერიჰაა... ნამდვილად სახტად დავრჩი, აი 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების თაობაზე, არა, რომ შეხვდნენ და "იბაზრეს" ერთგანაც და მეორეგანაც, ვიცოდი, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება? კი მარა, ახლახან არ იყო აზერებმა და თურქებმა რომ დაგვიდასტურეს რამოდენიმე მილიარდ კუბომეტრი გაზი გაივლისო თქვენზეო და აქედან 10% თქვენიაო???
და ჰენდერსონის მოსაზრება არის ის, რასაც ნებსით თუ უნებლიედ მაინც გაგვაკეთებინებენ, ოღონდ ჰენდერსონისგან განსხვავებით ჩემდა სამწუხაროდ!
ჩვენ ხომ ყოველთვის სქილასა და ქარიბდას შორის უნდა ვიყოთ რა...
2020, 6 იანვარი, 10:21
თუ ამერიკული ბანაკი დამარცხდება ომში,მაინც დარხეული გვაქვს და გავხდებით ლუკმა რუსეთის,ირანის და თურქეთის. ამიტომ ჩვენი მცირე,მაგრამ მაინც წვლილი შევიტანოთ ამ ომში. რადგან თუ გამარჯვებულის მხარეს აღმოვჩნდებით,მაშინ ჩვენი ისტორიული მიწები დაბრუნდება და შეიძლება კურაპალატის ზედა მიწებზეც გავიწიოთ. თუ დამარცხდა ამერიკა ომში ჩავერთვებით თუ არა მაინც დახეული გვაქვს და ხელმესამე დამოუკუდებლობის გაუქმება იქნება
2020, 6 იანვარი, 10:18
ნუ პანიკობთ რა. ყველანი დედა ტერეზები და ადამიანის სიცოცხლის დამცველები ნუ გამოხვედით. არავინ არ უყვარს ადამიანის ხორცი და არც ომზე აფანატებს. ირანი არის ჩვენი ისტორიული მტერი და ამავე დროს არის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა. ამ ქვეყანაში ადამიანი და ადამიანის უფლებები არ ადარდებთ,ყვავის დიქტატურა და მიუხედავად ბუნებრივი რესურსებისა ქვეყნის უმრავლესობა სიდუხჭირეში ცხოვრობს. აზერბაიჯანმა ასე ქნაო და რუსეთმა ჩაგვანაცვლაო,ხოდა იკითხოს აზერებმა და თუ დაიბრუნებენ ყარაბაღს მაგასაც ვნახავთ. გაზი არ გაივლის და რამეს ვიზავთ. ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი,რომელიც არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი. ამერიკა თვითონ მოუვლის ირანს,მაგრამ თუ საჭირო გახდა ჩვენი რაიმეში დახმარება,მაშინ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ამერიკა თავის პარტნიორებს არ ტოვებს არასოდეს და ყველანაირად გვერდზე უდგას მხარში. ახლა არ იყო ნატოს დაფინანსება რო შეამცირა და დაზოგილი ფული საქართველოს და უკრაინას ეხმარება? თუ არ გამოსცეს განკარგულება,რომელიც ყველა ქვეყანას აფრთხილებს არ აღიარონ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა,თორე სანქციები იქნებაო. ამერიკელი ხალხი დაგვიდგება გვერდზე და თავისი ბრიტანელებით,ებრაელებით. თუ ომი უნდა იყოს,მაშინ ბარემ ომი ერქვას და რუსეთმა ჩაყოს ცხვირი. იმედია,ჩვენი დებილი მთავრობა ნეიტრალიტეტზე არ დაიწყებს ჩალიჩს და ღიად დაუჭერთ მხარს ამერიკას. ამით ომში ჩავერთვებით და გამარჯვების შემთხვევაში დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს ჩრიდილოეთითაც და სამხრეთითაც.
2020, 6 იანვარი, 2:33
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 7