x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ამერიკა მაინც დაარტყამს ირანს - ომი გარდაუვალია! (ნაწილი I)

image

მსოფლიო პოლიტიკაში მეტად დაძაბული და რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ამ მომენტისთვის უპირველესად აშშ-სა და ირანის ურთიერთობებს ეხება, ქალბატონ ლელას პირდაპირი დავალებით შეგახსენებთ წინასწარმეტყველებებს ამ ორი ქვეყნის შესახებ.
გარდა იმისა, რომ ნახავთ, რაოდენ უზუსტესად ასრულდა ქართველი წინასწარმეტყველის თითოეული ხედვა, აქვე იმასაც წაიკითხავთ, თუ როგორი იქნება საქართველოს როლი და მომავალი პოლიტიკური „მონსტრების“ დაპირისპირებაში, შეეხება თუ არა მსოფლიო ომის საშიშროება ჩვენს ქვეყანას და საერთოდ, რა პოლიტიკურ სარგებელს მიიღებს ის მოსალოდნელი უმძიმესი შეჯახებებიდან.
წინდაწინ გეტყვით, რომ მასალა საკმაოდ მოცულობითია. თუმცა, ჩვენი რჩევაა, ბოლომდე გულისყურით ჩაიკითხოთ ის.

ნაწილი I

1993 წელი, 20 აპრილი
ირანი – თეირანი იძაბება. იგი გულია და ძლიერი ბაზა მუსლიმთა გაერთიანებისა.
...ამერიკამ ქუვეითის საქმეები მოაწყო და ამით დაამთავრა თავისი პოლიტიკა. სინამდვილეში, იმის მაგივრად, რომ ფესვიანად ამოეგლიჯათ მუსლიმთა სიძლიერე, მნიშვნელოვანი პროგრამა ვერ შეასრულეს ბოლომდე და ყურადღება მოადუნეს, რაც კატასტროფამდე მიიყვანს. თამაში დაიწყეს მუსლიმებთან, არც მწვადს წვავენ და არც შამფურს, რაზეც მომავალში პასუხს აგებენ.
…მსოფლიო იწვის ომის ცეცხლში. მუსლიმები და ქრისტიანები უპირისპირდებიან ერთმანეთს.
1993 წელი, 16 მაისი
ისრაელისა და ირანის სიტუაციები ძალიან დაიძაბება. საჭიროა ჩარევა. ორივე მხარე უნდა მიუჯდეს სალაპარაკოდ მაგიდას. ამერიკა საგონებელში ჩავარდება. დროის ამ მანძილზე მუსლიმები საკმაოდ მომძლავრებულნი არიან, თანაც გაერთიანებულნი. ამ კავშირს ვერავითარი პოლიტიკური შანტაჟი ვერ გაარღვევს. ეს ერთიანობა სარწმუნოებრივია.
...ამერიკა შესთავაზებს მოაწყოს ვითომ შემრიგებლური შეხვედრა. შეხვედრა მოხდება თეირანში. რუსებიც ჩაერევიან ვითომ, მაგრამ არავითარ როლს არ ითამაშებენ ­ უფრო გაამწვავებენ სიტუაციას (ჩვენ ვურჩევთ, რომ რუსეთი არც ჩარიონ).
...ირანი დროებით ჩაჩუმდება. შიგ ირანში ბევრი ომებისთვისაა მომზადებული და უკმაყოფილებას გამოთქვამს. იწყება შიდა არეულობა და სანამ დაწყნარდებიან, დროც გაივლის. ირანის მეთაური გამოიცვლება და მოდის დიდი შავი ძალა, ანუ ძლიერი ეშმაკი. აქედან დაიწყება და ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს სარწმუნოებრივ ომს.
1993 წელი, 5 აგვისტო
...დიდ შეჯახებას ვხედავ ნატოსა და მუსლიმთა ჯარებს შორის.
ისევ ბაღდადი, ისევ ქუვეითი. იძაბება ირანი. ვიმეორებ: ვხედავ, მომავალში იგი გულია მუსლიმთა გაერთიანებისა. მუსლიმური სახელმწიფოები ერთდროულად წამოიწყებენ ომს... ვხედავ, დედამიწა იწვის ნახევარმთვარის სისხლიანი შუქის ქვეშ.
1994 წელი, 25 ივლისი
მოდის იგი ეშმაკი. ვინ არის? აღსანიშნავია: კოჭლია, საშუალოზე მაღალი, მონღოლურად ვიწროთვალებიანია აშკარად. ეს არაა სადამ ჰუსეინი. იგი დიდ პოლიტიკოსთა შორის რიგით მეოთხე-მეხუთე იქნება. დღეს არ ჩანს არენაზე. დიდგვაროვანია, ამაყობს გვარიშვილობით, სურს, რომ აღადგინოს ძველი „ოქროს ურდოს“ საზღვრები, ანუ დაიპყროს რუსეთი. იგი იხსენებს „ოქროს ურდოს“ ბატონობის ხანას (უყვარს ისტორია). ამის შესახებ ტელევიზიითაც კი გამოაცხადებენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსები დასაწყისში არ დაიჯერებენ არაფერს და სკეპტიკურად შეხედავენ ამ ქმედებებს.
ომი დაიწყება აზიიდან, ცენტრი ირანშია. იაპონია იმეორებს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ტაქტიკას – არ ჩაერევა, დაიკავებს ნეიტრალიტეტს. იგი არ ენდობა მუსლიმებს სარწმუნოებრივი განსხვავების გამო, რადგანაც იცის მუსლიმთა სისასტიკე.
მომავალში აზიის ქვეყნებს შორის მოხდება დიდი განხეთქილება, რაც გადაარჩენს საქრისტიანოს განადგურებისაგან საბოლოოდ (კორეა დაიჭერს იაპონიის მხარეს).
რუსეთი საშინელ დარტყმას მიიღებს მუსლიმებისაგან. ღმერთი სჯის რუსებს საქართველოს, ქრისტიანული ჯვრის წაბილწვისთვის.
ამერიკა თავს შეიკავებს მანამ, სანამ რუსეთის დაპყრობა არ შეაშფოთებს საბოლოოდ, რის შედეგადაც ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ევროპის სახელმწიფოები ერთიანდებიან რუსეთის დასახმარებლად (უფრო კი საკუთარი თავის გადასარჩენად), შეიკავშირებენ იაპონიასაც და ორივე ფრონტიდან შეუტევენ მუსლიმურ სამყაროს.
მუსლიმები თითქოს მთელ დასავლეთ ევროპას დაიპყრობენ მესამე მსოფლიო ომის დროს. გერმანია თავს დაიხსნის, საფრანგეთს ძალიან გაუჭირდება (თითქმის ინგრევა ეიფელის კოშკი).
ბრძოლები მოსკოვში. ინგრევა ყველაფერი. ვხედავ, მოდის დრო, როდესაც წითელი მოედანი სისხლით მოირწყვება. მოსკოვი ხომ (ყოველთვის ასე ვხედავდი) შავი მაგიის ცენტრია დედამიწაზე. სწორედ აქ, მოსკოვში, წითელ მოედანზე დახვრეტენ ამ კოჭლ, წითელქუდიან ეშმაკს – შავი ძალების პატრონს, ვინც იწყებს მესამე მსოფლიო ომს.
1995 წელი, 11 აპრილი
მსოფლიო იწვის. აირევა ყველაფერი. ქრისტიანული სარწმუნოება განიცდის უზარმაზარ კრახს. ამერიკაში მოდიან „რესპუბლიკელები“, ისინი თითქოს რაღაცას აღწევენ, მაგრამ მსოფლიოს ცეცხლი მაინც წაეკიდება და ვერ შეაჩერებენ.
იძაბება აზიის ქვეყნები. ირანი პირველ ადგილზე გამოდის, ანუ ყურადღების ცენტრში ხვდება...
1995 წელი, 11 აგვისტო
მართლა საოცარი ის არის, რომ საქართველოს საზღვრებს ვერავინ გადმოლახავს.
პირიქით, ლაპარაკი იქნება ქართულ მიწებზე – კახი, ნუხი, საინგილო და ირანის ჩარევით საქართველო მომავალში იბრუნებს საკუთარ მიწებს!
ამ წინასწარმეტყველებასაც არ დამიჯერებთ, მაგრამ, რასაც ვამბობ, ასრულდება!
1996 წელი, 13 მარტი
ვხედავ მეომრებს – უზარმაზარ არმიას. ეს მუსლიმები არიან... მოდის ეს უზარმაზარი არმია და ირგვლივ ყველაფერი იწვის, ცეცხლი აქვს წაკიდებული ქალაქებსა და სოფლებს, ნახშირად აქცევენ ყველაფერს. ანგარიშს არაფერს გაუწევენ – არაფერს! საშინელებაა!
ამ დროს თითქოს კავკასიელ მუსლიმთა ძალა საშიშად ჩაითვლება, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს დიდი ძალა არ არის და არ ავნებს საქართველოს და უკვე რუსეთსაც მომავალში. იმიტომ, რომ რუსეთი ძლიერი საშიშროების წინაშე აღმოჩნდება და მიხვდება, რომ საქართველოსთან კონტაქტი აუცილებელია, საჭიროა, ამით ზურგს გაიმაგრებს კავკასიაში, თუ არა – წააგებს. ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ამიტომ პირველ ეტაპზე შანტაჟს კი მოუწყობს საქართველოს, რათა მან არ მართოს კავკასია, მაგრამ მერე ხვდებიან რეალობას და ხელს უწყობენ საქართველოს თავისდა სასარგებლოდ; მიხვდებიან, რომ მუსლიმების ნდობა არ შეიძლება არცერთ შემთხვევაში.
ქართული პოლიტიკა უფრო ძლიერი აღმოჩნდება; მუსლიმებთან კეთილი ურთიერთობა და სწორი დიპლომატიური გეზი გადაარჩენს, დიახ, გადაარჩენს საქართველოს!
დაიმახსოვრეთ: ვხედავ, ირანი სომხეთს ძალიან უარყოფითად შეუბრუნდება. აქ რუსეთი თუ არ ჩაერია, სომხეთს ცუდად წაუვა საქმე.
საქართველოს საზღვრები კი იკეტება თითქოს არა საბრძოლო, არამედ სამშვიდობო პოზიციებით, მაგრამ ნატოს ჩარევა ძლიერია სამხედრო ხაზით. რუსებიც მიხვდებიან და საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზა იქნება აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის მომავალში.
ვხედავ, საქართველოში შეიქმნება სამხედრო შტაბი, სადაც ითათბირებენ გენერლები. ისინი სხვადასახვა ენაზე ლაპარაკობენ, ესე იგი, ესენი არიან ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოთა წარმომადგენლები, რომელნიც თათბირობენ აქ, ამ შტაბში. საქართველო ცენტრია, ვხედავ და სათათბირო, რომ შევადარო, ჰგავს, მაგალითად, გაეროს. ამ დროს საქართველოში ახალი მთავრობაა. საოცარი სისწრაფით ლაგდება ყველაფერი.
ირგვლივ ყველაფერი ინგრევა, საქართველო კი ვხედავ, თითქოს ჩაკეტილ რკალშია მომწყვდეული.
...დღეს მსოფლიოს მართავენ შავი ძალები; ძალაუფლება შავი მაგიისა დაფრინავს დედამიწაზე, მაგრამ ეს პერიოდიც მალე გაივლის.
ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მაგრამ პატარა პერიოდით. ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის. ჩინელები მშიშრები არიან, მაგრამ ძალიან ჭკვიანნი.
ამერიკა-კორეის დაპირისპირება ძალიან სერიოზული იქნება. ამას მოყვება დიდი სკანდალები. ეს ატომურ ბომბს შეეხება. დიდი ომის შემდეგ ამერიკა გაიმარჯვებს, ვხედავ. კიდევ კარგი! იმიტომ რომ ამ ომში კორეა სანდო არ არის.
1996 წელი, 17 მარტი
მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაციები ძალიან დაიძაბება. აღმოსავლეთის ქვეყნები ნელ-ნელა პირველ ადგილს იკავებენ. ამერიკა დაბნეულია, ვხედავ: ვეღარ არეგულირებს ჩინეთს, ისრაელს, ირანს, ლიბანს და ა.შ. უთანხმოება აქვს კორეასთან, მაგრამ მალევე ჩააქრობენ სირთულეებს. იაპონიაც აურევს.
საბოლოო ჯამში, ამერიკა კი აჯობებს აღმოსავლეთს, მაგრამ საკუთარ სისუსტესაც გამოამჟღავნებს.
ამერიკის ახალი პრეზიდენტი ურთულესი პიროვნებაა, დიდი ნაციონალისტია. ძალიან დაუპირისპირდება მუსლიმებს, ღია თამაშს დაიწყებს, რომ იტყვიან, რქებით მიაწვება ბოლომდე. ეს ძალიან შეაშინებს აღმოსავლეთის ქვეყნებს და ატეხენ ყვირილს, რომ პრეზიდენტი მუშტით ელაპარაკება მათ და არა პოლიტიკით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სწორი პოზიციაა.
1997 წელი, 22 ივლისი
საქართველო-ირანს შორის მყარი კონტაქტი მყარდება (თურქეთიც შუამავლის როლში იქნება) და აზერბაიჯანმა, სურს თუ არა, უნდა დაგვიბრუნოს კახი, ნუხი და მთელი საინგილო.
1998 წელი, 10 სექტემბერი
რუსეთი ერთ მომენტში, ვხედავ, ირანს დაუპირისპირდება, მაგრამ ურთიერთობები სწრაფად აღდგება. რუსეთს არ მოწონს ირანის სამხედრო პოლიტიკა და შესწორებები შეაქვს, ასე ვთქვათ. ეს დიდ ხმაურს გამოიწვევს, ვხედავთ.
1998 წელი, 19 დეკემბერი
მე უკვე აღვნიშნე 1992-1993 წლებში ამერიკაში „რესპუბლიკელების“ მოსვლა – პიროვნება, რომელიც ძალიან დიდი ნაციონალისტია და თაყვანს სცემს და ერთგულია ქრისტესი, ჯვრისა, ნამდვილი ღვთის გამოგზავნილი რისხვა იქნება მუსლიმებისათვის, ვხედავ.
... ვიმეორებ: ისრაელს დაუპირისპირდებიან ერაყი, ირანი, პალესტინელი არაბები. ისინი ერთიანდებიან, მაგრამ ერაყი და ირანი, როგორც ყოველთვის, ვერ მორიგდებიან საბოლოო ჯამში და აურევენ ყველაფერს ისრაელის სასარგებლოდ.
2004 წელი, 7 ნოემბერი
ვხედავ დიდ ტერორისტულ ცენტრს, სადაც ტერორისტთა ლიდერები იკრიბებიან. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ისინი გაერთიანებულნი არიან. ცენტრი ირანია. იგი გულია მუსლიმური სამყაროსი. ყოველივე იქიდან მოდის. მომავალში ამერიკა ამაზე ალაპარაკდება და ვხედავ, იწყებენ მოქმედებას.
ირანი იძაბება, შიში მოიცავს, რადგან მიხვდებიან, რომ ამერიკა არ ხუმრობს. ეს ყოველივე დაიწყება, როცა ერაყი მშვიდდება. ვხედავ, ერაყში არჩევნები ჩატარდება. მოდის მთავრობა ამერიკული პროგრამით. ხალხი ეგუება, მათ სიმშვიდე სურთ, მობეზრდათ ომი. ერაყი წყნარდება.
ამერიკის პრეზიდენტი უდიდეს პრობლემას გადაჭრის, მათი გეგმა „ერაყი“ სრულდება, მერე კი გზა ირანისკენ მიდის. ვხედავ, ტერორისტებიც ზუსტად იქ ტრიალებენ.
2006 წელი, 2 იანვარი
ფრთხილად! ახლო მომავალში აღმოსავლეთში მხოლოდ იარაღის პოლიტიკა იკავებს ადგილს. მშვიდობა არავის ახსოვს. მუსლიმები ფრთებს შლიან, დიდი გამარჯვების იმედი აქვთ. ისინი ძალიან მაღლა ფრენენ და რეალობას მოწყდნენ. ირანი უტოლდება ამერიკას, რუსეთსაც. ისინი ფიქრობენ, რომ დღეს მათი დროა, რომ ისინი საკმაოდ ძლიერნი არიან, რათა შეებრძოლონ მსოფლიოს. ფრთხილად! მაგრამ მუსლიმებმა სიფრთხილე დაკარგეს, ვხედავ. თანაც ღია თამაშს თამაშობენ და დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკა არ დაარტყამს ირანს. ირანი ცდება! ვხედავ, ამერიკა უცდის, რომ ირანმა კარგად დაანახოს მსოფლიოს საკუთარი სახე, რათა მსოფლიო შეძრწუნდეს მუსლითა ქმედებებისგან (დიდი შიში!), რათა მერე ამერიკა არ გაამტყუნოს. პირიქით, ისინი მოითხოვენ დაცვას ამერიკისგან. ვხედავ, რუსეთიც შეშინდება, ევროპაც. ისინი ერთიანდებიან დიდი ეშმაკის წინააღმდეგ.
მუსლიმური სამყარო სიფრთხილეს კარგავს, ელემენტარულ, დიდ შეცდომებს უშვებს. პირველი უდიდესი შეცდომა, რომელიც მათ წააგებინებს, ის არის, რომ ფიქრობენ, თითქოს ამერიკა დასუსტდა. სიფრთხილე დაკარგეს. მუსლიმები წააგებენ.
ჩემი საქართველო გადარჩება!
2006 წელი, 22 მარტი
ჩინეთ-ირანის ალიანსი მსოფლიოს ააფორიაქებს; პლიუს კორეა. მუსლიმები და ყვითელკანიანები დიდ სიმაღლეებს იპყრობენ თითქოს. მათ სურთ, რომ თავად უკარნახონ მსოფლიოს წესები და მართონ ყველა სასიცოცხლო წერტილი — გაზი, ნავთობი და ა.შ. ეს ყველაფერი მათ ხელშია და ფიქრობენ, ირანს სრული უფლება აქვს, რომ მმართველის ადგილი დაიკავოს მსოფლიოში. მუსლიმები ამით საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანენ. ეს მთელი საქრისტიანოს(და არა მხოლოდ საქრისტიანოს) გააერთიანებს ირანის წინააღმდეგ. ომი გადაწყვეტილია. ჯერჯერობით კი მიუშვებენ, რათა მეტი შეცდომა დაუშვან. მომავალში ირანის ნავთობს ამერიკა(ევროპა?) ეპატრონება. აი ამას მიაღწევენ მუსლიმები თავიანთი უტვინო პოლიტიკით.
2006 წელი, 23 აპრილი
ამერიკა-ევროპა-რუსეთის დაძაბული ურთიერთობა მუსლიმურ სამყაროს ფრთებს ასხამს. ირანი ძალიან თავხედური განცხადებებით გამოვა, რითაც ევროპასაც ძალიან გააღიზიანებს. ამერიკა ირანს არ დაუთმობს არცერთ შემთხვევაში, ვხედავ. ირანზე თავდასხმის გეგმა უკვე შემუშავებულია.
2006 წელი, 30 ნოემბერი
რუსები პოლიტიკაში დიდ შეცდომებს დაუშვებენ, ვხედავ. ბევრი რამ თავში აუვარდებათ, მსოფლიო კი ამის უფლებას არ მისცემს. ფრთხილად! რუსეთი ევროპა-ამერიკას გადაიკიდებს. არც ისე ბევრი გაზი აქვს რუსეთს, რითაც თამაშობს და რაც წაგებით დამთავრდება.
მუსლიმები ქრისტიანებს საერთოდ არ ენდობიან, განსაკუთრებით კი ირანი. რუსეთსა და ირანს შორის შავი კატა გაირბენს. ამას ამერიკა მიაღწევს. რუსეთი წააგებს მსოფლიო პოლიტიკას.
2007 წელი, 10 ოქტომბერი
ახლოსაა ის დრო, როცა მუსლიმები დაარტყამენ „მეგობარ“ რუსეთს. ისინი არ ენდობიან „ქრისტეს შვილებს“ და მყარად სჯერათ, რომ რუსეთი თამაშობს მუსლიმებთან, რათა თვალყური ადევნოს, თუ რა ხდება მათ გულში. ...შეცდომას უშვებენ. როგორც დაამთავრა ერაყმა, ზუსტად ისე დაამთავრებს ირანიც. ეს ასეა ასი პროცენტით. აი ნახავთ. რასაც ახლა ვხედავ, ყველაფერი ასრულდება. მუსლიმებმა სიფრთხილე დაკარგეს. ამერიკა მათ არ აპატიებს.
ამერიკა აღმოსავლეთში მაინც განალაგებს რაკეტებს, ვხედავ, სურს ეს რუსეთს თუ არა. სხვათა შორის, რუსეთისთვისაც მომგებიანია ეს რაღაც ათი პროცენტით, თორემ ამერიკულ რაკეტებს ხომ შეუძლიათ, პირი რუსეთისკენაც მიაქცევინონ?! მაგრამ მათ მეტი გზა არ რჩებათ.
მუსლიმები დიდ საშიშროებას წარმოადგენენ. ეს ორივე სახელმწიფომ კარგად იცის. ამიტომ, ვხედავ, რომ ისინი ყოველდღე აწყობენ შეხვედრებს, მოლაპარაკებებს მართავენ ხან რუსეთში, ხან ამერიკაში. ისინი ასე დარბიან, მუსლიმები კი თვალყურს ადევნებენ. ისინი უძლურნი არიან, მაგრამ ეს არ ესმით, ანუ არ უნდათ, რომ გაიგონ და იწყებენ ომს.
2007 წელი, 22 ოქტომბერი
ამერიკისა და ირანის ურთიერთობა, ვხედავ, არ განიმუხტება — არ სურს ირანს დათმობა. ირანის მთავრობას რუსეთი უჭერს მხარს. რუსეთის პრეზიდენტი მანიპულირებს გაზითა და ნავთობით პოლიტიკაში, მაგრამ ის ვერ წარმოუდგენია „დიდი რუსეთის“ მთავრობას, რომ თუ მთელი მსოფლიო დაუპირისპირდება, გადაიქცევა პატარა რუსეთად. ფრთხილად! თუ „ოქროს ურდო“ ოთხასი წელი მეფობდა რუსეთში, დღეს ცივილურად ამერიკა და ევროპაც შეძლებს მეფობას. ეს ძალიან საშიშია. რუსეთის მთავრობას ვურჩევთ დაფიქრდნენ.
რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები ძალიან, ძალიან დაიძაბება. ვერც კი წარმოიდგენთ, ისე. ისინი უკვე ხმამაღლა დაიწყებენ ერთმანეთის ლანძღვას, კარგავენ დიპლომატიას, მათ ვერავინ გააშველებს. ირანი კი სარგებლობს ამ დაძაბული ურთიერთობით და უკან არ იხევს — გამძვინვარებულ ლომს დაღებულ ხახაში უყოფს თავს. ამერიკა რას იზამს? ასი პროცენტით დაარტყამს ირანს, რომელიც იმედოვნებდა, რომ ამერიკას არ სცალია მათთვის. ეს იციან ამერიკელებმა და ვხედავ, მათ მოქმედების სულ სხვა გეგმები აქვთ, რომელიც გამარჯვებას მოუტანთ. რუსეთი კი წააგებს. ისინი იწყებენ თამაშს და მუსლიმები არ აპატიებენ — მათ წინააღმდეგ მოიმართებიან.
2007 წელი, 25 ოქტომბერი
აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობები დაიძაბება. აქ რუსეთ-ირანის ურთიერთობებში შეუთანხმებლობას ვხედავ. ირანი მიიჩნევს, რომ ეს მხარე მას ეკუთვნის და დიდი ლაპარაკები ატყდება ამის ირგვლივ.
საერთოდ აზერბაიჯანი ძალიან დაიძაბება. ვხედავ ტერაქტებს. მუსლიმები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ვხედავ, ირანი ცდილობს გავლენა იქონიოს აზერბაიჯანზე და პოლიტიკური ხაზით ცდილობს ჩარევას, ანუ ოპოზიციის მომაგრებას. ირანი აპირებს საკუთარი ოპოზიცია მოიყვანონ სათავეში და მთელი ქვეყნის მართვის სადავეები ხელში აიღონ პოლიტიკური გზით! რუსეთი დიდ წინააღმდეგობას გაუწევს. აი აქ ჩნდება პირველი დიდი ბზარი ირანთან დამოკიდებულებაში. ირანი პირველ ეტაპზე წააგებს.
...მომავალში, ვხედავ, აზერბაიჯანში ირანის გავლენა დიდია, მაგრამ ხალხი არ მიიღებს მათ ბოლომდე.
...დაძაბულობა ამერიკასა და ირანს შორის კულმინაციას მიაღწევს. ამერიკა დაარტყამს ირანს ასი პროცენტით. აი ნახავთ.
2007 წელი, 26 ოქტომბერი
მუსლიმები ომს უცხადებენ მსოფლიოს. ისინი განახორციელებენ გაუგონარ ტერორებს. მათი გეგმა, ვხედავ, ასეთია: მსოფლიოს მნიშვნელოვან ქალაქებში, ხალხმრავალ ადგილებში ერთდროულად მოახდინონ ძლიერი აფეთქებები. ფრთხილად!
მსოფლიოს ახალი ტერორისტული დაჯგუფებები მოევლინება. ყველაფერში გარეულია ირანი. დრო თითქოს იწელება, მაგრამ ირანი ომს ვერ აიცილებს, ამერიკა არ დაუთმობს ირანს. რუსებიც აქტიურობას შეანელებენ. თითქოს ხვდებიან უკვე, რომ მუსლიმები ძალზე საშიშნი არიან.
ვხედავ, ამერიკა იწყებს ბრძოლას: ურთიერთობები ევროპასთან, რუსეთთან, ეკონომიკა, რომელიც საგრძნობლად იწევს დაბლა და ა.შ. ადრე ვიწინასწარმეტყველე, ევროპა-რუსეთის ურთიერთობაში დიდი ბზარი ჩნდება გაზთან და ნავთობთან დაკავშირებით-მეთქი. ეს სრულდება და იწვევს ქაოსს.
აქ კი ვხედავ, რომ საქართველოს როლი მნიშვნელოვანი იქნება ევროპისათვის. დიახ, რადგან გაზსადენი მილები საქართველოს ტერიტორიას გადაკვეთს და შეუერთდება ევროპას.
2007 წელი, 5 დეკემბერი
...მუსლიმები უკან არ იხევენ. ისინი სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ მსოფლიო პოლიტიკაში. ირანის მთავრობა, ვხედავ, ცდილობს აქტიურად შემოვიდეს საქართველოსთან ურთიერთობაში. ძალიან ბევრი რამ იქნება ხილული. ამერიკას ეს არ მოსწონს, მაგრამ ვერ ჩაერევა.
საოცარია, ვხედავ, ირანი მომავალში საქართველოს არ დაუპირისპირდება. ირანის მთავრობაში ძალიან ბევრი ქართველია. დიახ, ეს ასეა. ამაზე ტელევიზიითაც იტყვიან.
2008 წელი, 23 იანვარი
ადრე ვიწინასწარმეტყველე, კახს, ნუხსა და მთელ საინგილოს საქართველო იბრუნებს ირანის მეშვეობით-მეთქი. ეს ასი პროცენტით ასრულდება, აი ნახავთ!
2008 წელი, 27 იანვარი
ვხედავ, ამერიკა სერიოზულ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს მსოფლიო პოლიტიკაში. ეს ასეც უნდა მოხდეს. ამერიკა პირველობას არავის დაუთმობს. უხილავი ბრძოლები იმართება და ამერიკა გაიმარჯვებს. ისინი მოულოდნელ, დიდ ნახტომს აკეთებენ ეკონომიკაში. დიახ, ეს ამერიკაა! ასეთი სერიოზული ცვლილებები დიდ როლს ითამაშებს აღმოსავლეთზეც, მუსლიმებზე, რომელთაც დასუსტებული (თითქოს!) ამერიკა, რა თქმა უნდა, აწყობთ. ეს ყველაფერი ტყულია. ამერიკა კლანჭებს გამოაჩენს.
ირანი ისევ განაგრძობს ბირთვული იარაღის შექმნას, რუსეთი კი ვითომ ნეიტრალიტეტს იკავებს. ამ დროს რთულ ინფლაციაში მყოფი ამერიკა უდიდეს დარტყმას მიაყენებს მტრებს, ესე იგი, დაარტყამს ირანს; არც დაფიქრდება ამერიკის პრეზიდენტი. მსოფლიო ხმასაც ვერ ამოიღებს და აღსრულდება წინასწარმეტყველება — მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია!
2008 წელი, 7 თებერვალი
...მსოფლიოში კი სერიოზული ძვრებია პოლიტიკაში. დიდად დაიძაბება ამერიკა-ირანის ურთიერთობები. ირანი არ ჩერდება, დიდი გული აქვთ. ფრთხილად!
ამერიკა, ვხედავ, იძულებულია, დაარტყას ირანს. ეს მესამე მსოფლიო ომია, იცოდეთ!
2008 წელი, 10 მარტი
ვხედავ, ირანი ისევ გამოაჩენს ბრჭყალებს. ეს დიდი პოლიტიკური შეცდომაა. ამერიკაც ამას ელოდება, რათა ჰქონდეს საბაბი, გაამართლოს საკუთარი ქმედებები. ვხედავ, თავიდან იწყებენ გარჩევებს. ამერიკა ისევ ადანაშაულებს ირანს ატომთან დაკავშირებით და ბოლოს ყოველივ იმით მთავრდება, ვხედავ, რომ ამერიკა დაბომბავს ირანს. წერტილოვან იერიშს განახორციელებენ, ბომბავენ იმ ადგილს, სადაც ეგულებათ ის ლაბორატორიები, რომლებიც ირანის მთავრობის განცხადებით, თითქოს არ არსებობს. ვხედავ, ეს დიდი ტყუილი იყო. ირანი იარაღდება და ის, რაც მათ სურთ მთელი ცხოვრება — ეს ბირთვული იარაღია.
მოკლედ, ამერიკა, ვხედავ, მომავალში დროს არ კარგავს და სწორიც არის. თუ დრო დაკარგა და მუსლიმებს დაუთმო, საკუთარ სახლში აუფეთქებენ „ატომს“.
ბედის ირონია! ამერიკა საბჭოთა კავშირს, რუსეთს უფრთხოდა და უმთავრესი მტერი კი მათთვის ყოველთვის მუსლიმები — ირანი იყო. ამ ბრძოლას, ვხედავ, მაინც ამერიკა მოიგებს. ისინი მომავალში აღადგენენ შაჰის დინასტიას, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკას გაატარებს. მანამდე კი მსოფლიოს, ევროპასა და ამერიკას წინ მესამე მსოფლიო ომი ელით.

თქვენ კი გაიხსენეთ, როგორ აუარეს მონღოლებმა გვერდი საქართველოს თამარის ვაჟის — ლაშარელას მეფობისას და როგორ დალაშქრეს ლამის ნახევარი ევროპა. ისტორია ზუსტად მეორდება, ვხედავ: სწორედ ასე აუვლიან მუსლიმები გვერდს საქართველოს. ეს უფლის ნებით მოხდება და ჩემი საქართველო გადარჩება! ამინ!

2008 წელი, 9 აპრილი
ვხედავ, ირანში დიდი არეულობები დაიწყება. ყველაფერი კი ამერიკიდან მოდის. იქნება ტერორები. საერთოდ, იმას, რომ ირანს ჰქონდეს „ატომი“, თვითონ კოსმოსი, უფალი არ დაუშვებს.
საინტერესო ფაქტს ვხედავ მომავალში: შიგ ირანის გულში მოხდება აფეთქება — სუსტი, არაძლიერი, ღმერთის წყალობით, ვინაიდან ყოველივე არ იქნება კარგად გააზრებულ-გაკეთებული, ორგანიზებული და რასაც სხვისთვის მოინდომებენ, ღმერთი საკუთარ სახლში აუფეთქებს. ეს ნიშანია უფლისგან.
ამერიკას კი ხელფეხი ეხსნებდა. ვხედავ, ყვირის, რომ ისინი მართლები იყვნენ. აქ რუსეთიც ხვდება, თუ რამხელა საშიშროებას წარმოადგენენ მუსლიმები.
ყველაფერი დაიძაბება, განსაკუთრებით აზია, აღმოსავლეთის მუსლიმები. ისინი შეეცდებიან, რომ ნავთობი, გაზი და სხვ. შეუწყვიტონ ევროპას, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ომებს იწყებენ და როგორც ყოველთვის, წააგებენ.
ვხედავ, ამერიკა მოახდენს ძალიან სერიოზულ, დიდ ზეწოლებს ამ საკითხში. „დიდი რუსეთიც“ უკვე საკმაოდ დაშინებულია და მიდის დათმობებზე. აი აქ, ამ დიდ თამაშში, ვხედავ, საქართველო მოიგებს — ერთადერთი ქრისტიანული სახელმწიფო, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო აზიაში, ახლო აღმოსავლეთში.
აფხაზეთი და სამაჩაბლო — ეს განუყოფელი ნაწილია საქართველოსი და რჩება სამუდამოდ საქართველოს ტერიტორიად ასი პროცენტით. ამინ! ასევე ის ტერიტორიებიც, რომლებიც ადრე დაკარგულად მიიჩნეოდა — საინგილო და, ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს: რუსეთმა ჩვენი სოჭი უნდა დაგვიბრუნოს! აი, რაზე აყვირდება საქართველო აუცილებლად.
2008 წელი, 8 მაისი
ვხედავ, ამერიკა ერაყიდან ჯარებს მანამ არ გაიყვანს, სანამ ერაყის მთავრობაში თავის ფრთას ბოლომდე არ გაამაგრებს. ასეც მოხდება. ვხედავ ომებს და ისევ ომებს. ის, რაც ირანიდან მოდის, უნდა შეაჩერონ თუნდაც ომის ფასად, რაც ამერიკას გადაწყვეტილიც აქვს. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე და ასრულდება. ამერიკა, ვიმეორებ, მაინც დაარტყამს ირანს, იძულებული გახდება.
აღმოსავლეთი ძალიან დაიძაბება. ვხედავ, ყველა იბრძვის, ყველგან ომია. ეს სულ სხვა ომია — საშიშია და არა მსგავსი წარსულისა. ფრთხილად, მუსლიმები გაერთიანდებიან!
2008 წელი, 23 ივნისი
...აღმოსავლეთი კი იძაბება. ირანი უკან არ იხევს. მათ თავხედობას არ აქვს საზღვარი. მაგრამ არც ამერიკა იხევს უკან და ასი პროცენტით დაარტყამს ირანს. ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი. არც ევროპა დაიხევს უკან. ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული, თუ რა საშიშროებას წარმოადგენს მსოფლიოსთვის ირანი. დღეს მსოფლიო უკვე დადგა მესამე მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე.
რუსეთს ნუ ჰგონია, რომ ამ ომიდან სუფთად გამოძვრება. ძალიანაც რომ მოინდომონ, ვერაფერს გახდებიან.
საქართველო კი აიცილებს ომს, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე. ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით. მსოფლიო აფორიაქებულია მომავალში, ჩემს საქართველოში კი სიმშვიდეა.
2008 წელი, 22 ოქტომბერი
...რუსეთი წააგებს დიდ პოლიტიკას აზიაში, აღმოსავლეთში, ირანთან, ჩინეთთან, კორეასთან. ისინი არ ენდობიან რუსებს. დიახ, რუსეთმა მსოფლიოს წინაშე უნდობლობა დათესა, ჩატეხა ის პოლიტიკური ხიდები, რომლებიც მას ჰაერივით სჭირდებოდა.
2008 წელი, 1 ნოემბერი
...რუსეთის აგრესია პიკს აღწევს. ამ აგრესიული პოლიტიკის გატარებას არც ირანი და არც თურქეთი არ აპატიებს და საერთოდ, რუსებს ბრალს დასდებენ მუსლიმების გენოციდში. დიახ, ირანი პირდაპირ განაცხადებს ამას. რუსეთი ძალიან რთულ სიტუაციაში, ანუ ჩიხში აღმოჩნდება. აზიაში რუსული პოლიტიკა, ვხედავ, საბოლოოდ დასამარდება. მსოფლიო ნათლად ხედავს, რუსეთი ის ძალა აღარაა, რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს; რომ დღეს უკვე ნახევრად დაშლილია და ბოლომდე დაიშლება მათი იმპერია. თუმცა მანამდე ბევრ რამეს გაუფუჭებს სხვებსაც და საკუთარ თავსაც.
2008 წელი, 12 ნოემბერი
ამერიკა პოზიციებს იმყარებს. დიდი ცვლილებები იქნება, მაგრამ არა რუსეთის სასარგებლოდ. პირიქით, მოქმედების სტრატეგიული გეგმებია შემუშავებული და ეს ევროპასაც გამოაღვიძებს. სტრატეგიული გეგმები არსებობს ასევე ირანთან მიმართებაშიც. „ბალისტიკური რაკეტები აღწევს ამერიკას. ირანს შეუძლია ამერიკა დაბომბოს!“ — ყვირის რუსეთი. ბოლოს და ბოლოს, ირანი მიაღწევს იმას, რომ ამერიკა ასი პროცენტით დაარტყმას მას და ეს ამერიკელი ხალხის დიდი სურვილიც იქნება. კოსმოსი ფაქტის წინაშე აყენებს ამერიკელ ხალხს: თუ თავი არ დაიცავი, დემოკრატია ფასს კარგავს! ამისათვის რუსეთ-საქართველოს მაგალითიც კმარა.
მოკლედ, დიდი, მართლა სერიოზული დაპირისპირება წავა დასავლეთ-ამერიკასა და „დიდ რუსეთს“ შორის და ვხედავ, რომ ამერიკა რუსეთს შიგნიდან დაარღვევს. ამერიკის მთავრობა დიდ საშიშროებას წარმოადგენს ირანის, რუსეთისა და საერთოდ, ყველასთვის. ამერიკა იყო მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა და ასეთად რჩება მომავალშიც — მსოფლიო ლიდერად. ასე რომ, მალე დაიწყება დიდი, მსოფლიო პოლიტიკური თამაშები.
რუსები უდიდეს დარტმას მიიღებენ. ვხედავ, ამერიკა მათ არაფერს დაუთმობს, განსაკუთრებით, საქართველოსთან მიმართებაში.
2008 წელი, 21 ნოემბერი
ვხედავ, აზიის ყველა ენერგორესურსი გაივლის კავკასიაზე — მხოლოდ საქართველოს „აბრეშუმის გზით“. ეს ჯერ კიდევ 1990-1992 წლებში ვიწინასწარმეტყველე. ვხედავ, რა თქმა უნდა, ირანი ყველაზე მეტად იაქტიურებს, რომ ევროპაზე მხოლოდ საქართველოზე გავლით გავიდნენ, ვინაიდან ეს ყველაზე მოკლე და მოგებიანი გზაა ირანისთვის.
2008 წელი, 5 დეკემბერი
...შავი ზღვის ზოლი, ანუ საქართველო, დასავლეთისთვის გადამრჩენელი ალტერნატივაა, ასე რომ, არც დასავლეთი და არც ამერიკა არ დათმობს საქართველოს. მთავარი მათთვის ის არის, რომ იხილონ დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო ძლიერი ჯარითა და ძლიერი ეკონომიკით და ეს ასეც ასრულდება ასი პროცენტით.
საქართველო მთელ კავკასიას სჭირდება, განსაკუთრებით, აზერბაიჯანს. სასომხეთს ხომ ჰაერივით სჭირდება და ასევე ირანს, თურქეთს და ა.შ. საქართველოსკენ ილტვის ჩრდილოეთ კავკასიაც და ამას რუსეთი ვეღარ შეაჩერებს.
2008 წელი, 23 დეკემბერი
რუსეთი ისეთ შეცდომებს უშვებს, რომლებიც ამერიკის წისქვილზე ასხამს წყალს. რუსები იმ მცდელობებით, რომ ითანამშრომლონ მუსლიმებთან სამხედრო ხაზითა და ენერგორესურსების კუთხით, უდიდეს შეცდომას უშვებენ. ქრისტიანული რუსეთი ალიანსში შედის მუსლიმებთან, რათა ერთმორწმუნე ქვეყნები გაანადგუროს და ამას კოსმოსი არცერთ შემთხვევაში არ აპატიებს.
დასავლეთი, ვხედავთ, შეშფოთებულია რუსული პოლიტიკით ენერგორესურსებთან დაკავშირებით. მუსლიმებთან შეთანხმებით — რუსულ-ირანული და სხვათა ალიანსით ნავთობსა და გაზთან დაკავშირებით — რუსეთი გვევლინება ენერგო-რესურსების გაერთიანებული, მუსლიმურ-რუსული კომპანიის „მთავარსარდლად“. მაგრამ წინასწარმეტყველება ასეთია: რუსეთი ამ მოლაპარაკებებში წააგებს, მუსლიმები უღალატებენ. რუსეთს საკუთარი, განსაკუთრებული ინტერესები აქვს, რასაც ირანი, საბოლოო ჯამში, არ მიიღებს, ვხედავთ. პირველობას რუსებს არავინ დაუთმობს, მერწმუნეთ. ენერგორესურსებით რუსეთი დასავლეთსა და სხვა ქვეყნებს ვერ დაიმორჩილებს. მეტიც: დასავლეთი უფრო აქტიურად ჩაერევა, ვხედავთ, იმ პროექტებში, რომლებიც საქართველოს უკავშირდება.
2009 წელი, 14 ივნისი
ვხედავ, მომავალში ირანში დიდი არეულობები მოხდება. ირანის პრეზიდენტს სერიოზული ოპოზიცია ჰყავს. იქნება დიდი დაპირისპირებები, რაზეც მთელი მსოფლიო ალაპარაკდება, და ბოლოს ოპოზიცია გაიმარჯვებს. მაგრამ ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდება, რაც ირანის პრეზიდენტი უდიდეს შეცდომებს დაუშვებს.
პირველი დიდი შეცდომაა კონტაქტი რუსეთთან, რაც კრახამდე მიიყვანს ირანის ისედაც დაძაბულ პოლიტიკას და მესამე მსოფლიო ომიც თითქოს აქედან იწყება. ასე ფიქრობს მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა. ყველაფერი ისევ ირანთან მოიყრის თავს. იგივე მეორდება, რაც წარსულში იყო. ირანის პრეზიდენტი იგივე კურსით მიდის, ისევ რუსეთი – თავისი თამაშებით, ისევ ღიზიანდება ამერიკა და მისი ახალი პრეზიდენტი განაგრძობს წინა პრეზიდენტების მიერ დაწყებულ პოლიტიკას. „ახალმა პრეზიდენტმა არაფერი შეცვალა. პირიქით, იგი უფრო მძიმე პოლიტიკას ატარებს, ვიდრე მისი წინამორბედნი“, – აცხადებენ მუსლიმები.
მოკლედ, ყველაფერი ისევ აირევა, თუმცა, დაწყობილი ურთიერთობები არც ყოფილა. ბევრი რამ მოხდება, მაგრამ მსოფლიო კიდევ ერთ ომს ვერ აიცილებს.
2009 წელი, 21 ივნისი
ევროპა ხმას აიმაღლებს ირანში დაწყებულ ამბოხებასთან დაკავშირებით, რომ იქ ადამიანის უფლებები ირღვევა და ა.შ. როგორც იციან ხოლმე. მაგრამ ირანის მთავრობა უხეშად განაცხადებს, რომ ვერცერთი ქვეყანა ირანის საშინაო საქმეებში ცხვირს ვერ ჩაყოფს და ევროპას ეს საერთოდ არ ეკითხება.
მომავალში ირანი ბოლომდე არ დაწყნარდება. ვხედავ მიტინგებს, რომელთაც უმოწყალოდ არბევენ. მაგრამ ირანის მთავრობა ბოლომდე ვერ მიატანს. ბევრი რამ შეიცვლება. ირანის მოსახლეობას აღარ სურს ასეთი ცხოვრება და მიილტვის თავისუფლებისკენ. ვხედავ დიდ ცვლილებებს.
რუსეთი, ვხედავ, ცდილობს, ვითომ მშვიდობის მტრედის როლი შეასრულოს და ირანის პოლიტიკაში იწყებს მოქმედებას, მაგრამ არაფერი გამოუვა. ირანის მთავრობა რუსებს არ ენდობა და მათაც ისეთივე პასუხით გაისტუმრებენ, როგორითაც ევროპელები გაისტუმრეს. ამაში ამერიკის ხელი ურევია. ირანის პოლიტიკას ამერიკა დააწყობს ისე, როგორც დაგეგმილი ჰქონდა...
რუსეთს იმედები გაუცრუვდება. საქართველოს მიმართ არც ევროპა და არც ამერიკა ყურადღებას არ მოადუნებენ, პირიქით.
მათ კარგად უწყიან, თუ როგორაა რუსეთი ჩასაფრებული, რომ ეგებ ირანი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცეს და კავკასია თვალთახედვის მიღმა აღმოჩნდეს, რათა რუსეთმა ჩანაფიქრი განახორციელოს საქართველოში. მაგრამ ყველა ეს ავანტიურა კარგად მოეხსენებათ ამერიკა-ევროპას და უფრო მეტ ყურადღებასა და დროს დაუთმობენ საქართველოს საკითხს რუსეთის დასანახად...

ვიმეორებ: ირანში გადატრიალება არაფრით ემუქრება საქართველოს!

2009 წელი, 24 ივნისი
მსოფლიო კიდევ უფრო მეტად დაიძაბება. ყველგან დაძაბულობაა, მესამე მსოფლიო ომის პირასაა ყველაფერი მისული. ასეა, ბედისწერას ვერავინ აცდება, ვერც ადამიანები და ვერც ქვეყნები.
ვხედავ, ჩრდილოეთ კორეის ის განცხადებები, რომელთაც იგი ამერიკის წინააღმდეგ აკეთებს, ძალიან ჰგავს რუსეთის მთავრობის თავხედურ განცხადებებს ევროპისა და ამერიკის მიმართ; საქართველოზე აღარ ვლაპარაკობ. პირდაპირ ვხედავ, რომ ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკაში რუსეთის ხელი ურევია, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს ჩრდილოეთ კორეას მომავალში. მათი მუქარა, რომ ამერიკას გაანადგურებენ, დიდი პროვოკაციაა და ეს ყოველივე რუსეთის დიდ ინტერესებში შედის — ანუ ომი, რომელიც ამერიკას აგრესორად წარმოაჩენს, მერე ამერიკა დაკავდება ამ ომით და ვიღას ემახსოვრება კავკასია და ევროპის ქვეყნები? აქ ჩაერთვება ირანიც და რუსეთი, მათი მთავრობის წარმოსახვით, დაიკავებს ზესახელმწიფოს ადგილს... ვხედავ, ეს არ მოხდება, მაგრამ ასეთი პოლიტიკა გამოიწვევს სხვა ქვეყნების გათამამებას, ირღვევა ბალანსი და იწყება მესამე მსოფლიო ომი.
ამერიკა ძალიან მკაცრ პოლიტიკას გაატარებს ჩრდილოეთ კორეის მიმართ. იქნება დიდი მოლაპარაკებები და, ასე ვთქვათ, პირველ ეტაპს, ამერიკა მოუგებს ჩრდილოეთ კორეას – ადგილზე მოსვამს ლამაზად.

ამის პარალელურად, ამერიკელები საქართველოზეც მუშაობენ და ვხედავ, ძალიან დააჩქარებენ საქართველოს ინტეგრაციას ნატოში. ეს უკვე რუსეთის ჯიბრზე, ზუსტად იმ პოლიტიკის საპასუხოდ მოხდება, რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში ატარებენ რუსები.

2009 წელი, 8 ივლისი
რუსეთი ერთვება კორეის, ირანის, ავღანეთის საკითხებშიც და თანაც ძალიან აქტიურად. აქ ამერიკასთანაც შეთახმებაა ერთობლივი მოქმედებისა, რათა დიდი ომის საშიშროება განმუხტონ. მაგრამ, როგორც ყოველთვის, რუსეთი ორმაგ თამაშს თამაშობს და, როგორც ყოველთვის, ამერიკა არ ენდობა მას, სულ სხვა სცენარები აქვთ შემუშავებული მუსლიმურ პოლიტიკაში.
2009 წელი, 8 ოქტომბერი
...ადრე აღვნიშნე, რომ ირანი აღარ ენდობა რუსეთს, ვთქვი, რომ რუსების მიმართ „ესენგეს“ ყოფილი ქვეყნებიც უარყოფას გამოთქვამენ. ჰოდა, ყველაფერი ერთდროულად დაიწყება. ამ ყველაფრის შეჩერების გასაღები კი საქართველოა.
ჩვენ კი ვიბრუნებთ ტერიტორიებს ასი პროცენტით და ქართველებიც სახლებში ბრუნდებიან, მაგრამ ვხედავ, რომ კავკასიის ომები მაინც დაიწყება და რუსეთს საქართველოსთვის არ ეცხელება. რუსეთი საკუთარ ტერიტორიებს კარგავს. ეს ომი პატარა არ გეგონოთ. მასში ძლიერი მუსლიმური ქვეყნებიც არიან ჩართულნი, რომლებიც ერთმორწმუნე ალაჰის შვილებს ეხმარებიან.
მოდის დრო, როცა რუსეთი საქართველოს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში დახმარებას მოსთხოვს, დიახ, დახმარებას!
მსოფლიოში მესამე მსოფლიო ომის სუნი დატრიალდება.
...ამერიკა ჩვეულ პოლიტიკურ რიტმს დაუბრუნდება. სამშვიდობო პოლიტიკა მათ არ გამოადგათ. საქართველოში წაგება ამერიკისთვის უდიდესი პოლიტიკური მარცხი იქნება, რაც მსოფლიო პოლიტიკაში მათთვის ძალიან დიდი კრახია. თუ დღეს კარგად ვერ აცნობიერებენ ამას, ძალიან ახლო მომავალში ყველაფერს მიხვდებიან და საქართველოსთან თამაშს შეწყვეტენ. ასევე ევროპაც. დროა, გამოფხიზლდნენ!
...მოკლედ, მსოფლიო პოლიტიკაში დიდი და სერიოზული ვნებათაღელვები იწყება. ეს კი, ვხედავ, საქართველოსთვის ძალიან მოგებიანია.
2009 წელი, 5 ნოემბერი
ვხედავ, მსოფლიო ძალიან აფორიაქდება იმ „ქიმიური მოწამვლებით“, რასაც არქმევენ ღორის გრიპს, ქათმის გრიპს და ასე შემდეგ. ვხედავ, ეს არის ბაქტერიული – ქიმიური ომი. დიახ, ეს ასეა. მალე ყველა ამაზე კი არ ალაპარაკდება, არამედ აყვირდება, იმიტომ, რომ ეს ვირუსები ყველგან ვრცელდება, ყველგან შეაღწევს და ამას ვერავინ შეაჩერებს.
...საქართველოს ამ ქიმიური ნივთიერებებით ვერ გაწყვეტს მტერი. პირიქით, ჩემი საქართველო გადარჩება. კოსმოსი ნიღაბს ჩამოხსნის იმ ქვეყანას, რომელიც აწარმოებს ქიმიურ ომს. ვხედავ, აქ რუსეთი და ირანი დასახელდებიან მომავალში.
2009 წელი, 16 ნოემბერი
ამერიკა რუსეთ-ირანის ურთიერთობებს გაართულებს, რუსეთის გავლენას ძალიან შეასუსტებს აღმოსავლეთ აზიაში – თითქმის ყველგან. რუსეთს არავინ ენდობა. ირანი მომავალში, ვხედავ, დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს რუსეთის მიმართ; ასევე სხვა მუსლიმური ქვეყნებიც.
2009 წელი, 20 ნოემბერი
ამერიკის მთავრობაში ვხედავ, მომავალში დიდი ცვლილებები იქნება. ეს აუცილებელიცაა. მთელი ამერიკა ხვდება, რომ ძლიერი ხელია საჭირო, თორემ ირანი ისე გათავხედდება, რომ რაკეტებსაც კი დაუშენს ამერიკას. იქნება დიდი გარჩევები და ბოლოს ყველაფერი დიდი ომით დამთავრდება. ფრთხილად! მუსლიმები დამარცხდებიან, მართალია, მაგრამ ომი მაინც საშინელებაა. თუმცა ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდება.
2010 წელი, 12 თებერვალი
მსოფლიო დიდი საშიშროების წინაშე დგას და ეს საშიშროება, ვიმეორებ, რუსეთია ირანთან ერთად.

...როცა 1992 წელს მესამე მსოფლიო ომი ვიხილე და იქვე ისიც დავინახე, რა მდგომარეობაში იქნებოდა ჩემი საქართველო იმ დროს, მაშინ აღვნიშნე: დღეს არც კი იცით, ხალხო, თუ რა ძვირფას, რაოდენ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას მაწვდის და მანახებს კოსმოსი ჩემს საქართველოზე, ამას მერე მიხვდებით, როცა ყველაფერი დაიწყება, მიხვდებით, თუ რაოდენ სასიცოცხლო მნიშვნელობის წინასწარმეტყველებაა ეს-მეთქი.

გაიგეთ, ადამიანებო, ეს ყველაფერი ძალზე მნიშვნელოვანია და რაც მთავარია, ყველაფერი ასრულდება ასი პროცენტით.
... ვხედავ, რუსეთის პოლიტიკური ანალიზები ევროპა-ამერიკასთან მიმართებაში ძალიან მცდარია. რუსეთი ფიქრობს, თითქოს ამერიკა იმდენადაა დაკავებული ავღანეთით, ერაყითა და ირანის პრობლემებით, იმდენად რთული პოლიტიკური ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ რუსეთის მიერ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში, უკრაინასა და ყოფილი საბჭოთა კავშირისა თუ სხვა ქვეყნებში წარმოებული პოლიტიკის მიმართ ყურადღებას მოასუსტებს, ვინაიდან მას არ ეცლება. ეს აბსურდია!
არც ავღანეთის, არც ერაყისა და ირანის პრობლემები ამერიკას ხელს არ უშლის, რათა ყველა გეგმა, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში დაისახა, აასრულოს. ის, რაც მოხდება, მსოფლიოს კვლავ დაანახებს, რომ იგი ისევ ზესახელმწიფოა, წამყვანი სახელმწიფო მსოფლიოში! დიახ, ასეა. შეჩერება და რაიმეს დათმობა დღეს არ შეიძლება. ვხედავ, ასე ფიქრობს ამერიკა, რაც აბსოლუტურად სწორია.
2010 წელი, 5 მარტი
ვხედავ, რუსეთი ირანთან ჩუმად აწარმოებს მოლაპარაკებებს ურანთან დაკავშირებით. ეს არ დაიმალება და ყველაფერი გახმიანდება. მოკლედ, არაფერი დაიმალება, ყველას ჩამოეხსნება ნიღაბი.
მსოფლიო აირევა. ვინ რა პოლიტიკას თამაშობს, კაცმა არ იცის. ყველაფერი მესამე მსოფლიო ომისკენ მიდის. ვხედავ, ეს ომი ბევრ ქვეყანას ჭკუას ასწავლის, განსაკუთრებით კი რუსეთს, რომელთა პოლიტიკამაც ყველაფერი ომისკენ წაიყვანა და ამას საკუთარ სახლში იწვნევენ.
2010 წელი, 25 ივლისი
...ვხედავ ამერიკის უფრო ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ეს მხარდაჭერა ზუსტად საქმიდან გამომდინარე იქნება და ყველასათვის ხილული. ეს რუსეთსაც კი გააოცებს. რუსეთი ნამდვილად არ ფიქრობდა, რომ ამერიკის მთავრობა ასეთ სერიოზულ, საქმით გამოხატულ პოლიტიკას გაატარებდა საქართველოსთან მიმართებაში. ვხედავ, ბოლოს და ბოლოს, რუსეთი საბოლოოდ რწმუნდება, რომ ამერიკა არ დათმობს საქართველოს და ამიტომ საჭიროა და აუცილებელიც, მთლიანი პოლიტიკა შეცვალონ, განსაკუთრებით, საქართველოსთან მიმართებაში...
ამერიკის მთავრობა იცვლება. ვხედავ, სათავეში „რესპუბლიკელები“ მოდიან და ეს ძალიან სჭირდება ამერიკას...
ვხედავ, ირანი მასხარად იგდებს ამერიკის პრეზიდენტს. თურქეთიც გაურკვეველ პოლიტიკას ითამაშებს, განსაკუთრებით, შავ ზღვასთან დაკავშირებით. ამიტომ ამერიკა მკაცრად დასვამს ბოსფორის სრუტის საკითხს, რათა ეს გასაღები ჩამოართვას თურქეთს და ბოსფორის სრუტე გამოცხადდეს საერთაშორისო, თავისუფალ ზონად და არა თურქეთის საკუთრებად, რომელიც შავ ზღვაში ან შეგიშვებს, ან არა...
მომავალში, ვხედავ, ამერიკის ახალი პრეზიდენტი საქართველოს თემას უფრო წინ წამოწევს. ამ პოლიტიკურ ოკეანეში — აბობოქრებულ ოკეანეში — ჩემი ქვეყანა არ იძირება. პირიქით, ნელ-ნელა მიზანმიმართულად მოქმედებს და გავიმარჯვებთ კიდეც. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩაგვძირონ.
დიახ, ვიმეორებ ასჯერ დანახულს: უზარმაზარი კოსმიური ენერგიები იცავს ჩემს ქვეყანას — საქართველოს. ეს ხუმრობა არაა!
...ვხედავ, მომავალში ევროპა ძალიან სერიოზულად დაუპირისპირდება რუსეთს. ისინი იწყებენ სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებას რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. პარალელურად, ნატო კიდევ უფრო აფართოვებს არეალს ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ქმნის ბაზებს, იდგმება თანამედროვე სამხედრო რაკეტები, ასევე თვითმფრინავები და სამხედრო ხომალდები შავ ზღვაზე. ვხედავ, რუსეთი გაცოფებულია, მაგრამ ვერაფერს გახდება. თითქოს მთელი დედამიწა მათ წინააღმდეგ მოიმართა. შავ ზღვაზე კი ნატო უპირატესობას საქართველოს ანიჭებს, როგორც სამხედრო პარტნიორს. მომავალში კი საქართველოს შავი ზღვის ზოლს ნატოს სამხედრო გემები გააკონტროლებენ საქართველოს დროშის ქვეშ.
...რუსეთს სერიოზული დაძაბულობა ექნება ირანთან. თითქოს ცდილობენ, შეცდომები გამოასწორონ და ამერიკა-ევროპას პოლიტიკური დარტყმა მიაყენონ, ანუ სამაგიერო გადაუხადონ. მაგრამ ესეც დიდი შეცდომა იქნება რუსეთის მხრიდან, ვინაიდან, ვხედავ, მომავალში სწორედ ირანი დაარტყამს რუსეთს.
ვხედავ, მომავალში მსოფლიო უნდა გადანაწილდეს. ეს გარდაუვალი პროცესია. ძლიერი გადარჩება. ვხედავ, რომ ეს ომები მუსლიმურ სამყაროს კარგს არაფერს მოუტანს. ის თავდაჯერებულება, რომ ძლიერები არიან და მზად არიან ომისთვის პირველობის მოსაპოვებლად, უდიდესი შეცდომაა მათი მხრიდან. ვხედავ, ამერიკა პირველობას არავის დაუთმობს. ნატო ძლიერია, როგორც არასდროს. ამერიკა მოახდენს საკუთარი გასაიდუმლოებული სამხედრო შეიარაღების (რომელზე წარმოდგენაც არ აქვს მსოფლიოს) დემონსტრაციას, რომელზეც ხელი არავის მიუწვდება. ასე რომ, ამერიკა არავის არაფერს დაუთმობს. მით უმეტეს, რომ მოდის „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი — კაცი, რომელსაც დათმობა არ უყვარს. იგი სწრაფად ღებულობს გადაწყვეტილებებს და არც ცვლის მათ. ის მეომარია. ის ყოველთვის იმარჯვებს. ის სწრაფად აფასებს შექმნილ ვითარებას და სწრაფადვე მოქმედებს — დროს არ კარგავს. ეს ის ადამიანია, რომელიც ამერიკას შეუნარჩუნებს პირველობას, რომელიც მტერს არაფერს შეარჩენს. მისი ყველას ეშინია, ვინაიდან მას გაუთავებელ მოლაპარაკებებს მოქმედება ურჩევნია, როცა არ ელიან, სწორედ მაშინ ახორციელებს დარტყმას. იგი თვითდაჯერებული პიროვნებაა.

საინტერესო კი ის არის, რომ ძალიან სჯერა წინასწარმეტყველებებისა, თუმცა რეალურ ძალას ჯერ არ შეხვედრია. მაგრამ იგი აუცილებლად შეიძენს წიგნს, რომელშიც უამრავი პოლიტიკური წინასწარმეტყველებაა. და ეს წიგნი ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას წიგნია, რომელიც პრეზიდენტს ძალზე გააოცებს და ამას ხმამაღლა აღიარებს. ასეა, სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს. როგორც შუბს ვერ დამალავ ჩოხის ქვეშ, ისე ჩვენს წინასწარმეტყველებებს. ასეა, ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებს ანალოგი არ აქვს მსოფლიოში და სხვაგან არც ის დაცვითი ენერგიები არსებობს — კოსმოსიდან წამოსული რეალური ენერგიები — რომელსაც ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია ფლობს.

ეს არ არის ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები. ეს სრული სიმართლეა — სიმართლე ფაქტებით, რომელსაც ვერავინ უარყოფს. კოსმიური ენერგია გვიჩვენებს სასწაულს, რომელსაც ვერ უარყოფ, ადამიანო! დედამიწაზე ამ ენერგიის შემფასებლები არ არსებობენ. დაიმახსოვრეთ! მომავალში, ვხედავ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
(გაგრძელება იხილეთ II ნაწილში)image
13
827
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
827
  
2020, 6 იანვარი, 18:32
თქვენ რა კონტრაქტი გააფორმეთ,ეს გამოძიების საგანია.თუ ატყობთ,რომ ხალხის კიდევ უფრო და..ქლიავებაში იღებთ მონაწილეობას?
2020, 6 იანვარი, 2:31
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
2020, 5 იანვარი, 23:56
მე და ლელამ კონტრაქტი გავაფორმეთ, ჩემი წინასწარმეტყველება გამოაქვეყნეო და მეც ვეხმარები როგორც შემიძლია, ოღონდ რამდენს მიხდის ეგ არ მკითხოთ :))))))))))))))))
2020, 5 იანვარი, 23:54
შე კაცო მე ხო არ გაძალებ წაიკითხე თქო რამე, თუ ნერვები გეშლება გაატარე და ნუ წაიკითხავ, შენ დაწერე რამე საინტერესო წავიკთხავ და შევაფასებ, გავითვალისწინებ და ასე შემდეგ...
2020, 5 იანვარი, 23:49
ამიტომ,აქ სისულელეების ჯღაბნვას,გირჩევნიათ მეტი იკითხეთ.
2020, 5 იანვარი, 23:47
ქვეყანაში,სადაც ასე მარტივად,უნამუსოდ და დიდი ფანტაზიის გარეშე გატყუებენ და ამ ტყუილს იჯერებენ, უსათუოდ უწიგნურებაა გაბატონებული.
2020, 5 იანვარი, 23:45
...და რატომ უნდა გევასებოდეს ადამიანი,რომელიც თითქმის ყოველდღე გატყუებს?ტყუილით ტკბობა იდიოტებს ახასიათებს.
2020, 5 იანვარი, 22:08
"საქართველო ომს აიცილებსო" - ამბობს 2008 წლის ივნისში და 2 თვეში აგვისტოს ომი იწყება რუსეთ- საქართველოს შორის... აფიორაა ეს ქალი ჩვეულებრივი...
2020, 5 იანვარი, 19:36
შენ ძაან არ გევასება ეს ქალი :D :D
2020, 5 იანვარი, 19:08
მდაა,ეტყობა,საქართველოში ღრმადა აქვს ფეხი გადგმული უწიგნურობას.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10