x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ილია სიმონია ერთადერთი "კანონიერი ქურდი", რომელმაც სცემა "დედ ჰასანი", დაუპირისპირდა "იაპონჩიკს" გადაურჩა ქილერის ტყვიას და 26 წლის შემდეგ სრულად დაიბრუნა ცალმხრივად ჩამორთმეული სტატუსი

image

ავტორიტეტული ქართველი "კანონიერი ქურდი", რომელიც მარტო დაუპირისპირდა ორ ძალიან გავლენიან "კანონიერ ქურდს"-"დედ ჰასანს" და "იაპონჩიკს" ("დედ ჰასანი" "ქურდულ შეხვედრაზე" სცემა კიდეც), მართალია "ქურდის გვირგვინს" ჩამოაცილეს, მაგრამ მიუხედავად ამისა ცხოვრობდა, როგორც "კანონიერი ქურდი", იცავდა "ქურდულ ტრადიციებს", რისი წყალობითაც "კანონიერი ქურდის" სტატუსი დაიბრუნა.
და მაინც ვინაა ეს უშიშარი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც ორ უზარმაზარი გავლენის მქონე კრიმინალურ ავტორიტეტს დაეტაკა, თან მათსავე ტერიტორიაზე.
ილია სიმონია დაიბადა ცხაკაიას (დღევანდელი სენაკი) რაიონის სოფელ ნოსირში 1957 წლის 17 სექტემბერს. 16 წლის ასაკში კი ილია "კანონიერი ქურდის" ზურაბ გვარამიას (სენაკელი ზურნა) ინიციატივით "ქურდულ ოჯახში" შედის.
1976 წელს სიმონიას (მახო) მკვლელობის ბრალდებით 10 წლიან სასჯელს უსჯიან, ციხეში ციხის ადმინისტრაციასთან მუდმივი კონფლიქტის და დაუმორჩილებლობის გამო დამატებით 6 წელს უმატებენ.
"მახო" 1985 წელს ეტაპით გადაჰყავთ ირკუტსკის ოლქში ტულუნსკის ციხეში. იმავე ციხეში გარკვეული დროის შემდეგ ეტაპით შეიყვანეს "იაპონჩიკი", "მახოსა" და "იაპონჩიკს" შორის გაჩაღდა სერიოზული კონფლიქტი, რომელმაც სიმონიას მომავალში უზარმაზარი პრობლემები შეუქმნა და კრიმინალურ სამყაროშიც არანაკლები დაძაბულობა გამოიწვია.
ირკუტსკის ოლქი, რომელიც ბუნებრივი წიაღისეულით ძალიან მდიდარია ორი ქართველი "კანონიერი ქურდის" "პაატას" და "მახოს" მიერ კონტროლდებოდა, რისი კატეგორიული წინააღმდეგი იყო "იაპონჩიკი" თუმცა სიმონიას ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო ტულუნის ციხეში კრიმინალურმა ავტორიტეტებმა "იაპონჩიკი" არ ცნეს უფლებამოსილად, რაც ნიშნავსდა, რომ ისინი "იაპონჩიკს", როგორც "კანონიერ ქურდს" არ აღიარებდნენ.
1988 წელს "მახო" გამოვიდა ციხიდან, მაგრამ არსად წასულა ირკუსტსკშივე დარჩა. თუმცა ხშირად მიდიოდა კრასნოიარსკში და თბილისში, რათა ქართველი "კანონიერი ქურდების" გავლენის სფეროები გაეძლიერებინა მათთან შეთანხმებით.
ამასთან ერთად "მახოს" არ ავიწყდებოდა ტულუნსკის ციხეში მუდმივად შეეგზავნა ფული, პროდუქტები და ტანსაცმელი პატიმრებისათვის.
მიუხედავად ამისა "იაპონჩიკთან" მისი კონფლიქტი არ შეწყვეტილა, პირიქით უფრო მძიმე ფორმა მიიღო.
"იაპონჩიკმა" მასიურად დაიწყო რუსი კრიმინალებისათვის "კანონიერი ქურდის" სტატუსის მინიჭება, რამაც ლამის კონვეიერის ხასიათი მიიღო, "იაპონჩიკს" გარეთ ჭირდებოდა ძალა, რომელსაც დაუპირისპირებდა ქართველი "კანონიერი ქურდების" გავლენას.
მალევე "იაპონჩიკისა" და "მახოს" პირადი კონფლიქტი გადაიზარდა კონფლიქტში "დედ ჰასანის" კლანსა და "მახოს" მხარდამჭერებს შორის.
1993 წელს მოსკოვში რესტორან "მზიურში" შეილრიბნენ კრიმინალური ავტორიტეტები "დედ ჰასანი" ზაქარია კალაშოვი (შაქრო მალადოი), ფარიზიანი (ნონო), გაბუნია (თემურ ვანელი) და მორდაკოვი (მორდაკ), "კანონიერმა ქურდებმა" შეხვედრაზე "მახო" არ მიიწვიეს ისე ჩამოართვეს "ქურდის" სტატუსი.
1994 წელს მოკლეს "მახოს" უახლოესი მეგობარი, "კანონიერი ქურდი" "პაატა", რამაც "მახოს" პოზიციები ძალიან შეასუსტა და ის იძულებული გახდა ჩრდილს შეფარებოდა.
"იაპონჩიკის" მიერ ირკუტსკის ოლქის "მაყურებლად" დანიშნულმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა "ტიურიკმა" გადაწყვიტა "მახოს" ლიკვიდაცია, თუმცა "მახო" გააფრთხილეს დროულად და ის საცხოვრებლად სოჭში გადავიდა.
სიმონია "კანონიერი ქურდის" ცხოვრებით ცხოვრობდა და 1994 წელს "ქურდულ შეკრებაზე" დააკავეს, თუმცა მალევე გაანთავისუფლეს, რადგან თან არც ნარკოტიკები აღმოაჩნდა და არც ცეცხლსასროლი იარაღი.
ამავე დროს ცნობილმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა "კანონიერ ქურდ" მორდაკოვს სთხოვეს მოეგვარებინა კონფლიქტი "მახოსა" და "დედ ჰასანის" კლანს შორის.
მორდაკოვმა, გადაწყვეტილება "დედ ჰასანის" სასარგებლოდ მიიღო და რამდენიმე დღის შემდეგ შეეცადნენ სიმონიას თავიდან მოშორებას.
სიმონია ისევ გააფრთხილეს და მოსკოვის ოლქში რამენსკში დაფუძნდდა.
სიმონია აკონტროლებდა სათამაშო ბიზნესს, დადიოდა "ქურდულ შეკრებებზე" და რამდენიმეჯერ სასჯელიც მოიხადა.
მიუხედავად იმისა, რომ ილია სიმონიას "დედ ჰასანის" კლანმა "კანონიერი ქურდის" სტატუსი ჩამოართვა, სიმონიას ერთი დღე არ უცხოვრია "ქურდული ტრადიციების" დარღვევით.
მოსკოვში რესტორან "მზიურში" "მახოსთვის" დაუსწრებლად სტატუსის ჩამორთმევის მერე 26 წლის შემდეგ 2019-ი წლის 24 ნოემბერს იტალიაში შესდგა "ქურდული შეკრება" რომლის ინიციატორი სოხუმელი მერაბ ჯანგველაძე იყო, "ქურდულ შეკრებაზე" მყოფებმა დაურეკეს ყველას ვინც დაინტერესებული იყო "მახოს" სტატუსით, ზაქარია კალაშოვიც (შაქრო მალადოი) კი არ წასულა წინააღმდეგი "მახო" კრიმინალურ სამყაროში "კანონიერ ქურდად" ეღიარებინათ, გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული, წინააღმდეგი მხოლოდ ბადრი კოღუაშვილი იყო, თუმცა ის უმცირესობაში აღმოჩნდა.
image

სტატია არ ემსახურება კრიმინალური მენტალიტეტის პოპულარიზაციას, სტატია ემსახურება ერთ რამეს-აჩვენოს მომავალ თაობას, თუ როგორია ზოგიერთისთვის მისაბაძი "სისტემა" შიგნიდან, სადა გროშია ადამიანის სიცოცხლის ფასი.

0
1512
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1512