x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რითი უპასუხებს ირანი აშშ-ს ირანის ყველაზე გავლენიანი გენერლის ლიკვიდაციის გამო

image ირანის სულიერმა ლიდერმა 3 დღიანი გლოვა გამოაცხადა ირანში ირანის ერთერთი ყველაზე გავლენიანი გენერლის დაღუპვის გამო, ირანული «Аль-Кудс»-ის მეთაური ქასემ სულეიმანი 3 იანვარს აშშ-ს უპილოტო თვითმფრინავმა ბაღდადის აეროპორტში ერაყში სარაკეტო იერიშით გაანადგურა ქასემ სულეიმანი, მასთან ერთად დაიღუპა რამდენმე მისი თანხმლები პირი.
სულეიმანი შესულია ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანის 5 საუკეთესო გენერალს შორის და ერთადერთი გენერალია, რომელსაც მიღებული აქვს ზულფიქარის უმაღლესი სამხედრო მედალი, რომელიც ირან-ერაყის ომის დროს ბრძოლებში წარმატებულ სამხედრო მეთაურებსაც კი არ მიუღიათ.
სულეიმანი, რომელსაც გენერალ "აჩრდილს" ეძახდნენ მართლაც, რომ გამორჩეული იყო მისი ჭკუით, ალღოთი და ორგანიზატორის უნიკალური ნიჭით.
დიდწილად სწორედ მან შექმნა ირანის "ისლანური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი", სადაც გააერთიანა სამხედრო ელიტარული დანაყოფები და სპეცსამსახურები, რომელიც ირანის სულიერი ლიდერის უპირველესი და ყველაზე საიმედო დასაყრდენია.
სულეიმანმა შესძლო და ირანის ფარგლებს გარეთ თავი მოუყარა რამდენიმე ათასიან საბრძოლო კონტიგენტს, სირიაში, ლიბანში, ერაყში და იემენში.
სწორედ მან შესძლო რუსეთის პრეზიდენტის დარწმუნება სირიაში შეეყვანა საარმიო დანაყოფები, რითაც ხელი შეუწყო ასადის რეჟიმის გადარჩენას.
სულეიმანის წარმატებით დაგეგმილ და შესრულებულ ოპერაციებში სანიმუშოდ ითვლება, სირიაში, ერაყსა და იემენში ჩატარებული ოპერაციები.
საერთაშორისო სამხედრო ექსპერტების თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯერ კარგად აწონა სულეიმანის ლიკვიდაციის აუცილებლობა და მერე მისი ლიკვიდაციის შემდეგ მოსალოდნელი რისკები, სწორედ სკრუპულოზური ანალიზის შემდეგ იქნა გაცემული ბრძანება სულეიმანის ლიკვიდაციაზე, რომელიც წარმატებით დასრულდა.
ირანის სულიერი ლიდერი ალ ჰამენეი დაიმუქრა, რომ ირანის პასუხი იქნება საშინელი.
და მაინც რითი შეიძლება ირანმა უპასუხოს აშშ-ს მოქმედებას!
ირანს აქვს ორი გზა:
1. დაუყოვნებლივ დაარტყას აშშ-ს მოკავშირეებს რეგიონში.
2. ირანის ყველაზე გავლენიანი გენერლის ლიკვიდაცია "ჩაყლაპოს".
ირანის სულიერი ლიდერის მუქარისთანავე, აშშ-ს სამხედრო უწყებაში გამოცხადდა საბრძოლო განგაში, აშშ-ს მთელი სამხედრო მანქანა საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილი, ირანის მცირე შეცდომა და მას ამერიკული რაკეტების "გრიგალი" დაატყდება თავს.
ცალკე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოიწვია უშიშროების საბჭო, სადაც გადაწყვეტილება მიიღეს არმიის და სპეცსამსახურების განსაკუთრებულ მდგომარეობაზე გადაყვანაზე.
ახლა დაიწყება "ნერვების ომი" თუ ირანს ნერვებმა უმტყუნა და ისრაელს დაარტყა, პასუხი იქნება უმწვავესი, რადგან აშშ რეგიონში უპირველეს მოკავშირეს მარტო არ დატოვებს.
თავის მხრივ რუსეთმა დაგმო სულეიმანის ლიკვიდაცია, მაგრამ განაცხადა: აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ირანი მისი სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას სამხედრო მოქმედებებში.
ის შემოიფარგლება მოკავშირისათვის ჰუმანიტარული დახმარებით.
სულეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ მის ადგილზე დაინიშნა მისი მოადგილე ისმაილ ქაანიმ.
image
P.S
აქ დამატებით ერთი რამაა ყურადსაღები, თავად ირანში დაძაბული ვითარებაა, ბოლო საპროტესტო გამოსვლებისას სასტიკად იქნა დაგმობილი ირანის ხელისუფლების მოქმედებები.
ხალხი ხედავს თუ როგორ ცხოვრობენ ნავთობით და ბუნებრივი აირით მდიდარი არაბული ქვეყნები და ხედავენ თუ როგორ ცხოვრობენ ირანში.
ირანი ეთნიკურად ჭრელი სახელმწიფოა 82 მილიონამდე მოსახლეობით და ომის შემთხვევაში არავინ იცის ვინ რას მოიმოქმედებს.

0
305
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
305