x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
იცოდით, რომ ისინი 1 იანვარს ახალ წელს არ აღნიშნავენ?!
ახალი წლის დადგომას დიდი თუ პატარა რიგი სამზადისით ელოდება- ნაძვის ხე, მანათობლები, მაშხალები, ფეიერვერკები, უამრავი ტკბილეული, გოჭი, საცივი, გოზინაყი, ჩურჩხელები და ა.შ. ეს ყველაფერი ახალი წლის დღესასწაულისთვის მახასიათებელი კომპონენტებია და ვინ ქუჩაში ხვდება მას შესაბამისი გართობით, ვინ ოჯახში აგრძელებს მეკვლის ტრადიციას, თუმცა გაგიკვირდებათ და არსებობს ქვეყნები, სადაც ახალი წლის ტრადიციული ზეიმი 1 იანვარს არ აღინიშნება და მათთვის ეს და მომდევნო დღეები, არსებული- ჩვეული რიტმით, ძილითა თუ სამსახურით ჩაივლის ხოლმე.


image





1. საუდის არაბეთი. image

საუდის არაბეთის რელიგიურმა პოლიციამ აუკრძალა მოსახლეობასა თუ იქ ემიგრირებულ სხვა ნებისმიერ მოქალაქეს ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია. ისლამური მქადაგებლების უმაღლესი კომიტეტის თანახმად ასევე აიკრძალა მაღაზიებში ამ დღესთან დაკავშირებული ნივთების, საჩუქრებისა და ყვავილების გაყიდვა. ამიტომ ეს დღე საუდის არაბეთში წმინდა კონსერვატიული წესით ჩაივლის ხოლმე, რასაც ხელს უწყობენ სამართალდამცავები, რომლებიც დადიან ქუჩაში და ამყარებენ სრულ კონტროლს. ისლამური კალენდრის მიხედვით კი ახალ წელს, იგივე ბუნიობას 21 მარტს აღნიშნავენ.









2. ირანი. image
ირანში არ არსებობს 1 იანვარს ახალი წელი, იქ ცხოვრობენ საკუთარი კალენდრის მიხედვით და დღეს იქ 1397 წელია. მათ გააჩნიათ ომარ ხაიამის მიერ შექმნილი ასტრონომიული მზის კალენდარი, რომელსაც უბრალოდ დრო და დრო ანახლებენ. რაც შეეხება ახალ წელს, ირანში მას აღნიშნავენ გაზაფხულის პირველ დღეს- 22 მარტს, რაც ასევე გრიგორიანულ კალენდარს ემთხვევა და მას ნოვრუზს უწოდებენ. ნოვრუზს აღნიშნავენ ასევე სხვა ქვეყნები, სადაც ძველი სპარსული ტრადიციებია შემონახული, თუმცა 1 იანვარს აღინიშნავს ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ყირგიზეთი, ალბანეთი და მაკედონია.








3. ინდოეთი. image
ინდოეთში მრავალი მულტიკულტურული ფესტივალი არსებობს. თუმცა არც ამ დღეებში იკეტება დაწესებულებები, ხოლო ხალხის მასის ნახვა თუ მოუნდება ვინმეს, სწორედ ამ დღესასწაულს უნდა მიაშუროს. რაც შეეხება ახალ წელს კი, იგი რა თქმა უნდა 1 იანვარს არ აღინიშნება. გარდა ამისა, ინდოეთის სუბკონტინენტს აქვს რამდენიმე ვარიანტი ახალ წელთან დაკავშირებული. ეროვნული კალენდრის მიხედვით ახალი წელი იქ 22 მარტს იწყება და მახარაშტრაში ამ დღესასწაულს ეძახიან "გუდი პადვას", ხოლო ანდხრა პრადეშში კი "უგადი"-ს; კერალში აღნიშნავენ 13 აპრილს და მას უწოდებენ "ვიშუ"-ს; სამხრეთ ინდოეთში კი შემოდგომით აღნიშნავენ "დივაპალის", რაც სწორედ რომ "ახალ წელს" ნიშნავს.








4. ისრაელი. image
ისრაელში 1 იანვარი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, როგორც დანარჩენი, თუ რა თქმა უნდა ის შაბათს არ დაემთხვა (შაბათი ებრაელების წმინდა დღეა). ახალ წელს კი აღნიშნავენ შემოდგომით (სექტემბერ-ოქტომბერში) სავსე მთვარის თიშრის დღეს და ამ დღესასწაულს უწოდებენ როშ ჰაშანას. დღესასწაული გრძელდება 2 დღე და შთამბეჭდავია თავისი ტრადიციებითა და რიტუალებით. თუმცა მაინც გავს ჩვენს ახალ წელს იმით, რომ ხალხის განსაზღვრული ნაწილი ხვდება ქუჩაში გართობით, უმეტესი კი ოჯახსა და მეგობრებთან ერთად.







5. ჩინეთი. image
ჩინეთში 1 იანვარი საკმაოდ ჩვეულებრივად ჩაივლის ხოლმე. დასავლეთის ქვეყნებისთვის, რომლებსაც დღევანდელი ტრადიცია სწამთ და მისდევენ, ახდენენ ექსპორტს ხელოვნური ნაძვისხეების, თოვლის პაპების, სათამაშოების, შაშხანების, მოსართავი ნივთების, თოჯინების და სხვათას. ამ ყველაფერს კი აკეთებენ უფრო შობის დღესასწაულისთვის და არა ახალი წლისათვის. ჩვენგან განსხვავებით, ჩინეთში ახალ წელს ზეიმობენ არა კალენდრის, არამედ მთვარის მიხედვით და მათ იგი მე–20 საუკუნეში იზეიმეს 1949 წლის 27 სექტემბერს.




0
237
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0