x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: ჩვენ გავანადგურებთ მათ , ვინც სულეიმანი მოკლა- თეირანი
image



სპეციალური დანიშნულების ძალების მეთაურის, გენერალ კასემ სულეიმანის მკვლელობა, ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომაა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაუშვა. ამის შესახებ ნათქვამია ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს განცხადებაში.


განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შეცდომას შედეგები მოჰყვება.


”შეერთებულმა შტატებმა უნდა იცოდეს, რომ მათი დანაშაულებრივი შეტევა სულეიმანზე არის ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა დასავლეთ აზიაში. შეერთებული შტატები ასე მარტივად ვერ გაექცევა ამ შეცდომების შედეგებს.” - ნათქვამია განცხადებაში.



თეირანი გეგმავს შურისძიებას ვაშინგტონზე სამხედროს დაღუპვის გამო "შესაბამის დროს და შესაბამის ადგილას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


”შეერთებულ შტატებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმაზე, რაც მოხდა. მათ ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვეს. ჩვენ გავანადგურებთ მათ, ვინც სულეიმანი მოკლა.” -ირანის უშიშროების საბჭოს განცხადებას ციტირებს გამოცემა "Sky News Arabia".


მანამდე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ერაყში აშშ-ს საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპული ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის საქმიაობას ISIS- ის ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ ბრძოლაში შეუფასებელი უწოდა.


რუსთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე თქვა, რომ სულეიმანის მკვლელობა მოკლედდანახული ნაბიჯია, რაც გამოიწვევს შუა აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციას.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების ძალების მეთაურის გენერალ კასემ სულეიმანის მკვლელობა აშშ-ს დარტყმის შედეგად არის ახალი რეალობის მანიფესტაცია, რომლის დროსაც გაეროს წევრი ქვეყნების ოფიციალური პირების განადგურება რაიმე სამართლებრივი საფუძვლების გარეშეა შესაძლებელი.








2
240
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
240
  
2020, 3 იანვარი, 23:12
იმ ხალხის გასაგონად,ვინც თვლის რო ომში არ უნდა ჩავერთოთ: ჩვენ ომში ვართ უკვე 200 წელზე მეტია და არავინ იფიქროს ომის გარეშე შევძლებთ რამეს მათ წინააღმდეგ. თუ დაემთხვა ამერიკის და ჩვენი ინტერესი,მაშინ რატომაც არა. თუ მსოფლიოში მოიძებნება ვინმე,ვინც რუსების წინააღმდეგ გასროლას შეძლებს,მაშინ ის გვერდიდან არ უნდა მოვიშოროთ. მით უფრო ირანიც თუ მიყვება ზედ. რა ვქნათ გვახსოვს ფერეიდანში გადასახლებული ქართველები და აოხრებული ქართლ-კახეთი.
2020, 3 იანვარი, 23:06
ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ეს კონფლიქტი ჩვენზეც აისახება. თუ ჩვენი მეგობარი არ გვტოვებს მარტო რუსეთის პირისპირ და ყველა იმ ქვეყანას,რომელიც ე.წ. აფხაზეთს და ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს პირდება დაფინანსების შეწყვეტას და სანქციებს,მაშინ საქართველომ სრული მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს ამერიკას. ამერიკა რუსეთი არ არის და მეგობრებს არ ტოვებს. არ დარწმუნებული რო მესამე მსოფლიო ომი იქნება,მაგრამ თუ იქნება,მაშინ რუსეთის ირანთან ყოფნა უფრო პერსპექტიულია ჩვენთვის. მიუხედავად იმისა,რომ რუსეთს დიდი რესურსი აქვს,განწირულია ამერიკული ბანაკის წინაშე. წაგებული რუსეთი ბევრ რამეს დათმობს და ეს ჩვენი ტერიტორიები იქნება პირველი,მერე უკრაინის. მე როგორც რიგითი ქართველი ვთვლი რო შანსი გამოსაყენებელია,რადგან ჩვენ ორ ისტორიულ მტერს შეგვიძლია ვებრძოლოთ და დამარცხების შანსები დიდია. ამერიკელებმა ინგლისის ზეობის ხანა დაასრულეს და ზედ მიაყოლეს სსრკ. დღეს ვცხოვრობთ იმ დროში,რომელიშიც მომავალი ამერიკის არის და ამერიკასთან დაახლოებული ქვეყნები იხეირებენ. ომი არ არის კარგი და არც კაცის კვლა,მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ,ჩვენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ინტერესს უნდა ვიცავდეთ. რუსეთი კი ჩვენი მტერია
0 1 2