x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქვეყანამ,რომელმაც ფოიერვერკი გამოიგონა,ახალ წელს სრულიად ალტერნატიული შოუ შესთავაზა მოქალაქეებს
image

საახალწლოოიერვერკი -არ არის ეკოლოგიურად სასარგებლო. შანხაიში წელს გარემოსთვის ბევრად უფრო ნაკლებად მავნებელი, ტექნოლოგიური სიახლე შესთავაზეს თანამოქალაქეებს.


შანხაიში ფოიერვერკის ბათქაბუთქის ნაცვლად ცაში აიჭრა 2000 მანათობელი დრონი, რომელმაც ცაზე სხვადასხვა ფიგურები, ციფრები და ნახატები გამოსახა, მათ შორის თეთრი ვირთხაც.


ახალი წლის უკუათვლა დასრულდა ჩინური იეროგლიფით, რაც ნიშნავს "ოცნებაზე გამოკიდებული".


სანამ ჩინეთი ფოიერვერკის ალტერნატიულ გზებს ეძებს, ამასობაში პარიზს, ბრიუსელს და პრაღას მიჰბაძა გერმანიამ, სადაც წელს უკვე საახალწლო ფოიერვერკები შეიზღუდა.


გასული წლის ბოლოს, საინფორმაციო სააგენტო dpa- მ 53 ქალაქში და თემში გამოკითხვა ჩაატარა. მათ ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ აპირებს შეზღუდვების შემოღებას, რომელიც ძირითადად ისტორიულ ცენტრებსა და საცალფეხო ზონებს ეხება. მათ შორისაა - აუგსბურგი, ბამბერგი, დიუსელდორფი, ჰამბურგი, მიუნხენი, ნიურნბერგი და შტუტგარტი.


თუმცა სამოყვარულო ფოიერვერკი აქამდეც რეგულირდებოდა კანონით:ამის გაკეთება მათ მხოლოდ 31 დეკემბრიდან 1 იანვრამდეა შესაძლებელი. ვინც ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, დაჯარიმდება 10 ათასი ევროთი.



ამასთანავე, სადღესასწაულო პიროტექნიკის ფართოდ გაყიდვა მხოლოდ რამდენიმე დღეა დაშვებული, წელს - 28 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე იყო.


ასევე, აკრძალულია პეტარდების აფეთქება საავადმყოფოების და მოხუცთა სახლების სიახლოვეს, ასევე მწვანე ზოლებში. ამასთან, უფრო და უფრო მეტი ქალაქი აცხადებს გარკვეულ ტერიტორიებს პიროტექნიკისთვის დახურულად.




1
272
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
272
  
2020, 3 იანვარი, 17:19
ოჰ, ნეტავ როდის მივალთ მაგ დონემდე და შეგნებამდე? :(
0 1 1