x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რის გამო შეიძლება ლიბიდო დაქვეითდეს?
imageთუ პარტნიორისადმი თქვენი ლტოლვა მკვეთრად შემცირდა, მაშინ უნდა გესმოდეთ, რა ფაქტორებმა შეიძლება ეს გამოიწვიოს.


სტრესი

თქვენ ალბათ სამსახურში ბევრი დავალება მიიღეთ უფროსისგან, ან მწვავე კამათი მოგივიდათ თქვენს ახლო ადამიანთან- ეს ყველაფერი (და არა მარატო) სტრესია. სტრესი, კი როგორც მოგეხსენებათ, თავის მხრივ კლავს სურვილს.



უძილობ

ჩვენი სხეული ძალიან ჭკვიანია - პირველ რიგში, ის პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ცდილობს და ეს არის ძილი, თუ თქვენს სხეულს უფრო მეტი ძილი ჭირდება, უმჯობესია მას პირველ რიგში მიხედოთ.



დაბალი თვითშეფასება

ზოგჯერ უკმაყოფილება საკუთარი სხეულით იმდენად ძლიერია, რომ პიროვნებას არ სურს, რომ პარტნიორმა ის იხილოს, თუნდაც, პარტნიორს ამ მხრივ ყველაფერი აკმაყოფილებდეს.

მნიშვნელოვანია, რომ შეიყვაროთ საკუთარი თავი და სხეული. და თუ ეს ჯერ კიდევ არ გამოგდით, უმჯობესია ფსიქოთერაპევტს მიმართოთ

ალკოჰოლი

გარდა იმისა, რომ ალკოჰოლს ცუდი ზეგავლენა აქვს ჯანმრთელობაზე, ის ასევე პირდაპირ კავშირშია სურვილთან. დიახ, ჭიქა ღვინო დაგეხმარებათ გარკვეულწილად მოდუნდეთ, მაგრამ მთავარია დოზის ცოდნა.


წამალი

ბევრ წამლის გვერდითი მოვლენა არის ლტოლვის დაქვეითება. ხშირად ეს არის ანტიდეპრესანტები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები.


ბავშვები


ბავშვები ალბათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს აერთიანებს. როდესაც ოჯახში პატარა ბავშვი ჩნდება, ხშირად, სექსი მშობლების ცხოვრებიდან ქრება. ეს არის დროებითი სირთულეები და მათი გადალახვა უბრალოდ აუცილებელია.

ქრონიკული დაავადებებმა, როგორიცაა სიმსუქნე და დეპრესია, ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ლიბიდოზე.

1
271
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
271
  
2020, 4 იანვარი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1