x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რატომ გამოაცხადა ამერიკამ არმიის საბრძოლო მზადყოფნა?

image



აშშ-ს ხელისუფლებამ ირანის გენერალ კასიმ სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ბრძანება გასცა.- იტყობინება Fox News.


3 იანვარს აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სულეიმანი გარდაიცვალა ამერიკული საჰაერო დარტყმის შედეგად. საჰაერო დარტყმა განხორციელდა ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მდებარე ტერიტორიაზე. სულეიმანი მეთაურობდა ისლამური რევოლუციური კორპუსის ელიტარულ ნაწილს. აშშ-ში ამ გვარდიას ტერორისტულ ორგანიზაციად თვლიან.სულეიმანი მონაწილეობდა ამერიკის საელჩოსა და სამხედრო ბაზებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.



image



პენტაგონმა შეტევას შემაკავებელი უწოდა, რომელიც მიზნად ისახავდა საზღვარგარეთ მდებარე ამერიკელი მოქალაქეების დაცვას.


აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინციდენტის შემდეგ, ტვიტერზე დადო ამერიკული დროშის სურათი.




image



ირანში სულეიმანის მკვლელობას უწოდეს საერთაშორისო ტერორიზმის აქტი. ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ჰომეინი თავდამსხმელებს სასტიკ შურისძიებას დაპირდა.

0
567
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0