x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გადავრთე ქოცებთან, - ფეიკი მერკურები, გადავრთე ნაცებთან - მღერის ნანი, გადასარევი საახალწლო პროგრამა იყო " - ნათია ფანჯიკიძე

image


ფსიქოლოგი და ფსიქო - სოციალური დახმარების ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი ნათია ჯანჯიკიძე სხვადასხვა არხზე გასული, ახალი წლის ღამის საახალწლო პროგრამებს სოციალურ ქსელში ეხმაურება, მისთვის ისევე მიუღებელი იყო სახელისუფლებო არხზე გასული სატელევიზიო მუსიკალური შოუ "ერთი ერთში" თავისი "ფეიკ მერკურებითა და ჰიუსტონებით", როგორც "ნაცების" არხზე გასული ნანი ბრეგვაძის ძველისძველი კონცერტი: "გადასარევი საახალწლო პროგრამა იყო ტვ-ში, ისეთი, როგორც შეეფერება ფეიკ ქვეყანას, ფეიკ ყოფას. გადავრთე ქოცებთან, - ფეიკი ფრანკლინები, მერკურები, ჰიუსტონები, გადავრთე ნაცებთან - მღერის ნანი და პუბლიკას თავს უკრავს მერი უგულავა, - თურმე ძველი კონცერტია. მომავალი მით უფრო შორია, სანამ დღევანდელი დღე და დღევანდელ დღეს საკუთარი თავებია მოსახელთებელი" - დაწერა ნათია ჯანჯიკიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე.



0
459
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
459