x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
პირველ იანვარს ''ჰოლანდია'' მსოფლიოს რუკიდან გაქრა!
''ჰოლანდია'' - ამ სახელწოდებას 2020 წლის 1 იანვრიდან უკვე არცერთი ქვეყანა აღარ ატარებს: ოფიციალურ საბუთებში, რეკლამებსა და საინფორმაციო საშუალებებში გამოყენებული იქნება მხოლოდ სახელწოდება "ნიდერლანდები".



image


ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სახელის შეცვლა ემსახურება ქვეყნის გლობალური იმიჯის საფუძვლიან შეცვლას. განზრახულია მისი წარდგენა მსოფლიოსთვის არა მხოლოდ პროსტიტუციისა და კანაბისის ( მარიხუანას) მთავარ საყრდენად ევროპაში, არამედ ევროპის ღია და შემოქმედებით სახელმწიფოდ წარმოჩენას.



image



თანამედროვე ნიდერლანდების ახლანდელი ტერიტორია შედგება 12 პროვინციისგან. მათგან ძველთაგანვე ცნობილი იყო სამხრეთი და ჩრდილოეთი ჰოლანდია, ამიტომ მთელ ქვეყაანს ხშირად ჰოლანდიას უწოდებდნენ. 2019 წელს ქვეყნის მთავრობამ სერიოზულად მოკიდა ხელი ოფიციალურ რებრენდინგს და შეცვალა ქვეყნის სიმბოლო და დასახელება ''ჰოლანდია''.


image



ნარინჯისფერი ტიტის და სიტყვა Holland -ის ნაცვლად ახლა გამოიყენება ასოები N და L, რომელთა მოხაზულობაშიც აშკარად ჩანს ნარინჯისფერი ტიტა. "ევროვიზიის'' სიმღერის კონკურსზე, რომელიც 2020 წელს როტერდამში გაიმართება და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოყენებული იქნება ახალი ლოგოტიპი და ქვეყნის სახელწოდება ''ნიდერლანდები''.



image


მთელი ამ ცვლილების მთავარი ამოცანაა ტურისტების აქცენტი მსუბუქი ნარკოტიკების ხელმისაწვდომობასა და ამსტერდამის წითელი ფანრების ქუჩის სიყვარულის ქურუმებიდან (რომელიც ჰოლანდიის მთავარ სიმბოლოდ ითვლებოდა) გადაიტანოს სხვა რეგიონებზე და კულტურული დასვენების ფორმებზე. სხვათა შორის, განზრახულია წითელი ფანრების ქუჩასაც შეეცვალოს სახელწოდება და დაუბრუნდეს მას ძველი სახელი "დე ვალენი".


ასევე ნავარაუდევია ამსტერდამის რეკლამირების შეწყვეტა, მისი უკანა პლანზე გადატანა და ქვეყნის ნაკლებად პოპულარულ ქალაქებსა და რეგიონებზე ყურადღების გამახვილება.

0
444
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0