x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბელორუსი ჟურნალისტი "სიმთვრალისგან" ენას პირში ძლივს ატრიალებდა(ვიდეო)
image

ბელორუსული სატელევიზიო არხის СТВ 1-ის ჟურნალისტი ელენა კოზლოვა, თავისდა უნებურად, სოციალურ ქსელის ვარსკვლავი გახდა ამ ახალ 2020 წელს.


ახალგაზრდა ქალი 1 იანვარს გავიდა ეთერში, რა დროსაც ძლივს იდგა ფეხზე და ენას პირში ძლივს ატრიალებდა. ინტერნეტში, მომხმარებლემბა ჩათვალეს, რომ იგი მთვრალია, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა. გოგონას გაუსაძლის მდგომარეობაში მიყავდა რეპორტაჟი დილის ვარჯიშის შესახებ. ამის შესახებ მისმა კოლეგამ ვერონიკა გრიშკოვამ დაწერა "ფეისბუქზე".


მან განმარტა, რომ კოზლოვა ცხოვრებაში პირველად გავიდა პირდაპირ ეთერში, მღელვარებისგან ენა დაება და "წნევამ აუწია". მაუწყებლობის დასასრულისთანავე გოგონამ ცნობიერება დაკარგა და ძირს დაეცა.





-ბევრმა ნახა ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ატრიალებენ არაკორექტული სათაურებით. . ეთერიდან გამოსვლის შემდეგ, ჩემს კოლეგას გული წაუვიდა, - დაწერა გრიშკოვამ თავის გვერდზე.




ამის შემდეგ "Наша Ніва"-მ კომენტარი სთხოვდა კოზლოვას, მაგრამ მან კითხვაზე არ უპასუხა და გადაამისამართა СТВ -ის გენერალური დირექტორის მოადგილესთან კირილ კაზაკოვთან . მან ასევე უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ მისი ქვეშემრდომი ალკოჰოლური თრობის ქვეშ გავიდა ეთერში და დაადასტურა, რომ გოგონა "ძალიან ღელავდა". მან ასევე დასძინა, რომ "მუშაობის დროს ალკოჰოლის მიღება აკრძალულია".


1
1322
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1322
  
2020, 4 იანვარი, 2:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1