x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
ჰესიოდე და მისი პოემები
image

ჰესიოდე პირველი ბერძენი მწერალია, რომელიც თავად გვაწვდის ინფორმაციას თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. მისი ოჯახი მცირე აზიის ეოლიიდან, კიმედან ყოფილა. მისი სახელი მისივე ბიოგრაფიიდან გამომდინარეობს: ჰესიოდე, ანუ, ის ვისაც მოგზაურობა სიამოვნებს. იგი ანტიკურობის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიკოსია.
მისი მოღვაწეობა ძვ.წ VIII-VII საუკუნეებით თარიღდება.
უნდა აღინიშნოს მისი პოემები. სრული სახით შემორჩენილია მისი ორი პოემა "თეოგონია" და "სამუშაონი და დღენი", ხოლო ფრაგმენტულად მისი ერთი პოემა "ქალთა კატალოგი". ანტიკური წყაროების გადმოცემით ჰესიოდეს "მელამპოდია", "დიდი ეჰოიები", გეოგრაფიული და ასტრონომიული ნაწარმოებებიც უნდა შეექმნა, მაგრამ მხოლოდ უმნიშვნელო ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი.
ჰესიოდე სანამ წერას დაიწყებდა, ეზიარა გლეხის შრომას და ცხვარიც უმწყემსია. იგი პოემაში "სამუშაონი და დღენი" მოკლედ ახასიათებს ასკრას. აღწერს, რომ ერთხელ ჰელიკონის მთაზე მას მუზები გამოცხადებია და მისთვის სიმღერის უნარი უბოძებიათ: "მუშებმა ერთხელ ლამაზი სიმღერა ასწავლეს ჰესიოდეს ("სამუშაონი და დღენი", 22).
ჰესიოდე არქაულ ეპოქათა მიჯნაზე მოღვაწეობდა, ამ პერიოდის საზოგადოებრივ-პოლიტრიკური, სოციალური და კულტურული ტენდენციები თავს იჩენს მის პოემებში. ჰესიოდეს მიერ საკუთარი თავის აქტიურად ჩართვა ეპოსში არქაიკის ეპოქის დამახასიათებელია, ეპოქის, რომლის დროსაც ადამიანის პიროვნული "მე" თავის დამკვიდრებას ცდილობს, და მისი პიროვნების ანალიტიკურობა ძლიერდება.
"თეოგონია" ანუ ღმერთთა წარმოშობა გენეალოგიურ და კოსმოგონიურ ეპოსს უყრის საფუძველს. ის შედგება 1022 სტრიქონისგან, იწყება შესავლით, სადაც ავტორი მუზებს ასხამს ხოტბას და შესთხოვს მათ სანატრელი სიმღერა უბოძონ.
როგორც "თეოგონიაშია" აღწერილი, პირველად იყო ქაოსი, რომელმაც დასაბამი მისცა წყვდიადს, შემდეგ გეა, ანუ დედამიწა, რომელმაც დამოუკიდებლად წარმოშვა ზეცა- ურანოსი, მთები და ზღვა -პონტოსი, ხოლო გეასა და ურანოსის შეერთებით იშვა ექვსი ვაჟი: ოკეანოსი, კოიოსი,
კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, კრონოსი და ექვსი ქალი: თეია, რეა, თემისი, მნემოსინე, ფოიბე, ტეთისი. და ბოლოს ეროსი, ანუ მიწისქვეშეთი, რომელიც ღმერთთა შეერთების მთავარ მამოძრავებელძალად იქცა.
მათ ტიტანები და ტიტანიდები უწოდეს. მთელი ძალაუფლება ურანოსმა იგდო ხელთ და მის შესანარჩუნებლად ტიტანები და ტიტანიდები ისევ გეას წიაღში შთანთქა გეამ შვილები მამის წინააღმდეგ აამხედა. კრონოსმა დაასაჭურისა ურანოსი და ხელისუფლების სათავეში მოექცა.
კრონოსსა და რეას ექვსი შვილი გაუჩნდათ, კრონოსმა საკუთარი შვილები თავადვე შთანთქა, რომელთაგანაც მხოლოდ ზევსი გადარჩა, იგი დედამ კუნძულ კრეტაზე გადამალა. ზევსი უზენაესი გამგებელი ხდება და თავის ძმებთან ერთად ინაწილებს სამ სკნელს. მას ჰყავს მეუღლე ჰერა, თუმცა შვილები სხვადასხვა თაობის ქალღმერთებისგან ჰყავს.
"თეოგონიაში" ამბები ერთმანეთს არც თუ ისე ორგანულად უკავშირდება, კომპოზიციურად კი საკმაოდ გამართულია. გავრცელებულია თვალსაზრისი, რომ "თეოგონია" წრიული კომპოზიციის საფუძველზეა აგებული.
რაც შეეხება პოემას "სამუშაონი და დღენი", მასში აღწერილია ყოველდღიურობა, სადაც მიწათმოქმედებს რჩევებს აძლევს, თუ რომელ სამუშაო დღეს, რომელი სამუშაო უნდა შეასრულონ. პოემაში ჰესიოდე მანძილს ზრდის ღმერთებსა და ადამიანს შორის, რითაც ემიჯნება ჰომეროსს. ჰესიოდე მსჯელობს ორგვარი შურზე, ერთი, რომელიც ადამიანს უბიძგებს შეჯიბრისკენ, ხოლო მეორე მტრობისკენ.
აღსანიშნავია, რომ ჰესიოდე ღმერთებსა და ადამიანებს შორის არსებულ კონფლიქტზე გვითხრობს. პრომეთეს მიერ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ღმერთის გაცურება: მან ხორცის ორი ულუფა შესთავაზა, აქედან ერთი გარეგნულად ცუდად გამოიყურებოდა, მაგრამ შიგნით მჭლე ხორცები იყო, ხოლო მეორე გარეგნულად ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა შიგნით უვარგისი ნაჭრები და ძვლები ეყარა.

image

ზევსი გარეგნული მხრით მოიხიბლა, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ მწარედ მოტყუვდა, ამან საშინლად განარისხა და კაცთა მოდგმას ცეცხლი წაართვა. პრომეთემ ცეცხლი კვლავ ადამიანებს უბოძა, ზევსმა კი დასაჯა ისინი.


მას შემდეგ ბევრი სიავე, ბოროტება და სნეულება დაეხეტება სამყაროში.
ჰესიოდეს მიხედვით ხუთ ეტაპად, ანუ ხუთ საუკუნედ იყოფა კაცობრიობის განვითარება. მის მიხედვით ყველაფერი დაიწყო კრონოსის მმართველობიდან, როდესაც ადამიანები უდარდელად ცხოვრობდნენ და ჰქონდათ ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ, გარდაცვალების შემდეგ კი ზევსის ნებით მიწიერ დემონებად იქცნენ.
ცხოვრება გაუარესდა, ცოდვებმა და ქედმაღლობამ იჩინა თავი ვერცხლის საუკუნეში, ადამიანები გონებრივ განვითარებას მეტხანს ანდომებდნენ. სპილენძის საუკუნეში ადამიანები საკუთარი ძალმომრეობის მსხვერპლნი გახდნენ, ეს საუკუნე ძალადობის ეპოქად იქცა.
ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი რკინის საუკუნე იყო. ეს ის ეპოქაა, რომერლშიც ჰესიოდე ცხოვრობს, ადამიანებს მტანჯველი შრომა უწევთ რომ თავი გაიტანონ, აღარავის ახსოვს და-ძმობა, მამაშვილობა და სტუმართმასპინძლობა, იგი წერს "ნეტავ, არ ვყოფილიყავ კაცი მეხუთე მოდგმის". გარშემო ბოროტება, ძალადობა, შური, მტრობა და ცილისწამება გაბატონებულა, სიკეთის პატიოსნებისა და სამართლიანობის ნაცვლად. image

ჰესიოდე არაჩვეულებრივი სიზუსტით ხატავს კაცობრიობის ზნეობრივ დაცემას და ცდილობს თავისებურად ახსნას ეს რეგრესი. ჰესიოდე როგორც აღწერს, ადამიანი ღმერთს უმხედრდება, ცეცხლი ამ შემთხვევაში სიმბოლურად გაიაზრება, როგორც მატერიალურ-ტექნიკური პროგრესი, განვითარება, რასაც უარყოფით შედეგებამდე მიყავს ცივილიზაცია.სიკეთ და ბოროტება ჰესიოდესთვის ადამიანთა ცხოვრების განმსაზღვრელი და განუყოფელი წყვილია, რაც მიგვანიშნებს პოეტის ფილოსოფიურ ხედვაზე.ჰესიოდე უამრავ სასარგებლო რჩევას გვაძლევს და ამასთან გვაფრთხილებს, რომ ადამიანი, ვიუსაც არც სხვას უსმენს და არც საკუთარი გონება უჭრის უგუნურია. ჰესიოდე გვასწავლის როგორ დავხვდეთ სტუმარს, როგორ ვცეთ პატიცი მეზობელს და ა.შ. კაცთმოძულე პოეტი მამაკაცებს აფრთხილებს, რომ ქალისა და ქურდის ნდობა ერთია, თუმცა კარგ ცოლზე უკეთესს კაცი ვერაფერს მოიხვეჭს.
ზოგიერთი მკვლევარი ჰესიოდეს პოემების "აღმოსავლურობას" უძველეს ფოლკლორულ ტრადიციას უკავშირებენ.
ჰესიოდეს "სამუშაონი და დღენი" და "თეოგონია" დაქტილური ჰექსამეტრით არის შექმნილი. მასვე მიაწერენ ცნობილი პოემას "ჰერაკლეს ფარი".
ჰესიოდემ დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებისა და პოეზიის განვითარებაზე. პოეტის დანიშნულებაცა და ფუნქციაც გამორჩეულია ყველასგან და ღვთაებრივია. იგი გვასწავლის და ჭეშმარიტ ცოდნას გვიზიარებს.


გამოყენებული ლოტერატურა:


1.ანტიკური ლიტერატურა, რისმაგ გორდეზიანისა და ნანა ტონიას საერთო რედაქციით, მეორე გამოცემა თბილისი, 2007.

0
360
შეფასება არ არის
ავტორი:ქრისტინე ჯავახიშვილი
ქრისტინე ჯავახიშვილი
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0