x
მეტი
  • 29.09.2020
  • სტატია:103623
  • ვიდეო:347813
  • სურათი:467997
აი, რატომ არ პასუხობს ღმერთი ჩვენს ლოცვებს

საოცარი რამ ხდება: როდესაც ჩვენი ლოცვების პასუხად სასურველს მივიღებთ, გვიხარია და ვთვლით, რომ ეს „მხოლოდ შემთხვევითობაა“. დაფიქრებულხათ ოდესმე, თუ რატომ არ ახდა თქვენი სურვილი? რატომ არ „შეისმინეს“ თქვენი ლოცვა?


image



თქვენ ცდებით. სამყარო რომ არ პასუხობდეს ჩვენს ლოცვებს, მაშინ დიდი ხნის წინ აღარ ვიქნებოდით ცოცხლები...

უსაფუძვლოა იმის უარყოფა, რაც თვალნათლივ ჩანს: ჩვენი სურვილები, ოცნებები და მისწაფებები არ რჩებიან შეუმჩნეველი ან არასწორად გაგებული. თუმცა, დრო და დრო ალბათ ასეც გეჩვენებათ.


სინამდვილეში კი სამყაროში სურვილების შესასრულებლად მთელი „ფაბრიკა“ მუშაობს . ის ყველგანაა: ჩვენს გარშემო, ჩვენს ზემოთ. უხილავი და შეუცნობელი. „მიწიერი აზროვნების“ გამო ჩვენ არ ძალგვიძს ამის გაგება, მაგრამ ვიღაც ზემოდან გვეხმარება ჩვენს ყოველდღიურ სასიცოცხლო ბრძოლაში და ყოველთვის პასუხობს ჩვენს ლოცვებს.



ამ ზეციურ ძალას ადამიანები სხვადასხვანაირად უწოდებენ. ყველა შემთხვევაში კი მიზანი ერთია- ამ ზეციურის უდიდესი სიძლიერის და სიდიდის შეცნობა.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიომ მრავალი ჩვენთაგანი კსეპტიკოსებად და ათეისტებადაც კი გადაგვაქცია, დრო და დრო, მაინც ზეცას ავხედავთ და ვლოცულობთ. მაღალ ძალებს, ღმერთს ვთხოვთ დაცვას, მფარველობას, შევთხოვთ ბედნიერებას შვილებისთვის და ახლობლებისთვის... რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა თხოვნა არ სრულდება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ჩვენ ვიმედოვნებთ. გვწამს. ვლოცულობთ.


საოცარია: როდესაც სასურველს ვღებულობთ ლოცვაზე პასუხად, გვიხარია და თვლით, რომ ეს „შემთხვევით“ მოხდა. და თუ „არ შეისმინეს“ ჩვენი, მივდივართ დასკვნამდე, რომ მაინც არ ღირდა დაიმედება- ღმერთი ხომ არ არსებობს!



ერთი წამით ოდესმე დაფიქრებულხართ? რატომ არ სრულდება თქვენი სურვილები. როგორც თქვენ გეჩვენებათ, რატომ „არ შეისმინეს“ თქვენი?


მიმაჩნია, რომ არა. და ამის ორი მიზეზი არსებობს:


პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი მიზნები და მისწრაფებები არ იყო იმდენად ძლიერი. მოდით შევხედოთ სიმართლეს თვალებში: ხშირად ხომ სწორედ ასე ხდება...ჩვენ უბრალოდ გვსურს რაღაც და სხვა არაფერი. სასურველი იმდენად არ წარმოადგენს საციცოცხლო აუცილებლობას, რომ მის გარეშე უბრალოდ ცხოვრებას ვერ შევძლებდით.

მეორე მიზეზი - არის ის, რომ ჩვენი ურთიერთობა ზეციურ ძალებთან მოკლებულია ძალას და ენერგიას. სინამდვილეში ეს მოგვაგონებს „მკვდარი ასოებით“ წერას, როგორც ხდება გერმან მელვილის ფანტასტიკურ მოთხრობაში „ბარტლბი“. ბუნებრივა, ასეთი „გზავნილი“ არასოდეს მივა ადრესატამდე.



მსგავსი რამ ხდება იმის გამო, რომ ჩვენ არ ვართ „სულიერ სიხშირეზე“ აწყობილი. ჩვენი ვიბრაციები ქაოტურია და მოუწესრიგებელი. შესაბამისად, ისინი იკარგებიან ისე, რომ ვერ აღწევენ იმ ძალამდე, ვისაც ჩვენ მივმართავთ.


საჭიროა თქვენი რწმენა



მაშ ასე, პირველი და აუცილებელი - ძლიერი განზრახვა და რწმენაა. როდესაც რამის ძალიან გჯერათ, მთელი გულით და ძალიან-ძალიან გინდათ, საბოლოოდ აუცილებლად მიაღწევთ თქვენს მიზანს. თქვენსას შეისმენენ. ეს სწორედ ამგვარად მუშაობს.


მეორე, ეს არის ის, რომ სამყაროსთან რეზონანსში უნდა იმოქმედოთ. რეზონანსი - ეს ისეთი ფენომენია, რომელიც აღიძვრება მაშინ, როცა ორი ობიექტი ერთმანეთან ერთ სიხშირეზე ვიბრირებს. ეს განსაკუთრებულ და პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის მათ გარშემო. ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადავალთ „სამყაროს სიხშირეზე“.



მეთოდი მდგომარეობს შემდეგში:


დასაწყისში უნდა მოახდინოთ კონცენტრირება, იფიქროთ და გარკვევით მოახდინოთ ფორმულირება თქვენთვის, თუ რა გსურთ სინამდვილეში. და თქვენი სურვილი არ უნდა გავდეს თოვლის ბაბუისთვის მიწერილ ბავშვის წერილს.


ეს უნდა იყოს ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან ღრმა რამ. პირველ რიგში- კეთილი. მაგალითად, ახალი ღუმელი ბებიასთვის. ან სხვა სურვილები იმ ადამიანებისთვის, რომლებით გულწრფელად გიყვართ და ბედნიერება გსურთ მათი.


ახლა კი - დაწერეთ ფურცელზე ის, რაც გსურთ. მაგალითად, შემდეგი:
„მე ეს ძალიან მინდა. გთხოვ...“ არავითარ შემთხვევაში არ დაწეროთ თხოვნის ტონით : „მე მინდა ეს და დაე ამისრულდეს. გთხოოოვ...“. სწორედ ამაში მდგომარეობს კარდინალური განსხვავება უბრალო სურვილსა და ძლიერ სურვილს შორის.


შემდეგ, ფურცლის მეორე მხარეს ჩამოწერეთ ის, უბრალოდ რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ახლა იმისთვის, რომ თქვენი მოლოდინი გამართლდეს.


არ იფიქროთ იმაზე, რომ მაინც არაფერი გამოვა აქედან. არ დაეჭვდეთ და არ ინერვიულოთ, როდესაც წერთ. სწორედ თქვენი პოზიტიური განწყობა უნდა დაგეხმაროთ! და არ დაივიწყოთ, რომ რაც უნდა უსუსურად გეჩვენებოდეთ თავი დასახული ამოცანის განხორციელებაში, ყოველთვის შეძლებთ მის შესრულებას. ყოველთვის არსებობს რაღაც ის, რაც დაგეხმარებათ. ყოველთვის.


გახსოვდეთ ეს და იარეთ წინ. ნუ შეიცოდებთ თავს, ნუ აგებთ ილუზიებს, უბრალოდ არ დანებდეთ. ყველაფერი გამოგივათ.


ძალისხმევის და შრომის გარეშე- წყალში თევზს ვერ დაიჭერ



და ბოლოს, რაც შეიძლება არაეფექტურად მოგეჩვენოთ („რამდენჯერ სცადეთ -და არ გამოვიდა!“): სამყარო არაფერს ღებულობს ძალისხმევის და შრომის გარეშე. თუ ადამიანს ნამდვილად სურს მიაღწიოს საკუთარ მიზანს, მონდომებულია და მუშაობს, კვლავ და კვლავ ცდილობს- სამყარო ყველაფერს გააკეთებს მის დასახმარებლად. და პირიქით.



ყოველ დღე გააკეთეთ რაღაც, მიზანს რომ მიუახლოვდეთ. ეს შეიძლება იყოს რეგულარული ვიზიტი სპორტულ დარბაზში ან ზეგანაკვეთი სამსახურში. ჯიუტად მიჰყევით თქვენს ოცნებას და უკან არ დაიხიოთ. ეს ჰგავს იმას, თუ როგორ აგდებს ბავშვი თითო მონეტას თავის ყულაბაში. ის დღე აუცილებლად დადგება, როდესაც საჭირო თანხა შეგროვდება.



შემდეგი: აუცილებლად გამოძებნეთ წუთი, რომ ყოველ დღე ილოცოთ. აუცილებლად შეისმინება თქვენი ლოცვა


საღამოს, დაძინებისას კი- ეცადეთ მოახდინოთ თქვენი მიზნის ვიზუალიზაცია. იგრძენით სიხარული, როდესაც ყველაფერი ასრულდება. ეს უფრო მეტად შთაგაგონებთ და მოტივაციას შეგმატებთ!



მერწმუნეთ, ყველაფერი გამოვა. თქვენ მხოლოდ ეს ძალიან უნდა გინდოდეთ...



იხილეთ ასევე:


ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო დაავადებაა. მიუხედავად იმისა, რომ ის მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ვლინდება მხოლოდ რამოდენიმე თვეში ერთხელ, მაინც ბევრი უსიამოვნება მოაქვს ადამიანისთვის. ამ ინფექციის მთავარი თვისებაა-დამახასიათებელი გამონაყარი ტუჩზე (და არა მხოლოდ ტუჩზე), რომელიც არა მხოლოდ

როდესაც ადამიანთან ურთიერთობას იწყებ, სანამ ცოლად გაჰყვები, ცდილობ, რაც შეიძლება კარგად გაიცნო. სამწუხაროდ, დღეს ყოველი მეოთხე ქორწინება განქორწინებით სრულდება. თუ თქვენ უკვე გადატანილი გაქვთ განქორწინება, სავარაუდოდ, თქვენც გამშვიდებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ისეთი იდეალური...

ცნობილია, რომ უსარგებლო ნივთების და ნაგვისგან სახლი უნდა გავათავისუფლდეს, მაგრამ ყველაფრის გადაყრა არ შეიძლება იმდენად, რამდენადაც ამან შეიძლება პრობლემებთან მიგიყვანოთ. ბევრი ნივთი ენერგეტიკულად არის დაკავშირებული სახლთან ან იმ ადამიანებთან, ვინც შიგ ცხოვრობს. ბევრი ნივთი გვეხმარება სახლში შევქმნათ დადებითი ენერგეტიკა, მაგრამ არა მხოლოდ ასეთე...

ალბათ ბევრს სმენია სამკითხაო კარტის საიდუმლოებით მოცული ძალის შესახებ. უძველესი დროიდან ადამიანები არა მხოლოდ თამაშობდნენ კარტით, მკითხაობდნენ კიდეც მასზე. რა თქმა უნდა, ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, არსებობს მკითხაობისთვის სპეციალურად შერჩეული კარტები. თქვენ რაც უნდა გააკეთოთ, მხოლოდ

5.

რამდენად ხშირად დაპირებიხართ საკუთარ თავს, დაგეზოგათ ფული, გადაგედოთ რამე მნიშვნელოვანი შენაძენისთვის, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაგიხარჯავთ? აი რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ჩანაფიქრის განხორციელებაში! 1. ხშირად გადაიხადეთ ბარათით დახარჯული ფულიდან დამატებითი სარგებლის მისაღებად ბანკების უმრავლესობას ბონუსების პროგრ...


1
967
6-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
967
  
4 იანვარი, 2:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1