x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ახალი წლის ღამეს აშშ-ში 10 ადამიანი მოკლეს

image

ახალი წლის დადგომიდან რამდენიმე საათში შეერთებულ შტატებში დაიღუპა ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. იტყობინება USA Today.



გამოცემის ცნობით, მკვლელობების უმეტესობა ბარსა და ღამის კლუბებში მოხდა-ორი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ორლანდოში (ფლორიდა) მდებარე კლუბში სროლის შედეგად.

ტეხასის შტატის ქალაქ ლუბოკის ღამის კლუბში ორი მამაკაცი მოკლეს. კიდევ სამი ადამიანი ცეცხლასროლი იარაღით მოკლეს გამთენიისას, სენტ-ლუისში(მისურის შტატი), ორიც -ფილადელფიაში. აიოვას შტატში კი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს მოზარდ ბიჭს. ვირჯინიაში სროლის დროს კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ შარშანდელი 2019 წლის დადგომა ყველაზე სისხლიანი გამოდგა შეერთებულ შტატების ისტორიაში, მთლიანობაში ქვეყანაში ყველაზე მასიურ 40-ზე მეტი კონფლიქტურ სიტუაციას 210 ადამიანის მკვლელობა მოჰყვა.

0
94
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0