x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
"2020 -ში მინდა დამნაშავე დაისაჯოს, 2019 წელმა ბევრს ჩამოხსნა ნიღაბი, პატარა კაცები მომშორდნენ"

image

უმძიმესი წელი გავიდა, როგორც იქნა მინდა შევთხოვო უფალს და ჩვენც არ დავაკლოთ მცდელობა, რომ ახალმა წელმა აჯობოს ძველს, სიხარულით და ბედნიერებით, ხვავით და ბარაქით!!!
მინდა რეალურად ვძლიოთ ბოროტებას სიკეთით!! გაზიარება, არა მხოლოდ აქ შეგვეძლოს, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც. ვეცადოთ, რომ გადავცეთ ჩვენს გარშემო მყოფთ ის სიკეთე, რაც ჩვენ მოგვჭარბებია(სულიერი თუ მატერიალური).
2020-ში მინდა ბევრი რამ შეიცვალოს უკეთესობისკენ....ამ წელში მინდა მართალს დაერქვას მართალი და ცრუს-ცრუ.დამნაშავე საბოლოოდ დაისაჯოს, იზეიმოს სამართალმა. ძველმა წელმა ამის საბოლოო საბაბი მოგვცა. შეცდომებზე ვისწავლოთ....
ჩემი ოჯახისთვისაც უმძიმესი წელი იყო, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გახდა ნათელი საბედნიეროდ.ამ წელმა ბევრს ჩამოხსნა ნიღაბი და დამანახა მათი რეალური-სუფთა, თუ ბინძური სახეები. პატარა კაცები მომშორდნენ, თუმცა დარჩნენ დიდები.მადლობა ამ წელს ამისათვის!
მილოცვა მინდა ჩემი ოჯახისთვის და ნათესავებისთვის დავიწყო და ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, სიხარული, ბედნიერება და წყალობა უფლისა!!!!
ჩემო, მეგობრებო, ყველას მინდა გისურვოთ ბედნიერი და სიხარულით აღსავსე წელი შევთხოვ უფალს, რომ გქონდეთ ჯანმრთელობა!ჭირი და ცუდი ამბები გაშოროთ ღმერთმა! ხვავი და ბარაქა არ გამოლეულიყოს თქვენს ბედნიერ ოჯახებში!!!
+უწმინდესს და უნეტარესს, ასევე ყველა ღირსეულ მღვდელმთავარს, მღვდელმსახურს, ბერმონაზვნებს, მორჩილებს, მინდა ვუსურვო სიძლიერე, ჯანმრთელობა და მრევლის სიმტკიცე!!! ჩვენ, თქვენთან ერთად დავიცავთ ეკლესიას ბოლომდე!!!

‼️‼️‼️მრავალ ბედნიერ წლებს დაგვასწროს სრულიად საქართველო, ყველა ერთადგულითადად გილოცავთ!!!!image

0
252
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0