x
მეტი
  • 26.01.2020
  • სტატია:98555
  • ვიდეო:343984
  • სურათი:460817
მეხსიერების გაუმჯობესება თუ გსურთ, მიიღეთ ეს ალკოჰოლური სასმელი

ისეთი ალკოჰოლური სასმელი, როგორიცაა შამპანური, იქნება ეს ფრანგული თუ ქართული, ძირითადად სადღესასწაულო და განსაკუთრებული მოვლენების აღსანიშნავად იხსნება, თუმცა, ცოტამ თუ იცის მისი სამკურნალო თვისებების შესახებ და შესაბამისად, ამ მიზნით ნამდვილად არ იღებს. შამპანურის სამკურნალო დანიშნულებით გამოყენებას, საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. სხვათა შორის, მას დილაობით მხოლოდ არისტოკრატები არ სვამენ.


image image

შამპანური მეხსიერების გასაუმჯობესებლად


ადრე ითვლებოდა, რომ კვირაში 3 ბოკალი შამპანური კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას იწვევს. თუმცა, ამ საკითხით დაინტერესდნენ მკვლევარები, ჩაატარეს სამეცნიერო ექსპერიმენტები და შედეგად დაადგინეს, რომ წითელი ყურძნის ჯიშებში – პინო ნუარსა და პინო მენიეში შემავალ ნივთიერებას მეხსიერების გაუმჯობესების უნარი გააჩნია. აღნიშნულ ექსპერიმენტებს ვირთხებზე ატარებდნენ.


შამპანური სამკურნალო მიზნით: არცთუ დიდი ხნის წინ გამოქვეყნდა ერთი კვლევის შედეგები, რომელმაც ცალსახად და მკაფიოდ აჩვენა, რომ შამპანურის ზომიერად მოხმარებას ადამიანის კოგნიტურ ფუნქციებზე, უშუალოდ მეხსიერებაზე, პოზიტიური გავლენის მოხდენის უნარი გააჩნია. აღნიშნული ექსპერიმენტის თანაავტორი მეცნიერებათა დოქტორი ჯერემი სპენსერია. ის ხელმძღვანელობს მეცნიერთა ჯგუფს რედინგის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). კოლეგებთან ერთად მკვლევარმა დაადგინა, რომ კვირაში 2 ბოკალი შამპანური პოზიტიურ გავლენას ახდენს სისხლძარღვების კედლებზე, ამცირებს ინსულტის რისკს, ისევე როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ალბათობას.



image


თავისთავად შამპანური ჯანსაღი ალკოჰოლური სასმელია, რომლის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე (ტვინის უჯრედებზე) შეიძლება შევადაროთ ღვინოს. კვლევამ დაადგინა, რომ შამპანურს, რომელიც არ შეიცავს ფლავონოიდებს, ასევე უნარი აქვს დადებითი გავლენა მოახდინოს ტვინის მუშაობაზე ფენოლური ნაერთების მოქმედების ხარჯზე. ეს უკანასკნელი კი უდიდეს როლს თამაშობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, რამდენადაც ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს.


სპენსერი და მისი მკვლევართა ჯგუფი გვირჩევენ ალკოჰოლური სასმელის ზომიერად მიღებას. მათი კვლევის შედეგები კი იმაზე მეტყველებს, რომ კვირაში ერთი-ორი ჭიქა შაპანური პოზიტიურად ზემოქმედებს ადამიანის კოგნიტურ ფუნქციებზე.


ამასთან, შამპანურს, გარდა იმისა რომ აუმჯობესებს მეხსიერებას, გააჩნია სხვა უპირატესობებიც. სასმელი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომელიც აუცილებელია კანისთვის. ასევე, ეს დაბალკალორიული სასმელია, რომელიც არ აძლევს ქოლესტერინს სისხლძარღვების კედლებზე დალექვის საშუალებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აფერხებს სიბერის პროცესს, ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს, უჯრედებს ჟანგბადით ამდიდრებს, არტერიული წნევის ნორმალიზებას ახდენს. მცნიერები განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ ადამიანის ორგანიზმისთვის სარგებლის მოტანა მხოლოდ ძვირფას ფრანგულ შამპანურს არ შეუძლია, ეფექტურია ასევე შედარებით იაფი ცქრიალა ღვინოც.


გაფრთხილება!


გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ალკოჰოლური სასმლის, მათ შორის შამპანურის, ჭარბი რაოდენობით მოხმარება ჯანმრთელობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და სრულიად ანეიტრალებს მის სამკურნალო ღირებულებებს!

დაიცავით ყველაფერში ზომიერება და იყავით ჯანმრთელები!





ასევე დაგაინტერესებთ:


გსურთ გაიუმჯობესოთ მეხსიერება და აღიდგინოთ მხედველობა? მაშინ მიიღეთ ეს უმნიშვნელოვანესი 12 პროდუქტი


7 პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ტვინს. სასწრაფოდ ამოიღეთ რაციონიდან!


5 საინტერესო ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის


თუ ამ 9 ელემენტიდან რომელიმეს ნაკლებობას განიცდით, შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ


5 მოქმედება, რომელიც ტვინის უჯრედებს აღადგენს


12 დამღუპველი ჩვევა, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ანადგურებს


რატომ უნდა მივირთვათ ნაყინი საუზმეზე – იაპონელ მეცნიერთა უახლესი კვლევის შედეგები


2
241
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
241
  
16 იანვარი, 1:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

15 იანვარი, 23:13
მეც მაგას არ ვამბობ?
0 1 2