x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში სკულპტორმა საახალწლოდ სამი ტონა ნეხვისგან ვირთხა გააკეთა

image


ახალი წლისთვის, იაკუტელმა მოქანდაკე მიხაილ ბოპოსოვმა ნეხვისგან უზარმაზარი ვირთხა გამოძერწა. ამის შესახებ იტყობინება "კომსომოლსკაია პრავდა".

სკულპტურა მდებარეობს სოფელ ვალბას მთავარ ქუჩაზე. კედლის ფონზე რელიეფური წარწერით "2020" დგას ორი ტახტრევანი, რომელთაგან ერთი ცარიელია, მეორეზე კი ვირთხა ზეის.

”ჩვენთან უამრავი ტურისტი მოგზაურობს, რომლებსაც ოიმიაკონისკენ(იგივე "სიცივის პოლუსი".ერთ-ერთი ყველაზე ცივი ადგილი პლანეტაზე) აქვთ გეზი აღებული” - განმარტა ბოპოსოვმა სააგენტო ЯСИА– სთან ინტერვიუში. ”ისინი ხშირად ჩერდებიან და იღებენ ფოტოებს ჩემს ქანდაკებებთან, ამიტომ, წელს გადავწყვიტე ფოტოზონის შექმნა, სადაც შეგიძლიათ ტახტზე დაჯდომა და ვირთხასთან ფოტოს გადაღება."

image


ორ მეტრიან სკულპტურაზე მუშაობა, რომელსაც დაახლოებით სამი ტონა ნეხვი დასჭირდა, თითქმის მთელი თვე გაგრძელდა. ” ათი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მყავს და ყოველ დღე ციგით გადმომქონდა ცოტ-ცოტა ნეხვი”, - განაცხადა სკულპტორმა. ”საერთო ჯამში, დღეში მიწევდა დაახლოებით ოთხი რეისი 25 კილომეტრიანი მანძილის დაფარვა, ჯამში დღეში 100 კილოგრამი მასალა გადამქონდა.”

ბოპოსოვი ყოველ ზამთარში აკეთებს ქანდაკებებს ნეხვისგან. ყველაზე ხშირად, მისი პერსონაჟები ცხოველები არიან აღმოსავლური კალენდარიდან. გასულ წელს მან სამი გოჭი შექმნა, მანამდე მან დაამზადა ძაღლების სკულპტურა ციგით და ღვედებით, გიგანტური მამალი, თხის იჯახი, ცხენი და კობრა.

image

2015 წელს მოქანდაკემ ნეხვისგან გააკეთა პალმის ხეების რთული კომპოზიცია, რომელზედაც მაიმუნები დახტუნავენ, გარდა ამისა, მან შექმნა დრაკონი და ტანკი.





0
471
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0