x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სომხეთი აძლიერებს თავის შეიარაღებულ ძალებს, ამჟამად სომხეთმა შეიძინა რუსული, რადიოსალოკაციო სადგურების საწინააღმდეგო მართვადი რაკეტები "Х-31ПД"

image ამ დღეებში სომხეთის არმიას ოფიციალურად გადაეცემა რუსული წარმოების რადიოსალოკაციო სადგურების საწინააღმდეგო მართვადი რაკეტები "Х-31ПД". ზებგერითი საავიაციო რაკეტებით აღჭურავენ სომხეთისათვის რუსეთის მიერ გადაცემულ "Су-30СМ"-ს. რაკეტის მოქმედების მაქსიმალური სიშორე 350 კილომეტრამდეა. რაკეტის საშუალო სიჩქარე 600-700 მეტრია/წამში. აღნიშნული რაკეთა განკუთვნილია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების რადიოსალოკაციო სადგურების გასანადგურებლად, ასევე ჰაესაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში შემავალი ახლო და საშუალო სიშორისმოქმედების რადიოსალოკაციო სადგურების გასანადგურებლად.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო არ ახმოვანებს, თუ რამდენი ერთეული რაკეტა გადასცა მათ რუსეთმა.
მოდერნიზებულ რაკეტას (რომელიც გადაეცა სომხეთს) გააჩნია ინერციული სისტემა და პასიური რადიოსალოკაციო თავაკი " Л-112Э", რომელიც შეიქმნა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "Автоматика"-ში.
რაკეტის ტექნიკური მახასიათებლებია:
მოქმედების მაქსიმალური სიშორე-250 კმ
მოქმედების მინიმალური სიშორე-15 კმ
რაკეტის ფრენის სიჩქარე მეტრი/წამში:
მაქსიმალური-1000
საშუალო-600-700
საბრძოლო ნაწილის წონაა: 110 კგ
რაკეტის სიგრძე: 5340 მმ
რაკეტის დიამეტრი: 360 მმ
image
რუსეთმა სომხეთს გადასცა იარაღი, რომელიც ჯერ თავად არა აქვს მიღებული შეიარაღებაში

სომხეთმა უკვე მიიღო შეიარაღებაში რუსული გამანადგურებლები "Су-30СМ", ამ ეტაპზე 2 ერთეული, ახალი წლის შემდეგ იგეგმება კიდევ 2 ერთეულის მიღება. მთლიანობაში კი სომხეთი შეიძენს 12 ერთეულ რუსულ გამანადგურებელს "Су-30СМ"-ს.


0
490
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
490