x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
იწყება ახალი პოლიტიკური თამაშები

image

(გაგრძელება.ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის ნაწილობრივ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 28 )
2008 წელი, 12 ივლისი, ურეკი, დილის 6 საათი
ვხედავ, ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც ხალხმა არ იცის. საინფორმაციო წყარო ტექნიკურად დაიხურა, ანუ დახურეს. ჩვენი არხიც დავხურეთო, ამბობს მთავრობა, მაგრამ ხალხი აღარაფერს იჯერებს, ისინი მთავრობას არ ენდობიან.
პრეზიდენტი განაგრძობს რეფორმებს. იგი არ ჩერდება. მთელი ძალები რუსეთის წინააღმდეგაა მობილიზებული. რუსეთი კი ზუსტად იმგვარ პროგრამას ახორციელებს, რასაც აკეთებდა ბალტიისპირეთში. მაგრამ იქ ხომ არაფერი გამოუვიდათ — ბალტიისპირეთი ნატოში გაერთიანდა — და ასე მოხდება, ვხედავ, საქართველოშიც. შევდივართ ნატოში. ეს ჯერ კიდევ 1990-1992 წლებში ვიწინასწარმეტყველე, რაც ასრულდება.
ამერიკის პოლიტიკაში რა ცვლილებებიც უნდა მოხდეს, მნიშვნელობა აღარ აქვს — საქართველო მაინც შევა ნატოში.
მინდა აღვნიშნო, რომ ვხედავ, საქართველოს საკუთარი ჯარი ეყოლება, ანუ ქართული შეიარაღებული ძალები ნატოს ეგიდით. ასე გადაწყვეტს ნატო. უცხო ძალები კი დროებითია. ისეთი პერიოდი დადგება, რომ გყავდეს შენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები, დასაშვებია — როგორც ისრაელშია, როგორც თურქეთშია და სხვა. საქართველოს ყველა რესურსი აქვს იმისათვის, რომ ჰყავდეს საკუთარი ჯარი.
დიახ, საქართველო საკუთარ თავს ყოველთვის დაიცავს. ეს გენეტიკურად გვაქვს სისიხლში. ქართველი ერი მეომარი, უშიშარი ერია. ეს ისტორიამ დაამტკიცა. ვიღაც ყოველთვის გვებრძოდა, მაგრამ ვერ გვერეოდა. მადლობა უფალს, რომ გადაშენება არ გვაწერია ბედისწერაზე. საქართველო, ჩემი საყვარელი ქართველები, ვიყავით და ვიქნებით მუდამ. ეს ასეა.
საქართველო იბრუნებს ვითომ დაკარგულ ტერიტორიებს ასი პროცენტით. ვხედავ, რომ გაიზრდება ჩემი ქვეყანა, ერთი გოჯი მიწაც კი არ მოაკლდება ქართულ ტერიტორიებს და დიდ ბრძოლებში, როგორც ყოველთვის, ქართველი ერი გადარჩება. მაშინ დაცვითი უზარმაზარი ენერგია წამოვა კოსმოსიდან და ამას ყველა იხილავს.
მე მრავალი წლის წინ დავხატე, თუ როგორი კოსმიური ენერგიები იცავს საქართველოს.
თბილისი ცეცხლოვანი შოლტითაა გარშემორტყმული და ვინც ამ კოსმიურ ენერგიას მიეკარება, ვაი მას! შოლტს საქართველო რუსეთს მოუქნევს და ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს იმ დარტყმას, რომელსაც პატარა საქართველო დიდ რუსეთს მიაყენებს.
ეს კოსმიური დაცვითი წრე საქართველოს რუკაზეც აღვნიშნე. ეს არ არის უბრალო რამ. ეს ძალზე სერიოზული, საქართველოს დაცვითი და გადამრჩენი ძალებია.
რუსეთის ყველა მცდელობა წაშლილია საქართველოსთან მიმართებაში. წინასწარმეტყველებები ასრულდება ასი პროცენტით. ქართულ მიწაზე, აფხაზეთში, შევალთ ომით, მაგრამ დავარქმევთ მშვიდობას! ეს ჯერ კიდევ14-15 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და ყველაფერი ზუსტად ასრულდება — სიტყვა სიტყვით.
ვხედავ, ქართველები ბრუნდებიან ქართულ მიწაზე. აფხაზეთს მიყვება სამაჩაბლო, ამას ვერავინ შეაჩერებს.
მომავალში ბევრ ფილმს გადაიღებენ ქართველები, რათა სიმართლე არ დაიმალოს, რათა ყველამ იცოდეს, რა მოხდა სინამდვილეში, როგორი გენოციდი მოუწყეს რუსებმა ქართველებს. ამინ!
2008 წელი, 13 ივლისი
ვხედავ, რუსეთის შიდა პოლიტიკა ძალიან დაიძაბება. კრემლი ორად იყოფა. პუტინი-მედვედევის პრეზიდენტობა ძალიან გავლენიან პირებს უკვე ძალიან აღიზიანებთ. მთავარი კი ისაა, რომ ევროპა-ამერიკა და სხვა ქვეყნებიც რუსეთის პრეზიდენტს არასერიოზულად უყურებენ და მათში ღიმილს იწვევს საცოდავი მონა პუტინისა. ეს მართლაც სერიოზულად ააფორიაქებს რუსულ უმაღლეს წრეებს. ჩნდება ძალიან სერიოზული ოპოზიცია. რუსეთი სერიოზული შინაომების ფაქტების წინაშე დგება.
ვხედავ, პუტინს ბედისწერაზე აღარ უმართლებს. მის პოლიტიკას კავკასიაში აღარ ამართლებენ, აღარ ემხრობიან და დიდ შეცდომადაც შეაფასებენ. ამას, ჩემო საყვარელო ქართველებო, საკუთარი თვალით იხილავთ და საკუთარი ყურით მოისმენთ. მოკლედ, რუსეთს დიდი ცვლილებები ელის, როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაში.
ვხედავ, პოლიტიკური კურსი შეიცვლება. ასე ვთქვათ, კრემლის კარზე, შეიქმნება ბიზნესმენთა ახალი წრე. ეს ძალზე ძლიერი ძალაა. ვხედავ, ყველა პუტინზეა განაწყენებული, არადა, ადრე მის მხარეს იყვნენ. დღეს ვლადიმერი სულ სხვა თამაშს თამაშობს — ძალიან საშიშს მათთვის. ისინი ხვდებიან, რომ პუტინი მათ სრულ განადგურებას აღწევს, რათა საკუთარი ბიზნეს-სფერო გააფართოვოს სახელმწიფოს ინტერესების სახელით. ეს უკვე ყველა ზღვარს ცდება.
საინტერესო ამბები დატრიალდება. წავა სერიოზული მკვლელობები. მოსკოვი ძალიან აფორიაქდება და ყველა ხედავს, რომ არწივის ორ თავს არ შეუძლია მართოს ქვეყანა; საჭიროა მხოლოდ ერთი თავი. პუტინის „მეფობა“ მის ახლო გარემოცვასაც აღარ სურს, იმიტომ, რომ ექს-პრეზიდენტმა მათ უღალატა და მისი ძალაუფლების გამყარების შემთხვევაში, ისინი განადგურდებიან.
მოკლედ, დიდი ინტრიგების პერიოდები ელით რუსებს. ყველაფერს სათავეში ჩაუდგება რუხი გენერალი, რომელსაც ძალიან გამჭოლი ხმა აქვს. იგი გამოცდილი კადრია, არაფერი ეშლება. ძლიერი გუნდი იკვრება მის ირგვლივ და იწყებენ ბრძოლას. მათ პუტინის მოშორება აქვთ ჩაფიქრებული და დაიწყებენ ამ ჩანაფიქრის განხორციელებას. მოდის ძალა, რომელიც პუტინს უნდა ჩაენაცვლოს და ჩაენაცვლება კიდეც. აი აქ, ამ გენერლის მეშვეობით მოიქნევს „მედვედი“ ცხოვრებაში პირველად თათს.
რუსეთის მთავრობაში იქნება დიდი ცვლა. მოდის ახალი ხალხი. ყველაფერი იცვლება, განსაკუთრებით კი რუსული პოლიტიკის კურსი. ამინ! ვხედავ, რუსეთი განიხილავს ციმბირის საკითხს. ვხედავ ატომურ სადგურს. ლაპარაკია ამ სადგურის აშენებასა და ამუშავებაზე, სადაც ჩინელებს ვხედავ.
რუსები ჩინელების ავტონომიას ნამდვილად არ შექმნიან. ყველანაირად შეეცდება მოსკოვი, რომ ისინი გაყარონ რუსეთის მიწებიდან. ჩინელები დღეს უკვე დიდ საშიშროებას წარმოადგენენ მათთვის. მიუხედავად ჩინეთის მთავრობის მხრიდან დიდი მცდელობისა, რუსეთი არ დაინდობს მათ. არც ერთობლივი პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ ეხატება რუსეთს გულზე, კრემლიც კარგად გაართმევს თავს.
ერთი სიტყვით, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები კი არ ფართოვდება, როგორც ეს გამოჩნდება ხალხის თვალში, არამედ უფრო შორდება და იძაბება. ჩინელები ტოვებენ არა მარტო რუსეთს, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებსაც. ისინი იქ ფეხს ვერ მოიკიდებენ, ხალხი მათ არ ღებულობს. ჩინელები ჩინეთში ბრუნდებიან.
ასევე სუფთავდება ჩემი საქართველოც.
მინდა აღვნიშნო: ვხედავ, რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ჩაშლას ურჩევნია, ქართული მიწები დაუბრუნოს ქართველებს. რუსისა რა ვთქვა, მაგრამ უფალი კი მართლა გვიბრუნებს წართმეულ მიწებს.
ქართველებიც უკან არ დავიხევთ. ვხედავ, როგორ მივიწევთ წინ — რუსეთის საზღვრამდე. დარტყმა ზუსტად კოდორიდან — ზემო სვანეთიდან მოხდება. პირდაპირ სოხუმში შევცვივდებით. ეს ასჯერ მაქვს დაწერილი და როგორც სხვა მრავალი წინასწარმეტყველება, ესეც ასრულდება ასი პროცენტით!
დიდი ენერგიები მოდის კოსმოსიდან საქართველოს ტერიტორიების გაერთიანებისათვის. ამას ვერავინ შეაჩერებს. 1990-იან წლებში რუკაზე აღვნიშნე, როგორ შედის ქართული ჯარი ქართულ მიწაზე. ეს ინფორმაცია კოსმოსიდან მოდიოდა, ვხედავდი და ვწერდი. ეს მაშინ ძალიან დაუჯერებელი იყო, მაგრამ დღეს ყოველივე რეალური ხდება. ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს.
კი, რუსეთი არ ჩერდება, ვხედავ, ყველა სიბინძურეს გამოიყენებს, რა თქმა უნდა, მაგრამ კრემლს არაფერი გამოუვა. არც ევროპა-ამერიკა და არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ დაუჭერს მხარს კრემლს.
რუსეთი საბოლოოდ დამარცხდება ასი პროცენტით, მაგრამ საქართველომ ბრძოლის პერიოდი უნდა გაიაროს, თავად ქართველებმა უნდა დავიბრუნოთ ქართული მიწები, უნდა ვიბრძოლოთ ისე, რომ მტერს დავაკარგვინოთ საქართველოს დაქუცმაცების სურვილი!
ქართველები კი, ვიცი, რომ ვიბრძოლებთ და დავიცავთ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ქართველობასაც. ამინ!
1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსებს ძალიან სურთ აფხაზეთის შეერთება, მაგრამ ეს ღია, უტვინო თამაშია და მათ არაფერი გამოუვათ, ისინი აფხაზეთს ვერ შეიერთებენ-მეთქი. ეს წინასწარმეტყველება გამოვაქვეყნე 1995 წელს გაზეთშიც და ჟურნალშიც „ლელა — ქართველი ვანგა თუ...“ დღეს — თექვსმეტი წლის შემდეგ, ეს დრო დადგა. რუსეთი ღიად ცდილობს აფხაზეთის ანექსიას სოჭის მსგავსად, მაგრამ დიდი ბოდიში, წინასწარმეტყველება აღსრულდება ასი პროცენტით და რუსების ეს ღია, უტვინო თამაში საქართველოსთან დამთავრდება მათი კრახით. ისინი დიდ დარტყმას მიიღებენ ევროპა-ამერიკისგანაც.
ქართველები არაფერს დათმობენ. ვხედავ, ზემო აფხაზეთი, კოდორის ხეობა ქართველი მეომრებითაა სავსე და მათ იქიდან ვერავითარი ძალა ვერ გაიყვანს, იმიტომ, რომ იქ თავად უფალი დგას სადარაჯოზე მის დასაცავად!
ფრთხილად, ერთმორწმუნე რუსეთო! კოსმოსი არც სარწმუნოებრივ ღალატს გაპატიებთ.
კიდევ ვიმეორებ ასჯერ ნაწინასწარმეტყველებს: აფსუები თითზე ჩამოსათვლელნი დარჩნენ. მსოფლიოსათვის ცხადია, რომ რეალურად რუსები არიან მთავარი მოქმედი პირნი აფხაზეთში და არა გამქრალი აფსუები. იქ უფრო მეტი ბანდიტური შენაერთებია, სომხებისგან, კაზაკებისა და სხვათაგან შემდგარი. ამას ხედავს ევროპაც და ამერიკაც.
ქართულ მიწებს ერთმორწმუნე რუსეთი გვედავება და ურჯულოებს გვისევს. ვხედავ, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს საქართველოსთან ამ ომში. ქართული მებრძოლი სული ბევრად ძლიერია რუსულზე. დიახ, ეს ასეა!
მაგონდება ნაპოლეონ ბონაპარტეს სიტყვები: „მე ომი მომიგო არა რუსმა ხალხმა, არამედ გენერალმა ზამთარმა“. დიახ, ჩემო კარგებო, ნაპოლეონმა მოსკოვი გადაწვა, ანუ მან მოუგო რუსებს ომი... და კიდევ, აბა, არ ჰყოლოდათ რუსებს სათავეში ქართველი იოსებ ჯუღაშვილი — სტალინი, ქართული სული მეომრისა, რომელმაც იხსნა რუსეთი ფაშიზმისაგან?! ეს შელამაზებული ამბები კი არაა, რეალურად, ისტორიულად რაც არის, ეს არის (და კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება. ისე, ისტორიკოსებმა საკუთარი აზრები უშიშრად უნდა გამოთქვან).
დღეს ჩემს საქართველოს უჭირს და ქართველებმა — ვისაც როგორ შეუძლია, ისე უნდა დაიცვან ჩვენი საყვარელი სამშობლო. ერთი კენჭიც კი არ უნდა დავუთმოთ ურჯულოებს. ჩვენ გავიმარჯვებთ!
აზერბაიჯანიც კეთილს ინებებს და დაგვიბრუნებს ჩვენს ტერიტორიებს. საერთოდ, დიდი ტერიტორიული ცვლილებები იქნება მესამე მსოფლიო ომის შემდეგ.
ვხედავ, საქართველო ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოა მსოფლიოს რუკაზე. ეს არ არის უბრალო შეძახილი, ეს რეალობაა, რომელიც ასი პროცენტით ასრულდება, როგორც ასრულდა მრავალი წინასწარმეტყველება.
თუკი ვინმე ქილიკობს და კბენს წინასწარმეტყველებებს, მადანაშაულებს ჩემი ქართველებისა და სამშობლოს სიყვარულში, ვიცი, რომ მას უფალი — მამა ღმერთი, კოსმოსი დასჯის. დღეს უსაშველოდ უჭირს საქართველოს, ამიტომაც არ დაინდობს მოღალატეებს უფალი. შადიმანები ქრებიან საქართველოდან, თუკი სადმე არიან. საქართველო სუფთავდება და განიდევნება ბოროტი ხელითა უფლისა ჩვენისა. ამინ!
2008 წელი, 19 ივლისი, ურეკი, დილის 7 საათი
ვხედავ, წარსულში ცნობილი ყვითელი გაზეთი იხურება, მისი მეპატრონე კი ყველაფერს კარგავს. ფრთხილად! მას ციხეშიც კი გამოამწყვდევენ. არავინ იყვირებს, რომ მასმედიას ჩაგრავენ, რომ ჩაგრავენ თავისუფალ სიტყვას. და ეს იმიტომ, რომ პატივს არ სცემენ ამ გაზეთს. ყველაფერს აქვს საზღვარი. ვხედავ, რომ უფალი სჯის იმ სიბინძურისთვის, რასაც გაზეთის მეპატრონე აფრქვევდა. იგი უსინდისოდ განსჯიდა ხალხს საკუთარი გაზეთის მეშვეობით და შავი გზებით შოულობდა ფულს. ასეა, ბოროტება ყოველთვის ისჯება. ისინი გაქრებიან და არავის მოაგონდება. დიდი ტყუილები მოცილდება ქართველს ხალხს უფლის წყალობით; ბევრი მათი ცოდვა ამოტივტივდება და ამას სხვა გაზეთები, მასმედია სიამოვნებით გაახმოვანებს. ამინ!
მე ადრევე ვიწინასწარმეტყველე ტელევიზიებისა და გაზეთების დახურვა. 1998 წლიდან სულ ამას ვხედავ დღემდე და ყოველივე სრულდება. მოკლედ, ღირსეულნი რჩებიან. ჟურნალისტიკა იხვეწება, იფილტრება და ეს ძალიან კარგია, პირველ რიგში, ხალხისთვის, რათა მიიღონ მართალი, ობიექტური ინფორმაცია და სწორი ანალიზი გააკეთონ სამომავლოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, ყოველივე, რაც შეიცვლება, იქნება ნაბიჯი — გადადგმული მხოლოდ უკეთესობისკენ, მერწმუნეთ. კანონი, დიახ, ცოტა მკაცრი კანონი აუცილებლად საჭიროა და ასეც იქნება. თვითონ ხალხიც შეაფასებს ვითარებას და მიხვდება, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია.
და მაინც, ვხედავ, ამდენ ცრუ ინფორმაციაში ხალხი მაინც კარგად არჩევს, სად არის სიმართლე და სად — ტყუილი. ვხედავ, არავის აქვს პრეტენზია კანონის წინააღმდეგ, პირიქით. იცით რატომ? იმიტომ, რომ ხალხი დაიღალა.
ამავე დროს, იცოდეთ, რომ ხალხი განათლდა და გაიწაფა კიდეც დიდ პოლიტიკაში, ბევრი რამ ისწავლა და დღეს მათი მოტყუება ძალიან ძნელია. ხალხმა ისეთი სკოლა გაიარა, რომ ადვილად ვეღარ მოტყუვდება, ამიტომ დიდი სიფრთხილე მართებთ ოპოზიციასაც და პოზიციასაც, მთელ მთავრობას. სიტყვების რახარუხით ხალხს ვეღარ გააბრუებთ, ვეღარ მოატყუებთ. ყველა ძალიან კარგად ხვდება, საით უბერავთ, რას გულისხმობთ და რა პოლიტიკურ თამაშებს თამაშობთ. დიახ, ასეა და ხალხი ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
ხალხი ბრძენია! რატომ ავიწყდება ზოგიერთ ვაი-ჟურნალისტს ეს გამონათქვამი? წაიკითხავ სტატიას და ისეთი უცენზურო სიტყვებით არის სავსე, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობ. ნუთუ საჭიროა, ასეთი ბინძური გინებითა და ქილიკით სავსე წერილები ბეჭდოთ? ეს ხომ საზოგადოების უდიდესი შეურაცხყოფაა?! თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ, მალე ხალხი გაფიქრებინებთ. ვხედავ დიდ უარყოფას. ვხედავ, მომავალში ხალხი ასეთ ცრუ გაზეთებს აღარ წაიკითხავს, რადგან ყველაფერთან ერთად, მათ მეტი იციან.
ბოლოს და ბოლოს, ინფორმაციები იხვეწება, იბეჭდება ნორმალური წერილები და სიმართლე, რომელიც ასე წყურია ჩემს ქართველ ხალხს, აღარ დაიკარგება. ამ ყოველივეს, ვხედავ, კანონი მოგვიტანს და მომავალში მართლა თავისუფალ მედიას ვხედავ.
2008 წელი, 22 ივლისი, ურეკი
იწყება ახალი პოლიტიკური, ვითომ დიდი თამაშები, მაგრამ ვხედავ, რომ არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ხალხი კი მოლოდინშია...
საწყალი ჩემი ხალხი. ვინც წარსულში ძარცვავდა და ჭამდა, ისევ ისინი ჭამენ დღესაც. მათ არაფერი დაუკარგავთ, აქვთ დიდი ფული, თანამშრომლობენ მთავრობასთან და თავს კარგად გრძნობენ. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. ჩემი ხალხი კი გაჭირვებაში ცხოვრობდა და დღესაც ასე ცხოვრობს. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. ხალხის ბრძოლა დიდ შედეგს გამოიღებს, ვხედავ მომავალში.
საქართველოს გაჭირვების, დღევანდელი მდგომარეობის გამოყენებას ცდილობენ საქართველოს მტრები, განსაკუთრებით, „დიდი რუსეთი“. მინდა ისევ გავიხსენო ოცი წლის წინანდელი წინასწარმეტყველება, რადგან დღესაც იგივეს ვხედავ: რუსეთს სურს შეიერთოს აფხაზეთი, მაგრამ ეს ღია, უტვინო თამაშია. ამას ვერ მოესწრებიან, არაფერი გამოუვათ, ყველა მცდელობა ჩაფუშულია, ანულირებულია. რუსები წავლენ საქართველოდან. საქართველო მაინც გავა ნატოს ხაზით. ყველა დაკარგულ ტერიტორიას ვიბრუნებთ. ეს ასეა ასი პროცენტით, ვინაიდან ასეთია ნება უფლისა. ამინ!
ყველგან დიდი ცვლილებები იქნება და ეს მოხდება უკვე სწრაფად. ამ მოვლენებს ვერავითარი ძალა დედამიწაზე ვერ შეაჩერებს.
საქართველოში კი მიდის ძველი პოლიტიკური თამაშები, ერთმანეთს გადაჭამენ. ხალხს, ვხედავ, რომ არცერთი მხარისა არ სჯერა, არავის ენდობა (ეს ძალიან საშიშია). ამიტომ ხალხი მათ მხარს არ აუბამს. ოპოზიციას ეჭვის თვალით უყურებენ, ელოდებიან სულ სხვა გმირებს, ანუ ნამდვილ ოპოზიციას; მე კი ველოდები ოცი წლის წინ ჩაწერილი წინასწარმეტყველების ასრულებას: „მოდიან მეცნიერები“. ვხედავ, ისევ და ისევ, მეცნიერთა პარტიას — მათ, ვინც საქართველოს, ჩემს საყვარელ სამშობლოს და ქართველებს გადაარჩენენ. და მალე ვიხილავთ „გიორგი ბრწყინვალეს!“
ვხედავ, საქართველო აღმართავს მახვილს და მტერს გამოუცხადებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას. დიახ, არცერთი ნაბიჯი უკან! პატარა საქართველო დიდ რუსეთს უპირისპირდება და ეს პოლიტიკური და ფიზიკური ომი ვხედავ, საბოლოოდ ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებითაა დაგვირგვინებული.
ქვეყნის გამყიდველები და მოღალატეები შიგნითაც ბევრი გვყავს, მაგრამ ვხედავ, რომ მათ თვითონ განგება — უფალი დასჯის, მათ ქილიკს და გესლიანობას მალე მოეღება ბოლო, ასეთებს ქართველები პიროვნულად შეიძულებენ. ხალხი ბრძენია, მათ მოტყუებას ვერ შეძლებენ და ამიტომაც ვხედავ გამყიდველთა შავ სახეებს ჰაერში აფრიალებულთ — გრიგალი გადარეცხავს კაენის შთამომავალთა შთამომავლებს. ამინ!
...ვხედავ მომავალში მასმედიის კანონს, რომელიც დაასუფთავებს და გაწმენდს უარყოფითი და უღირსი პიროვნებებისაგან პრესასა და ტელევიზიას. მოდის სამშობლოს სიყვარულით, სიმართლით სავსე ახალგაზრდა ჟურნალისტების გუნდი, ზოგი გადმონაშთი კი ქრება. ვხედავ ძლიერ მასმედიას — მართალსა და შეუპოვარს. მითითებებს მათ ვერც მთავრობა და ვერც სხვა ვერავინ ვერ მისცემს, ვეღარაფერს უბრძანებენ და ყველა აღიარებს, რომ საქართველოში მართლაც თავისუფალია სიტყვა მედიისა.
ერთი სიტყვით, წინასწარმეტყველება ასეთია: იცვლება გაზეთები და ტელევიზიებიც. ეს ნამდვილად სასიხარულოა, რადგან ვიცი, რომ ეს ყოველივე ჩემი სამშობლოსა და ქართველი ხალხის სასარგებლოდაა.
მესმის ხმა:

„და ეშვებიან, ვხედავ მეომრებს, მდუმარე სახით,

მათ თან მოჰყვებათ უფლის დაცვა და შეძახილი:

ჰე, ქუდზე კაცი, ქართველებო! ჰე, ქუდზე კაცი!

გამოდით ყველა საქართველოს გადასარჩენად!“

ამინ!
იცოდეთ ყველამ, რომ საქართველო გადარჩება. დადგება ძნელი დრო, მაგრამ ქართველები გავიმარჯვებთ ასი პროცენტით!
2008 წელი, 8 აგვისტო, ურეკი
უამრავი წინასწარმეტყველება გვაქვს საქართველოს ტერიტორიების შემოერთების შესახებ 1987-1990 და ა.შ. წლებში დანახული და დღეს ყოველივე სრულდება.
საოცარი სულიერი სიმშვიდე დამეუფლა. რატომ? იმიტომ, რომ ვიცი, საქართველო, ქართველი ხალხი ურჯულოებს დაამარცხებს. ყოველი სიტყვა უფლისა სრულდება ყოველ წამს. მე მიხარია ის, რომ ქართველმა მეომარმა, ვაჟკაცურმა სულმა გაიღვიძა და მთელ მსოფლიოს ვანახებთ, რანი ვართ ქართველები, რა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია სამშობლოს დაცვა, როგორ შეგვიძლია სიყვარული და ერთიანობა, როცა საქართველოს უჭირს.
...და კავკასიონიდან ეშვებიან ქართველი მეომრები!
რუსეთი წარმოუდგენელ შეცდომებს დაუშვებს, უფრო სწორად ვიტყვი: სულელურ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს. მათ წინაღმდეგ მთელი მსოფლიო მოიმართება. ისინი საქართველოს ბომბავენ, მაგრამ უშედეგოდ. ქართული ნამდვილი ბაზებიც სხვაგანაა განლაგებული და სამხედრო ტექნიკაც.
ერთი ვიცი ნამდვილად, რომ რუსეთი მართლა დაიბომბებაIII მსოფლიო ომის დროს იმ მუსლიმებისგან, ვისაც ხელს უწყობენ (1992-1994 წ.წ. წინასწარმეტყველებები, რომლებიც ასი პროცენტით აუსრულდებათ!).
საქართველო არ დათმობს ქართული მიწის პატარა ნაგლეჯსაც კი. ეს ომი ქართველებისაა და როგორც ადრე აღვნიშნე, ურჯულოები განიდევნებიან საქართველოდან. ეს ჯერ კიდევ ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და ყველაფერი დაფიქსირებულია.
როცა სამაჩაბლო დავკარგეთ, კოსმოსს იგი დაკარგულად არ მიუღია. ყოველთვის ვიცოდი, რომ საქართველო თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს. მართალია, ამას ძნელად იჯერებდნენ და ძალიან ვბრაზობდი, მაგრამ იცოდეთ, ვიზეიმებთ, რადგან საქართველო შემოიერთებს იმ ტერიტორიებს, რომელსაც საქართველო ჰქვია: კახი, ნუხი, საინგილო...
საქართველო ერთიანია! საქართველო ძლიერია! საქართველო აუღებელი ციხე-სიმაგრეა და უტვინო კრემლი ვერ დაისაკუთრებს უფლის სასუფეველს, რომელსაც საქართველო ჰქვია!
ვხედავ, რომ რუსეთი, გამომდინარე იმ ქმედებებიდან, რომლებიც მან საქართველოს მიმართ ჩაიდინა, იმას მოიმკის, რაც დათესა.
როკის გვირაბი (ეს ჯერ კიდევ 1990-1992 წლებში ვიწინასწარმეტყველე) მიწით ამოივსება. საქართველოს ეს გვირაბი არ სჭირდება და მალე იგი აღარ იარსებებს.
ქართულ არმიას ებრძვის უზარმაზარი ქვეყანა, დიდი, მაგრამ უტვინო რუსეთი. და „დიდმა“ რუსულმა არმიამ სახმელეთო ბრძოლა წააგო! დიახ, ეს ასეა.
მთელი მსოფლიო, ვხედავ, მართლა საქართველოს მხარეზეა. გამორიცხულია, რუსეთი თავს ვერ გაიმართლებს, რა ხერხებსაც უნდა მიმართოს — საინფორმაციოს თუ სამხედროს.
რუსეთმა წააგო. ამერიკას და ევროპას არცერთ შემთხვევაში არ აწყობთ თვალი დაუხუჭონ რუსულ აგრესიას და ამიტომაც მოითხოვენ მათგან, დაიცვან საერთაშორისო კანონები. რუსებს კი სულ არ ანაღვლებთ კანონები, აკეთებენ იმას, რაც მოეპრიანებათ. ისინი ღიად ილაშქრებენ ამერიკა-ევროპის წინააღმდეგ. ეს ომი საქართველოსთან არის საჩვენებელი ომი მთელი მსოფლიოსათვის: „ჩვენ პირველები ვართ და თქვენც დაგარტყამთ!“
ისე, სასაცილოა. ქართულმა ჯარმა დიდი დარტყმა მიაყენა რუსებს. ბანდიტურ ფორმირებებზე ხომ აღარაფერს ვამბობ — მიწასთან გაასწორეს ქართველმა მეომრებმა. რუსეთს კი, თავს რომ ვინმე დაესხას, საკუთარ ტერიტორიას ვერ დაიცავს, იმიტომ რომ, რაც ტექნიკა ჰქონდა და ჯარი ჰყავდა, პატარა საქართველოში შემოყარა, რისი უფლებაც საერთოდ არ ჰქონდა. თუ რუსეთს ეს შერჩა, საქართველოს რა უჭირს, იკითხონ ევროპამ და ამერიკამ!
ვხედავ, ქართველები იბრძვიან, არაფერს დავთმობთ. წინასწარმეტყველება, რომ რუსეთი იძულებული იქნება, დატოვოს საქართველოს საზღვრები და ასევე წინასწარმეტყველება1992 წლისა, რომ საქართველო მაინც, დიახ, მაინც შევა ნატოში, უკვე ნათელია, რომ ასი პროცენტით ასრულდება.
საცოდავმა პუტინმა რუსეთს მსოფლიოში საშინელი სახელი დაუმკვიდრა. მათ დაკარგეს ნდობა. სამწუხაროა, მაგრამ „დიდი რუსეთი“ ისევ მოემწყვდევა „ოქროს ურდოს“ კლანჭებში. უფალი მოუვლენს მათ დიდ გასაჭირს — მუსლიმებს!
მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ ქართველებს ომში ვერავინ და ვერაფერი შეგვედრება და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს. რუსეთმა ითამაშა წესების დარღვევით, თუმცა ისინი ვაჟკაცობით არც არასდროს გამოირჩეოდნენ. რუს მეომრებზე შეთითხნილი საგმირო ამბები ტყუილია. მათ დღეს ნიღაბი აქვთ ახდილი. რუსი მშიშარა, უტვინო და არაკაცური მებრძოლია. პრინციპში, მებრძოლებიც არ ჰქვიათ. მათი უპირატესობა მხოლოდ რაოდენობაშია, მეტი არაფერში. ერთ ქართველს ასი არაკაცი რუსი დაესია (ასე ვხედავ), მაგრამ ესეც მოიგერია ქართველმა მებრძოლმა. რუსები ქურდულად იპარებიან, არღვევენ საქართველოს საჰაერო სივრცეს და ქურდულად გვბომბავენ. სად აქვთ იმის ვაჟკაცობა, რომ ერთი ერთზე, პირდაპირ გვებრძოლონ? რუსულ დათვს კი არა, კურდღლებს დაუძახებს მათ მთელი მსოფლიო.
მინდა შევახსენო ხალხს, რომ წარსულში რუსულ არმიაში მსახურობდნენ თხუთმეტი რესპუბლიკის ჯარისკაცები და ვხედავ, რომ წამყვანი და დამრტყმელი ძალა სწორედ ისინი იყვნენ და არა რუსები. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ კავკასიელები, მაგრამ რუსები ამის დამადასტურებელ ფაქტებს მალავენ. მაგრამ სტალინი რომ კავკასიელი იყო? თითქმის დღემდე მოჰყვათ რუსებს მისი აშენებული რკინის საძირკველი, რომელიც უკვე გაცვდა და ახლა რა ეშველებათ?
ვხედავ, იწყება სერიოზული პოლიტიკური ბრძოლები: რუსეთი-მსოფლიო-ამერიკა-ევროპა. დასავლეთი, ანუ ნატო ეხმარება ქართველებს, როგორც პატარა, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, იცავს რუსეთის აგრესიისგან. დიახ, ამას ხმამაღლა განაცხადებენ. რუსეთი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება.
„საქართველოს გულისთვის ამერიკა და რუსეთი არ დაეტაკებიან ერთმანეთს“, — ისმის გარშემო, მაგრამ ვხედავ, რომ დაეტაკებიან, ვინაიდან ეს რუსეთის მხრიდან არის გამოწვევა დასავლეთისა; ეს არის ომი რუსეთისა და დასავლეთისა. პატარა საქართველო მხოლოდ საბაბი იყო. დანარჩენი ცირკები ჯერ კიდევ წინ გველის.
ვხედავ, საქართველოში შემოდის ნატოს ჯარი. ამინ!
2008 წელი, 14 აგვისტო, ურეკი
ვხედავ, რომ რუსულმა ჯარმა დიდი კრახი განიცადა საქართველოში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქართულმა არმიამ მოიგო ეს მუხანათური ბრძოლა და გარდაცვლილი ქართველი მეომრები კოსმოსში ზეიმობენ. დიახ, ეს ასეა. მათ ტყუილად არ გაწირეს თავი. ქართველთა თავგანწირვამ ხალხი, ჩემი ქართველობა, საქართველო გადაარჩინა. ამ სამამულო ბრძოლამ დაანახა მსოფლიოს, რომ ჩვენ მეომარი, გულადი და უშიშარი ერი ვართ და ასევე მიმტევებელიც. რუსეთმა კი გამოაჩინა საკუთარი უსუსურობა. საქართველოს რომ ავიაცია ჰყოლოდა, რუსი, ვხედავ, ვერას დაგვაკლებდა.
წარსულიდან მოყოლებული ასეა მუდამ: ბრძოლაში ერთ ქართველზე მტრის ათი მეომარი მოდიოდა, მაგრამ მინც ვიმარჯვებდით და არსებობას განვაგრძობდით. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს რუკიდან წაშლა არ აწერია! იმიტომ, რომ უზარმაზარი დაცვითი ენერგია იხსნება და მოედინება კოსმოსიდან და ჩვენ ვერავინ გადაგვაშენებს! რუსეთმა კი ისეთი სიძულვილი დათესა, რასაც არ აპატიებენ არც ქართველი ერი და არც მსოფლიოს სხვა ქვეყნები. არ მივუტევებთ, რათა სიფხიზლე არ დავკარგოთ. მუდამ უნდა გვახსოვდეს და ვიყოთ მზად, რათა კვლავ შევებრძოლოთ ეშმაკეულსა და უწმინდურს!
მოვა დრო (ვხედავ, რომ ძალიან, ძალიან ახლოსაა ეს დრო), როცა რუსეთი პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებზე კავკასიაში. ვხედავ, როგორ იბომბება რუსული ქალაქები და სოფლები. ვხედავ გადამწვარ ტრამალებს. ეს ყველაფერი III მსოფლიო ომის კადრებია, რაც ჯერ კიდევ 1992-1995 წლებში ვიწინასწარმეტყველე.
„დიდი რუსეთის“ ჯარს მე ვუწოდებდი მშიშარა კურდღლებს. დაიმახსოვრეთ, ასე შეამკობს მთელი მსოფლიო. პატარა ერმა — საქართველომ, რუსეთს ნიღაბი ბოლომდე ახადა, რუსული ჯარი ხომ საერთოდ დასაცინი გახადა მსოფლიოს თვალში. ხოლო იმ წვრილფეხობას — კაზაკებს, ჩეჩნებს, ოსებს, აფსუებს, რომლებიც ისედაც წაშლილები არიან, მსოფლიო გაასამართლებს. მაგრამ, რაც კოსმოსიდან ელით უფლის სამსჯავროზე, მტრის კარს! ყველა მიიღებს იმას, რისი ღირსიცაა. ისინი მიწის პირისაგან აღიგვებიან და ყველგან დახვდებათ მათ უფლის მახვილი. ამინ!
დასავლეთი დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთს. დათმობა რომ არ შეიძლება, იციან; ისიც იციან, რომ ეს რუსეთისა და დასავლეთის ომია და სხვა არაფერი.
ქართველები გადავრჩებით! ვხედავ გაბრწყინებულ საქართველოს და როგორც ადრე აღვნიშნე, ყოველი სიკეთე ასრულდება ბოლომდე, ასი პროცენტით. აი ნახავთ!
რუსული ჩექმა, რუსული დათვი... სასაცილოა! რა დათვი, რის ჩექმა? რუსული სანდლები! რუსი კურდღლები! აი მათი ნამდვილი სახელი.
მსოფლიომ დაინახა, რომ ირანი კი არა, რუსეთია დიდი საშიშროება მსოფლიოსთვის. ამის წარმოჩენა კი საქართველომ მოახერხა. გავიწირეთ იმისათვის, რათა გადავრჩენილიყავით! ბოროტების ფესვები — ეს რუსეთია!
გახსოვდეთ, ჩემო ქართველებო, რომლებიც 24-ე საუკუნეში ცხოვრობთ და კითხულობთ ჩვენს წინასწარმეტყველებებს: ენდეთ საკუთარ თავს და არა მეზობლებს, განსაკუთრებით, რუსეთს. დღეს ვხედავ, რომ თქვენ დროს აღარ არიან მომთაბარე ჩეჩნები, კაზაკები, აღარ არის საუბრები ოსებსა და აფსუებზე. ისინი თავად რუსეთმა აღგავა მიწის პირისაგან. მართალია, დღეს ძლიერი რუსეთი თქვენს, 24-ე საუკუნეში, თითქოს აღარ წარმოადგენს დიდ საშიშროებას, მაგრამ სანამ ერთი რუსი მაინც არსებობს, ფხიზლად იყავით და არასდროს ენდოთ, არასდროს!
ვხედავ, რომ საქართველოს ჰყავს ძლიერი ჯარი; ძლიერია, ერთიანია, გაბრწყინებულია საქართველო. გამრავლებულს ვხედავ ქართველებს.
დღეს ჩვენ ვიბრძვით და ამ ბრძოლით მოვიგებთ იმ მომავალს, რომელსაც ვხედავ 24-ე საუკუნეში: ძლიერი, ერთიანი, თავისუფალი სახელმწიფო მრავალი ქართველით — თითქმის 30 მილიონით!
დღეს კი კვლავ ვიბრძოლებთ. საქართველო არ დაუშვებს და ვერც დაუშვებს შეცდომებს, იმიტომ რომ ბედისწერაზე ის გვაწერია, რაც24-ე საუკუნის საქართველოში ვიხილე. ესე იგი, დღეს გადავრჩებით, გინდ მესამე კი არა, IV და V მსოფლიო ომებიც დაიწყოს. ამინ!
მალე საქართველო ისე წამოდგება ფეხზე, რომ ჩვენი მეზობლების გაშავებულ სახეებს ვხედავ. ჯარი იარაღდება. ეს არის მსოფლიოში არსებული შეიარაღების უნიკალური, ბოლო მოდელები. ზღვაზე სამხედრო გემებს ვხედავ, ასევე ყველაზე საუკეთესო მოდელებს. საჰაერო დაცვაც ძლიერი ექნება საქართველოს. ვხედავ, როგორ გაიხსნა მიწა, საიდანაც სამხედრო თვითმფრინავები ამოფრინდნენ. საზღვრები დაცულია. ჯერ კიდევ 1992 წლის 18 დეკემბერს ვიწინასწარმეტყველე, რომ საქართველო მაინც გავა ნატოს ხაზით და ასეც იქნება.
ვიბრუნებთ ყველაფერს. დამპყრობლები კი — რუსი კურდღლები, ლეშიჭამია ტურებთან ერთად, ყველაფერს კარგავენ. არ ჰგონიათ, მაგრამ დაკარგავენ!image
(გაგრძელება იქნება
3
468
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
468
  
2020, 1 იანვარი, 2:33
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
2019, 31 დეკემბერი, 14:14
ამინ ჰყოს უფალმა.
სოხუმის შტურმში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, ჯერ სოხუმელობის და მეორე ბაბუას ანდერძის შესასრულებლად და მე გუჯა ჩიჩუა დარწმუნებული ვარ ამ დღეს მოვესწრებით ყველანი.
0 1 3