x
image
თორ ნიკე
Mediator image
აიაია
აიაია


აიაია (Aiaia) არის იგივე აია, კოლხეთი. ასევე არის მედეას მეტსახელი (აპ. როდოსელი, 4, 559; ენ. 3, 386). აიაია არის ასევე ნიმფა კალიფსოს მეტსახელი (შენაცვლება კირკესთან). აიაია არის ქალაქიც თესალიაში. სხვა მნიშვნელობით კი აიაია ძველთაგანვე იყო სადავო ადგილი ჰომეროსის ეპოსსა და "არგონავტიკაში". ბერძენ კომენტატორთა აზრით, რაც უეჭველად მთავარი საყრდენია, აიაია, ესაა იგივე აია, ე.ი. კოლხეთი, ოღონდ ორი ბგერით განვრცობილი, ან ვაების წამოძახილი, რაც კუნძულს ეწოდა.


აიაია


ეპისკოპოსი ევტათი თესალონიკელი "ოდისეის" კომენტარებში ამბობს: "აიაიე" კოლხეთის მაგიერ იხმარება. ასეთია გეოგრაფოსის აზრიც: "კოლხეთშივეა კირკეს კუნძული აიაია". ოდისეის სქოლიასტიც აღნიშნავს: "კირკე ტირენის კუნძულ აიაიადან არის, ან კოლხეთიდან" (ნ. აკ. ურუშაძე, "არგონავტიკის" კომენტარები. თბ, 1975, 214). ამავე აზრს მტკიცედ გამოთქვამს ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი და მკვლევარი სერ მორის ბოურა თავის კაპიტალურ შრომაში "საგმირო ეპოსი, ყველა დროისა და ხალხის ჰეროიკული პოეზიის შედარებითი ფენომენოლოგია", გერმ. თარგ. შტუტგ. 1964, გვ. 164): "კირკეს კუნძული აიაია, შესაძლებელია გვიანდელი ნასხვაური იყოს გარკვეული ადგილისა შავი ზღვის სანაპიროზე, რაც უწინ აღმოაჩინეს და არგონავტების ამბავში შეიტანეს.



აიაია


ჰომეროსმა ხომ იცის, რომ აიაია ძალიან შორს მდებარეობს, აღმოსავლეთში, სადაც აისზე შობილ გარიჟრაჟს - ეოსს, თავისი სავანე და საცეკვაო ადგილი აქვს, და საიდანაც ამოდის ქვეყნიერების მანათობელი მზე. მართალია, აიაია ეპოსში კუნძულია, მაგრამ ძველად, კუნძულს უწოდებდნენ ასევე მდინარესა და ზღვას შორის მდებარე სანაპირო ხმელეთს. ამ კუნძულის მდებარეობის განსაზღვრა ტირენიის ზღვაში (იტალია, ეტრურია) გაუგებრობაა, აგრებული იმაზე, რომ არგონავტებისა და ოდისევისი მიმოსვლის საკმაოდ ბუნდოვან ნაწილს ამ მიდამოებში ხედავდნენ. ჰომეროსი არაერთხელ ახსენებს კირკეს კუნძულს, აიაიას (IX, 31; X, 135...; XI, 70; XII - 1...) და მხოლოდ ერთგან განმარტავს, რომ ესაა ოკეანის მიღმა, შორს აღმოსავლეთში, სადაც აისში შობილი ეოსის სასახლეში ფერხული იმართება და საიდანაც ჰელიოსი ამოსვლას იწყებს. დაშვებაც კი შეუძლებელია იმისა, რომ მზის აღმოსვლის ალაგად ჰომეროსს ან ვინმეს იტალიის მიდამოები მიეჩნია. მით უმეტეს რომ კოლხეთის მეფე ჰელიოსის შვილია და აღმოსავლეთია მათი სამკვიდრო. მისი გადატანა ტირენიაში გვიანდელი და ხელოვნურია.


აიაია


მახვილგონივრული და საყურადღებოა, ვლ. ალფენიძის მოსაზრება ბასკური ენის "ესკუარას" ქართულ ჩამომავლობაზე: ეაშ-სკუა-ლარ, რაც მეგრულად ნიშნავს "ეას შვილები". ეა-აია კოლხეთია; ასევე იხსნება "ბასკი" - "ფაზ-სკი" ფაზისის სქუა, ფაზისის შვილი, ან ბაზ-სქი-რი (ბაზის, ე.ი. შევარდნის შვილი). მოსაზრება, ამ კუთხითაც ადასტურებს იმ საყოველთაო აზრს, მეცნიერთა დასკვნას, რომ დასავლელი იბერები და ბასკები უხსოვარ წარსულში გადასახლებულან აღმოსავლეთის აიადან დასავლეთის აიაში, ეს მომხდარა "ცეცხლის, მიწისა და წყლის გიგანტური ბრძოლის შემდეგ", რაც ადასტურებს, თავის მხრივ ჰიპოთეზას დიდ კოსმოსურ კატასტროფაზე, რომლის შედეგადაც სამხრეთის ბუნებას ცვლილება განუცდია. პირენეს იბერებსა და ბასკეთში დღესაც არის ადგილები აია, ჰაია, ჰესპერია. ძველი ქვეყნის ამ ორ უკიდურეს წერტილს შორის ხდება მზის სადღეღამისო მიმოქცევა, მზე კი - ჰელიოსია, აიეტის მამა. აქ ყველაფერი ლოგიკურია - აია - იგივე ნაქალაქევია (ძველი კოლხეთის დიდი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი არ შეიძლებოდა ყოფილიყო "უსახელო". აწინდელი ნაქალაქევის სახელი ბერძნულ წყაროებშია შემონახული.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.






კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
173
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0