x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფოტო, რომელსაც II მსოფლიო ომის დროს დაპირისპირებული მხარეები პროპაგანდისთვის იყენებდნენ

ერთი შეხედვით, ამ ფოტოზე განსაკუთრებული არაფერია. თუმცა, მისი გადაღების თარიღს, ვითარებას და ისტორიას თუ გათვალისწონებით, რომელიც მას უკავშირდება...

1940 წლის ზაფხულში, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, მეომრების საბრძოლო სულის ასამაღლებლად, ქვეყნაში მოგზაურობდა და სამხედრო ნაწილებს სტუმრობდა. მას ჯარისკაცებისთვის და ბრიტანეთის მოსახლეობისთვის იმის დემონსტრირება უნდოდა, რომ იმ წლის 4 ივნისს, თემთა პალატაში, მის მიერ წარმოთქმული სიტყვა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება დანებებას არ აპირებს და მტერს ყველგან, ნებისმიერ ადგილზე შეებრძოლებოა, დემაგოგია არ იყო.


image


ხოლო, საკუთარი სიტყვების ვიზუალურად განსამტკიცებლად, პორტ ჰარტლპულში ყოფნისას, მან ხელში ტომპსონის (Thompson submachine gun) ლეგენდარული ავტომატი აიღო და ფოტოკამერის წინ ცინიკურად ჩაიცინა.

ეს სარეკლამო ფოტო იყო და არც იარაღი ყოფილა შემთხვევით შერჩეული. იმ წელს ბრიტანეთმა ამერიკისგან 20 ათასზე მეტი «ტომპსონი» შეიძინა (ომის დასრულებამდე კი – 107500 ცალი), რითაც ძალიან ამაყობდა. პრემიერის ფოტო მთელს ბრიტანეთში სასწრაფოდ გავრცელდა. მისი სლოგანი კი, ასეთი იყო: სამშობლოს დასაცავად შეიარაღდით, ჩვენმა ლიდერმაც კი აიღო ხელში იარაღი!

სულ მალე გაირკვა, რომ ფოტო, რომელზეც ბრიტანეთის პრემიერი განქსტერების საყვარელი იარაღით პოზირებდა (მშრალი კანონის და დიდი დეპრესიის წლებში, მას განქსტერები, სიჩქარის და სიმძლავრის გამო, დიდად აფასებდნენ), ქვეყნის გარეთაც არანაკლებ პოპულარული იყო...


image


ის, ნსდაპ-ის (ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია) პროპაგანდის დეპარტამენტის უფროსს, იოზეფ გებელსს ისე მოეწონა, რომ მისი გამოყენება ნაცისტური გერმანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა. გებელსის ბრძანებით, ფოტოზე პრემიერის უკანა ფონი წაშალეს, შემდეგ ფოტო ჩარჩოში მოათავსეს და დიდი შრიფტით დააწერეს: ზევით – «იძებნება», ქვევით: «მკვლელობის წაქეზებისთვის».

ანტი–ჩერჩილური პლაკატის მეორე ვერსიაზე კი, მხოლოდ ერთი სიტყვა – «Scharfschütze» ეწერა, რაც «სნაიპერს» ნიშნავს. ხოლო ფოტო ისე დაამონტაჟეს, თითქოს ჩერჩილი სახლის კუთხიდან ვერაგულად იყურებოდა.


image


ფაშისტები «განქსტერის» ფოტოს მხოლოდ გერმანიაში და მასთან ალიანსში მყოფ ქვეყნებში, – იტალიასა და იაპონიაში კი არა, ბრიტანეთის ტერიტორიაზეც ავრცელებდნენ. ისინი პლაკატების ათასობით ასლს თვითმფრინავებიდან ყრიდნენ. ხოლო, საპროპაგანდო ფურცლებზე, ფოტოს, შემდეგი შინაარსის ტექსტი ერთოდა: «განქსტერი, რომელსაც თქვენ აქ ხედავთ, საკუთარ სტიქიაშია. ის თქვენ ქალებთან, ბავშვებთან და დანარჩენი მსოფლიოს მშვიდობიან მოსახლეობასთან ომისკენ გიბიძგებთ. ეს ჰააგის კონვენციით აკრძალული, სრულიად უკანონო ქმედებაა, რომელიც აუცილებლად აღკვეთილი იქნება... თქვენ კი, ამ საშინელებისგან საკუთარი ოჯახი მაინც გადაარჩინეთ»!

imageimageimageimageimageimageimage






0
717
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
717
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0