x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რაზე გადაუხადა პუტინმა ტრამპს მადლობა სატელეფონო საუბარში?
image


ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ინფორმაციას ავრცელებს კრემლი.


სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა ტრამპს სპეციალური სამსახურების მეშვეობით გადაცემული ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარა რუსეთს ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილებაში.


გარდა ამისა, მსოფლიო ლიდერებმა განიხილეს მთელი რიგი კომპლექსური საკითხები ურთიერთპატივისცემის ინტერესში და ასევე შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.



პარასკევს, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დააპატიმრა ორი რუსი, რომლებიც ახალი წლისთვის სანქტ-პეტერბურგში ხალხმრავალ ადგილებში ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას აპირებდნენ.



გარდა ამისა, 2017 წელს, აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებმა გააფრთხილეს თავიანთი რუსი კოლეგები სანქტ-პეტერბურგში, ყაზანის ტაძარში და ქალაქის სვა ადგილებში მოსალოდნელი ტერორისტული შეტევის შესახებ.




1
144
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
144
  
2019, 31 დეკემბერი, 2:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1