x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინ დაგვაკლდა გასულ წელს? 2019 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები
აი, მიიწურა 2019 წელი და მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ვინ დააკლდა გასულ წელს ქართულ საზოგადოებას.



ლევან ჩხაიძე-ჟურნალისტი .გარდაიცვალა 21 იანვარს 33 წლის ასაკში, ჟურნალისტური საქმიანობა „რადიო ჯაკოში“ დაიწყო. მოგვიანებით ის მუშაობდა ჟურნალისტად და წამყვანად ტელევიზიებში: „იმედი“, „მაესტრო“, „მე-9 არხი“, „იბერია“. ბოლოს კი ტელეკომპანია "პირველში" საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემა მიჰყავდა.

image


ჯემალ ცერცვაძე-ხელბურთელი, გარდაიცვალა 28 იანვარს, 79 წლის ასაკში, ფენომენალური ტექნიკის, თავბრუდამხვევი ფინტებისა და მეტოქეთათვის ამოუცნობი ტყორცნების გამო შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატზე (1967) „ხელბურთის პელედ“ მონათლეს. თამაშობდა თბილისის ბურევესტნიკსა (1958–1975) და სსრკ ნაკრებში (1959–1972). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962–1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი. ზედიზედ ათჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის სახელი (1962–1971), მსოფლიო ფესტივალის ჩემპიონი (1968), მონაწილეობდა სამ მსოფლიო ჩემპიონატში (1964, 1967, 1970), აქედან ორში (1964, 1967) ჩემპიონატის ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს, სამჯერ იყო შეყვანილი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში. სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა 78 მატჩი, გაიტანა 276 გოლი.


image


ვანო ზოდელავა-ქართველი პოლიტიკოსი, გარდაიცვალა 5 თებერვალს 61 წლის ასაკში, ავტოავარიით, სპეციალობით ინჟინერი, ქალაქ ფოთის და თბილისის ყოფილი მერი, თბილისის საგადასახადო ინსპექციის ყოფილი უფროსი, ოცამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

image

ომარ თურმანაული-ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ფრანგულად და ფრანგულიდან მთარგმნელი.გარდაიცვალა ქალაქ სტრასბურგში, 23 მარტს 59 წლის ასაკში.

მონაწილეობდა აფხაზეთის ომში, იქიდან დაბრუნების შემდეგ გამოსცა ომის დღიურები „აფხაზეთი... ჯარისკაცის ჩანაწერები“ (1993).

1995 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, სტრასბურგში. წერდა პროზას ფრანგულ ენაზე. 1998 წელს საფრანგეთში დაიბეჭდა მისი რომანი: „ქვრივი, მერცხალი და ნათელმხილველი“.

ქართულად თარგმნიდა ფრანგულ პოეზიას, ხოლო ფრანგულად კი ქართულ პროზას. ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა ბესიკ ხარანაულის რომანი „წიგნი ამბა ბესარიონისა“. თარგმნიდა ბესიკ ხარანაულის მომდევნო წიგნს „ეპიგრაფები მივიწყებული სიზმრებისათვის“.

image


ერეკლე ბადურაშვილი-კინორეჟისორი, სცენარისტი, პუბლიცისტი, გარდაიცვალა 25 მარტს 57 წლის ასაკში, დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ავტოპორტრეტი" (1987), "ცოდვის დღესასწაული" (1990), "თბილისი ჩემი სახლია" (1994), "კიდევ ერთი ქართული ისტორია" (2003); სცენარის ავტორია ფილმების: "ავტოპორტრეტი" (1987), "ცოდვის დღესასწაული" (1990);

გადაღებულია ფილმში: "მატარებელი" (2001).

image



გიორგი დანელია-ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და პუბლიცისტი, გარდაიცვალა 4 აპრილს 88 წლის ასაკში, ისეთი საკულტო ფილმების ავტორი, როგორებიცაა:"Я шагаю по Москве"(1963)"არ იდარდო"(1969), "აფონია"(1975), "მიმინო"(1977), "შემოდგომის მარათონი"(1980), ქინ-ძა-ძა"(1986), "პასპორტი"(1990) და სხვები.ამასთანავე "იღბლიანი ჯელტმენების"(1971) სცენარის ავტორი.


image




დიმიტრი თუმანიშვილი-
ქართველი ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის
დოქტორი. ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიკოსი.გარდაიცვალა 7 აპრილს 69 წლის ასაკში.

1999-2006 წლებში დიმიტრი თუმანიშვილი ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იყო; მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თბილისის სასულიერო აკადემიაში და კითხულობდა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიის კურსს; მეცნიერი მრავალი თაობის აღმზრდელი და ხელოვნების უბადლო მასწავლებელი იყო.

მისი სამეცნიერო კვლევის სფერო ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია და თანამედროვე ქართული ხელოვნების აქტუალური საკითხები იყო. მეცნიერი წლების მანძილზე ამუშავებდა ქართულ სახელოვნებათმცოდნეო დარგში მოღვაწე მეცნიერთა არქივებს.

image

ამირან სხიერელი-კალათბურთელი, გარდაიცვალა 18 მაისს 78 წლის ასაკში, თბილისის "დინამოს" და სსრკ ნაკრების წევრი, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში (1962); იყო თბილისის "დინამოს" კაპიტანი. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა თბილისის "დინამოს"; იყო წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962);ევროპის ჩემპიონი (სსრკ ნაკრებთან ერთად, 1965); საკავშირო პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1965); თასების თასის ფინალისტი (1969); საკავშირო პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი (1969)

image

სანდრო მრევლიშვილი-ქართველი რეჟისორი, დრამატურგი, პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი.გარდაიცვალა 24 ივნიის 78 წლის ასაკში.1963-1966 წლებში დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1966-1973 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორი. 1973 წელს დააარსა სახელმწიფო ახალგაზრდული თეატრ-სტუდია „მეტეხის თეატრი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე. 1994 წელს დააარსა თეატრი „ძველი სახლი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში. 2004 წელს რეჟისორის ინიციატივით და მისი პროექტის მიხედვით აშენდა თეატრი „გლობუსი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე. 2014 წელს დააარსა თეატრი „რუსთაველის 19„ რომლის ხელმძღვანელიც იყო სიცოცხლის ბოლომდე.


image


ნოდარ ხადური-ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი, გარდაიცვალა 10 სექტემბერს 49 წლის ასაკში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბერიდან 2016 წლის 27 ნოემბერამდე.ამს გარდა იყო იყო მსოფლიო ბანკის (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკის (ADB), აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის (AIIB) მმართველი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) ალტერნატიული მმართველი, სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, ზ. ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და ა. შ.

იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვეციაში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მაკროეკონომიკა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მონეტარული და ფისკალური მაკროეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა, ტრანსფორმაციული ეკონომიკა და კონკურენცია.



image


გია ყანჩელი-ქართველი კომპოზიტორი, გარდაიცვალა 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში, ავტორი -ოპერა „და არს მუსიკა“ (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.) და სხვა.

მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ "პასპორტი" და სხვა.

მან შექმნა რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის მუსიკა -„კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, და „მეთორმეტე ღამე"



image


მიხეილ კობახიძე-ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, გარდაიცვალა 13 ოქტომბერს 80 წლის ასაკში, ფილმების გადაღება 1961 წლიდან, სტუდენტობის პერიოდიდან დაიწყო. გადაიღო მოლკემეტრაჟიანი ფილმები: "ახალგაზრდა სიყვარული" (1961) და "კარუსელი" (1962).

1964 წელს გადაღებულმა სადიპლომო ფილმმა "ქორწილი" ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო (ფესტივალის მთავარი პრიზი, კინოჟურნალისტთა ასოციაციის პრიზი, "საერთაშორისო ევანგელისტური კინოცენტრის პრიზი"). 1967 წელს გადაიღო ფილმი "ქოლგა", ფილმმა 1967 წელს მთავარი პრიზი და "ფიპრესის" პრიზი აიღო კრაკოვის (პოლონეთი) საერთაშორისო კინოფესტივალზე.

სცენარები დაწერა მულტფილმებისათვის: "ჩიბუხი" (1976), "ზღვაზე" (1980).

1996 წელს ვენეციის კონოფესტივალზე მოეწყო რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა.




image


ფირუზ კანთელაძე-ფეხბურთელი, გარდაიცვალა 10 ნოემბერს 70 წლის ასაკში, ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მცველი. 1967–1979 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1969, 1976), საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1976, 1979) მფლობელი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1967).

ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

image



ზაზა ურუშაძე-რეჟისორი და სცენარისტი, გარდაიცვალა 7 დეკემბერს 53 წლის ასაკში,

დამდგმელი რეჟისორი ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013);ამასთანავე რეჟისორი სერიალის "ცხელი ძაღლი"


იყო შემდეგი ფილმების სცენარის ავტორი: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა"(1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი"(2008), "მანდარინები" (2013); პროდიუსერია ფილმების: "სამი სახლი" (2008), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" (1981).

ფილმი „მანდარინები“ ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე. ასევე ნომინირებული იყო "ოსკარზე" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

image



ელენე ლუხუტაშვილი-ქართველი თვითნასწავლი მხატვარი და ხელოვანი, გარდაიცვალა 22 დეკემბერს 90 წლის ასაკში, ხატვით ბავშვობაში დაინტერესდა. სამხატვრო მუშაობა მატერიალური მდგომარეობის გამო (დედამისი დაავადდა, მამამ ოჯახი მიატოვა და თვითონ თავშესაფარში რამდენჯერმე მოხვდა) ქუჩაში დაყრილი ნივთებისგან დაიწყო. აქედან მოყოლებული სურათებს ქმნიდა შუშის ბოთლების, ჭურჭლის, თიხის ნამტვრევებით, ქვებით, ცემენტისა და ქვიშის გამოყენებით, კანფეტების ქაღალდებისგან. ნახატებზე გამოსახავდა საქართველოს მეფეებს, ბიბლიურ სიუჟეტებს, ცხოველებს, აგრეთვე შიშველ ქალებს ბუნებაში.

1990-იან წლებში ორჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა საფრანგეთში გამართულ ჯგუფურ გამოფენებში

ასევე მისი გამოფენა მოეწყო პეტებურგში. შექმნილი აქვს 500-მდე ნამუშევარი. 2016 წელს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ელენე ლუხუტაშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო.

image



ასევე იხილეთ:ვინ დაგვაკლდა გასულ წელს? 2018 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები

1
582
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
582
  
2019, 31 დეკემბერი, 2:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1