x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"გეი იესოს" ფილმის ავტორებს მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს
imageრიო-დე-ჟანეიროში შობის დღესასწაულზე ბრაზილიურ კომედიური ჯგუფის ოფისს-Porta dos Fundos-ს მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს იესო ქრისტეზე გადაღებული კომედიური ფილმის "გეი იესოს" გამო.


შენობის დაცვის თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო მომხდარის ამსახველი ვიდეოჩანაწერი პოლიციას გადასცეს.

დეკემბრის დასაწყისში კომედიურმა ჯგუფმა სპეციალურად შობისთვის გამოუშვა 46 წუთიანი კომედია „ქრისტეს პირველი ცდუნება“, სადაც ასახულია იესო და მისი სავარაუდო მეგობარი, სახელად ორლანდო.

image


ბრაზილიაში საზოგადოებამ ფილმს მკრეხელობა უწოდა, დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა მოაწერა მოაწერა პეტიციას, სადაც Netflix-ს მოუწოდებს, მოხსნან ფილმი ჩვენებიდან, რადგან შეურაცხყოფს ქრისტიანებს.

შაბათს, Twitter- ზე, პრეზიდენტის ვაჟმა ედუარდო ბოლსონარომ დაწერა, რომ Netflix ფილმი "ნაგავია" და განაცხადა, რომ ფილმის შემქნნელები "ბრაზილიის საზოგადოებას არ წარმოადგენენ".


სიუჟეტის მიხედვით, იესო სახლში უდაბნოში გატარებული 40 დღის შემდეგ, ახალ მეგობართან, ორლანდოსთან ერთად ბრუნდება. მარიამ ღვთისმშობელი, მისი მეუღლე იოსები და მამა ღმერთი კი იესოს 30-ე დაბადების დღეზე წვეულებას აწყობენ. იესოს ოჯახის წევრებისთვის ორლანდოს გაცნობა არ სურს, თუმცა ის მაინც ხვდება წვეულებაზე.

წვეულების დროს მამა ღმერთი უყვება იესოს, რომ სინამდვილეში ის მისი შვილია (მანამდე იესოს მამა ღმერთი თავისი ბიძა ეგონა). იესო თავის ოთახში ბრუნდება, მარიხუანის შემცველ ჩაის სვამს და ეწყება ალუცინაციები, რა დროსაც შივას, ბუდას, ალაჰს და უცხოპლანეტელს და ხედავს. ფილმის დასასრულს ნაწილში ირკვევა, რომ ორლანდო ეშმაკია და იესო კლავს მას.

1
197
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
197
  
2019, 29 დეკემბერი, 17:12
დავმუნჯდი. სიტყვები არ მყოფნის :-(
0 1 1