x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ორიოდე სიტყვა ქართულ სუფრაზე

image
ქართული სუფრა: ეს არის ტრადიცია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, ეს ტრადიცია თავისი ამოუწურავი მრაფალფეროვნებით ხიბლავს და იზიდავს კარგი ჭამასმის, კარგი მადის ასევე სიმღერის, ცეკვის, პოეზის კარგი იუმორის მქონე ადამიანებს აერთიანებს მათ და ზოგჯერ სრულიად განსხვავებული მსოფმხედველობის ადამიანებს ერთი აზრის, ერთი იდეის გარშემო აერთიანებს, ხშირად ადამიანების მეგობრობის ან სიყვარულის საწყისად ქართული სუფრა მიიჩნევა, ისევე როგორც გაუგებრობის შფოთის ჩხუბის მიზეზად შეიძლება იქცეს რადგან ეს ყველაფერი, თავისი არსით, ქართული სუფრა ერთგვარი ტაძარია, სადაც ილოცება ყველაფერის ის რაც ადამიანებისთის ღირებული ძვირფასი და საყვარელია, ქართულ სუფრაზე დაუშვებელია გინება უწმაწური სიტყვების თქმა, მაგრამ ეს ტრადიცია სამწუხაროდ ხშიად ირღვევა რაც ამახინჯებს და შეურაწყოფს ქართული სუფრის არსს და მნიშვნელობას, ეს კი იმის ბრალია რომ ქართულ სუფრაზე მოხვედრის არავითაი (ფეის კონტროლი) არ არსებობს, ხოლო ყველაფერი კარგი, ლამაზი და საინტერესო ისევე როგორც ქართული სუფრა იზიდავს იმ ადამიანებსაც რომლებიც თავაზიანობასთან, ქართული სუფრის ამომავალ წერტილთან (მშვიდობასთან) და კაცთმოყვარეობასთან მწყრალად არიან, ასევე იმ ადამიანებს რომლებისთვისაც ეს ტრადიცია დაკავშირებულია ჭამასთან სმასთან გადაჭრბებულ სიმთვრალესთან, არამართებული ამბიციების გამოვლენასთან, პათეტიკასთან რომელიც ძალიან შორს არის ქართული ძარღვიანი გულიდან წამოსული სიტყვისგან, სწორედ ამ მიზეზების ბრალია რომ ქართული სუფრის მიმართ მოხდა ახალგაზდა თაობის გარკვეული ნაწილის გაუცხოება, მათი ჯანსაღი აზრი ვერ ეგუება იმ ფაქტს რომ აქ გარკვეული ბახუსის მერე ადამიანები იცვლიან ფერს, ხმას, აზრს იმ პარადოქსებს რომ მევახშე ქადაგებს ქველმოქმედებაზე, აფერისტი წესიერებაზე საუბრით აწყენს თავს შეკრებილ სზოგადოებას, ათეისტი ლოცავს ღმერთს, მოძალადე მშვიდობას, წინაპრების შემარცხვენელი წინაპრებს, ზოგჯერ უღირსი საუბრობს და ღირსეული უსმენს, ასევე მიუღებელია ბევრისთვის სასმლის დაძალების ფსევდო ტრადიცია რაც ადამანებს კიდევ უფრო აშორებს ქართული სუფრის რეალურ სახეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა ქართველები ყველა მნიშვნელოვან დღეს სუფრასთან აღნიშნავე თქვენ წარმოიდგინეთ სიყვარულის დღეს შეყვრარებულები, ცოლ ქმარი რესტორანში აღნიშნავენ ქართლი კერძების ფონზე რაც პირადად მე იუმორის საბაბს მაძლევს, ქართული სუფრა იმდენადაა საინტერესო, მშვენიერი, და ლამაზი რამდენადაც საინტერესო საზოგადოებაა შეკრებილი, ქართული სუფრის მიმდინარეობა პირდაპირ სარკისებრად ასახავს იქ მყოფი ადამიანებს ღირებულებებს, განათლებას, თავაზიანობას. ქართულ სუფრას ისე არაფერი არ უხდება, როგორც ბუნებრივობა სადღეგრძელოში წარმოთქმული სიყვები უნდა იყოს ნადვილი და გულიდან წამოსული არ უნდა იგრძნობოდეს პათეტიკა, სიყალბე, როგორც ლოცვაა ნამდვილი, ისთივე ნამდვილი უნდა იყოს სადღეგრძელო რადგან ვერანაირი შეძენილი ცოდნით, პოეზიით და იუმორით ვერ დააინტერესებ საზოგადოებას თუ არ გწამს იმის რის სადღეგრძელოსაც მიირთმევ, ადამიანი თუ ცხოვრების წესით არ ხარ მაგალითი სიკეთის, კარგი ადამიანობის და იმ ყველაფრის რასაც სუფრაზე ადრგრძელებ მაშინ ტყილად ნუ დაიხარჯები რადგან სიტყვა ფულს გავს ფულს ოქრო ამაგრებს სიტყვას, ადამიანის ნაცხოვრები და ნამოქმედარი, როგორც იტყვიან სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი.

0
181
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე ბოკუჩავა
ელენე ბოკუჩავა
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0