x
image
_K_
რატომ რჩებიან მოღალატე კაცები ცოლებთან - 8 პოპულარული მიზეზი
image

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, დაქორწინებული კაცების 2.2%-მა აღიარა, რომ წლის განმავლობაში ერთზე მეტი პარტნიორი ჰყავთ. საერთოდ, მკვლევრების თქმით, დაქორწინებული ამერიკელი მამაკაცების 15-20%-ს აქვს საიდუმლო რომანი და კაცები უფრო მეტად არიან მიდრეკილები ღალატისკენ, ვიდრე ქალები. ჩვენ უკვე გაგაცანით მიზეზები, თუ რატომ ტოვებენ ქალები საყვარელ მამაკაცებს, დღეს კი ვისაუბრებთ მიზეზებზე, თუ რატომ რჩებიან მოღალატე კაცები ცოლებთან.


მაშ ასე, სტატიაში გაგაცნობთ 8 ობიექტურ მიზეზს, რომელიც ნათელს მოჰფენს, რატომ არ ტოვებენ ორგული კაცები ცოლებს.






1. ის ფიქრობს, რომ სახლი საუკეთესო ადგილია.

მეუღლე შეგეჩვიათ, საჭმელს უმზადებთ, ბავშვებს უვლით. ეს ყველაფერი მას თავს კომფორტულად აგრძნობინებს, საყვარელს რაღაც ახლის პოვნის მიზნით იჩენს და არა იმისთვის, რომ ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. სახლი მისთვის ჯერ კიდევ სასახლესავითაა.



მას თავში ფიქრიც კი არ უჩნდება იმის შესახებ, რომ ცოლი მიატოვოს. იცის, რომ მის გარეშე სახლის საქმეებს ვერ გაუმკლავდება. შეიძლება, ცოლ-ქმარს შორის სიყვარული და ვნება აღარ არსებობს, მაგრამ მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა ჯერ კიდევ შეინიშნება. თქვენს მეუღლეს სახლი, უბრალოდ, იმ ადგილად მიაჩნია, სადაც დაისვენებს და კომფორტულად გამოიძინებს.

image






2. მას, უბრალოდ, "შესვენება" სჭირდება.

ერთ-ერთმი გაცნობის საიტის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვართ, მაგრამ კაცი მაინც ეძებს სხვა ქალებს. ისინი კარგი ოჯახური წყვილია, ორივეს მოვალეობები აკისრიათ, ამიტომაც მოღალატე ამ შემთხვევაში განქორწინებაზე სულაც არ ფიქრობს. მას, უბრალოდ, "შესვენება" სჭირდება, რათა დაისვენოს და ახალი თავგადასავლები გამოცადოს.

image






3. ის ფიქრობდა, რომ ცხოვრებისეულ კითხვებზე პასუხებს ახალ რომანში იპოვიდა, მაგრამ ჯერ არ უპოვია.

მოგიყვებით ერთ საინტერესო ამბავს ცოლქმრულ ღალატზე. ქალმა გაიგო, რომ მეუღლე ღალატობდა. ემოციების გადალახვის შემდეგ მეუღლეს ჰკითხა, რატომ გააკეთა ეს. კაცი ოჯახის დატოვებას არ აპირებდა. მისი პასუხი მარტივი იყო. მეუღლეს იმიტომ კი არ უღალატა, რომ რამე სჭირდა ან ცუდი ცოლი იყო, არამედ იმიტომ, რომ თავად კაცში იყო პრობლემა.


ზოგი კაცი ფიქრობს, რომ სხვა ქალთან ურთიერთობა მას შეცვლის და გააბედნიერებს, თუმცა, ასე არ ხდება. მათ ჯერ კიდევ უყვართ ცოლები, მაგრამ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ.

image






4. მას ნამდვილად უყვარს თავისი ცოლი.

ერთმა ქალმა ცოლიან კაცთან შეხვედრის ისტორია საზოგადოებას გაუზიარა. კაცი ჯენტლმენი იყო, ოჯახი უყვარდა და მის დატოვებას არ აპირებდა. ასეთ შემთხვევაში ბევრ ჩვენგანს გაგვიჩნდება კითხვა, მაშინ რატომ ღალატობდა ცოლს?


კითხვაზე პასუხის გაცემა სხვა კაცმა სცადა. ის ბედნიერ ქორწინებაში 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა და შვილები ჰყავდა. დიახ, მას უყვარდა ცოლი, მაგრამ 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ღალატობდა. ეს მისთვის, უბრალოდ, "ფეტიში" იყო. ამასთანავე, კაცი თავს ამის გამო დამნაშავედ გრძნობდა.

image






5. მას საკმარისი გამბედაობა არ გააჩნია ცხოვრების მთლიანად შესაცვლელად.

უკვე 10 წელია, კაცი ცოლთან ერთად ცხოვრობს. კარგი ქმარი და მამაა, უცებ კი თავის მეორე ნახევარს ხვდება. თერაპისტი დუგლას ლაბიერი ამას "გონებისა და სხეულის საქმეს" უწოდებს. ეს ახალი გრძნობა შესაძლოა ძალიან ძლიერი იყოს და მამაკაცი ახალი ემოციებით მოიცვას.


ასეთ შემთხვევებში ზოგი კაცი ამჯობინებს, ცოლს გაეყაროს და ხელახლა დაქორწინდეს, მაგრამ ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება. მათ ჯერ კიდევ ძლიერი კავშირი აქვთ ცოლებთან.

image






6. ის ფიქრობს, რომ ცოლთან ისეთი ძლიერი "ჯაჭვი" აკავშირებს, როგორიც შვილები ან იპოთეკური სესხია.

ადვოკატი, რომელსაც არაერთი განქორწინების საქმე ჰქონია, თავის გამოცდილებას გვიზიარებს. მისი თქმით, ცოლ-ქმრის განშორება ძალიან რთულია, ყველაზე მტკივნეული კი იმის გააზრებაა, რომ შვილებთან მთელ დროს ვეღარ გაატარებენ. ეს ბევრ წყვილს უშლის ხელს განქორწინებაში, მაშინაც კი, თუ თავს ერთად ბედნიერად აღარ გრძნობენ.


შეიძლება, მეუღლეებს შორის სიყვარული აღარ არსებობს, მაგრამ პასუხისმგებლობები ისევ არის, რაც ოჯახთან დამაკავშირებელი საკმაოდ ძლიერი ჯაჭვია.

image






7. მას არ სურს, თვალებში შეხედოს განქორწინების მიერ გამოწვეულ ტკივილს.

სიტყვა "განქორწინება" მილიონობით ნეგატიურ ემოციას წარმოქმნის. ის ასოცირდება ადვოკატებთან, ჩხუბთან, ქონების გაყოფასთან, ბავშვებთან გასატარებელი დროის განაწილებასთან და ა.შ.


ზოგი კაცი ამ ყველაფრის თავიდან არიდების მიზნით ამჯობინებს, ყველაფერი ისე დატოვოს, როგორც არის, ამიტომაც აღარ მოუწევთ ცრემლებთან, ბრაზთან და ყვირილთან გამკლავება. თუ ცოლ-ქმარს შორის ჯანსაღი ურთიერთობა აღარ არსებობს, საყვარლის პოვნა ძალიან მარტივია.


ყველაფრის მიუხედავად, კაცს მაინც არ სურს, ტკივილი მიაყენოს ცოლსა და შვილებს.

image






8. მან გააცნობიერა, რომ ღალატი შეცდომა იყო.

ერთმა კაცმა ცოლს თავისივე ახლო მეგობართან უღალატა. გააცნობიერა, რომ საშინელი შეცდომა დაუშვა, მაგრამ არ იცოდა, რა გაეკეთებინა, ეთქვა ცოლისთვის სიმართლე თუ არა.


რა თქმა უნდა, ამ საკითხის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში კაცი განქორწინების წინააღმდეგია, რადგან ცოლი ჯერ კიდევ უყვარს.

image

ღალატის გაგების შემთხვევაში, პარტნიორს აპატიებდით თუ განქორწინებას ამჯობინებდით? გჯერათ, რომ შესაძლებელია რამდენიმე ადამიანის სიყვარული ერთდროულად? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი♥



p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. 4 აშკარა ნიშანი იმისა, რომ მეუღლე გღალატობთ - კერძო გამომძიებლის დასკვნები

image


2. რა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს თქვენს პარტნიორს, თუ მობილურს გამუდმებით გიმოწმებთ

image


3. 10 აშკარა ნიშანი იმისა, რომ მამაკაცს აღარ უყვარხართ

image


4. რატომ ვერ პოულობს ზოგი ადამიანი სიყვარულს - 6 პოპულარული მიზეზი

image


5. თუ ამ 6 ფაზას გაუმკლავდებით, თქვენი ქორწინება სამუდამოდ გაგრძელდება

image

0
724
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
724
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0