x
image
მანჩო 777
სილუეტი, შარლატანი, პაპარაცი, ლოველასი და ქართულ ენაში დამკვიდრებული სხვა სიტყვები, რომელთა უკან რეალური ადამიანების გვარები დგას
არსებობენ ადამიანები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ისტორიაში მათ მიერ ჩადენილი დიდი საქმეების და გმირობის წყალობით; არსებობენ ადამიანები, რომელთა სახელები დაუვიწყარია იმის გამო, რომ მათ შექმნეს ხელოვნების უკვდავი შედევრები: მუსიკალური თუ მხატვრული ნაწარმოებები, გენიალური პიესები და რომანები, მაგრამ არსებობენ ადამიანებიც, რომლებიც იმდენად პოპულარული და ცნობილები არიან, რომ მათი სახელები ან გვარები საზოგადო სახელებად გადაიქცა და სალიტერატურო თუ სასაუბრო ენაში მყარად დამკვიდრდა. ჩემი აზრით, ეს მათი აღიარების და გავლენის უმაღლესი საფეხურია მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებიდან ყველა როდია დადებითი პიროვნება....



image


აღასნიშნავია, რომ ზოგიერთი ადამიანის გვარი პირდაპირ ჩვენს თვალწინ გარდაიქმნება საზოგადო სახელად. საკმარისია გავიხსენოთ მიხეილ შუმახერი და დედა ტერეზა; ზოგი მათგანი კი ისე შემოიჭრა ჩვენს მეტყველებაში, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია, თუ მის უკან რეალური პიროვნება დგას.



ჩარლზ ბოიკოტი



image



საყოველთაოდ გავრცელებული სიტყვა "ბოიკოტი, რომელიც მშვიდობიან წინააღმდეგობას და პროტესტს ნიშნავს, დაკავშირებულია ბრიტანელი ჩარლზ ბოიკოტის სახელთან, რომელიც მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევარში ირლანდიაში ერთ-ერთ მიწათმფლობელთან საქმის მწარმოებლად მუშაობდა. ერთხელ მამულში დასაქმებულებმა გაფიცვა მოაწყვეს ისე, რომ ინგლისელი არაფრად ჩააგდეს. ბრიტანული პრესის წყალობით, რომელმაც ეს მოვლენები გააშუქა, პროტესტის ამ ფორმას ბოიკოტი ეწოდა.


ლეოპოლდ ზახერ-მაზოხი


image



ლეოპოლდ მაზოხი იყო გერმანელ-ავსტრიელი მწერალი. ის პატარაობაში ძალიან სუსტი და ავადმყოფი ბავშვი იყო. ყმაწვილს ადრეულ ასაკში მოუწია ყოფილიყო მოწმე იმ სისასტიკისა, რომელიც თან ახლდა ავსტრია-უნგრეთის მონარქიის რევოლუციას.

კიდევ ერთი გამოცდა, რომელმაც ყმაწვილ ლეოპოლდს ფსიქიკა დაუმახინჯა, იყო მისი ავადმყოფური პირველი სიყვარული ანა კოტვიცის მიმართ, რომელიც ბიჭზე გაცილებით უფროსი იყო. მათი სექსუალური კავშირი ატარებდა სადო-მაზოხისტურ ხასიათს. განათლებით ისტორიკოსმა ლეოპოლდ მაზოხმა მიატოვა უნივერსიტეტი, დაიწყო წერა და სულ მალე ავსტრიაში ყველაზე პოპულარული მწერალი გახდა. 1886 წელს ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა რიჰარდ ებინგმა ფსიქიატრიასა და სექსოპათოლოგიაში დაამკვიდრა ახალი ტერმინი-მაზოხიზმი, რომელიც დაუკავშირა ლეოპოლდ მაზოხის ცხოვრებასა და შემოქმედებას.



საქსოფონი

image


საქსოფონი სასულე მუსიკალური საკრავია, რომელსაც სახელი მისი გამომგონებლის- ბელგიელი ოსტატის ადოლფ საქსის გამო უწოდეს. ინსტრუმენტი წარმოადგენს პარაბოლურ მილს, რომელსაც აქვს ნისკარტისებრი მუნდშტუკი და ცალფა ღერო. ინსტრუმენტს საქსოფონი გამომგონებლის მეგობარმა, კომპოზიტორმა ჰექტორ ბერლიოზმა უწოდა სტატიაში, რომელიც გამოგონებას ეძღვნებოდა და ეს სიტყვა უმალვე პოპულარული გახდა.



გაიუს ცილინიუს მეცენატი


image


გაიუს მეცენატი იყო ცნობილი და პოპულარული პიროვნება ძველ რომში. იგი გახლდათ ხელოვნების მოყვარული და მფარველი. სწორედ მისი სახელიდან წარმოდგა მსოფლიოში გავრცელებული ტერმინი მეცენატი, რომელიც ქველმოქმედს, მფარველს, დამფინანსებელს ნიშნავს.



ტაციო სეკიაროლი-პაპარაცი


image



ტაციო სეკიაროლი-პაპარაცი ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფი გახლდათ. ის 1925 წელს დაიბადა რომის გარეუბანში. გადაღება ტაციომ 1944 წელს დაიწყო: ის იღებდა რომის ქუჩებში შემოსულ ამერიკელ ჯარისკაცებს. 1955 წელს პაპარაციმ დაარსა სააგენტო "რომა პრეს-ფოტო". სულ ცოტა ხანში ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა ფედერიკო ფელინიმ გადაიღო ფილმი "ტკბილი ცხოვრება'', რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო ფოტოგრაფი პაპარაცო. მის პროტოტიპს, რა თქმა უნდა, ტაციო სეკიაროლი წარმოადგენდა. ამის შემდეგ სიტყვა "პაპარაცი" მყარად დამკვიდრდა სასაუბრო და ლიტერატურულ ენაში და აბეზარ ფოტოგრაფს ნიშნავს.



დონასიონ ალფონს ფრანსუა (მარკიზი დე სადი)


image


ფრანგი მწერალი დონასიონ ალფონს ფრანსუა იყო ფილოსოფოსი, ჰედონისტი, ათეისტი, ლიბერტინაჟის მიმდევარი. ის საყოველთაოდ ცნობილია მარკიზ დე სადის სახელით. დე სადი განსაკუთრებით ცნობილი გახდა თავისი ნაწარმოებებით, რომლებშიც შედის ძალმომრეობისა და პორნოგრაფიის ამსახველი პასაჟები, რასაც, ისევე როგორც თავის აღვირახსნილ ცხოვრებას, ავტორი ფილოსოფიურ გამართლებას აძლევს. თავისი რომანებისა და ცხოვრების სტილის გამო დე სადმა 30 წელი ციხეში გაატარა. სადის სახელიდან გამომდინარე ფსიქიატრმა რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგმა შემოიღო სიტყვა სადიზმი, რაც ნიშნავს სხვისადმი ტკივილის მიყენებით გამოწვეულ სიამოვნებასა და სექსუალურ აღგზნებას.



ეტიენ დე სილუეტი


image


ეტიენი გახლდათ საფრანგეთის ფინანსების მთავარი კონტროლიორი მეფე ლუდოვიკო XV-ის დროს. ის შეეცადა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმის ჩატარებას, თუმცა მისი ეს მცდელობა კრახით დასრულდა, რის გამოც თანამდებობიდან გადადგომა მოუწია. ამის შემდეგ მან გართობის ახალი მეთოდი მოიგონა: ეტიენს კედელზე ადამიანის ჩრდილები გადაჰქონდა. ეს იდეა ისე მოეწონათ მის სტუმრებს, რომ სილუეტს მთელ ევროპაში გაუთქვეს სახელი.



პატრიკ ხულიგანი


image


წარმოშობით ირლანდიელი, მცირე ოჯახური სასტუმროს მფლობელი პატრიკ ხულიგანი ლონდონის გარეუბანში ცხოვრობდა. ის გამუდმებით აწყობდა სკანდალებს, ეჩხუბებოდა მდგმურებსა და მეზობლებს, ასე რომ მალე გაითქვა სახელი თავისი აუტანელი, მყრალი ხასიათითა და ქცევებით. მის სახელზე გამუდმებით შედიოდა საჩივრები ლონდონის პოლიციაში. მალე მისი გვარი საზოგადო სახელად გადაიქცა და სალაპარაკო ენაში დამკვიდრდა. დღეს ხულიგანს უწოდებენ საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევ ადამიანს, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივი ქცევის ნორმებს და ზოგადად ავლენს უპატივცემულობას საზოგადოების მიმართ.



ბლუთუზი


image


ბლუთუზი - (blue tooth - „ლურჯი კბილი“) შემქნელებმა ამ ტექნოლოგიას სახელი ვიკინგების მეფის ჰერალდ პირველის (ჰერალდ ლურჯკბილას) პატივსაცემად დაარქვეს, რომელმაც დანია და ნორვეგია გააერთიანა. დღესდღეობით ბლუთუზი გახლავთ მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგია. ის საშუალებას იძლევა გადაიცეს მონაცემები 720 კბ/წმ სიჩქარით ყოველგვარი დამაკავშირებელი სადენების გარეშე სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს შორის, როგორებიცაა: მობილური ტელეფონები, ჯიბის კომპიუტერები, პერსონალური კომპიუტერები, პრინტერები, ციფრული ფოტოაპარატები, მაცივრები, კონდიციონერები, მიკროტალღოვანი ღუმელები და სხვა.



ჯონ როკფელერი


image


როკფელერი იყო ამერიკელი მეწარმე, ფილანტროპი, კაცობრიობის ისტორიაში პირველი ოფიციალური მილიარდელი. 1870 წელს ჯონმა რამდენიმე პარტნიორთან ერთად დააარსა კომპანია Standart Oil. რადგან ბენზინსა და სხვა ნავთობპროდუქტებზე იმ დროს ძალიან გაიზარდა მოთხოვნილება, როკფელერი სწრაფად გამდიდრდა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი 1937 წელს გარდაიცვალა, რა დროსაც მისი ქონება 1, 7 მილიარდ დოლარს აღწევდა. როკფელერის გვარი თითქმის მთელ მსოფლიოში ითვლება სიმდიდრისა და ფუფუნების სიმბოლოდ.



მანსარდა


image



სახურავის ეს კონსტრუქცია საცხოვრებელი და სამეურნეო მიზნებისათვის პირველად არქიტექტორმა ფრანსუა მანსარმა გამოიყენა. მას შემდეგ მკვეთრად დამრეცი სახურავის ქვეშ სხვენის სათავსო სართულს მანსარდა უწოდეს.



ნიკოლია შოვენი


image



საყოველთაოდ ცნობილი სიტყვა "შოვინიზმი" უკავშირდება ნაპოლეონის ერთგული ჯარისკაცის ნიკოლია შოვენის სახელს. ის ნაპოლეონს ახლდა ყველა ლაშქრობაში, მათ შორის-რუსეთშიც. დაიჭრა 17-ჯერ, ყველა ჭრილობა მიიღო მკერდში, ჯარისკაცებს შორის სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით. შოვენი მათ არწმუნებდა, რომ ნაპოლეონის დაპყრობითი ომები იყო სამართლიანი და ემსახურებოდა საფრანგეთის ინტერესებს..

შოვენი გახდა ფრანგული კომედიის La Cocarde Tricolore-ს გმირი, რომლის შემდეგაც გაჩნდა ტერმინი შოვინიზმი, რაც ნიშნავს გადამეტებულ ნაციონალიზმს, რომელიც სხვა ერების სიძულვილშია გადაზრდილი.



დონ ჟუანი, ჯაკომო კაზანოვა, სერ რობერტ ლოველასი


image


ეს სამივე გვარი გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს აღვირახსნილობას, ცდუნებასა და სასიყვარულო თავგადასავლებს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სამი პიროვნებიდან რეალურად არსებობდა მხოლოდ კაზანოვა, დანარჩენი ორი კი ლიტერატურული პერსონაჟია.



სენდვიჩი


image


გრაფი ჯონ მონტეგიუ სენდვიჩი ჯეიმს კუკის ექსპედიციას ამზადებდა და რადგან მას საჭმელზე ფიქრის დრო არ ჰქონდა, მოიგონა მარტივი და მოსახერხებელი კერძი-პურის ნაჭრებს შორის მოქცეული მოხარშული ხორცი. გრაფის საპატივცემულოდ ამ საყოველთაოდ გავრცელებულ საკვებს სენდვიჩი ეწოდა.



იუდა


image


ყველამ კარგად ვიცით, რომ იუდა გახლდათ ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული თორმეტთაგან. სახარების მიხედვით, იუდამ ქრისტე 30 ვერცხლად გაყიდა. ამის შემდეგ ეს სახელი საზოგადო გახდა და ნიშნავს მოღალატეს, გამყიდველს.



შარლატანი

image

ლეგენდის თანახმად, სიტყვა შარლატანი ფრანგი ექიმის შარლ ლატენის სახელიდან მოდის. ის ფუჭ ოპერაციებს ატარებდა, ჰპირდებოდა რა პაციენტებს სრულ განკურნებას და ფულის მიღების შემდეგ იმალებოდა, პაციენტების მდგომარეობა კი მხოლოდ მძიმდებოდა. შარლატანს უწოდებენ მატყუარა, თაღლით ადამიანს.



ალენ დელონი


image


ფრანგული თეატრისა და კინოს მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი ალენ დელონი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა და სექს-სიმბოლოდ იყო აღიარებული. დელონი ისეთი პოპულარობით სარგებლობდა თაყვანისმცემელ ქალბატონებში, რომ მისი გვარი საზოგადო სახელიც კი გახდა: როცა ვინმე მამაკაცზე სურთ თქმა, სიმპათიურიაო, იტყვიან: ნამდვილი ალენ დელონიაო.



დედა ტერეზა


image


აგნეს გონჯე ბოიაჯუ (დედა ტერეზა) გახლდათ ალბანელი კათოლიკე მონაზონი, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია "ქველმოქმედების მისონერები" და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის ოპრემიის ლაურეატი გახდა. 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში.

მისიონერთა ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, მისი წევრები სხვა ქვეყნებშიც იწყებენ საქველმოქმედო საქმიანობას და უკვე 1970-იანი წლებისთვის დედა ტერეზა მსოფლიოში განთქმული ხდება ჰუმანიტარული საქმიანობისა და ღარიბთა და უმწეოთა დახმარებისთვის. გარდაცვალების შემდეგ რომის პაპმა იოანე პავლე II-მ იგი ნეტარად შერაცხა, ხოლო 2016 წელს პაპმა ფრანცისკმა ის წმინდანად შერაცხა. დღესდღეობით ბევრი ადამიანისათვის დედა ტერეზას სახელი სიკეთის, დახმარების, შემწეობის სინონიმია.



6
1067
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1067
  
2020, 5 იანვარი, 22:57
ოთხდღიანი არდადეგები მოვიწყვე და დროც გამომიჩნდა საწერად. დღეს ისევ დაიწყო ტორტების ციებ-ცხელება :)
2020, 4 იანვარი, 14:08
მანჩო კვლავ ფორმაშია საინტერესო იყო ძალიან :*
2020, 4 იანვარი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 3 იანვარი, 12:57
ძლიან საინტერესო იყოოოო
2020, 3 იანვარი, 10:54
საინტერესო იყო
0 1 6